"შსს აკადემიამ" სუპერლიგის ფინალური სერიის ბოლო მატჩში "ოლიმპი" 86:80 დაამარცხა
საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერიის ბოლო მატჩი 26 მაისს სპორტის სასახლეში "შსს აკადემიამ" "ოლიმპთან" 86:80 მოიგო (სერია 3:2) და ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ილია ლონდარიძემ დიდი სიხარულით აღმართა.

მან და ბოქოლიშვილმა 8-8 ქულა ჩააგდეს, ხოლო დეონტა ვონმა შსს-ელებს 18 ქულა მოუტანა. თუ დააკვირდით, ამ პატარა შესავალში 8-იანი ხუთჯერ გამოჩნდა. მეექვსედაც უნდა დავწეროთ - "შსს აკადემია" მე-8 გუნდია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

მანამდე, სხვადასხვა დროს მწვერვალზე ავიდნენ: "დინამო", "ვითა", "ბასკო", სტუ, "ავიამშენი", "ენერჯი" და "არმია".

შენიშვნის სახით დავწერთ, თუ გნებავთ, სურვილი დაარქვით: ზემოთ ნახსენები შვიდი ჩემპიონიდან სამი აღარ არსებობს; იყო გუნდები, რომლებიც მხოლოდ საქართველოში პირველობით კმაყოფილდებოდნენ და ევროსარბიელზე გასვლით თავს არ იწუხებდნენ; 2011 წელს მივიღეთ იდეალური ვარიანტი - ჩემპიონი "არმია" იმდენად გაძლიერდა, რომ ევროჩელენჯზე არათუ ჯგუფიდან გასვლის, არამედ მთლიანად შეჯიბრების ფავორიტად მოინათლა.

მოკლედ, გვაქვს წარსულის სხვადასხვაგვარი მაგალითი და იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონი უკეთეს მაგალითს მიბაძავს.

იმედს გუნდის მშენებლობის ისტორიაც აძლიერებს: 2008-09 წლების სეზონში ახლად დაბადებულმა შსს-მ სუპერლიგაში მორიდებით შეაბიჯა - მერვე ადგილზე გავიდა; მომდევნო სეზონში ნახევარფინალი მომავალ ჩემპიონ "ენერჯისთან" წააგო; 2011 და 2012 წლების სეზონებში კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ დაძაბულ მეოთხედფინალებში ორივე შემთხვევაში "სოხუმთან" დათმო.

26 მაისს კი ერთმა გამოცდილმა ჟურნალისტმა მკითხა: ყველაზე მეტად ვინ იმსახურებს ჩემპიონის თასსო? თვითონვე მიპასუხა:

- ლევან მიქაბერიძე (სპორტული დირექტორი), "შსს აკადემიას" სულისჩამდგმელი დაარსების დღიდან. წინა წლების უიღბლობის შემდეგ ბევრს, შესაძლოა, ხელი ჩაექნია, მაგრამ შსს-ს ხელმძღვანელობამ დასახული მიზნისკენ მოთმინებით იარა და შრომაც დაუფასდა - სუპერლიგა 2013 წელს მოიგო.

ბოლო წლებში ყველაზე მეტი მწვრთნელი "შსს აკადემიაში" შეიცვალა, კალათბურთელთა ტრანსფერებიც ზომაზე მეტი იყო, მაგრამ ბერძენმა სპეციალისტმა გიორგიოს კეცელიდისმა ქართველ ახალგაზრდებს გემოვნებით შერჩეული ოთხი ამერიკელი, ერთი ბერძენი დაამატა და მიიღო გამართული გუნდი, ისეთი, როგორიც რამდენიმე წლის წინათ ფინალურ სერიას 3:0-ს მოიგებდა, მაგრამ გულშემატკივართა გასახარად, ფინალში თანაბარი ძალის გუნდი შეხვდა - "ოლიმპი".

"შსს აკადემიას" თავკაცმა ბოლო პრესკონფერენციაზეც გაიმეორა: ფინალური სერია ასეთი სანახაობრივი იმიტომ გამოვიდა, რომ ღირსეული მეტოქე მყავდა, გია კაზანჯიანის გუნდის წინააღმდეგ თამაში ერთი სიამოვნება იყოო.

"ოლიმპი" მეორე სეზონია, არსებობს და უკვე მეორედ ითამაშა სუპერლიგის ფინალი. იმედი დავიტოვოთ, რომ ამ გუნდს კარგი სპონსორი გამოუჩნდება და მიზნისკენ სვლას კვლავ განაგრძობს.

როგორ სტაბილურადაც ჩაატარა შსს-მ ჩემპიონატი, ასევე სტაბილური იყო მეხუთე ფინალისასაც. გიორგიოს კეცელიდისის შეგირდებმა პირველ მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც უმთავრესად კირკ არჩიბეკის დამსახურება იყო, რომელმაც მეტოქეს, სტევან მილოშევიჩს ფარქვეშ არაფერი დაანება.

მეტსაც გეტყვით - პირველ ტაიმში "ოლიმპის" მთავარ მეფარეს მხოლოდ ერთი მოხსნა ჰქონდა. მეორე პერიოდში ოლიმპელებმა სამქულიანებით სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს.

ისინი მეოთხე პერიოდში შსს-ს 3 ქულითაც მიუახლოვდნენ, მაგრამ ვონის, კუნასისა და რეიმონდის მშვიდი თამაში ახალგაზრდებზეც ვრცელდებოდა.

არ შეიძლება, ილია ლონდარიძეზე ცალკე არ ვთქვათ: მეხუთე, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში, ბოლო რაუნდში იგი იმდენად ენერგიულად მოქმედებდა, რომ ერთ ეპიზოდში გამოცდილმა კუნასმა თავისთან იხმო და დამშვიდება ურჩია.

მერაბ ბოქოლიშვილმა კი გადამწყვეტ მომენტში საჯარიმო ტყორცნები აუღელვებლად და ზუსტად შეასრულა.

26 მაისი. თბილისი, სპორტის სასახლე

ოლიმპი-შსს აკადემია 80:86

ოლიმპი 15 23 16 26

შსს აკადემია 25 21 16 24

"ოლიმპმა" 6 სამქულიანი ჩააგდო. როცა ფარქვეშ მეტოქეს საგრძნობი უპირატესობა აქვს, 6 სამიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

"შსს აკადემიამ" სამწამიანი ზონიდან 50 ქულა მოაგროვა. ეს ძალიან ბევრია. ასეთ სიტუაციაში მოგება წარმოუდგენელია, - აღნიშნა გია კაზანჯიანმა, - დღეს მეტოქე ჩვენზე ბევრად ძლიერი იყო, თავიდანვე დიდი უპირატესობა მოიპოვა. ვიბრძოლეთ, 3 ქულამდე დავიყვანეთ სხვაობა, თუმცა ძალები აღარ გვეყო, რომ წინ გავსულიყავით".

გიორგიოს კეცელიდისი ("შსს აკადემია"):

"რთული სერია გამოვიდა. მივულოცავ ბიჭებს. ისინი ჩემთვის მოთამაშეები კი არა, შვილები არიან.

მათი შრომის დამსახურებაა, რომ თასი მოვიპოვეთ და სუპერლიგის ჩემპიონები გავხდით.

როგორც იცით, საბერძნეთიდან ვარ, სადაც ბევრი ადამიანია, რომელთაც ჩემი წარმატება უხარიათ. დიდ მადლობას ვეტყვი ბარძოკასს "ოლიმპიაკოსიდან", პედულაკისს "პანათინაიკოსიდან" და რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კაცაკარისს.

მინდა, ეს გამარჯვება ყველა ბერძენ მწვრთნელს მივუძღვნა.

განსაკუთრებით მივულოცავ ჩემპიონობას ილია ლონდარიძეს, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი და ნამდვილი კაპიტანია არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედნის გარეთაც.

ვთვლი, რომ იმსახურებდა ნაკრებში გამოძახებას. რაც შეეხება ჩემს საქართველოში დარჩენას, ახლა საბერძნეთში უნდა დავბრუნდე, სადაც ოჯახი მელოდება. დაბრუნებაზე არ მაქვს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული. სავარაუდოდ, ძნელი იქნება აქ დარჩენა.

თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა ეროვნულ ნაკრებში თუნდაც ასისტენტად ყოფნა; ან რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით შემოთავაზება არ მიმიღია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
ალისონის და მამარდაშვილის დუბლიორი? - "ლივერპულმა" უნგრელი მეკარე შეიძინა
დონარუმას გადაბირებას ორი დიდი კლუბი შეეცდება
წიტაიშვილმა "გრანადა" დატოვა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
ლეაომ "მილანს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა - როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
"რუსები გერმანიის ნაკრების სტილში თამაშობენ" - ნიგერიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
სუპერლიგა 2013-14. XIII ტური: ტრანსფორმაცია მეოთხეში
"შსს-აკადემიამ" პირველი წრე საამაყო გამარჯვებით დაასრულა
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
"ლელო" საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გამარჯვებულია
სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს
Sportall.ge-ს გათამაშების გამარჯვებული და ტელევიზორის მფლობელი ირაკლი ტერაშვილი გახდა
ნინო ხურციძემ საქართველოს ჩემპიონობა მეექვსედ მოიპოვა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"შსს აკადემია" ლეგიონერებით ძლიერდება
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგა. IV ტური: გიორგი ცინცაძე შსს-აკადემიას გამარჯვებაში დაეხმარა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
"შსს-აკადემიამ" "დინამოს" პირველი მარცხი აგემა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა