საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები სეულშია ერთობლივ შეკრებაზე
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები სეულშია ერთობლივ შეკრებაზე. ჩვენი ინფორმაციით, იქ კორეელთა პირველი გუნდი სრული შემადგენლობით ემზადება, სხვა მონაწილეებზე კი ვერაფერს გეტყვით.

ირაკლი უზნაძემ შეგირდები კორეაში პირდაპირ ტიუმენიდან წაიყვანა, მასტერსის ტურნირის დასრულებისთანავე.

ჩვენები სამშობლოში 8 ივნისს დაბრუნდებიან, რის შემდეგაც აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე გადავლენ.

მართალია, ევროპის პირველობის მერე გამართული ყველა სპორტული ღონისძიება - ბაქოსა და ტიუმენში გამოსვლა, ანტალიურ კემპში მონაწილეობა თუ ეს ერთობლივი შეკრებაც იმ საპასუხისმგებლო შეჯიბრებისთვის მზადყოფნას ისახავს მიზნად, მაგრამ ახლა მიზანმიმართულ ვარჯიშს იწყებენ, რათა ტურნირს ფორმის პიკში შეხვდნენ.

საამისოდ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ბაკურიანში გასავლელი შეკრება იქნება, რომელიც მთლიანად ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა.

შეიძლება ითქვას, ეს იქნება საძირკველი, რომელსაც ბრაზილიური წარმატება უნდა დაეშენოს - რაც უფრო მყარად ჩაყრიან მას, ანუ რაც უფრო ნაყოფიერად ივარჯიშებენ ბაკურიანში, ბრაზილიაში მით მეტის მიღწევის შანსი ექნებათ.

თუმცა ბაკურიანში წასვლამდე გუნდს ერთი "ლირიკული გადახვევაც" ექნება - 11-20 ივნისს მინსკში გამოვა საწვრთნელ კემპზე.

უზნაძე არც ამჯერად უღალატებს თავის შეხედულებას, რაც ამგვარი ერთობლივი ვარჯიშების აუცილებლობას ითვალისწინებს და შეგირდებს იქაც წაიყვანს. მერე კი მშვიდად დაიწყებს მზადებას მსოფლიოს პირველობისთვის.

მწვრთნელს მინსკში შეკრებაზე ახლა მყოფ ფალავნებთან ერთად (იქ მასტერსზე ნამყოფი შემადგენლობაა წასული) დამატებით კიდევ მიჰყავს რამდენიმე ძიუდოისტი, მაგრამ მათ ვინაობაზე უზნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ.

იმ შეჯიბრებისთვის მოსამზადებელ გეგმაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საკვანძო 20-21 ივლისს მოსკოვში გასამართი "დიდი მუზარადი" იქნება, სადაც უკვე, ძირითადად, დასრულდება რიოში გასაგზავნი გუნდის ფორმირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება
საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა
"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს
[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა
"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს
მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს
"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"საჭიდაო არენა ხომ დაინგრა, ალბათ, მთელი დარბაზი მზად იყო, ნაკუწებად ვექციე"
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს
ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: იაპონიამ ჭორები გაამართლა
ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმე ამას უარყოფს, მატყუარა მიწოდეთ!
ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გეგმები კვლავ შეიცვალა
თბილისის გრან პრის წინ: ვარსკვლავები დაგვიძვირდა
ირაკლი უზნაძე თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: ირაკლი ცირეკიძე ირაკლი უზნაძის ნაცვლად?
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია