მძლეოსნობა. ბრილიანტის ლიგა
იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა "ბრილიანტის ლიგის" კომერციური სერიის მეხუთე ეტაპი, რომლის მთავარი სტარტი იყო მამაკაცების გარბენი 100 მეტრზე. მიზეზი მარტივია - ამ სეზონში პირველი ევროპული სტარტი ჰქონდა იამაიკელ ლეგენდას უსაინ ბოლტს.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ მზად არ არის სეზონისთვის. ამჯერად, იამაიკელს კარგი სტარტი გამოუვიდა, არადა, ეს მისი მთავარი სუსტი წერტილია. თუმცა კარგ დასაწყისს სიჩქარის გაზრდა არ მოჰყვა. დისტანციის მეორე მესამედში ამერიკელმა ჯასტინ გეტლინმა შეძლო იამაიკელის უკან ჩამოტოვება. მართალია, ბოლოსკენ ბოლტმა მოუმატა, მაგრამ გეტლინმა გაძლო, 9.94 წამი დააფიქსირა და ერთი მეასედი მოუგო მსოფლიოს რეკორდსმენს.

"ყოველ შემთხვევაში, შევძელი 10 წამიდან გამოსვლა", - იხუმრა გარბენის შემდეგ უსაინმა. მას მხედველობაში ჰქონდა ამასწინდელი გარბენი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონში, სადაც 10 წამიდან გამოსვლა ვერ შეძლო.

გეტლინმა კარიერაში პირველად დაამარცხა ბოლტი, რასაც ორი-სამი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რადგან ამერიკელი ოთხწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა სარბენ ბილიკზე. სხვათა შორის, უსაინისთვის ეს იყო მეორე წაგება "ბრილიანტის ლიგის" ეტაპებზე. ადრე ის 2010 წელს, სტოკჰოლმში დამარცხდა ტაისონ გაისთან.

"ბრილიანტის ლიგის" შემდეგი ეტაპი 13 ივნისს, ოსლოში გაიმართება. იქ კვლავ ვნახავთ საქმეში ბოლტს - ამჯერად, ის "გრძელ სპრინტს" გაირბენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უსაინ ბოლტი: მარიო ბალოტელი არ მომწონს

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"ბარსელონა" ჟეზუშს დაიმატებს
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
ხავი: უსაინ ბოლტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს
უსაინ ბოლტი, "მანჩესტერის" ფორმით, "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს
უსაინ ბოლტი დოპინგის მომხმარებლების სამუდამო დისკვალიფიკაციას ითხოვს
ᓢᓐᓘᓡᓝ
უსაინ ბოლტმა ტიტული დაიბრუნა
"თუ დავლევ, ყველას გცემთ..." - ხაბიბი უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა
ახალი სკანდალი: ტაისონ გაი დოპინგზე ჩავარდა
ტაისო გაის ქალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა
9.45 - ქარიანი რეკორდი
ნესტა კარტერის საქმეს 15 ნოემბერს განიხილავენ
მსოფლიოს ჩემპიონატის რეპეტიცია დასრულდა, წინ მოსკოვია!
რამდენ კაცს დაანაყრებდით ერთი სუმოისტის დღიური რაციონით და სხვა მხიარული სტატისტიკა
ბრილიანტების დარიგება დაიწყო
სპორტის დედოფალს სკანდალების ტალღამ გადაუარა
შოუმენი უსაინ ბოლტი