ვინ მიდის "არსენალიდან"
ივნისის ბოლოს "არსენალს" მხოლოდ ორ ფეხბურთელთან, ფრანგ სებასტიან სკილაჩისთან (32 წლის, მცველი) და რუს ანდრეი არშავინთან (32, ნახევარმცველი) უმთავრდება კონტრაქტი.

კლუბი მათ დატოვებას რომ არ მოინდომებდა, წინდაწინ იოლი გამოსაცნობი იყო, რადგან გუნდისთვის არც ერთსა და არც მეორეს აწ დასრულებულ სეზონში სარგებელი არ მოუტანია. ამას გარდა, ლაპარაკია, რომ "ემირეიტსს" დატოვებენ: მეკარე ლუკაშ ფაბიანსკი (28, კონტრაქტი 2014-მდე), მცველი ბაკარი სანია (30, 2014-მდე), ნახევარმცველი ემანუელ ფრიმპონგი (21, 2014), თავდამსხმელები ნიკლას ბენდტნერი (25, 2014-მდე), ჟერვინიო (26, 2015-მდე) და მარუან შამახი (29, 2014-მდე). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მოთამაშეებიდან სანიას, ჟერვინიოსა და ფაბიანსკის გარდა, არსენ ვენგერს ვერავინ ვერაფერში დაეხმარება.

დანიელმა ბენდტნერმა, ვინც კიდევ ერთი უღიმღამო სეზონი გაატარა, ამჯერად "იუვენტუსში" იჯარით, განაცხადა, რომ მას ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იწვევს და თუკი რაიმე განსაკუთრებული არ მოხდება, აქცენტს სწორედ მის შეთავაზებაზე გააკეთებს.

"არსენალი" უკვე ხუთ კლუბს შეუთანხმდა ტრანსფერზე. გადაწყვეტილება ახლა უკვე ჩემი მისაღებია. ამისთვის დრო ნამდვილად მაქვს. გეტყვით, რომ ძლიერი კლუბები მიწვევენ. რამდენიმე მათგანის მთავარ მწვრთნელს უკვე ველაპარაკე კიდეც. გაინტერესებთ, არიან თუ არა მათ შორის "აინტრახტი" ან "მიონხენგლადბახი"? შეკითხვაზე არ გიპასუხებთ, მაგრამ გეტყვით, რომ გერმანიიდან საინტერესო წინადადება ნამდვილად მაქვს. ამ ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან მომძლავრდა და ამის ნათელი მაგალითი "ბაიერნი" და "დორტმუნდი" არიან," – განაცხადა ფეხბურთელმა.

გამოცემა "ნაზერნ ეხოს" ცნობით კი, "ნიუკასლმა" "არსენალს" 8,5 მილიონი ფუნტი შესთავაზა ჟერვინიოს სანაცვლოდ. ივუარელი გარემარბით დაინტერესებულია მარსელის "ოლიმპიკიც". "მეთოფეთა" რიგებში აფრიკელმა ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 2012/13 წლების სეზონში მან პრემიერლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 9-ჯერ შეცვლაზე შევიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკლას ბენდტნერი ტურინის "იუვენტუსთან" მოსალაპარაკებლად იტალიაში ჩავიდა

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ლივერპულმა" "ბეშიქთაშს" მამარდაშვილის ტრანსფერზე არც უპასუხა
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
ტაქსის მძღოლის ცემაში ბრალდებულ ბენდტნერს 50-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გერმანიის სუპერთასი: პეპი სუპერთასს ვერ ეღირსა
ტრანსფერ ONLINE: 24 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ᓐ
დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგაში სიევების რაოდენობით მეორეა, ედერსონი კი მეოცე
დე ხეა და დანარჩენები - პრემიერლიგის სეზონის შვიდი საუკეთესო მეკარე
ნიკლას ბენდტნერმა ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა
ავტოავარიები ფეხბურთელებისა და მათი სუპერქარების მონაწილეობით [PHOTO]
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ᓘᓜᕒᓚᓘᓡ
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
პოკერში 6 მილიონი წავაგე - სკანდალურმა დანიელმა ფეხბურთელმა თავისი ისტორია გაიხსენა