დღევანდელ ჩვენს წერილში პრემიერლიგის დასრულებული სეზონის შვიდ საუკეთესო გოლკიპერზე ვისაუბრებთ
ფოტოზე: ლიგის საუკეთესო მეკარეები: ჯო ჰარტი და დავიდ დე ხეა

რაც არსებობს ფეხბურთი, მას შემდეგ გუნდში შეუფასებელია მეკარის როლი. ასე იქნება მანამ, სანამ სპორტის ნომერ პირველი სახეობა მილიონობით გულშემატკივრის ალალ ემოციას გამოიწვევს.

დღევანდელ ჩვენს წერილში პრემიერლიგის დასრულებული სეზონის შვიდ საუკეთესო გოლკიპერზე ვისაუბრებთ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა და დანარჩენები - ამ ნიშნით ჩაიარა ინგლისურმა სეზონმა, თუმცა ამ "დანარჩენებშიც" არიან უმაღლესი კლასისა და სხვადასხვა ეროვნული ნაკრების მეკარეები.

7. ფრეიზერ ფოსტერი (საუთჰემპტონი)

ინგლისელი სეზონის დაწყების წინ 10 მილიონ ფუნტად შეუერთდა "საუთჰემპტონს" შოტლანდიური "სელტიკიდან".

როგორც "წმინდანების" მიერ განხორციელებული არაერთი ტრანსფერი, ეს გარიგებაც იღბლიანი აღმოჩნდა. გიგანტი მეკარე, ვისი სიმაღლეც 2 მეტრს აღემატება, შესანიშნავია, როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლაზე. მას ნებისმიერი ბურთის მოგერიება შეუძლია. უნდა გამოასწოროს სისწრაფე და საჯარიმოს გარეთ თამაში.

სამაგიეროდ, ბადალი ძნელად თუ ჰყავს კარის ხაზზე თამაშსა და გამოსვლებზე. 30 მატჩიდან 13 "მშრალად" ჩაატარა. სეზონის ენდშპილი ტრავმის გამო გაუცდა.

6. ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი)

2014 წლის ზაფხულში "სუონსიმ" "ტოტენჰემში" გაყიდა ჰოლანდიელი მიშელ ვორმი და მის ნაცვლად პოლონელი მეკარე უფასოდ დაიმატა.

"არსენალის" ყოფილი მეკარის აყვანა ძალიან დიდ რისკს უკავშირდებოდა. მას წლების განმავლობაში არცთუ საიმედო კარის დარაჯის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. "სუონსიში" პოლონელი ბოლომდე გაიხსნა. პრემიერლიგის დასრულებულ სეზონში მის ანგარიშზე ყველაზე მეტი "სეივია" - 126.

განსაკუთრებით კარგად ჩაატარა ლუკაშმა მატჩი თავის ყოფილ გუნდთან - "სუონსიმ" სეზონის ფინიშზე "ემირეითსზე" 1:0 მოიგო. ამის შემდეგ იყო კოშმარული თამაში "სიტისთან", თუმცა ჩავარდნა ყველა მეკარეს აქვს.

5. რობერტ გრინი (ქპრ)

"ქუინზ პარკმა" დასრულებულ სეზონში 73 ბურთი მიიღო, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ - რომ არა რობერტ გრინი, ასზე მეტს გაუშვებდა.

ინგლისური ფეხბურთის ვეტერანს მართლაც დიდებული სეზონი ჰქონდა. ხშირად ის ერთი შეხედვით აუღებელ ბურთებს იღებდა. გრინის ანგარიშზე 115 "სეივია". მან მოიგერია სტივენ ჯერარდის პენალტი და დაბრუნდა ინგლისის ნაკრებში.

4. კოსტელ პანტილიმონი (სანდერლენდი)

"სიტიდან" მისული რუმინელი მოთმინებით ელოდა თავის შანსს. ეს შანსი მას მაშინ მიეცა, როცა ვიტო მანონემ "საუთჰემპტონისაგან" ერთბაშად რვა გოლი გაუშვა.

ორმეტრიანმა გიგანტმა "სანდერლენდის" კარის შემტევების გაწამება დაიწყო. მას ერთადერთი ნაკლი აქვს - საჯარიმოს გარეთ თამაში უჭირს. სამაგიეროდ, კოსტელის რეაქცია დიდებულია.

28 მატჩი, 93 "სეივი" - სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. განსაკუთრებით მძლავრად ჩაატარა პანტილომონმა სეზონის ფინიში, როცა "სანდერლენდმა" პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა გადაჭრა. გამორჩეულად კარგი იყო რუმინელი "არსენალთან" საგარეო შეხვედრაში.

3. ადრიანი (ვესტ ჰემი)

"ბეტისის" ყოფილმა მეკარემ ფურორი მოახდინა. მან ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო ფინელი ვეტერანი იუსი იასკელაინენი, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იცავდა "ჩაქუჩების" ღირსებას.

ადრიანის რეაქციაზე ინგლისში უკვე ლეგენდები დადის. საკმარისია აღინიშნოს, რომ დასრულებულ სეზონში მან 5 პენალტიდან 3 მოიგერია.

ერთადერთი, რაც ჯერ მას არ ჰყოფნის, ქარიზმაა, თუმცა ეს დრომ უნდა მოიტანოს.

2. ჯო ჰარტი (სიტი)

დასრულებულმა სეზონმა ნათლად გვიჩვენა, რომ ინგლისის ნაკრების ძირითადი მეკარის პრობლემები წარსულს ჩაბარდა. მთელი სეზონის განმავლობაში, "სიტის" ერთი შეხედვით ძალიან ვარსკვლავური დაცვა ჰარტს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.

ჯომ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, "ბარსელონას" წინააღმდეგ, თუმცა პრემიერლიგის მთელ რიგ შეხვედრებშიც შეუდარებელი იყო.

ჯოს დამსახურებაა, ამ ეტაპზე ინგლისის პირველ გუნდში მეკარის პრობლემა საერთოდ რომ არ დგას.

1.დავიდ დე ხეა (მანჩესტერი)

ძალიან არ უნდა გიყვარეს "მანჩესტერ იუნაიტედი", დავიდ დე ხეა პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედ რომ არ დაასახელო. ის კი არა, ახალგაზრდა ესპანელი მთელ პრემიერლიგაში გამორჩეული გახლდათ. თუ არ ჩავთვლით ედენ აზარსა და ჰარი კეინს, შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ის მინდვრის მოთამაშეებშიც საუკეთესო გახლდათ.

"მანჩესტერს" დავიდმა პირადად გადაურჩინა არაერთი უმნიშვნელოვანესი ქულა. რომ არა მისი ჩაუქობა, ლუი ვან გაალის არასტაბილური კრებული ჩემპიონთა ლიგაზე საერთოდ ვერ გავიდოდა. შემთხვევითი არ არის, რომ "რეალის" ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს უნიჭიერესი ესპანელის ხელში ჩასაგდებად.

დე ხეას მისია რთულია - მან თვით იკერ კასილიასი უნდა შეცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგო
emre-ს კუურტუას ბავშვურ შეცდომებს თუ შემახსენებთ კარგი იქნება :) სულ 33 გოლი გაუშვა, 4-ეულის გუნდებთან, ანუ სიტი, არსენალი, მანჩესტერთან 6 თამაშში 2 გოლი გაუშვა და 19 სეივი გააკეთა. ქონდა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ როცა ჰარტი 2 ადგილზეა მის შეცდომებს ხო არ ჩამოთვლიდით, ბავშვურს და სულელურს. პ.ს. ჩელსის გულშემატკივარი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით. :)
emre
ან პირიქით ძალიან უნდა გიყვარდეს ჩელსი კურტუას ბავშვური შეცდომები რომ არ დაგენახა ამ წელს. ყველაზე ცოტა გოლი რო გაუშვა ეგ დაცვის დამსახურებაა და არა კურტუასი
gio
აქ როგორც მივხვდი სტატისტიკას ექცევა განსაკუთრებული ყურადღება
თენგო
1. David De Gea, Manchester United 2. Thibaut Courtois, Chelsea 3. Lukasz Fabianski, Swansea City 4. Hugo Lloris, Tottenham Hotspur 5. Asmir Begovic, Stoke City 6. David Ospina, Arsenal 7. Costel Pantilimon, Sunderland 8. Joe Hart, Manchester City ეს არის 8 საუკეთესო მეკარე 2014-2015 წლის პრემიერლიგის ბბს სპორტის ვერსიით. რომელიც თქვენზე გაცილებით კომპეტენტურია პრემიერლიგის შეფასებაში (იმედია არ გააპროტეტებთ). მართალია თქვენ თქვენი გემოვნება გაქვთ, მაგრამ დაგესესხებით და ვიტყვი რომ, ძალიან არ უნდა გიყვარდეს "ჩელსი" ან კუურტუა რომ შვიდეულს მიღმა დატოვო. იმედია ამ კომენტარს არ დაბლოკავთ. :)
თენგო
და ტიბო კუურტუა რა უყავით? :) ჩემპიონი გუნდის კარის დარაჯი, ყველაზე ნაკლები გოლის გამშვები გუნდის კიპერი, პიტერ ჩეხის ძირითადიდან ამომგდები და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე :) დე ხეა უდავოდ პირველი იყო, მაგრამ ჯო ჰარტის მეორეობა და კუურტუას სიაში საერთოდ არ ყოფნა უბრალოდ უსამართლობაა, ან იქნებ უვიცობა.
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
ჯო ჰარტმა 12 წლის შემდეგ "სიტი" დატოვა და ახალ კლუბში გადავიდა
ჯო ჰარტი: რა დამოკიდებულება მაქვს გვარდიოლას მიმართ?!.
დე ხეამ "ფიორენტინასთან" გააფორმა კონტრაქტი
დე ხეას გმირობები - "ფიორენტინამ" "მილანი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ᓐ
კლოპმა ადრიანის შეცდომაზე იხუმრა [VIDEO]
დავიდ დე ხეა პრემიერ ლიგაში სიევების რაოდენობით მეორეა, ედერსონი კი მეოცე
"ეს მამარდაშვილისთვის მისაღები არ იქნება" - This Is Anfield-ი განმარტავს, რა უშლის ალისონის "იუვენტუსში" გადასვლას ხელს
დე ხეა შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდეს
ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს
ᓘᓜᕒᓚᓘᓡ
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
ლონდონის "ჩელსი" ახალ მეკარეს ეძებს
ესპანეთი, ევროპული ფეხბურთის საბადო
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
ლონდონის "ჩელსიმ" 38 წლის მეკარე დაიმატა
"ჩელსის" ყოფილი მეკარე: სარის სიმართლე პირდაპირ ვუთხარი, ის ხომ ბანკის მმართველი იყო...
ჰარტი გვარდიოლაზე ნაწყენი არ არის
"ონანა თუ დე ხეა?" - ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
"უოტფორდმა" მეკარე პანტილიმონი ამჯერად "ნოტინგემ ფორესტში" გაანათხოვრა
ნიკლას ბენდტნერის საინტერესო წინადადება გერმანიიდან