"კლიპერსი" ტრიოს უმიზნებს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანმა მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არ აპირებს NBA-ის რომელიმე კლუბის გაწვრთნას. თუმცა მან ისიც დაადასტურა, რომ სიამოვნებით იმუშავებდა გუნდში ხელმძღვანელ პოსტზე.

"ხანდახან მეჩვენება, რომ ჯერ ისევ შემიძლია მწვრთნელად მუშაობა, მაგრამ რეალობა ასეთია - უბრალოდ, საკუთარ თავს ვატყუებ. ჩემი ბოლო სეზონი ერთგვარად ჯერი ბასისთვის ხათრის გაწევა იყო. მაგრამ, როცა კარიერა დავასრულე, კარგად ვიცოდი, რომ ის ჩემი უკანასკნელი სეზონი იყო - ვეღარ გავუძლებდი ჯანმრთელობის მგომარეობის გამო, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გადატანილი მქონდა მუხლზე ოპერაცია და თავს კარგად ვგრძნობდი. ასე რომ, სამწვრთნელო სამუშაოზე ჩემი დაბრუნება არ მოხდება.

ამასთან, მზად ვარ კლუბის ოფისში სამუშაოდ. "ლეიკერსს" ახლა კრიზისი აქვს და თუ ისინი მთხოვენ მისვლას და უბრალოდ, მათი აზრის გაგებას კლუბში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მზად ვარ ეს გავაკეთო", - ამბობს ჯექსონი "ლოს ანჯელეს თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"კლიპერსი" ტრიოს უმიზნებს

შესაძლოა, "ბოსტონ სელტიქსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს დოკ რივერსმა. მაშინ დასახელდა ამ სპეციალისტის მომავალი სავარაუდო სამუშაო ადგილი - "ლოს ანჯელეს კლიპერსი".

ამჯერად, უფრო შორს წავიდა ESPN-ის მიმომხილველი მარკ სტაინი, რომელმაც დაწერა, რომ რივერსთან ერთად, კალიფორნიულ კლუბში შეიძლება ვიხილოთ "კელტების" ორი ვეტერანი ლიდერი - კევინ გარნეტი და პოლ პირსი.

"სელტიქსმა" 30 ივნისამდე უნდა გაარკვიოს - დარჩება თუ არა გუნდში პირსი, რომელსაც თავის ამჟამინდელ კლუბთან 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი. გარნეტი, რომელსაც ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია თავისი მომავალი კარიერის შესახებ, ადრე აღნიშნავდა, რომ მისი გადაწყვეტილება, დიდწილად პირსის სიტუაციის მოგვარებასთან იქნებოდა დამოკიდებული.

ასე რომ, უახლოესი ორი კვირა სიცხადეს შეიტანს ამ საქმეში.

იგუოდალა "დენვერს" ტოვებს

"დენვერ ნაგეტსის" ფორვარდმა ანდრე იგუოდალამ გამოაცხადა, რომ კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე სურს თავისი ამჟამინდელი გუნდის დატოვება.

"ჩვენ კარგად ვიცით ანდრეს გეგმების შესახებ და ისიც არის ინფორმირებული იმაზე, თუ როგორ გვსურს მისი დაბრუნება. იგუოდალა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის", - ამბობს "ნაგეტსის" ოფიციალური წარმომადგენელი.

ამჟამად, სიტუაცია ასეთია: იგუოდალას 15.9 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს იმისთვის, რომ სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმების უფლება მიიღოს, ხოლო მეორე ვარიანტია "დენვერთან" ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორება.

ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, იგუოდალაზე პრეტენზიას აცხადებენ: "ატლანტა", "კლივლენდი", "დალასი", "ჰიუსტონი", "დეტროიტი" და "ნიუ ორლეანი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ამერიკის ნაკრებში 27 კალათბურთელი უნდა გაისინჯოს

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
"ინტერი" "ლივერპულის" ნახევარმცველს შეიძენს
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
"რომამ" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა
სასამართლოში გეგმავს სარჩელის შეტანას - უოლკაპს "დუბაიში" სურს თამაში
"ნაპოლიმ" 22 წლის იტალიელი ვინგერი დაიმატა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
პსჟ-ში ტრანსფერის ბოლო მომენტში ჩაშლის შემდეგ - სუძუკი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ბენზემა და სალაჰი ერთ გუნდში? - ფრანგ ფეხბურთელს თურქეთში უხმობენ
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
კონფერენს ლიგაზე “დინამოს” შემარცხვენელი “ჟალგირისი” უკრაინას ფინანსურად დაეხმარება
მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია
საუდის არაბეთის გუნდის გულშემატკივრები "შახტარის" ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგი არიან
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
ინძაგის ბენზემას თავისი გუნდიდან მოშორება სურს
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" წარუმატებლობის მიზეზები
NBA. ფინალის ფაქტები - რატომ მოიგო "გოლდენ სტეიტსმა"
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
მადლობელი ვარ - კევინ გარნეტმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
პოლ პირსი: NBA-ში ერთგულება აღარ არსებობს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ისე, როგორც 44 წლის წინ
ჯორდანის გარეშე - პოლ ჯორჯმა NBA-ის საუკეთესო 5-ეული დაასახელა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები უოკერი და ტომპსონი
მესამე ლეგენდაც წავიდა: გარნეტი ბრაიანტსა და დანკანს მიყვა
ბლეიკ გრიფინი პარკეტს იანვრამდე დაუბრუნდება?
დიდი ფილი უმუშევარია - ლეგენდა "ნიუ იორკ ნიქსიდან" დაითხოვეს
[ექსკლუზივი] ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავებზე, ნაკრებსა და აკადემიაზე
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როუზის გარეშე რთულია
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როცა მელოს 45 ქულა საკმარისი არ არის
NBA: ოთხქულიანი ხაზი - დიდი ფილის იდეა, როგორ გავამხიარულოთ კალათბურთი
"ჰიუსტონს" დუაიტ ჰოვარდი არ ჰყოფნის
ისინი თავისუფლები არიან...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: პოლ პირსი ბოსტონში გააცილეს
როცა კობი ბრაიანტმა შექმნა შავი მამბა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უქმეების ჰაილაითები
NBA. ᓠ
ᓓᓔᓠᓘᓙ ᓤᓘᓨᓔᓠᓘ "ᓜᓘᓥᓡᓨᓘ" ᓘᓜᓘᓨᓜᓔᓑᓐ
ფილ ჯექსონი: კობის ხანდახან ვეზიზღებოდი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
NBA-ს ლეგენდა ლაივის გამო ESPN-დან გააგდეს
პოლ პირსის ბოლო თამაში კარიერაში
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: სწორედ ახლა ვთამაშობ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს
კონტრაქტი კარიერის დასრულებისთვის