24 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა
ევროტურნირების საწყისი ეტაპების წილისყრას ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი დიდხანს ელოდა, მისი შედეგებით კი ზოგი ჩვენი კლუბის ქომაგი კმაყოფილი დარჩებოდა, ზოგიც - უკმაყოფილო.

დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც საქართველოს ღირსებას თბილისის "დინამო" დაიცავს.

დედაქალაქურ კლუბს აშკარად გაუმართლა და ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვარიანტი შეხვდა - "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ფარერულ "სტრეიმურსა" და ანდორულ "ლუსიტანსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ წყვილის ფავორიტებად ფარერელები მიიჩნევიან.

საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" ევროპის ლიგაზე თამაშს პირველი რაუნდიდან დაიწყებენ.

წილისყრისას ორივე იმერული კლუბი განუთესავი იყო. მათგან "ჩიხურას" უფრო გაუმართლა, რომელიც ლიხტენშტაინურ "ვადუცს" დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ლიხტენშტაინში ეროვნული ჩემპიონატი არ იმართება და "ვადუცი" ევროპის ლიგაზე ქვეყნის თასის მფლობელის სტატუსით გამოდის. ისე კი, ეს კლუბი შვეიცარიის რანგით მეორე, ჩელენჯლიგაში ასპარეზობს.

გასული სეზონის შემდეგ საჩხერელთა შემადგენლობა შესუსტდა, მაგრამ "ჩიხურა" უშანსოდ ნამდვილად არ არის.

ლიხტენშტაინური ბარიერის გადალახვის შემთხვევაში "ჩიხურა" შვეიცარიულ "თუნს" დაუპირისპირდება.

"ტორპედოს" კი არცთუ მოკრძალებული მოწინააღმდეგე - სლოვაკური "ჟილინა" ერგო. რამდენიმე წლის წინათ "ჟილინამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდეც კი მიაღწია.

ცხადია, ამჟამინდელი გუნდი იმ დონის აღარ არის, მაგრამ მეტისმეტად გაახალგაზრდავებული "ტორპედოსთვის" მაინც რთული დასაძლევი უნდა იყოს.

თუ სლოვაკური ბარიერი გადალახა, "ტორპედო" საქმეს სლოვენიურ "ოლიმპიასთან" დაიჭერს.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გორის "დილა" ევროპის ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, სადაც მისი მეტოქე დანიური "ოლბორგი" იქნება.

გორელებს შეიძლებოდა შეხვედროდათ როგორც ამაზე სუსტი, ასევე ძლიერი ოპონენტი. შეგახსენებთ, შარშან "დილამ" ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე დანიურ "ორჰუსს" აჯობა.

ჩემპიონთა ლიგა

I საკვალიფიკაციო ეტაპი

შირაქი (სომხეთი)-ტრე პენე (სან მარინო)

ლუსიტანსი (ანდორა)-სტრეიმური (ფარერები)

პირველი მატჩები 2/3 ივლისს გაიმართება, განმეორებითი - 9/10 ივლისს

II საკვალიფიკაციო ეტაპი

დინამო (საქართველო)-ლუსიტანსი/სტრეიმური

ნეფთჩი (აზერბ)-შკენდერბეუ (ალბანეთი)

სტიაუა (რუმინეთი)-ვარდარი (მაკედ)

პლზენი (ჩეხეთი)-ჟელეზნიჩარი (ბოსნია)

შერიფი (მოლდოვა)-სუტიესკა (ჩერნოგ)

ბირკირკარა (მალტა)-მარიბორი (სლოვენია)

სლიგო როვერსი (ირლ)-მიოლდე (ნორვ)

ელფსბორგი (შვედ.)-დაუგავა (ლატვია)

ჰიკ (ფინეთი)-ნომე კალიუ (ესტონეთი)

ეკრანასი (ლიტვა)-ჰაფნარფ. (ისლან.)

ნიუ საინთსი (უელსი)-ლეგია (პოლონეთი)

სელტიკი (შოტლ.)-კლიფტონ. (ჩრდ. ირლ.)

დინამო (ხორვატია)-ფოლა ეში (ლუქს.)

დიორი (უნგრ.)-მაქაბი თელ ავივი (ისრ.)

ბატე (ბელორუსი)-შახტიორი (ყაზახეთი)

შირაქი/ტრე პენე-პარტიზანი (სერბეთი)

სლოვანი (სლოვაკ.)-ლუდოგორეცი (ბულგ.)

პირველი მატჩები 16/17 ივლისს გაიმართება, განმეორებითი - 23/24 ივლისს

ევროპის ლიგა

I საკვალიფიკაციო ეტაპი

ჩიხურა (საქართველო)- ვადუცი (ლიხტენშტაინი)

ტორპედო (საქართველო)-ჟილინა (სლოვაკეთი)

ვიკინგური (ფარ.)-ინტერ ტურკუ (ფინ.)

ჟალგირისი (ლიტვა)-სენტ პატრიქსი (ირლ.)

ბრაუტონი (უელსი)-ვენტსპილსი (ლატვია)

ტრანს ნარვა (ესტონ)-გეფლე (შვედეთი)

რეიკიავიკი (ისლ)-გლენტორანი (ჩ. ირლ)

მილსამი (მოლდოვა)-დუდელანჟი (ლუქს.)

მეტალურგი (მაკ.)-ყარაბახი (აზერბაიჯ.)

მლადოსტი (ჩერნოგ.)-ვიდეოტონი (უნგრ.)

ფლორა (ესტონეთი)-კუკეში (ალბანეთი)

ტეტექსი (მაკედონია)-პიუნიკი (სომხეთი)

ტეუტა (ალბანეთი)-დაჩია (მოლდოვა)

ლიბერტასი (სან მარ.)-სარაევო (ბოსნია)

სლიემა უონდერ. (მალტა)-ხაზარი (აზერბ.)

ლევსკი (ბულგარ.)-ირტიში (ყაზახეთი)

ჰიბერნიანსი (მალტა)-ვოივოდინა (სერბ.)

ასტანა (ყაზახეთი)-ბულგარული კლუბი (დასადგენია)

უე სანტა კოლომა (ანდ.)-ჟრინსკი (ბოსნ.)

დომჟალე (სლოვენია)-ასტრა (რუმინეთი)

რუდარი (ჩერნოგორია)-მიკა (სომხეთი)

სანტა კოლომა (ანდ.)-ბრეიდაბლიკი (ისლ.)

დროგედა (ირლ)-მალმიო (შვედეთი)

ინტერი (აზერბ)-მარიეჰამნი (ფინეთი)

ფუგლაფიორ. (ფარ.)-ლინფილ.(ჩრდ. ირლ.)

პრესტეტინი (უელსი)-მეტალურგსი (ლატვ.)

ცელიე (სლოვენია)-ტრომსო (მოლდოვა)

ტირასპოლი (მოლდ.)-სკონტო (ლატვია)

კრუზეიდერსი (ჩ. ირლ)-რუსენბორგი (ნორ)

ვესტმანაეიარი (ის.)-ტორსჰავნი (ფარ.)

ჟენეს ეში (ლუქს.)-ტპს ტურკუ (ფინეთი)

ბალა თაუნი (უელსი)-ლევადია (ესტონეთი)

კრუოია (ლიტვა)-დინამო (ბელორუსი)

ლა ფიორიტა (სან მარ.)-ვალეტა (მალტა)

ლაჩი (ალბ.)-დიფერდანჟი (ლუქს.)

განძასარი (სომხეთი)-აქტობე (ყაზახეთი)

ჩელიკი (ჩერნოგ.)-ჰონვედი (უნგრეთი)

ტურნოვო (მაკედონია)-სუდუვა (ლიტვა)

II საკვალიფიკაციო ეტაპი

დილა (საქართველო)-ოლბორგი (დანია)

ოლიმპია (სლოვენია)-ტორპედო/ჟილინა

ლიბერტასი/სარაევო-ფლორა/კუკეში

ჰაკენი (შვედეთი)-სპარტა (ჩეხეთი)

თუნი (შვეიცარია)-ჩიხურა/ვადუცი

ქსანთი (საბერ.)-ფულგაფ./ლინფილდი

ჰოდი (ნორვეგია)-განძასარი/აქტობე

მაქაბი ჰაიფა (ისრ.)-სლიემა/ხაზარი

ჰაიდუკი (ხორვატია)-ტურნოვო/სუდუვა

ბრაუტონი/ვენტსპ.-ჟენეს ეში/ტპს ტურკუ

დომჟალე/ასტრა-ომონია (კვიპროსი)

ტირასპოლი/სკონტო-ლიბერეცი (ჩეხეთი)

პანდურიი (რუმინ.)-ბალა თაუნი/ლევადია

ვროცლავი (პოლონეთი)-რუდარი/მიკა

დროგედა/მალმიო-ჰიბერნიანი (შოტლ.)

იაგოდინა (სერბეთი)-რუბინი (რუსეთი)

სტრომგოდსეტი (ნორ.)-დებრეცენი (უნგ.)

პეტროლული (რუმ.)-ვიკინგ./ინტერ ტურკუ

რიეკა (ხორვ.)-პრესტატინი/მეტალურგსი

ჟალგირისი/სენტ პატრ.-ტეტექსი/პიუნიკი

ბეროე (ბულგ.)-ჰაპოელ თელ ავივი (ისრ.)

ჰონკა (ფინეთი)-ლეხი (პოლონეთი)

ცრ. ზვეზდა (სერბ.)-ვესტმან.ი/-ტორსჰავნი

შახტიორი (ბელორ.)-მილსამი/დუდელანჟი

ჰიბერნიან./ვოივოდინა-ჩელიკი/ჰონვედი

მარიეჰამნი/ინტერი-ცელიე/ტრომსო

ჩერნომორეცი (უკრაინა)-ტეუტა/დაჩია

გიოტებორგი (შვედ.)-ტრენჩინი (სლოვაკ.)

კრუოია/დინამო მნ.-ლოკომო. (ხორვატია)

რეიკიავიკი/გლენტ.-სტანდარდი (ბელგ.)

უე სან. კოლ./ჟრინსკი-ასტანა/ბულგარ. კლუბი

მეტალურგი სკ.-ყარაბახი-პიასტი (პოლონ.)

კრუზეიდ.-რუსენ.-სენტ ჯონს. (შოტლ.)

ტრაბზონს. (თურ.ი)-დერი სიტი (ირლან.)

ლა ფიორიტა/ვალეტა-მინსკი (ბელარუსი)

სენიცა (სლოვაკ.)-მლადოსტი/ვიდეოტონი

ანორთოსისი (კვიპ.)-ტრანს ნარვა/გეფლე

შტურმი (ავსტრია)-ს. კოლომა/ბრეიდ.

ლევსკი/ირტიში-შიროკი ბრიეგი (ბოსნია)

ლაჩი/დიფერდ.-უტრეხტი (ჰოლანდია)

პირველი მატჩები 18 ივლისს გაიმართება, განმეორებითი - 25 ივლისს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!

წილისყრა. საჩხერის "ჩიხურა": "ჯუჯები" შვეიცარიიდან

წილისყრა. გორის "დილა": პიონტეკი და მუშათა კლასი

წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია

ramo
დინამო ერთს მოიგებს ერთს ფრეს ითამაშებს. ერთხელ ასე "ივაჟკაცა" ვადუცისთან. საჩხერე ისე ცუდად მომზადებულა ალბათ კი გავა მაგრამ მარტო ერთს მოიგებს. გორი ერთს მოიგებს მაგრამ ვერ გავა. ოლბორგი, ორჰუსზე ძლიერია ხოლო გორი წელს უფრო სუსტია. ქუთაისი განადგურდება ორივე თამაშში.
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!