რეი ალენი "მაიამიდან" მიდის
წლევანდელი ფინალური სერიის მესამე მატჩის შემდეგ, როცა "მაიამი ჰიტმა" კატასტროფული მარცხი იწვნია "სან ანტონიოსგან" (77:113) და სერიაში 1:2 ჩამორჩა, კლუბის პრეზიდენტი პატ რაილი დათვრა და მთავარ მწვრთნელს ერიკ სპოელსტრას "სპურსთან" თამაშის გარჩევაში დაეხმარა.

"განადგურებული და განრისხებული ვიყავი. მატჩის შემდეგ, საკუთარ ნომერში წავედი თამაშის გასარჩევად. იქვე იყო ჩვენი ვიდეო-კოორდინატორი დენ კრეიგი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, კარზე დააკაკუნეს. ზღურბლზე იდგა პატ რაილი, რომელსაც ორივე ხელში სამი ბოთლი ღვინო ეჭირა. მან დახმარება შემომთავაზა. ჩვენ მას ნოუთბუკი მივეცით და ის ჩემი ასისტენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი. პირველი ორი წელი, როცა გუნდში ვმუშაობდი, რაილიმ საერთოდ არ იცოდა ჩემი სახელი და გვარი", - ამბობს სპოელსტრა Sun-Sentinel-თვის მიცემულ ინტერვიუში.

რეი ალენი "მაიამიდან" მიდის

იმავე Sun-Sentinel-ის ინფორმაციით, "მაიამი ჰიტის" ვეტერანი მცველი რეი ალენი, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება.

მოთამაშეს ჯერ არ უსარგებლია თავის კონტრაქტში არსებული პუნქტით და არ გაუგრძელებია ხელშეკრულება ფლორიდულ კლუბთან. თუ ეს მოხდა, ალენი მომავალ სეზონში 3.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ამასთან, "მაიამის" არ შეუძლია რეისთან 10 ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება.

უორლდ პისს "ლეიკერსი" აღარ უნდა

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ერთ-ერთი ლიდერი მეტა უორლდ პისი კალიფორნიელ კლუბს ტოვებს. ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ვეტერანმა უარი თქვა კლუბთან ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელებაზე და გუნდის შეცვლა გადაწყვიტა.

"ეს იყო ლოს ანჯელესში გატარებული შესანიშნავი პერიოდი! ყველა აქაური თანაგუნდელი მიყვარს. მაგრამ, რამდენიმე ახალი ამბავი მაქვს. მაგალითად, გუნდის დატოვებას ვაპირებ", - დაწერა თავის "ტვიტერზე" უორლდ პისმა.

"იუტა" ჯეფერსონს უშვებს

ESPN-ის ინფორმაციით, "იუტა ჯაზი" არ ეცდება თავისი ერთ-ერთი ლიდერის, ფორვარდ ელ ჯეფერსონის შენარჩუნებას, რომელიც პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს.

ჯეფერსონი, რომელმაც გასულ სეზონში 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, "ჯაზმენთა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იყო.

ცოტა ხნის წინ, Comcast Sportsnet-მა დაწერა იმის შესახებ, რომ ჯეფერსონით დაინტერესებას გამოთქვამს ლიგაში მისი პირველი გუნდი – "ბოსტონ სელტიქსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტიმ დანკანი: კონტრაქტში წერია - მე ვრჩები

[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] სუპერსერია მეშვიდე მატჩით დასრულდება - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა და
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ლებრონ ჯეიმსი: ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი უნდა გავხდე
NBA. ფინალი. VI მატჩი: ეს იყო დიდი სპექტაკლი
NBA: სუპერფინალში ინტრიგა დაბრუნდა [VIDEO]
NBA. ᓠᕔᓒᓣᓚ
39 წლის რეი ალენი ისევ აქტუალურია
რეი ალენს კალათბურთიდან წასვლა ურჩევნია
ოფიციალურად: რეი ალენი კალათბურთიდან წავიდა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როუზისგან აჩრდილია დარჩენილი
ბლეიკ გრიფინს ციხე ემუქრება
"მეფე" "კიბორგის" წინააღმდეგ
"მაიამი" ერიკ სპოელსტრას ახალ კონტრაქტს უმზადებს
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონმა რეი დაპატიჟა
NBA.
ლინას კლეიზამ "ფენერბაჰჩე" აირჩია
ლებრონ ჯეიმსის საიუბილეო გარეკანი
რონდომ დაბრუნება თებერვლამდე გადადო
NBA-ის გეოგრაფია იზრდება
"მაიამიმ" კალათბურთელი კანაბისიანი მარმელადის ჭამის გამო დასაჯა
ლებრონ ჯეიმსის მაისურები კარგად იყიდება
NBA: რეი ალენი წასვლას არ ჩქარობს
რეი ალენი ისევ "მაიამიში", კირილენკომ "მგლები" დატოვა
ახალი ტრანსფერები ასოციაციაში: დირკ ნოვიცკი რჩება, რეი ალენი ბრუნდება