"ჩემი ფეხბურთელობის დროს, თამაშის წაგების შემდეგ ხალხი აეროპორტში საგინებლად გვხვდებოდა და სახეზე ჩანთააფარებულები უკანა გასასვლელიდან გავრბოდით"
ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა - გელა კეტაშვილს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ჰქონდა კიდეც ყველა მონაცემი საიმისოდ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავად ქცეულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს ვერ შეძლო.

სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ფინალურ მატჩში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა, რომლის შემადგენლობაში ისეთი კაშკაშა ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც რომარიო, ბებეტო, ტაფარელი, ჟორჟინიო, მაზინიო და სხვები იყვნენ.

გელა კეტაშვილი "ლელოს" ტრადიციული რუბრიკის სტუმარია და ჩვეული პირდაპირობით საუბრობს აქტუალურ და საჭირბოროტო საფეხბურთო საკითხებზე და ცხადია, თავისი კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებსაც იხსენებს.

დასაწყისში კი უახლეს ამბავს შევეხეთ - რამდენიმე დღეა, რაც დაფუძნდა ვეტერან დინამოელ ფეხბურთელთა კავშირი, რომელსაც სათავეში კეტაშვილი ჩაუდგა.

- ჩვენ გვყავს ცოცხალი დინამოელი ლეგენდები, არა მარტო ფეხბურთელები, არამედ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც. დიდ მადლობას ვუხდი ფიზკულტურულ-სპორტულ კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელობას, ჩემი ამ თანამდებობაზე წარდგენა მისი ინიციატივა იყო.

ბოლომდე დავიხარჯები იმისთვის, რომ ამ სასახელო ხალხის მიერ სამშობლოსთვის დაღვრილი ოფლი სათანადოდ დაფასდეს. რაკი მათთან შედარებით ახალგაზრდა ვარ, ვეტერანებმა ჩემს კანდიდატურას დაუჭირეს მხარი და მათი ნდობის გამართლებას მაქსიმალურად შევეცდები. ერთი სიტყვით, მუშაობას დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ.

საქმე კი მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს. ვეტერან სპორტსმენთა დახმარების გარდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია დაკარგული სპორტული ობიექტების დაბრუნება. ჩვენი ცენტრალური ოფისი ეროვნულ სტადიონზე ბანკში იპოთეკით არის ჩადებული და ახლა ბანკს ვალების რესტრუქტურიზაციას ვთხოვთ.

- ბოლო წლებში თქვენთვის სამსახური არავის შემოუთავაზებია?

- ვმუშაობდი საგზაო პოლიციაში, საიდანაც 2004 წელს მინისტრ გიორგი ბარამიძის უშუალო მითითებით გამათავისუფლეს. ბარამიძემ ჩემს თანამდებობაზე თანაკლასელი დანიშნა.

მას შემდეგ უმუშევარი ვიყავი, თუ არ ჩავთვლით საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, სადაც დელეგატად დავდივარ.

ხშირად მანდობენ რთულ შეხვედრებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ექსცესები განვმუხტო. ჩემი ავტორიტეტის წყალობით ეს ბევრჯერ მომიხერხებია. აღელვებულ გულშემატკივრებზე ჩემი მოწოდება ჭრის და კონფლიქტური სიტუაციები გვარდება.

- ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?

- უფრო და უფრო ვეშვებით უფსკრულისკენ, რაც არც არის გასაკვირი. ქართულმა ფეხბურთმა იმდენი არაპროფესიონალის ხელში გაიარა, ყველაფერი თავიდან არის ასაწყობი.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რას გვეტყვით?

- იქ პროცესები იმდენად არასწორად ვითარდება, საუბარიც კი მიჭირს. როცა გუნდი 1:0 დაწინაურდება, მეტოქე კაცნაკლულია და მწვრთნელს მოედნიდან თავდამსხმელი გამოჰყავს, ეს უვიცობად მიმაჩნია. ქეცბაიას თავისი ამბიციები დაღუპავს, თუ უკვე არ დაღუპა.

დღეს მოდაში ცხვირის აწევაა. ამდენი წაგებული თამაშის მერე, ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდიდი, ქუდს დავიხურავდი და წავიდოდი. მე ქეცბაიაზე ცუდს არაფერს ვამბობ, მასზე თამაშის ხარისხი ღაღადებს.

- ბევრს ნაკრების სტილი არ მოსწონს...

- რა, ჩვენს ნაკრებს რაიმე სტილი გააჩნია? ისიც არ მესმის, როგორ შეიძლება, წაგებული მატჩის შემდეგ გუნდს აეროპორტში დახვდე და ტაში დაუკრა. ჩემი ფეხბურთელობის დროს, თამაშის წაგების შემდეგ ხალხი აეროპორტში საგინებლად გვხვდებოდა და სახეზე ჩანთააფარებულები უკანა გასასვლელიდან გავრბოდით.

- თავად არასდროს გიცდიათ მწვრთნელობა?

- არც მიცდია და არც მიფიქრია. ფიცხი და პირდაპირი ადამიანი ვარ და ეს თვისებები მწვრთნელობაში ხელს შემიშლიდა.

- გვახსოვს თქვენი ინტერვიუ "სპორტ-ექსპრესთან", სადაც თქვით, "დინამოში" ინტრიგები იყოო. რა ინტრიგებს გულისხმობდით?

- იყო შური და ფეხის დადება. ზოგზოგიერთებს შურდათ, ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი რომ ვიყავი.

- ოლიმპიადამდე თვენახევრით ადრე ფეხი მოიტეხეთ. ასეთ მოკლე დროში მწყობრში ჩადგომა როგორ მოასწარით?

- ეს, ალბათ, სასწაული იყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი თან გადამყვა - თბილისიდან სასწრაფოდ მოსკოვში გამაქანა და ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში დამაწვინა. ოლიმპიადამდე ნაკრები აკლიმატიზაციის გასავლელად იაპონიას ეწვია, სადაც სამი ამხანაგური მატჩი გამართა. პირველი ორი შეხვედრა გამოვტოვე, მესამეში კი მოედანზე მხოლოდ ბოლო 10 წუთით შევედი.

სამაგიეროდ, ოლიმპიადაზე ექვსივე მატჩი შეუცვლელად ჩავატარე, ასეთი კი ნაკრებში მხოლოდ ხუთნი ვიყავით. ყველა თამაშის წინ ნემსებს მიკეთებდნენ და ფეხს სპეციალური მალამოებით მიმუშავებდნენ.

მოკლედ, ბიშოვეცის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მას ჩემი თავგანწირული თამაში მოსწონდა და როცა საჭირო გახდა, ჩემთვის მანაც თავი გასწირა.

- საბჭოთა კავშირის ნაკრებში როგორი ატმოსფერო იყო?

- ნორმალური, თუმცა იყო უსიამოვნო ეპიზოდიც. ერთხელ დმიტრი ხარინმა "ჩორნაჟოპი" მიწოდა და ამის გამო ვცემე, თუმცა მოგვიანებით შევრიგდით.

ფოტოზე: გელა კეტაშვილი (მარჯვნივ) სეულის ოლიმპიადაზე ბრაზილიის წინაღმდეგ

- ორი წლის წინათ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონი" მოლდოვურ "დაჩიას" შეხვდა, მისი მთავარი მწვრთნელი იგორ დობროვოლსკი ქართველებთან არცთუ ლამაზად მოიქცა.

- სიმართლე გითხრათ, ამან გამაკვირვა, რადგან მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და არც ქართველების სიძულვილი შემიმჩნევია.

- ყველაზე კარგი დამოკიდებულება ვისთან გქონდათ?

- ძირითადად, უკრაინელებთან. მოსკოველები ვითომ გემეგობრებოდნენ, მაგრამ ეს უფრო კოლეგიალობა იყო, ვიდრე მეგობრობა. საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ ნაკრებში ჯანსაღი ატმოსფერო იყო.

- სეულის ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთელებიდან თქვენ გარდა, საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში თითქმის ყველა მოხვდა...

- როგორც იცით, ჩვენი ფედერაცია საკავშირო ფედერაციას გამოეყო. ახლოვდებოდა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატი და ვალერი ლობანოვსკიმ შემომთავაზა, გადმოდი კიევის "დინამოში" და მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლა გარანტირებული გექნებაო.

შემეძლო, კიევში ოჯახთან ერთად წავსულიყავი და კარგი საცხოვრებელი პირობები მქონოდა. ლობანოვსკი ლამის ყოველდღე მირეკავდა, მაგრამ მიტინგზე ზვიად გამსახურდია დაიმუქრა, თუ წავა, ერის მოღალატედ გამოვაცხადებთო.

იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაში სამშობლოს ღალატად აღიქმებოდა და თბილისში დავრჩი. სხვა კლუბებშიც შემეძლო კარიერის გაგრძელება - მარსელის "ოლიმპიკში, "ბორდოში", "რომაში", "გალათასარაიში", მაგრამ არც ეს გამომივიდა, საჯაროდ არ ვიტყვი, რატომ და როგორ. დავრჩი თბილისის "დინამოში", მერე მცირე პერიოდი მოსკოვის ცსკა-ში გავატარე, სადაც მანეჟში თამაშისას მუხლი შემიბრუნდა და ჩემი ფეხბურთელობა იქ დასრულდა.

- მცველობამდე თავდასხმაში თამაშობდით...

- არა მხოლოდ თავდასხმაში. ასევე მითამაშია მარცხენა მცველად და მარცხენა ნახევარმცველად. ორივე ფეხს თანაბრად ვხმარობდი, რაც მამაჩემის დამსახურებაა. იგი ყოველთვის მიმითითებდა, რომ ორივე ფეხი თანაბრად განმევითარებინა. თავდასხმაში მიღებული გამოცდილება კი დაცვაში თამაშისას ძალიან დამეხმარა. თავდამსხმელის ჩანაფიქრის ამოცნობა არ მიჭირდა.

- შეგეძლოთ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოგეგოთ.

- 1985 წელს ჩემპიონატის მასპინძელი საბჭოთა კავშირი იყო. მესამე ადგილისთვის მატჩი ესპანეთთან პენალტების სერიით დავთმეთ. ეს შეხვედრა ორი ყვითელი ბარათის გამო გამოვტოვე. მესამე ადგილისთვის მატჩი კი ნიგერიასთან ასევე თერთმეტმეტრიანების სერიით წავაგეთ. სამწუხაროდ, პენალტი ვერ გავიტანე - ბურთი ხარიხას გავარტყი.

- ნაკრებელ თანაგუნდელებთან რაიმე ურთიერთობა თუ გაქვთ?

- შარშანწინ დამირეკა ალექსეი პრუდნიკოვმა, ანთალიაში დამპატიჟა და დაბადების დღე იქ გადამიხადა.

- თანამედროვე ქართველი მცველებიდან ვის გამოარჩევთ?

- არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ გამორჩეულს ვერავის ვხედავთ. მსოფლიოს მასშტაბით კი ჩემი ფავორიტი მარჯვენა მცველი დანი ალვეშია, მანამდე ძალიან მომწონდა მისი თანამემამულე კაფუ.

- საკუთარ ოჯახში თუ გეზრდებათ მემკვიდრე?

- იმედი მაქვს, რომ ჩემი ორი წლის შვილიშვილი ლევანი დიდ ფეხბურთს ითამაშებს. ჩემს ვაჟ გიორგისაც შეეძლო რაღაცის მიღწევა, მაგრამ მამის პოლიტიკური შეხედულებების გამო, უგუნდოდ დარჩა და კარიერა ნაადრევად დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხვიჩა
ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ბოზებმა, რომ არ წასულიყო გელა ტოპ ჩემპიონატში და ტოპ გუნდში
VEP1963
ხოლო ქართულ ფეხბურთს კი ახალგაზრდა ვეტერანებმა მიხედონ კალაძის,არველაძისა და აშ მათი ძმების სახით.მაგრამ ეხლა უკვე ისე რომ ყველაფერი გაკონტროლდეს და ყველაფერზე პასუხი აგონ.უკეთესი მაინც არავინა გვყავს.ხოლო თუ გვყავს კიდეც მათ ძალა არა აქვთ.
vep1963
ძმაოDAVIT სიმართლე ერთია,ქართული ფეხბურთის შენება ნულიდან უნდა დაიწყოს,ვინაიდან სარძიკველი უკვე დაულპა ჩვენი სასიქადულო ვეტერანების ხელში.ვინც მხცოვანია ჩივაძე,ხურცილავა,ძოძუაშვილი და აშ უნდა გავაცილოთ .
vep1963
ჰოდა ჩემო ძმაო ერთი ქეცბაია გამოდგა მათი პლეადიდან "სულელი",რომელმაც ეს ნაკრები ჩაიბარა.ის თანხა კი რასაც იგი იღებს პირდაპირ სასაცილოა ჟირესებისა და ტოპმიოლერების თანხებისაგან ატკატებს თუ არ ჩავთვლით;
vep1963
არც მათ არ გადმოსდით ყურებიდან ტვინი მაგრამ რაც მათ ნაკრებში ყოფნის დროს უნახავთ,როგორც მოთამაშეებს და ამაზე ერთი ხმაც არ ამოუღიათ.იგივეს მწვრთნელობის დროს ვეღარ აიტანდნენ;
vep1963
საქართველოს ნაკრები რომ ჩაიბარა სწორედ მაშინ შეცდა,რადგან ვერ გაანალიზა და ვერც გაანალიზებდა თუ რასთან ექნებოდა საქმე.არც არველაძე,არც ცხადაძე,და არც იაშვილ-კობიაშვილ-ყაველაშვილ -კალაძე არ წავიდოდნენ ამაზე
vep1963
ქეცბაიას არანაირად არ ვიცავ და კიდევ გავიმეორებ ,რაც მას სჭირს ეს მისი განათლების ბრალია ,ხოლო ის ბაგაჟი რაც მას გააჩნია ეს ძალზედ მცირეა კარგი მწვრთნელობისათვის.
vep1963
DAVITI-ძამიკო დავიწყებ იმით რომ ძალზე სასიამოვნოა ჩემთვის თქვენნაირ ადამიანთან კამათი და აზრების გაზიარება.ხოლო რაც შეეხება თემას ,სწორედ მაგაშია საქმე ,რომ უინტელექტო ქეცბაიამ თქვა ის რაც ვიტომ ინტელექტიანებს უნდა ეთქვათ
mishka
ყველა დროის,ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფეხბურთელია კეტა.ბოლომდე იწვოდა ყოველთვის მინდორზე-მისთვის ბრძოლის ველზე!!!!
daviti
vep1963,მე ვეტერანებს კი არ ვიცავ,ის არ უნდა მოითხოვო სხვისგან რაც შენც მოგეთხოვებათქო,ნათქვამის ფორმებზე კი აღარაფერს ვამბობ დამატებით.ქეცბაიას პრობლემა,არამარტო მისი პროვინციელობა და გაუნათლებლობაა,მას კაცობაშიც უჭირს ეტყობა.კობიაშვილთან და იაშვილთან მისი დამოკიდებულება გაიხსენე,ისე გაუშვა ნაკრებიდან ტელეფონზეც კი არ დაურეკა ბიჭებს,ვის გვერდითაც წლები თამაშობდა.ან რა ლოგიკაა მითხარი თუ ძმა ხარ 35 წლის კობიაშვილის ნაკრებში შემადგენლობის გაახალგაზრდავების მოტივით არ გამოძახება და მის პოზიციაზე 33 წლის კვირკველიას თამაში?გადახედე ძმაო,ამ კაცის ხელში რაიმე პოზიტიურის ნახვა შეიძლება?შეიძლება კაცი ამ დაქცეულ ქვეყანაში ამხელა ხელფასს იღებდეს და მალტასთან ვერ მოგებას ფეხბურთელების დეფიციტს აბრალებდეს?თბილისში ისრაელთან ფრეს ცუდ მინდორს დააბრალო,ერთი წიოკი ატეხო პრესკონფერენციაძე და მალევე სტუმრად იმავე ნაკრებთან,იდეალურ მინდორზე უშანსოდ წააგო?აქამდე იმას უთვლიდით მიღწევად დიდი ანგარიშიდ აღარ ვაგებთო და წავაგეთ სამწუხაროდ,თან ირლანდიის ლამის მეორე ნაკრებთან.მანამდე კი მხოლოდ იმიტომ არ ქონდა მის ხელში ნაკრებს დიდი ანგარიშით წაგებული ასე თუ ისე ნორმალური მეკარე გვყავს დღესდღეობით ,თორემ იმაზე ნაკლები ხიფათი არ იქმნება ჩვენს კარებთან ვიდრე მისი წინა მორბედების დროს იქმნებოდა.ირლანდია დანიასთან იმ სამარცხვინო თამაშების შემდეგ არ იმსახურებდა ქართველი ქომაგები რომ პირდაპირ კვიპროსში არ წასულიყო ეს ვაჟბატონი,კეთილი ენება და ჩამოსულიყო აქ,აეხსნა რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად?ძმურად მითხარი კითხვებს არ გიჩენს,მაგალითად,რატომ თამაშობს ხუბუტია მხოლოდ მაშინ როცა კლუბის შესაცვლელად ემზადება?ან საქართველოს ჩემპიონ გუნდში რეგულარულად მოთამაშე მამუკა კობახიძეს რატომ არ იწვევდა საერთოდ და როცა ის,რუსეთის აუტსაიდერ კლუბში გადავიდა,სადაც საერთოდ არ უწევდა თამაში რატომ გამოიძახა ზედიზედ?ბოლოს მინდა გკითხო,შეიძლება ნაკრებს ყავდეს ისეთი მწვრთნელი რომელსაც,გუნდის ფეხბურთელების დიდ ნაწილთან კომფლიქტი აქვს?(ნუ დავაბრალებთ ამას მხოლოდ "თავში ავარდნილობას"ქართველი ფეხბურთელებისას,ანალოგიური სიტუაცია დაემართა მას ოლიმპიაკოსშიც).აღარაფერს ვამბობ საზოგადოებასთან მის დამოკიდებულებაზე.
bereta
მარადონას დონემდე ვარასოდეს მივიდოდა ქეცბაია როგორც ფეხბურთელი მაგრამ,რა გააკეთა ნაკრებში მარადონამ ყველამ ნახა.ასე რომ კარგი ფეხბურთელობა კარგ მწვრთნელბას არ ნიშნავს
maqsime mesxi
მოკლედ რაღაც მინდოდა მეთქვა მარა არ მინდა გული მარა ვიცი ცუდად გამომივა და არ მინდა გული ვატკინო ზოგ-ზოგიერტებს. მოკლედ იმას ვიტყვი რომ ქართულ ფეხბურთში ძალიან არაჯანსაღი გარემოა შექმნილი ჩვენ ჭაობში ვართ!
lekxeto
ქეცბა მაგარია.. გელა ბელაია გარიაჩკა გააქ?
keta
კეტაშვილი ასიანი პახმელიაზეააა :)))))))))))
vep1963
ჩვენმა სასიქადულო გაუმაძღარმა ვეტერანებმა თუ ასე გააგრძელეს მიშაც თავზე დ;;;ვავს და ბიძინა გრიშაც.ფეხბურთი კი წუმპიდან ვერ ამოვა.
vep1963
კალაძეს ეხლახანს წამოსცდა ქართული ფეხბურთის შენება ნულიდან უნდა დავიწყოთო.ეს მე ასე მესმის ,რაც აქამდე უკეთებიათ ნული ყოფილა.
vep1963
არც კალაძეს და არც არველაძეს არასდროს ხმა არ ამოუღიათ .ამაზე რას მეტყვი ძამიკო
vep1963
და სწორედ ეს შეუშლის ხელს სამწვრთნელო კარიერაში.ხოლო ის რაც მან ვეტერანებს უთხრა მასაც ეხება მაგრამ აბა ერთი თუ ვინმე წამოდგა ვეტერანებიდან ჩივაძეს და ხურცილავას თამადობით და რაიმე უთხრა მას? არა .ჰოდა ყველამლ მშვენივრად იციან ნაჭამი რაცა აქვთ.
vep1963
DAVITI-ძამიკო ქეცბაია ერთი პროვინციელი ბიჭია და განათლება აკლია რაც მისი ერთერთი ზადია და სწორედ ამიტომაცაა რომ გაწონასწორებული მსჯელობა უჭირს და აი ეს არის სწორედ მისი დიდი ნაკლი
ბარკა
ქართული ფეხბურთი მკვდარია და სიმართლეს რაც უფრო მალე ჩავხედავთ თვალებში, მით უკეთესი. ქეცბაია ჯიგრიანი ფეხბურთელი იყო მაგრამ როგორც მწვრთნელი არარაობაა.რასაც ჩვენი ნაკრები აჩვენებს ფეხბურთის გარდა ყველაფერია. არც ფეხბურთელებთან იცის ურთიერთობა და არც ჟურნალისტებთან. ისიც კი არ ვიცით რამდენს იღებს ამ ვითომ მუშაობისათვის. მგონი წასვლის დროა თემურ.....
murtalo
saba-ს! ჯერ ერთი ტრენერი არა, მწვრთნელი...მეორეც, სად რა დაამტკიცა ხომ ვერ იტყვი?...ანორთოსისში?...შეადარე გუნდი საქართველოს ნაკრებს...ვაი შენს პატრონს, ქეცბაია რომ მწვრთნელი გგონია...თემურ დროზე გაა--ი, სანამ გასაქცევად გექნა საქმე.
daviti
VEP1963-ს,და რა უთხრა ვეტერანებს,უფრო სწორად ტუტუცურად ებლატავა რომ,ფეხბურთს რომ დედას ... მაშინ სად იყავითო?და თავად სად იყო ეგ ს..ი,რა ვეტერანი არა,იმავე საყვედური მას არ ეკუთვნის?თუ აპროტესტებდა თვითონ რამეს და გამომრჩა?მაგის ხმა ამოღებული სადმე რამე გინახავთ ვინმეს?
saba
ქეცბაიამ მანამდე დაამტკიცა მაგარი ტრენერი როა სანამ ნაკრებში მოვიდოდა სანამ ქეცბაიას გალანძღავთ მანამდე გაიხსენეთ ფეხბურთელები რა გუნდებში თამაშობენ და რამდენად იხარჯებიან ნაკრებისთვის
Mm
რამდენიც არ უნდა ვცეროთ ვისი რა ბრალია ან ვინ არის მტყუან მართალი რეალობა ერთია ქართულ ფეხბურთს დედა აქვს ****
murtalo
კეტაშვილი ლოთია, ვეტერანები ჩმორები და ყველა, ვინც ქეცბაიაზე რაიმე უარყოფითს წერს მტერია ქართველი ფეხბურთის...ვაი თქვენს პატრონს!...ქეცბაია არაა მწვრთნელი!...ნუთუ მთლად დაბრმავდით ხალხო?!
vep1963
ხოლო თქვენმა ვაჟმა და ბევრმა სხვამ თუ თავიანთი პოტენციალი ვერ გამოავლინეს.ამაში დამნაშავე ის სისტემაა,რომელიც ქართველმა ფეხბურთის ვეტერანებმა შექმნეს ანაც მის შექმნას წინ არ აღუდგნენ.
Toko
გელა კეტაშვილს მეც პატივს ვცემ, განსაკუთრებით მას მერე, რაც თავისი ოლიმპიური მედალი ჩააბარა, რომ შესაბამისი თანხით ქართულ ჯარს დახმარებოდა აფხაზეთის ომის დროს. თუმცა, სამწუხაროდ, მისი შემდგომი კარიერა და ზოგადად საქმიანობა განსაკუთრებით კარგ შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. ამაში სხვების დადანაშაულება ჩემი აზრით არ არის სწორი.
VEP1963
ქართული ფეხბურთი დაღუპა ჯერ ქვეყნის მდგომარეობამ ხოლო შემდეგ კი ვეტერან ფეხბურთელთა უნამუსობამ,გაუმაძღრობამ და ეგოიზმმა.აი ეს არის სრული სიმართლე.
vep1963
გელა კეტაშვილს პატივსა ვცემ .მაგრამ ღვინოს რომ გადააყოლა კარიერა ეს ასეა,ხოლო საგზაო პოლიციას რომ ახსენებს აბა კარგად გაიხსენოს როგორ და რითი ცხოვრობდნენ საგზაო პოლიციელები იმ პერიოდში.
vep1963
DATO-გაიხარე.ქეცბაიამ მართლა მაშინ დაიღუპა თავი საქართველოს ნაკრები რომ ჩაიბარა და მერე ქართული ფეხბურთის ვეტერანებს რომ სიმართლე უთხრა
yofili gaishniki
გელა როგორ ხარ ჯიგარო. დალევაში როგორ მიდის საქმე? ქაჩავ კიდევ? ხომ არ გახსოვს რატომ გაგანთავისუფლეს საგზაო პოლიციიდან? შენ ხომ "სუფთა ხელფასზე" მუშაობდი. რა უნდოდათ, რას გერჩოდენ. შენი ინტერვიუდან კი ეს ფრაზა მომეწონა განსაკუთრებით - "ჩემს ვაჟ გიორგისაც შეეძლო რაღაცის მიღწევა, მაგრამ მამის პოლიტიკური შეხედულებების გამო, უგუნდოდ დარჩა და კარიერა ნაადრევად დაასრულა." ეს წინადადება, მართლაც შეიძლება ჩაითვალოს "შედევრად". კაკ გავარიტსია, მალადეც სენი წილიმე.
Dinamo Fan
დათო ,
daviti
dato,რატო იღუპავს მერე თავს რაღაც სასაცილი თვეში 209 000 ლარი ხელ ფასის გამო?არადა ოლიმპიაკოსშიც რა მაგრად გაქაჩა,მთელი 20 დღე იყო მგონი მთავარი მწვრთნელი.რა მოგწონთ ამ კაცის გამაგებინეთ ერთი,თამაშის ხარისხი,შედეგი,ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი თუ რა?ნუ შეგვჭამეთ ძმაო ანართოსისში მისი შედეგით,მეორე წელს უფრო მეტს მიაღწია სხვა გუნდმა კვიპროსიდან,ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდანაც გავიდა მაგრამ მის მწვრთნელს არ ავარდნია თავში ქეცბაიასავით.
dato
კარგი ფეხბურთელი იყავი მწვრთნელობის რა გაგეგება? ქეცბაიამ შეიძლება თავისი კარიერა დაღუპა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე რომ დათანხმდა!!
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
"ნაპოლი" თავისი ყოფილი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაბრუნებას ცდილობს
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
რონალდო ისტორიის საუკეთესო ბომბარდირებში მეორეა, მესი - მეხუთე
Reppublica: ჟორჟინიო "ნაპოლიში" დაბრუნებაზე ოცნებობს
ისტორია ფოტოში: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ნამდვილი ჯორდანი
ვიგოს "სელტას" ახალწვეული: ტიაგოს ძმა რაფაელი
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი სინჯებზე კიევის "დინამოში" მიიწვიეს
ოსიმენს მადა გაეზარდა - ცნობილი გახდა, რა ხელფასი მოსთხოვა ნიგერიელმა "არსენალს"
რომარიომ მასზე 31 წლით უმცროს ქალთან გააბა რომანი [PHOTO]
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათები - ზიეჩისა და ჟორჟინიოს ბედი ენცო ფერნანდესზე გადის?
გელა კეტაშვილი: ბარემ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი აღარ აინტერესებთ!..
რომარიოს ვაჟი კარიერას უკრანიულ კლუბში განაგრძობს
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა
ბულგარულ კლუბს წიტაიშვილის დამატება სურს
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის "რიგასი" "პაოკთან" დამარცხდა
ჟორჟინიომ "ნაპოლიში" დაბრუნება გადაიფიქრა
ქართველთა "ინტერმა" აზერბაიჯანში იმარჯვა და გოლი ბებეტოს სტილში აღნიშნა
პორტრეტი: ყოვლისშემძლე ტიაგო ალკანტარა
გამორჩეული ოდიშიარია და "რიგასის" საპატიო ფრე "ანდერლეხტთან" [VIDEO]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
ევროპა ლიგა. III ტური: აქტიური ოდიშარია - "რიგასი" "აინტრახტთან" 0:1 დამარცხდა
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
ბრაზილიელი ლეგენდა: მესის შეცვლა მხოლოდ 1 ფეხბურთელს შეუძლია
მაზინიო: რაფინია "ბარსელონას" დატოვებას იანვარში შეეცდება
ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]
58 წლის ასაკში რომარიომ კარიერის გაგრძელების შესახებ გვაუწყა
და მაინც, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდიდი?
ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]
საფეხბურთო მამა-შვილობა: ტოპლიგებში მოთამაშე ცნობილი ფეხბურთელების ვაჟები
რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
"ტორპედომ" "მანჩესტერ სიტის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა