მთავრობა და კლუბი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ - ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ხოლო უშუალოდ საფეხბურთო საქმეებს ილია კოკაია მიხედავს
საქართველოს ორგზის ჩემპიონისა და თასის მფლობელის, "ზესტაფონის" ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ქართული ფეხბურთის ყველაზე მტკივნეული თემა გახდა. გუნდმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატში ამინდს ქმნიდა და ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა, ეროვნულ ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა.

ზესტაფონელები სახელმწიფოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებასა და ყველა კლუბის თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვდნენ.

"არ შეიძლება ერთი გუნდი სახელმწიფო ბიუჯეტში იხდიდეს სოლიდურ თანხას, სახელმწიფო კი მის კონკურენტს ამავე ფულით აფინანსებდეს. თუკი გორის "დილას" ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარი გამოეყო, სხვა კლუბებსაც უნდა გაეწიოს ანალოგიური დახმარება", - ასეთი გახლდათ ზესტაფონელთა პოზიცია.

"ზესტაფონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც ჩაერთო. მოლაპარაკებები გაიმართა კლუბის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან; პარალელურად "ზეტაფონის" გულშემატკივრები კლუბის გადარჩენის მოთხოვნით საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ, მაგრამ იმერული კლუბის მეპატრონე გადაწყვეტილებას არ ცვლიდა და სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.

ამასობაში, "ზესტაფონს" ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს...

კლუბი ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. პრობლემის გადაწყვეტისა და "ზესტაფონის" გადარჩენის მიზნით, 1-ელ ივლისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ, გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ, ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ქამუშაძემ და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ.

გამგებელთან და მაჟორიტართან აუდიენცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

"ზესტაფონის" პრეზიდენტმა სტუმრებს კლუბის გადარჩენაში დახმარება სთხოვა. კოკაიას თქმით, იგი მზად არის, კლუბის ინფრასტრუქტურა სამართავად გადასცეს ზესტაფონის გამგეობას. თუ ეს უკანასკნელი სტადიონსა და ბაზას მოუვლის, კოკაია ფინანსებს მთლიანად კლუბის განვითარებას მოახმარს და "ზესტაფონი" გაცილებით ძლიერი გუნდი იქნება.

შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებაში მონაწილეებმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გადაინაცვლეს, სადაც გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილნი და პასუხს ელოდნენ. "ზესტაფონის" ფანებმა სასიამოვნო ამბავი თავად გუნდის პრეზიდენტისგან შეიტყვეს. კოკაიას თქმით, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" კვლავ იასპარეზებს უმაღლეს ლიგაში და ეს ამბავი 2 ივლისს, სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე ოფიციალურად გაცხადდება.

მოგეხსენებათ, მომავალ ჩემპიონატში მონაწილეობაზე თანხმობა 11 კლუბს უკვე ნათქვამი ჰქონდა, მხოლოდ "ზესტაფონი" რჩებოდა და მისი პრობლემაც მოგვარებულია. მთავრობა და კლუბი კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ - ინფრასტრუქტურას მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, ხოლო უშუალოდ საფეხბურთო საქმეებს კოკაია მიხედავს.

თუმცა, რადგანაც ბიუჯეტში უკვე გაწერილია, იანვრამდე მუნიციპალიტეტის დახმარება ვერ მოხერხდება. სამაგიეროდ, საკრებულომ კლუბის დავალიანება - 2 275 ლარი დაფარა და სტადიონსა და ბაზაზე შუქისა და წყლის პრობლემა მოგვარებულია.

"ექვსი თვის განმავლობაში შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ მიუდგება სახელმწიფო ჩვენს შეთავაზებას და ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედებთ. ეს ექვსი თვე გარდამავალი პერიოდი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში გუნდს არ გავაძლიერებთ; პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა კოკაიამ.

ზვიად სიჭინავა:

"ილია კოკაია ზესტაფონის გამგეობისგან მილიონებს არ ითხოვს. მისი პირობაა - თუ რაიონი სტადიონსა და ინფრასტრუქტურას მიხედავს, თავად პრეზიდენტი ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს გააკეთებს.

იმედია, გამგეობა კლუბს გვერდით დაუდგება და "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: დიახ, "ზესტაფონთან" მართლაც ვთათბირობ

ილია კოკაია გია გეგუჩაძეს: დაბრუნდი "ზესტაფონში"!

"ზესტაფონი" მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარების მოლოდინში

"ზესტაფონის" ახალი თავისტკივილი - მის ანგარიშებს დაყადაღება ემუქრება

ბოიკოტი არ იქნება - უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი და სისტემა უცვლელი რჩება

ამირან ღიბრაძე: მე "ზესტაფონის" პრეზიდენტად? სრულიად შესაძლებელია

ილია კოკაია ბათუმის "დინამოს" სათავეში?

"ზესტაფონი": სტადიონზე ელექტროენერგია შეწყდა, ბალახი ხმება...

ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია

ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!

ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა

ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...

uza
კაცი ფულს, ფინანსური თვალსაზრისით, წყალში ყრის, მას ხელშეწყობა სჭირდება და არა ბიუროკრატიული მიდგომა. სამწუხაროდ საქართველოში ფეხბურთზე არავინ ფიქრობს, უთავობის დასტური არის კოკაიას მიმართ ბიუროკრატიის დამოკიდებულება.
david
ძალიან კარგია, კარგი კაცია ეს კოკაია და გვერდში დგომა სჭირდება... იმედია ზესტაფონი ისევ გაგვახარებს თავისი ფეხბურთით, წარმატებები.
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
"ზესტაფონის" დაფინანსების მომხრე და მოწინააღმდეგე დეპუტატების სია
დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე