4 ივლისს ქუთაისის "ტორპედო", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სლოვაკეთის თასის ფინალისტ "ჟილინას" დაუპირისპირდება
4 ივლისს ქუთაისის "ტორპედო", ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სლოვაკეთის თასის ფინალისტ "ჟილინას" დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, გასული სეზონის შემდეგ ქუთაისურ გუნდში დიდი ცვლილებები მოხდა: შეიცვალა მწვრთნელთა შტაბი და ფეხბურთელთა უმეტესობა.

გია გეგუჩაძის ნაცვლად, გუნდს "ლოკომოტივის" ყოფილი თავკაცი ჟერარდ სარაგოსა წვრთნის, "ტორპედოს" ძირითად ბირთვს კი ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოადგენენ.

ყოველივე ამან ქუთაისელ გულშემატკივრებში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია. გუნდის ფანები კლუბის პოლიტიკით უკმაყოფილონი არიან და მომავალ მატჩსაც პესიმისტურად ხვდებიან.

მათი თქმით, ქუთაისში ფეხბურთი უკან მიდის და დღევანდელი გუნდით ევროთასებზე დიდი სირცხვილი გველის.

საპირისპირო პოზიცია აქვთ კლუბის თავკაცებს. "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილი ამბობს, რომ 4 ივლისს გასამართ შეხვედრაში გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ თამაშის მოსაგებად და ქომაგის დამოკიდებულებაც შეიცვლება.

"ტორპედოს" მატჩისწინა ვარჯიში 19:00 საათზე დაიწყო. მცირეხნიანი მოთელვის შემდეგ ქუთაისელთა სარაგოსამ ფეხბურთელები კარში დარტყმებში ავარჯიშა, ბოლოს კი გუნდი შუაზე გაყო და მოედნის ნახევარზე ორკარა ათამაშა.

ქუთაისელთა განაცხადში მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და მატჩს მზადყოფნაში ხვდება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ სტადიონზევე გაიმართა პრესკონფერენცია.

სარაგოსა საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი:

- ვფიქრობთ, გუნდი კარგად არის მომზადებული. ავსტრიაში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. იმედი მაქვს, რომ ეს შედეგს გამოიღებს არა მარტო ხვალინდელ მატჩში, არამედ განმეორებით შეხვედრაშიც.

ყველაფერს გავიღებთ, რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩეს.

- მეტოქეზე რას იტყვით?

- "ჟილინა" ევროპაში ცნობილი კლუბია. რამდენიმე წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისეთ გუნდებთან ითამაშა, როგორიც "ჩელსი" და "მარსელია".

ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაშინებს. "ჟილინა" კარგად გვყავს შესწავლილი, ავსტრიაში მათი ორი მატჩი ვნახეთ და ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ.

საბანაძის გარდა, რომელიც ტრავმის გამო გამოგვაკლდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და ხვალინდელი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

- როგორ ფეხბურთს უნდა ველოდეთ "ტორპედოსგან?

- მე შემტევი სტილის მოყვარული ვარ და ჩემი ხელმძღვანელობით "ტორპედო" შეტევაზე ორიენტირებული გუნდი იქნება. ვიცით, რომ "ჟილინას" კარგად ეხერხება კონტრშეტევებზე თამაში, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.

- "ჟილინას" მთავარი მწვრთნელი ხვალინდელ მატჩში გამარჯვებას გეგმავს...

- ეს არც არის გასაკვირი. "ჟილინა" განთესილებში მეორე პოზიციაზე იყო და ამ წყვილში ფავორიტი სწორედ ის არის, მაგრამ ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

გაგაცნობთ ქუთაისელთა 22- კაციან განაცხადს:

მიგინეიშვილი, ქვილითაია, კუპატაძე, ჭანტურია, ჭელიძე, ტაბატაძე, ჩიტეიშვილი, მთივლიშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გიგაური, ფირცხალავა, ცინცაძე, ახვლედიანი, გოროზია, მზევაშვილი, კუხიანიძე, ტუღუში, კაპანაძე, ფანცულაია, ბარაბაძე, ჯიქია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე: გულა დიდ გულზეა - უნდა მოვიგოთო!

ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ჟილინა" - პუხოვი გახსოვთ?..

"ჟილინა" ქუთაისში იმედიანად მოდის - "ტორპედოსაც" გადავლახავთ და სხვასაც

წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია

RAMO
ქუთაისი ფაქტიურად მეორე ლიგის გუნდია, ჟილინა ბოლო ბოლო სლოვაკიის უმაღლეს ლიგაშია. რავი, ლოგიკით შედეგს ყველა ვხვდებით. თუმცა ფეხბურთის სილამაზე მის მოულოდნელობებშია. იქნებ ერთი მატჩი მაინც მოვიგოთ. ეს საქართველოს ჭირდება.
სომხური გუნდი ევროტურნირზე სომეხი ფეხბურთელების გარეშე თამაშობს
ევროპა ლიგა. ორივე ფრანგულმა გუნდმა გაიმარჯვა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
ჟერარდ სარაგოსა: "ტორპედოსნაირი" პირობები ბევრ გუნდს ესპანეთშიც არ აქვს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იქნება?
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"ტორპედოს" დირექტორი: კლუბსა და ქომაგებს შორის დაპირისპირება არ არსებობს
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
რევაზ ძოძუაშვილი: "ვისოლთან" პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ "ტორპედოს" რა ეშველება?