ჯერარდი კარიერას "ლივერპულში" დაამთავრებს?
"ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მერსისაიდელთა 33 წლის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა კლუბთან ახალ, 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სტივის ძველ ხელშეკრულებას ვადა 2014 წლის ზაფხულზე გასდიოდა. რა პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები, ეს არ ხმაურდება. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფეხბურთელი, როგორც მინიმუმ, ძველ ანაზღაურებას მაინც შეინარჩუნებდა, რადგან წლები კი გადის, მაგრამ გუნდისთვის მისი ღირებულება არ კლებულობს.

სტივი ძველებურად დამაჯერებელია მინდორზე, მოედანს მიღმა თანაგუნდელებზე მისი გავლენა კი სულ უფრო იზრდება. ახალ შეთანხმებაზე ხელმოწერის ინიციტივა ბრენდან როჯერსს ეკუთვნოდა. მოლაპარაკება ფეხბურთელის აგენტ სტრუან მარშალსა და "ლივერპულის" აღმასრულებელ დირექტორ იან ეირს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ვფიქრობ, ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ყველაფერი. "ლივერპულში" უკვე წლებია, რაც ვთამაშობ და სწორედ ამიტომ ვარ დღეს ძალიან ბედნიერი. ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახის გამოც. თანამშრომლობის გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ აქ საჭირო ვარ და ჩემი ჯერ კიდევ სჯერათ. ამიერიდან შემეძლება მხოლოდ ჩემს საქმეზე გავაკეთო კონცენტრაცია," - განაცხადა სტივენ ჯერარდმა.

2012/13 წლების სეზონში ჯერარდმა ყველა ტურნირში ერთად 46 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან, მხარზე გაკეთებული ოპერაციის გამო მას სეზონის დასკვნითი ნაწილი გაუცდა. სტივი "ლივერპულის" აკადემიაში 15 წლისა მოხვდა.

პროფესიულ კარიერაში კი უკვე 14 სეზონი აქვს გატარებული "ენფილდზე". სტივს პრემიერლიგაში 439 თამაში აქვს ჩატარებული (ყველა ტურნირში ერთად 630), მის ანგარიშზე კი 98 გოლია (სულ 150).

ასევე იხილეთ:

"ლივერპული" აზიური ტურნეს დაწყებამდე

ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ვან დე სარმა თავისი აზრით ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ᓚᓘᓕᓔᓠᓞᓣᕚᓘ" ᓩᓔᕛᓞ
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓠᓝᓯᓔᓠᓡᓘ ᓘᓢᓧᕕᓘᕡ, ᓘ
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია