ვენგერი ინგლისში ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ფული ჯერ არ დაუხარჯავს
წინა სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალის" ხელმძღვანელობა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ კლუბი მზად იყო ხმაურიანი, ძვირადღირებული ტრანსფერებისთვის, მაგრამ საქმე რეალურად მკვდარი წერტილიდან არ დაძრულა. "მეთოფეებმა" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გადაიბირეს, საფრანგეთის ლიგა 2-ის "ოსერის" 20 წლის თავდამსხმელი იაია სანოგო და ისიც თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ლუის სუარესის საგა მეტისმეტად გაიწელა და სიმართლე ითქვას, სულაც არ რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქმიდან რამე გამოვა. ლაპარაკია, "ატლეტიკო მინეიროდან" ბერნარდის შეძენაზეც. გვპირდებოდნენ, რომ 26 ივლისს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ის კონტრაქტს გააფორმებდა, თუმცა ლონდონში არც ბრაზილიელი გამოცხადებულა. არსენ ვენგერი თავს იმშვიდებს და აცხადებს, მოლაპარაკებების დასრულებას ყოველთვის დიდი დრო სჭირდება.

- "არსენალი" მზად არის იმისთვის, რომ გარიგებები დადოს, მაგრამ მსგავსი საქმეები მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ უქმეებამდე რაიმე გაირკვეს. "არსენალს" ისედაც კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მის გაძლიერებაზე მაინც ვზრუნავთ. ახალწვეულებით თუ მათ გარეშე ჩვენ ტიტულის მაძიებელთა შორის მაინც ვიქნებით. ამ ეტაპზე სუარესის ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის შეძენაზე ლაპარაკი ნაადრევია.

უკვე 2-3 კვირაა ინგლისიდან შორს ვართ. რა ეტაპზე ვიმყოფებით ამა თუ იმ საქმის მოგვარებასთან, აქედან ამის კონტროლი მიჭირს. ერთადერთი რაც გვჭირდება ეს არის კარგი ფეხბურთელი და არა მხოლოდ სახელი. ვცდილობთ, საქმე რაც შეიძლება ხარისხიანად ვაკეთოთ. უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ საბოლოოდ ვერავისთან ვერ შევთანხმდით. ახალწვეულების გარდა ამჟამინდელ შემადგენლობაზეც უნდა ვიფიქროთ. იქამდე, სანამ ვერმალენი დაბრუნდება, ცენტრალურ მცველად ბაკარი სანიას შევიგულებთ.

P.S. ახლა კი მეტი თვალსაჩინოებისთვის ინგლისური კლუბების მიერ ამ ზაფხულს ტრანსფერებში დახარჯულ თანხებს გაგაცნობთ:

1. მანჩესტერ სიტი – 111 მლნ ევრო; 2. ჩელსი - 33.3; 3. ნორვიჩი - 28.5; 4. ტოტენჰემი – 27; 5. ლივერპული - 26.8; 6. საუთჰემპტონი - 24.5; 7. სუონსი - 23.2; 8. სანდერლენდი - 21.7; 9. ვესტ ჰემი – 18; 10. ასტონ ვილა - 12.3; 11. ევერტონი – 11; 12. კარდიფ სიტი - 10.5; 13. ჰალ სიტი - 8.6; 14. კრისტალ პალასი - 8.3; 15. ფულჰემი – 7; 16. სტოკ სიტი - 3.6; 17. მანჩესტერ იუნაიტედი - 1.8; 18. არსენალი - 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერის მორიგი აღმოჩენა: 16 წლის გერმანელი გედიონ ზელალემი

bergkamp
ყველაზე კარგი იქნება სუარესის და ფელაინის შეძენა, ვიეირა ანრის ვარიანტი იქნება, მთლად ისეთი ვერა მაგრამ მაინც კაი არჩებანი იქნება
brola
ძეკო გადაიყვანოს სიტიდან ამ გამოშტერებულმა!
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად - ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
As: საზონოვის იანვარში დამატება მადრიდული გუნდისთვის აუცილებელია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"დომინოს ეფექტი" სანიოლისთვის - სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
ლიბერტადორესის თასი: "მამლებმა" "ძველი ბიჭები" დაკორტნეს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ლუიშ ფელიპე სკოლარი: მუნდიალზე თამაში ნებისმიერ ბრაზილიელ ფეხბურთელს შეუძლია
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ბერნარდი: რუსეთმა დონეცკი წაგვართვა და გაგვინადგურა
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
ბრაზილიამ ავსტრალიასთან გაილაღა [VIDEO]
ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ბრაზილია-პორტუგალია 3:1- ნეიმარის სოლო-გასროლა [VIDEO]
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ბრაზილიური გასეირნება მაიამიში [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს