26 აგვისტოს ბრაზილიის მარგალიტ რიო დე ჟანეიროში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც, წინასწარი განაცხადებით, 124 ქვეყნის 779 ძიუდოისტი იჭიდავებს!
ორი დღეც და ბრაზილიის მარგალიტ რიო დე ჟანეიროში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში - 26 აგვისტოს პირველი საშეჯიბრო დღეა, როცა ვაჟებიდან 60, ქალებიდან კი 48 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ.

პირადი პირველობა მომდევნო სამი დღის განმავლობაშიც ასე გაგრძელდება ანუ ორივე სქესიდან თითო წონის წარმომადგენლები გავლენ ტატამზე - 66-52; 73-57; 81-63, 30-31 აგვისტოს კი სამ-სამ წონას ვიხილავთ.

თავდაპირველად 90-კილოგრამიან ვაჟებს ქალებიდან 70 და 78 კილოგრამების მოჭიდავეები დაუწყვილდებიან, შაბათს კი 100- კილოიანი და მძიმეწონოსანი ვაჟების მხარდამხარ +78-ის ქალებიც იბრძოლებენ მედლებისთვის.

კვირას, 1 სექტემბერს გუნდური პირველობა ჩატარდება და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატიც ისტორიის კუთვნილება გახდება.

რამდენიმე დღის წინათ, ჯერ კიდევ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვწერდით, რომ სარეკორდო რაოდენობის მონაწილე გამოდიოდა - 600-მდე 91 ქვეყნიდან, ახლა კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს ტურნირი ამ რეკორდსაც მოხსნის - წინასწარი განაცხადებით, რიოში 124 ქვეყნის 779 ძიუდოისტი იჭიდავებს!

მართალია, ეს წინასწარი მონაცემები და სპორტსმენთა რაოდენობა აუცილებლად შემცირდება, მაგრამ არა ისე კატასტროფულად, რომ თუნდაც 700-ზე დავიდეს.

ჩვენთვის უფრო მთავარი სპორტსმენთა სახელობითი სიები ანუ ჩვენი მეტოქეებია. ამ მხრივ რამდენიმე სიახლეს გაგაცნობთ. ცხადია, უპირველესად, იაპონელთა შემადგენლობა დაგაინტერესებთ და უნდა ითქვას, რომ მათ გაამართლეს მოარული ხმები საერთაშორისო რეიტინგის ლიდერთა ნაწილის ჩანაცვლების შესახებ.

მათი ვაჟთა გუნდის წინასწარი განაცხადი ასეთია: ნაოჰისა ტაკატო (60), მასაში ებინუმა, მასააკი ფუკუოკა (ორივე - 66), რიკი ნაკაია, შოჰეი ონო (73), კეიტა ნაგაშიმა (81), მასაში ნიშიამა (90), ტაკაში ონო (100) და რიუ შიჩინოე (+100).

აქ მთავარი მოულოდნელობა 66 კილოგრამშია, სადაც ნაკრებში არ შეიყვანეს რეიტინგის საუკეთესო იაპონელი, მეექვსე ნომერი ტომოფუმი ტაკაჯო, ხოლო 21-ზე მყოფ ფუკუოკას მთელი 6 ადგილით უსწრებს მსოფლიოს ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა, თუმცა ისიც "ბორტს მიღმა" აღმოჩნდა.

60 კილოგრამში არც რეიტინგში მერვეზე მყოფი ჰიროფუმი იამამოტო დააყენეს, ხოლო მსოფლიოს პრიზიორ ტაკაში ონოს 100-ში გამოჩენა ფრიად მოულოდნელია - მან 81 კილოგრამიდან დაიწყო ჭიდაობა და ამხელა ნახტომი... თან, კარგა ხანია, არსად უასპარეზია... ამ წონაში იაპონელებს რეიტინგში 20-ეულში ჰყავთ წარმომადგენელი, თუმცა, ვიმეორებთ, ეს წინასწარი განაცხადია და თავს ვერაფერზე დავდებთ.

წილისყრა 25 აგვისტოს, ჩვენი დროით გვიან ღამე გაიმართება და ყველაფერს დაწვრილებით მაშინ შევიტყობთ. ასევე გასაკვირია მძიმე წონაში შიჩინოჰეზე არჩევანის შეჩერება, რადგან მას რეიტინგში რამდენიმე თანაგუნდელი უსწრებს. თუმცა ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისშივე, როცა შიჩინოე თბილისში გვესტუმრა ტურნირში საჭიდაოდ, ვრცელდებოდა ხმები, რომ იქაურები აქცენტს სწორედ მასზე აკეთებდნენ...

იამამოტო არ იჭიდავებს

ჩვენთვის ფრიად საყურადღებოა იამამოტოს არყოფნა, რადგან ის რეიტინგის ლიდერ ამირან პაპინაშვილზე გადიოდა. ჩვენებური მეორე იაპონელს - ტაკატოს ფინალამდე არ შეხვდება. განთესილთა ოქტეტიდან არც რუსი ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი ჭიდაობს.

შესაძლოა, სხვამაც გამოტოვოს მსოფლიოს პირველობა და ვიქონიოთ იმედი, რეიტინგი იმგვარად დალაგდება, რომ ყაზახი იელდოშ სმეტოვი ნახევარფინალში ტაკატოზე გავა და არა ჩვენებურზე, რომლისთვისაც უხერხული მეტოქეა.

თუ რეიტინგში განთესილთაგან ყველამ იჭიდავა, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს (66) ნახევარფინალში მსოფლიოს ჩემპიონი ებინუმა ელოდება, ვისაც ლონდონის ოლიმპიადაზე იმავე ეტაპზე მოუგო.

ვიქონიოთ ჩვენებურის ნიჭიერების იმედი, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება ნამდვილად ძალუძს, თუმცა მისი ტიტულების პატრონისგან მოულოდნელი უკვე არც ებინუმას და არც არავისი დამარცხება აღარ იქნება.

გადადგომები, გადადგომები...

იაპონელები ბრაზილიაში მთლად კარგ გუნება-განწყობაზე ვერ ჩადიან, რადგან მიმდინარე სეზონში სკანდალები აჩრდილივით თან სდევდათ.

ჯერ იყო და, ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რიუდი სონოდას 15-მა მოსწავლემ ფედერაციაში უჩივლა და ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი, ბამბუკის ჯოხით გვცემსო. მწვრთნელს დანაშაული დაუმტკიცდა და პოსტიდანაც გადადგა.

ამას მორიგი სკანდალი მოჰყვა ისევ ქალთა ნაკრებში - ერთ-ერთმა სპორტსმენმა ფედერაციის დირექტორი ჯირო ფუკუდა სექსუალური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა და ისევ გადადგომა.

ახლახან კი პოსტის მორიგი დატოვების ამბავი გაირკვა - ფედერაციის პრეზიდენტ ხარუკი უემურას თითქოს ეს ამბები არ ეყოფოდა, ბლომად ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს, რასაც მორიგი გადადგომა მოჰყვა. მის მოვალეობას დროებით შოჯი მუნეოკა ასრულებს.

მასპინძლების დანაკლისი

დასასრულს, რამდენიმე სიტყვა სხვა წამყვან გუნდებზეც. სერიოზული დანაკლისით ხვდება საშინაო პირველობას მასპინძელთა ნაკრები, რომლებსაც ბოლო დღეებში ვარჯიშზე მიღებული მუხლის ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონი (ოღონდ - 81 კილოგრამში) ტიაგო კამილო გამოაკლდათ. ამასთან, 31 წლის ძიუდოისტი აცხადებს, რომ ეს ტრავმა მის კარიერას ვერ შეაფერხებს და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს მზადებას 2016 წელს რიო დე ჟანეიროშივე გასამართი ოლიმპიადისთვის.

ბრაზილიის ძიუდოს ფედერაციის საიტი არაფერს წერს მათი მძიმეწონოსანი ოლიმპიური მედალოსნის - რაფაელ სილვას შესახებ, ვისაც მოსკოვის "დიდ მუზარადზე" ლევან მატიაშვილმა მხარი ატკინა. სილვა წინასწარ განაცხადში შეყვანილია, თუმცა მისი არყოფნა დიდი შეღავათი იქნება ადამ ოქრუაშვილისთვის.

რიოში ჰოლანდიის ნაკრებიც საბრძოლო შემადგენლობით ჩადის, მძიმე წონაში ხრიმ ვუიჯსტერსის არყოფნას თუ არ მივიჩნევთ, თუმცა ის ბოლო პერიოდში ვერც ჭიდაობდა ხეირიანად.

ფრანგებიც უძლიერესი გუნდით იქნებიან, ოღონდ, ტრავმა აწუხებს მსოფლიოსა და ოლიმპიურ პრიზიორ უგო ლეგრანს (73).

სამაგიეროდ, "მამლებს" კვლავაც უკაპიტნებს ტედი რინერი (+100), ვინც პირად პირველობაში მეხუთედ შეეცდება მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. სხვათა შორის, ამ ტურნირზე მან თავისი პირველი ოქრო სწორედ რიოში მოიპოვა 2007 წელს, 18 წლისამ და ძიუდოს ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

დასასრულს, ორი დაანონსებული წასვლის შესახებ - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სპორტიდან მიდიან გერმანელი მსოფლიოს ვერცხლისა და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი, 34 წლის ანდრეას ტოლცერი (+100) და ბრიტანელი მძიმეწონოსანი ქალი, ევროპის ოთხგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზის ვერცხლის და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი, 34 წლის კარინა ბრაიანი. მან ლონდონში მესამე ოლიმპიადაზე იჭიდავა, თუმცა პირველად ავიდა კვარცხლბეკზე. ის სპორტში აქამდეც ოლიმპიური მედლის მოპოვების იმედით დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vaskulat
მიდით ბიჭებო,სტატისტიკას რას უყურებთ,მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია, იბრძოლეთ ბოლომდე,დადეთ შედეგი და ჩვენც გაგვახარეთ!
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აბუ-დაბის გრან სლემს მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი შემორჩა, რომელიც 1/4-ფინალში გავიდა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა "ევროპის ღია თასისთვის" ცნობილია
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ცინდაოს მასტერსი: ქართული ფინალი, ესპანეთის მონაწილეობით
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების გეგმები კვლავ შეიცვალა
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები რაბათში მასტერსის ტურნირში იჭიდავებს
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ლიპარტელიანი, მატიაშვილი, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ [VIDEO]
ზაალიშვილი და მატიაშვილი უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ
ევროპის ჩემპიონატზე ღვინიაშვილმა, თუშიშვილმა და მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მზადების დასკვნით ეტაპზე გადადის
ზაგრების გრან პრი: ზაალიშვილისა და ღვინიაშვილის ოქროს მედლები და გუნდური პირველი ადგილი ვაჟთა შორის [VIDEO]
ირაკლი უზნაძე: მასტერსის ტურნირს მოსამზადებელ ეტაპად განვიხილავთ
ქართველი ძიუდოისტები მომზადების დასკვნით ეტაპზე გადადიან