ხერარდო "ტატა" მარტინო მესამე არგენტინელი მწვრთნელი გახდა სესარ მენოტის და ექტორ რაულ კუპერის შემდეგ, ვინც ეს ტიტული მოიპოვა
"ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მე-11-ედ მოიგო.

ხერარდო "ტატა" მარტინო კი მესამე არგენტინელი მწვრთნელი გახდა სესარ მენოტის და ექტორ რაულ კუპერის შემდეგ, ვინც ეს ტიტული მოიპოვა.

მადრიდის "ატლეტიკოსთან" გამართული საპასუხო მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა და კატალონიელები ტიტულს სტუმრად გატანილი ბურთის წყალობით დაეუფლნენ. შეგახსენებთ, რომ მადრიდში გამართული შეხვედრის ანგარიში 1:1 იყო.

საინტერესოა, რომ აქამდე გოლების გარეშე სუპერთასის მხოლოდ ერთი შეხვედრა დასრულდა - 2000 წელს, "ესპანიოლის" და "დეპორტივოს" ფეხბურთელებმა მეკარეებს ვერ აჯობეს.

დიეგო სიმეონემ და მისმა "ატლეტიკომ" ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. "როხიბლანკო" თავს საკმაოდ კარგად იცავდა და კონტრშეტევებსაც არ ივიწყებდა.

პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი სტუმრებს ჰქონდათ - საოცრად ლამაზი კომბინაცია არდა თურანის შესანიშნავი ცრუმოძრაობით და კარგი დარტყმით დასრულდა, თუმცა ვიქტორ ვალდესმა შესაშური რეაქცია გამოავლინა და ურთულესი ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ბარსელონა", რომლის სასტარტო შემადგენლობაში ნეიმარი და ლიონელ მესი ერთად პირველად გამოჩნდნენ, რა თქმა უნდა, თამაშის უდიდესი ნაწილის განმავლობაში ბურთს აკონტროლებდა, მაგრამ მასპინძლებს საგოლე მომენტების შექმნამდე საქმე ვერ მიჰყავდათ. მეორე ნახევარშიც უფრო უკეთ მადრიდელები უტევდნენ და ვალდესს საკუთარი გუნდის გადარჩენა ერთხელაც მოუხდა.

შეხვედრის ბოლოს, როდესაც "ატლეტიკო" შედარებით დიდი ძალებით გადავიდა შეტევაში, "ბარსაც" უკეთ ათამაშდა, რასაც ჯერ ფილიპე ლუიშის გაძევება მოჰყვა, მატჩის ბოლო წუთზე კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ვერ გაიტანა - არგენტინელმა ზუსტად იმავე ხარიხას გაარტყა, რომელიც 2012 წლის მაისში, "ჩელსისთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალური მატჩისას "მოიკითხა".

საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა, არბიტრმა დავიდ ფერნანდეს ბორბალანმა კი სათადარიგოთა სკამიდან არდა თურანის გაძევებაც მოასწრო.

"ატლეტიკომ" სუპერთასისთვის მეხუთედ ითამაშა, მეხუთედაც "ბარსას" შეხვდა და ზედიზედ მეოთხედ წააგო.

იხილეთ ვიდეო

მატჩის შემდეგ

ხერარდო მარტინო (ბარსელონა): "ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს ტიტული მე არ მეკუთვნის. სუპერთასი წინა სეზონში ჩატარებული კარგი მუშაობის შედეგია.

მე აქ ცუდი ამბის გამო ვარ. ჩვენი ჩემპიონობა ფეხბურთელების და ტიტოს სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. "ატლეტიკო" იმაზე ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა.

მომავალში ხშირად მოგვიწევს მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა - ჩვენ ისეთი მატჩებიც უნდა მოვიგოთ, სადაც ყველაფერი იდეალურად არაა".

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ეს მატჩი კარგი საზომი გამოდგა. ჩვენ ყოველდღიურად ვიზრდებით, რაც ძალიან მახარებს და ამავდროულად, სიამაყით მავსებს. "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და ჩვენ მათ არაფერი დავუთმეთ".

მწვრთნელებს ფერნანდეს ბორბალანის გარჯაზეც ჰკითხეს. ორივე გუნდის ფეხბურთელები არბიტრთან ხშირად კამათობდნენ.

"ბარსელონას" ფეხბურთელები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ "ატლეტიკოს" მოთამაშეები თამაშის წესებს ძალიან ხშირად არღვევდნენ, მსაჯი ჯიუტად არავის აფრთხილებდა, სტუმრებმა კი მსაჯზე ფილიპეს გაძევების და მოგვიანებით, მათ კარში პენალტის დანიშვნის გამო გაიწიეს.

ხერარდო მარტინომ მსაჯზე საუბარი არ ისურვა, სიმეონემ კი შემდეგი რამ თქვა:

"ჩვენ აქ სათამაშოდ ჩამოვედით და საუბარიც მხოლოდ მატჩზე მსურს. მსაჯმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, ფეხბურთელიც შეიძლება შეცდეს და მწვრთნელიც შეიძლება არ იყო მართალი".

მწვრთნელებისგან განსხვავებით, ბორბალანი "ატლეტიკოს" კაპიტანმა გაბიმ გააკრიტიკა:

"მსაჯობის გამო უკმაყოფილონი ვართ. პირველ შეხვედრაში, როდესაც ბუსკეტსი იყო გასაძევებელი, მსაჯთან ვიკამათეთ და ჩვენ დავისაჯეთ. დღეს "ბარსელონას" ფეხბურთელები არბიტრს მუდამ ეკამათებოდნენ და საბოლოოდ, მაინც ჩვენ დავისაჯეთ. სუპერთასი კი დავთმეთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მარცხი მომავალში კარგ სამსახურს გაგვიწევს".

აქვე აღვნიშნოთ, რომ "მარკამ" ბორბალანის გარჯა 4 ბალით (10-დან) შეაფასა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

PARFIUMER
წერტილ მუშაობის დაწყება გინდა თუ რა გჭირს? დეიკიდე ძმაო, ხომ გაიგე რაც ეწერა და თუ მთლად სწორად არ წერია ნუ შევჭამთ მაგის გულისათვის ერთმანეთს, საკამათის და გამოსასწორებელის მეტი რაა..

მატჩის ბოლო წუთზე კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ ვერ გაიტანა - არგენტინელმა ზუსტად იმავე ხარიხას გაარტყა, რომელიც 2012 წლის მაისში, "ჩელსისთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალური მატჩისას "მოიკითხა".--------------რამდენი ხარიხა იცით თქვენ კარის ჩარჩოში?მე ერთი ვიცოდი
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
გიმარაეშმა "ნიუკასლს" აცნობა, რომ კარიერის "არსენალში" გაგრძელება სურს
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალშია
შალამბერიძე, ვართანოვი, თვაური, რატიშვილი – ქართველი მსაჯები და კომისარი ასაკობრივ ევროჩემპიონატებზე
"ტორპედოს" მწვრთნელი: სიურპრიზი მოვამზადეთ, მაგრამ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა
[VIDEO] 0:3. მარცხი აზერბაიჯანში - "ტორპედოს" ვოლკოვმა გაუტანა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდი ესტონეთში გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
"დილამ" ნორვეგიელი თავდამსხმელი დაიმატა
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"მოედანზე ბაბუასავით დაბაჯბაჯებდა" - რონალდო მაგრად გააკრიტიკეს
ჩხუბი მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - "იბერიამ" ღუდუშაური მთავარი გუნდიდან მოკვეთა
"ეს მატჩი ჩაწყობილი იყო. მუნდიალს მესის გასამარჯვებლად ატარებენ" - ეგვიპტელთა ფეხბურთელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
ისევ პრემიერლიგაში - ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს
ფანებმა დაიწყეს კამპანია, რათა ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებიდან წასვლა გადააფიქრებინონ
ქოჩორაშვილს კონკურენტი აკლდება - "სპორტინგის" კაპიტანი სავარაუდოდ, "ატლეტიკოში" მიდის
ესპანეთის სუპერთასი "ოთხთა ფორმატში" ჩატარდება
"ბარსელონამ" ესპანეთის სუპერთასი მოიგო [VIDEO]
კოპა ამერიკა სენტენარიო: Don't cry for me Argentina [VIDEO]
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ესპანეთის სუპერთასი: "ბილბაომ" "ბარსელონა" 4:0 დაამარცხა! [VIDEO]
მამარდაშვილის "ვალენსია" "რეალს" საუდის არაბეთში შეხვდება
ცნობილი გახდა, სად გეგმავს პსჟ-ს შემტევი გადასვლას
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ადეიემი "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოსაა
პსჟ-მ "ატლეტიკოს" ალვარესში 120 მილიონი და 2 ფეხბურთელი შესთავაზა
შესაძლოა, დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოს" პარალელურად არგენტინის ნაკრებიც გაწვრთნას
არგენტინის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
[VIDEO] რაფინიამ "ბარსელონა" გააბრწყინა - იქნება ფინალში "ელ კლასიკო"?
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
"ბარსელონას" ყოფილი თავკაცი მექსიკის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს
მაიამის "ინტერის" მწვრთნელად ხერარდო მარტინო დანიშნეს
[VIDEO] მთავარი განსხვავება ვალვერდემ შექმნა - "ელ კლასიკო" ესპანეთის სუპერთასის ფინალში!
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
პსჟ მალე ორი შემტევის გარეშე დარჩება