GBF 2026-07-08 საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩასართავად მზადებას განაგრძობს. ტურნირი 2026 წლის 10-დან 19 ივლისის ჩათვლით სლოვაკეთის დედაქალაქ ბრა ტისლავაში გაიმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას 21 ევროპული ნაკრები იღებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. B ჯგუფში მოხვედრილი საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი და ესტონეთი იქნებიან.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპის 5 გუნდიან ჯგუფებში თითოეული ნაკრები 4 მატჩს ჩაატარებს. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში გავა და B დივიზიონის საპრიზო ადგილებისა და A დივიზიონის საგზურებისთვის ბრძოლას განაგრძობს, ხოლო III-IV ადგილზე გასული გუნდები 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ. V ადგილოსნები საკლასიფიკაციო ეტაპზე 17-21 ადგილების გადასანაწილებლად ითამაშებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია კოტე ტუღუში, რომელსაც სამწვრთნელო შტაბში ასისტენტობას დავით და ალექსანდრე ნოზაძეები უწევენ. გუნდის ფიზიკური მომზადების მწვრთნელია მალხაზ ლობჟანიძე, ექიმები — ვაჟა კოტორაშვილი და დავით კოხტაშვილი, ხოლო ნაკრების მენეჯერი — გივი სანაძე.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი B ჯგუფში (ბრატისლავა):

10 ივლისი (პარასკევი): უკრაინა VS საქართველო - 22:30

11 ივლისი (შაბათი): საქართველო VS შვეიცარია - 20:30

12 ივლისი (კვირა): ლუქსემბურგი VS საქართველო- 15:00

15 ივლისი (ოთხშაბათი): საქართველო VS ესტონეთი -15:30

GBF.GE

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა
საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს
[VIDEO] ტრამპს დასცინეს - აშშ-ისთან მატჩის ბოლოს ბელგიელებმა ასეთი რამ გააკეთეს
"საძაგელი ქალი ხართ... იცოდეთ, ამას არასდროს დავუშვებ!" - მბაპემ მის მიმართ პარაგვაელი სენატორის რასისტულ განცხადებას უპასუხა
ყველა დროის რეკორდი - ვინ გაუტანს გოლს ესპანეთს?
მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა
[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
[VIDEO] ესპანეთმა მერინოს კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - რონალდოს პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი "ტორპედოში" გადავიდა
პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის
"ტორპედომ" ბულგარელი მცველი დაიმატა
"ეს ორი ადამიანი ფეხბურთის აზრზე არაა" - კლოპმა ინფანტინო და ტრამპი გაკრიტიკა
"სად დაგირტყა, იდიოტო" - ნეიმარმა მეკარეს დასცინა და საბოლოოდ ატირებული დარჩა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება