ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიოანტის ფინალში ლიპარტელიანი კუბელ ეშლი გონსალესთან დამარცხდა
30 აგვისტოს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვალერი ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა (90 კგ).

ფინალურ შეხვედრაში ლიპარტელიანი კუბელ ეშლი გონსალესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მეტოქემ ქართველ ძიუდოისტს ორი გაფრთხილება მიაღებინა, თავად კი მხოლოდ ერთი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ჯარჯი ზვიადაური, იგივე ილიას ილიადისი დაეპატრონა.

რაც შეეხება ლიპარტელიანის გამოსვლას რიო დე ჟანეიროში, ნახევარფინალში მან მისთვის უხერხული მეტოქე, რუსი კირილ დენისოვი დამაჯერებლად დაამარცხა, რომელთანაც წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა. ლიპარტელიანს რევანშისთვის წუთი და 22 წამი ეყო.

მეოთხედფინალში ვალერის მეტოქე შვედი იოაკიმ დვარბი იყო, რომელსაც ოთხი გაფრთხილება მიაღებინა და გზიდან ჩამოიშორა.

მანამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ ლუდოვიკ გობერს ვაზარით, გერმანელ მარკ ოდენტალს კი იპონით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ჩვენ ძიუდოისტთა მეორე მედალია. წინა დღეს, 29 აგვისტოს ვერცხლი ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) მოიპოვა.

დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
"მსოფლიო ჩემპიონი თავის საქმეში" - ჯარჯი ზვიადაური პუტინის ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს
ისევ ეშლი გონსალესის დოპინგზე - ნუთუ აქაც აზერბაიჯანელები?
ილიას ილიადისი ძიუდოს აკადემიაში მასტერკლასს ჩაატარებს
ლიპარტელიანი VS გონსალესი - ბრძოლა ტატამს მიღმა გრძელდება
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
ბაქო 2015. ძიუდო: ვალერი ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს
ბაქო 2015. ძიუდო: ადამ ოქრუაშვილმა საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე: ბევრი მეკითხება, უარს რატომ ამბობო?! უარს არ ვამბობ, მაგრამ...
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ