საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
რა პოკორა, რის ბალი? მახარაძე!

რა თქმა უნდა, პირველი ორის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ დავით მახარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ტაქტიკოსი და ფსიქოლოგია. მანამდე ისიც ჰქონდა დამტკიცებული, რომ ერთი კვირის შეკრებილი გუნდით კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია და ისიც, რომ გუნდს კომპლექსი არც "დინამოსთან" აქვს. ქება და ქება "გურიას" ყველა მოთამაშეს, რომლებმაც "მეტალურგთან" შეხვედრაში ყველაფერი ჩადეს და დაამტკიცეს - მათი თავკაცი იმას მაინც იმსახურებს, რომ უკეთესად მოექცნენ...

...მატჩის პირველი ნახევარი არცთუ საინტერესო სანახავი გამოდგა. შესამჩნევ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, როცა მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ალეკო შენგელიას უძლიერესი დარტყმა კარს ცოტათი ასცდა.

სამაგიეროდ, უფრო მწვავე შეტევები სტუმრებმა ტაიმის მიწურულს განავითარეს - ორ ეპიზოდში "გურია" მეკარე ბობღიაშვილმა გადაარჩინა, ერთხელ კი იობაშვილი წამოეშველა, რომელიც საგოლე დარტყმას გადაეფარა.

ისინი მოგვიანებით მატჩის გმირებიც გახდნენ, თუმცა მანამდე ლანჩხუთელები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ: თამაში ხეირიანად განახლებულიც არ იყო, როცა ლევან კორღალიძემ თავის პირველ კლუბს (კარიერა "გურიაში" დაიწყო) პირველი გოლი გაუტანა - 1:0.

თითქოს ამას სტიმული უნდა მიეცა სტუმრებისთვის და გურულები გაეტეხა, მაგრამ... დავით მახარაძემ საჭირო შეცვლით (ნოდარ გაჩეჩილაძემ ძალიან გაუმართლა) სათამაშო უპირატესობა თავისი გუნდის მხარეს გადაიტანა.

ამასთან, მისმა შეგირდებმა გამარჯვებისკენ საოცარი სწრაფვა გამოავლინეს. 63-ე წუთზე დაუღალავი ჯოჯუას ჩინებული გადაცემის შემდეგ ფლანგზე შეუდარებელმა შენგელიამ ცენტრისკენ გაიწია და მაშინ, როცა სტუმრები თამაშგარეზე ფიქრობდნენ, ბურთი მარჯვენათი ოსტატურად მიიღო, ხოლო მარცხენათი ბედიაშვილი უშანსოდ დატოვა - 1:1.

ამან ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე გურულებს მისცა, თუმცა აშკარა იყო, რომ შემდეგი გოლი დასწრებაზე იქნებოდა. რაც 77-ე წუთზე "გურიას" კართან მოხდა, მისახვედრი იყო, რომ "არ გაიტან, გაგიტანენ" კანონი ამოქმედდებოდა: ჯერ შეცვლაზე შესულმა ფიფიამ მეკარის ბაქნის მისადგომებიდან მცველებდაფარულ ბობღიაშვილს ისეთი დაურტყა, ბურთის უკუგდებას მეკარის შესაშური რეაქცია დასჭირდა, ხოლო დამატებაზე რაზმაძის დარტყმა, უკვე კარის მეორე კუთხისკენ, სასწაულებრივად გადააგდო კუთხურზე.

გურულებმა ფეხბურთის დაუწერელი კანონი კარგად გამოიყენეს - ჯერ გაჩეჩილაძის კარგ გარღვევას შალამბერიძემ სტუმართა კარში მიუჩინა ადგილი, ხოლო ბოლო წუთზე უკვე ჩიკვილაძემ საჯარიმოდან ისეთი "მოჭრა", ბედიაშვილს ოდენ თვალი გააყოლებინა - 3:1.

ცალკე აღნიშვნის ღირსია "გურიას" გულშემატკივარი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. აკი ნამატჩევს მახარაძემ პერსონალურად გადაუხადა კიდეც მადლობა ქომაგებს...

თუმცა საკითხავია, მას როგორ უხდიან მადლობას? რა თქმა უნდა, არავის ფუნქციაში არ ვაპირებთ ჩარევას, მაგრამ ფეხბურთში არსებობს დაუწერელი კანონები, განსხვავებით ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან - უბრალოდ, ასეთ დროს მწვრთნელებს არ ცვლიან!

ლანჩხუთში კი ისე გამოდის, რომ გამარჯვებულებსაც (თემურ ლორია, რომელმაც "გურია" უმაღლესში გადაიყვანა და ახლა მახარაძე) ასამართლებენ!

მატჩის შემდეგ

გია ჯმუხაძე ("მეტალურგის" მწვრთნელი):

"უპირველესად, ვულოცავ "გურიას" ამ მოგებას. შეხვედრა ჩვენი უპირატესობით დაიწყო, ანგარიშიც გავხსენით, თუმცა შემდეგ კარგი მომენტებიც გავანიავეთ და მეტოქემ აქეთ გაგვიტანა გოლები. რას ვიზამთ, ორივე გუნდი ვერ იგებს ხოლმე, დღეს მეტოქემ გვაჯობა".

დავით მახარაძე ("გურიის" მთავარი მწვრთნელი):

"რთული თამაში იყო. გოლის გაშვების შემდეგ მძიმე სიტუაციაში კი აღმოვჩნდით, მაგრამ გამოვნახეთ ძალები მატჩის შემოსატრიალებლად, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდი. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ქომაგების მხარდაჭერა და მერწმუნეთ, ლანჩხუთში როცა ვითამაშებთ, მეტოქეებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ. "გურიის" ქომაგი ნამდვილად მე-12 მოთამაშეა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემური
მამუკა, ატყობ თუ არა, რომ ძალიან არაკორექტულად მეტყველებ, მით უფრო ქალბატონთან. შენს კომენტარებს თვალს ვადევნებ და თუ ხვდები, რომ ფეხბურთის ფარგლებს გაცდი, რაც "სპოტრულ ხულიგნობაში" გადაიზარდა. გეყოს ბიჭოოოო.....
Marita
დიდო მათე! განმარტებით ლექსიკონში მაინც ჩაგეხედა და გაგეგო რას ნიშნავს სიტყვა "პრესკონფერენცია".... მწვრთნელების გარდა გულშემატკივრებსაც რომ შეუძლიათ დასწრება და შეკითხვის დასმა. ისე ნაცებიდან დიდი შორს არ ხარ გადამხტარი, წლების განმავლობაში ნაცები ათასებს გიხდიდნენ არაფრის კეთებაში "გურიის" პრეს-ატაშე რომ იყავი. მაგრამ ახლა არაპროფესიონალებისა და უვიცების დრო მთავრდება და ამიტომაც ვერ გამონახე შენი ადგილი "გურიაში"... პოკორა ჯერ-ჯერობით მართალია მწვრთნელი არ არის მაგრამ გულშემატკივრის სტატუსითაც შეეძლო დასწრება (ეს ისე ცნობისთვის, აწი რომ არ შეგეშალოს)!!

გაჭირვებული ეხვეწება ფეისბუქ–ფრენდებს, რამე კომენტარი თქვენც დადეთო და აჰა, ჯაბამ დრო იხელთა _ ფაცეზე მწერს _ შენ სიტყვა–პასუხში კაცი ვერ გაჯობებსო და მაინც რისკავს:) ყველაფერი გამიგია, მაგრამ შეკვეთით კომენტარი არა!
ჯაბა
მათე გურულო უკვე სასაცილოა ყველაფერი რასაც შენ წერ და ეს იცი რისი ბრალი მგონია ცოლი რო არ მოგყავს თორემ ხომ ხედავ რას ემსგავსები ???????????????/
პასუხი ''დიდ'' კესო მახარაძეს!
აქამდეც იმ აზრზე ვიყავი, რომ ფეხბურთის გარდა წერა–კითხვაც არ იცი. კესო, ძვირფასო, ხომ იცი მაგ ადგილზე რის გამოც ხარ... რომან პოკორას წარდგენა და გამგებლის კომენტარები უკვე გამოქვეყნდა გაზეთში... ეს გურია–მეტალურგის რეპორტაჟია, აქ რა უნდოდა პრესკონფერენციას, შე უვიცო... რაც შეეხება პოკორას კომენტარს, ამის რა ვალდებულება იყო? ტრიბუნიდან უყურებდა თამაშს კაცი და მისი პოზიცია შესაძლოა ცალკე გამოქვეყნდეს, თორემ მას პრესკონფერენციაზე რა უნდოდა? ვინ უვიცმა მოიწვია ხომ არ იცი? ჯერ ოფიციალურად არ არის დამტკიცებული სფფ–ში, მაგიტო არ დასვეს სათადარიგოთა სკამზე და პრესკონფერენციაზე მოიწვია ერთმა ''პროფესიონალმა''... კესო, შენ ხო გამგებელიც მოიწვიე დინამოს თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე, კიდე კაი მაშინ გამგებელმა ჭკუა იხმარა და არ დაგიჯერა! პრესკონფერენცია შენ სავაზელინეთი ხომ არ გგონია? ნაცებიდან გადმოპარულო მეოცნებევ, ''თუ თავისით წაბრძანდა'', რაღამ გააბოროტა, ნეტა?! აზრი მაინც დაალაგე, მაგრამ მაშინ აზრიანი უნდა იყო...
კესო მახარაძე
სტატიის ავტორი აშკარად ტენდენციური და არაობიექტურია. რატომ არაფერს ამბობს 18 სექტემბერს საფეხბურთო კლუკ ლანჩხუთის ,,გურიას" ადმინისტრაციის მიერ გამართული პრესკონფერენციის შესახებ, სადაც ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს უკრაინიდან ჩამოსული ახალი მთავარი მწვრთნელი რომან პოკორა წარუდგინეს? რატომ არაფერს ამბობს იმ განცხადებებზე, რომელიც აქმ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა ზაზა ურუშაძემ გააკეთა, რომ ბატონი დავით მახარაძე გუნდში დარჩება, მაგრამ უკრაინიდან სოლიდური სამწვრთნელო გამოცდილების მქონე რომან პოკორა ,,გურიას" კიდევ უფრო გასაძლიერებლად ჩამოიყვანეს?! რატომ არ დაურთო რომან პოკორას კომენტარი, რომელიც ,,გურია" ,,მეტალურის" შეხვედრის შემდეგ ერთად გააკეთეს დავით მახარაძემ და რომან პოკორამ? ეგ თქვენი მათე გურული ანუ მამუკა ქანთარია უბრალოდ ბოღმის ბუკეტი გახდა მას შემდეგ, რაც ,,გურიას" პრეს–შეფობიდან წაბრძანდა და სოლიდური შემოსავალი დაკარგა. თავისი ჭკუით კრიჭაში ჩაუდგა არაპროფესიონალებს. ნუ, სად შეგვიძლია!!!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"ზუგდიდი": ვინ შეცვლის დავით მახარაძეს?
ᓡᓐᓛᕬᓕᓠᓗᓜᕔᕚᕝ ᓙᓐᕠᓣᓡᓔᓚᓘ: ᓓᓐᓕᓔᕬᓘᓝᓗ ᓓᓐ ᕒᕐᓕᓣᓡᓬᓠᓝᓗ ᓑᓠᓐᓖᓘᓚᓘᓐᓡ!
კახა გოგიჩაიშვილი ლანჩხუთის "გურიის" ახალი მთავარი მწვრთნელია
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ᓠᓝᓒᓝᓠᓪ ᓘᓥᓜᓐ!.. ᓚᓐᓜᓩᓮᓣᓗᓘᓡ "ᓒᓣᓠᓘᓐᓡ" ᓒᓝᓩᓐ ᓒᓣᓯᓐᓑᓘᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓘᓐ ᓩᓮᓐᓘᓫᓔ ᓐᓕᓐᓠᓯᓘᓨᓔᓑᓔᓜ
ლანჩხუთის "გურია" ვარლამ კილასონიას კანდიდატურას განიხილავს
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓛᓐᓮᓐᓠᓐᓫᓔ: 90-ᓘᓐᓜ ᓬᓚᓔᓑᓨᓘᓪ ᓙᓘ ᓣᓙᓔᓗᓔᓡᓘ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐ ᓘᓧᓝ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ლანჩხუთის "გურიაში" მთავარ მწვრთნელად ცხადაძის ასისტენტი გია ცეცაძე სურთ?
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო...
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
საინტერესო ამბავი: ერაყელები ქართულ კლუბს დააფინანსებენ?!
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე