მუნის ფერნანდესმა რამდენიმე დღეში ორი თამაში გააფუჭა
დროა, მუნისი სახლში წავიდეს

მუნის ფერნანდესი ზედიზედ მეორე შეხვედრის შემდეგ მოხვდა პრესის და გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში და ამჯერადაც უარყოფით კონტექსტში.

შეგახსენებთ, რომ ასტურიელი არბიტრი რამდენიმე დღის წინ "ბარსელონა"-"სევილიას" დაპირისპირებას სჯიდა და იმ შეხვედრაში ფერნანდესმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავი "სევილიელი" კალას არჩათვლილი გოლი იყო - დღესაც კი გაუგებარია, რატომ გააუქმა ის ბურთი ფერნანდესმა...

ოთხშაბათს არბიტრი ესპანური ფეხბურთის მეორე გრანდის, მადრიდის "რეალის" შეხვედრას უძღვებოდა. "სამეფო კლუბს" "ელჩესთან" საკმაოდ გაუჭირდა და ქულების დაკარგვასთანაც ახლოს იყო. ანგარიში 51-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გახსნა, თუმცა "რეალი" საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზეც ზედმეტად ბევრს ზრუნავდა, რის გამოც პირველ დამატებულ წუთზე რიჩმონდ ბოაკიეს გოლით დაისაჯა.

გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები წინ გავარდნენ და სწორედ ამ დროს მოხდა ის, რის გამოც ბევრი მუნის ფერნანდესს კარიერის დასრულებას ურჩევს. 94-ე წუთზე "რეალმა" კუთხური მოაწოდა, საჯარიმოში კი პეპეს და კარლოს სანჩესის ორთაბრძოლა გაიმართა.

შედეგად, ორივე ფეხბურთელი დაეცა, არბიტრმა კი ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ თამაშის წესებს უფრო პეპე არღვევდა, ვიდრე სანჩესი, რომელიც ამ ეპიზოდის გამო იმდენად გაბრაზდა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯისგან წითელი ბარათიც მიიღო.

11-მეტრიანი ზუსტად რონალდომ შეასრულა და მადრიდელებს უმძიმესი სამი ქულა მოუტანა.

ესპანურმა გაზეთმა "მარკამ", რომელიც ცნობილია, როგორც "რეალის" მხარდამჭერი გამოცემა, ფერნანდესი, ისევე, როგორც "ბარსა"-"სევილიას" მატჩის შემდეგ, ამჯერადაც მიწასთან გაასწორა. აბსურდული პენალტის გარდა, არბიტრს გაახსენეს ისიც, რომ ის პირველივე ტაიმში ვალდებული იყო, გაეძევებინა სერხიო რამოსი, ვინც კორომინასს იდაყვი ჩაარტყა.

ამ დროისთვის "რეალის" მცველს ერთი ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა, მაგრამ ფერნანდესმა რამოსი დაინდო.

ჩხუბი მატჩის შემდეგ

შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კარლოს სანჩესი და პეპე კი ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს აკეთებდნენ.

კარლოს სანჩესი (ელჩე):

"თამაშის წესებს პეპე არღვევდა. მან ხელით დამიჭირა და ძირს დამაგდო. მეტის თქმა საჭირო არაა, ნახეთ ეპიზოდის გამეორება და ყველაფერში თავად დარწმუნდებით".

პეპე (რეალი):

"კადრებში ყველაფერი კარგად ჩანს. მე ბურთზე თამაშს ვცდილობდი, მეტოქის ფეხბურთელმა კი დამიჭირა და წამაქცია".

ისე როგორ იქნებოდა, რომ ეს ეპიზოდი მშვიდად დაეტოვებინათ კატალონიაში. ჟერარ პიკემ საკუთარ "ტვიტერზე" ამ მატჩის შესახებ ასეთი რამ დაწერა: "გუშინ, საღამოს, "კანალ +"-ზე ძალიან მაგარ კომედიას ვუყურე. საღამოობით კარგ ფილმებს აჩვენებენ".

არ დააყოვნა მადრიდელთა პასუხმაც. ალვარო არბელოამ პიკეს ასევე "ტვიტერით" უპასუხა: "სამი ქულის მოპოვებით ძალიან კმაყოფილები ვართ. მიხარია, რომ ზოგიერთმა თეატრი კინოზე გაცვალა. ეს ყოველთვის კარგია".

არბელოამ ჟოზე მოურინიოს კომენტარი იგულისხმა. 2006 წელს, "ჩელსი"-"ბარსელონას" (1:2) დაპირისპირების შემდეგ, ასიერ დელ ორნოს გაძევების შესახებ პორტუგალიელმა განაცხადა:

"მატჩი 1:2 დამთავრდა. ჩვენ რა უნდა ვქნათ, მესის თეატრალური წარმოდგენები ავკრძალოთ? დიახ, ის კარგი მსახიობივით მოიქცა. კატალონია კულტურული მხარეა და ცნობილია თავისი თეატრებით".

"სევილიას" პირველი და ჟონასი

"სევილიამ" პირველი გამარჯვება მოიპოვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი "რაიო ვალეკანოს" დაუთმო. მადრიდელებმა, სანამ 11 კაცით იყვნენ, მეტოქეს წინააღმდეგობა კი გაუწიეს, მაგრამ სტუმრებს ჯერ გალვესი გაუძევეს, შემდეგ კი ხონათან ვიერა.

ანდალუსიელების მხრიდან 2-2 გოლი ივან რაკიტიჩმა და ცვლილებაზე შემოსულმა კარლოს ბაკამ გაიტანეს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა პრიმერაში თავი პირველად გამოიჩინა.

მეორე ანდალუსიურმა გუნდმა კი ბოლო წამებზე წააგო. თითქოს "გრანადას" და "ვალენსიას" მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდა ჟონასი, რომელმაც არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე კანალესის პასი მიიღო და მასპინძელთა გოლკიპერ რობერტოს შანსი არ დაუტოვა.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ადილ რამის, რომელმაც მატჩის წინ მიროსლავ ჯუკიჩი და "ვალენსიას" ხელმძღვანელები გააკრიტიკა, რის გამოც ფრანგ ფეხბურთელს კლუბის მხრიდან სერიოზული სანქციები ელის.

ლა ლიგა. VI ტური

ბილბაო-ბეტისი 2:1

გოლები: 0:1 ხორხე მოლინა (62), 1:1 დე მარკოსი (73), 2:1 სან ხოსე (82)

ბილბაო (4-3-2-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, გურპეგი, ლაპორტი - მიკელ რიკო, ბენიატი, ანდერ ერერა (70. დე მარკოსი) - სუსაეტა (74. მუნიაინი), იბაი გომესი (87. იტურასპე) - ადურისი

ბეტისი (4-4-1-1): სარა - ჩიკა, ამაია, პაულაო, ნაჩო - ხუანფრანი, ხავი ტორესი, მატილია (57. ვერდუ), ჩული (73. სედრიკ მაბვატი) - სალვა სევილია (51. ლ. რეიესი) - ხორხე მოლინა

გამოუყენებელი პენალტი: ბენიატი (59. ბილბაო)

გაფრთხილება: ადურისი - ჩიკა, პაულაო, ამაია, ხავი ტორესი, ხორხე მოლინა, ჩული

კუთხური: 8-4; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 20-10 (8-5); ბურთის ფლობა: 62%-38%

მაყურებელი: 52 000

ხეტაფე-სელტა 2:0

გოლები: 1:0 ლისანდრო ლოპესი (44), 2:0 ა. აროიო (50)

ხეტაფე (4-3-2-1): მოია - ა. აროიო, ლისანდრო ლოპესი (81. რაფა), ალექსისი, რ. ლაგო - ბორხა, სარაბია, მოსკერა - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო (76. გავილანი) - მიკუ (71. კოლუნგა)

სელტა (4-3-2-1): იოელი - ბელვისი (18. ჯ. კასტრო), კაბრალი, დავიდ კოსტასი, აურტენეჩე - რაფაელ ალკანტარა (59. მინა), ბორხა ოუბინა, მადინდა - ორელიანა, კრონ-დელი (74. ალექს ლოპესი) - დავიდ როდრიგესი

გაფრთხილება: მოსკერა, ა. აროიო - აურტენეჩე

კუთხური: 11-4; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-9 (3-2); ბურთის ფლობა: 48%-52%

მაყურებელი: 9 000

ვილიარეალი-ესპანიოლი 2:1

გოლები: 1:0 პერბე (1), 2:0 ხ. პერეირა (67), 2:1 სერხიო გარსია (80)

ვილიარეალი (4-2-2-2): ასენხო - მარიო, მუსაჩიო, პაბლო ინიგესი, ხაუმე კოსტა - პინა (80. ტრიგეროსი), ბრუნო - ე. პერესი (62. ხ. აკინო), კანი - ჯოვანი დოს სანტოსი, პერბე (62. ხ. პერეირა)

ესპანიოლი (4-3-2-1): კასილია - მატიონი, სიდნეი, ე. მორენო, კარლოს კლერკი (68. კაპდევილა) - რაულ როდრიგესი, აბრაამი, ალექსი (46. ვიქტორ სანჩესი) - ტიევი, ლანსაროტი (57. სტუანი) - სერხიო გარსია

გაფრთხილება: ბრუნო - სიდნეი, მატიონი

კუთხური: 3-5; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 8-12 (5-3); ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 16 826

27 სექტემბერი

ვალიადოლიდი-მალაგა 23:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ოსკარი, ალვარო რუბიო, დ. ლარსონი, ვიქტორ პერესი - ველიგტონი

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +6 =7 -5 (18:18)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთი. ლა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" და "ატლეტიკო" უდანაკარგოდ [VIDEO]

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
"ბარსელონა" კუნდესთან თანამშრომლობას გააგრძელებს
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ალვარო არბელოა: რონალდოს უკვე შეუძლია დატოვოს დედამიწა
ალვარო არბელოამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
პეპემ 41 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
პსჟ "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას გეგმავს
კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრის" ახალი მწვრთნელი ჰყავს
არბელოა: აშკარაა, "რეალი" "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდია
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
ატირებულ პეპეს რონალდო ამშვიდებდა [VIDEO]
"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
პეპე თავისი მომავლის შესახებ მალე ჩამოყალიბდება
რაულმა "რეალის" დატოვება გადაწყვიტა
იაპონიასთან მატჩში გაძევებულ ნახევარმცველს კარლოს სანჩესს კოლუმბიელი ფანები მოკვლით ემუქრებიან
ოფიციალურად: პეპემ "პორტუ" დატოვა
"პორტუმ" 40 წელს მიტანებულ პეპეს თანამშრომლობის გახანგრძლივება შესთავაზა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
რაული "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს ტოვებს - მისი შემცვლელი უკვე ცნობილია
ტრანსფერ ONLINE: 14 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
არბელოა "რეალს": მესის შვილი უნდა დავიმატოთ!
მადლობა მაროკოულად - ელ იამიკმა პეპეს მელოტ თავზე აკოცა
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
"ის მათსავით კარგია" - მარსელომ პსჟ-ს შემტევებზე ისაუბრა
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი
ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს
ფელიქსი, რომელიც "ბენფიკაში" დაბრუნებასთან იყო ახლოს, საუდის არაბეთში მიდის