მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა უცნობი დარჩა
როგორც ჩანს, საბურავების პრობლემა მხოლოდ ფორმულა 1-ში არ არსებობს. გუშინ, ავსტრალიის ფილიპ-აილენდზე მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომლის დროსაც უცნაური სურათი ვიხილეს - მოტომრბოლებს აუცილებელი პიტსტოპზე შესვლა მოუწიათ!

ავსტრალიური ეტაპის ორგანიზატორებს იძულებით მოუწიათ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. უქმეების წინ ტრასის საფარის შემოწმების შემდეგ, საბურავების მწარმოებელი იაპონულმა კომპანია "ბრიჯსტოუნი" იმ დასკვნამდე მივიდა, რომ უკანა საბურავი მთელ რბოლას ვერ გაუძლებდა. როგორც იაპონელებმა აღიარეს, მათ ვერ შეაფასეს ფილიპ-აილენდის ტრეკზე ახალი ასფალტი, რომლის გამოც სიჩქარე და აგრეთვე საბურავების დეგრადაცია მკვეთრად გაიზარდა. შედეგად, ორგანიზატორებს არა მხოლოდ დისტანციის შემცირება მოუწიათ, არამედ ერთი პიტსტოპის დანიშვნა: ყველა მონაწილე ვალდებული იყო შესულიყო ბოქსებში და გამოეცვალა მოტოციკლი.

"ჩვენ მივიღეთ შეტყობინება "ბრიჯსტოუნისგან", რომ ისინი ვერ გვაძლევენ 14 წრის შემდეგ უკანას საბურავების უსაფრთხო მუშაობის გარანტიას", - ეწერა რბოლის დირექციის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, მოტოციკლის აუცილებელი შეცვლა პირველი შემთხვევა იყო მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში.

შაბათს კვალიფიკაცია ხორხე ლორენსომ მოიგო, მეორეზე კი ჩემპიონატის ლიდერი მარკ მარკესი გავიდა. წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ თუ მარკი რბოლას მოიგებდა, ლორენსო კი მესამე ადგილზე ზემოთ ვერ ავიდოდა, მარკესი ვადაზე ადრე გახდებოდა ჩემპიონი. მათ გუშინ კარგი სტარტი გამოუვიდათ და პირველი მეტრებიდან სათავეში ჩაუდგნენ რბოლას. მესამე ადგილზე გადავიდა დანი პედროსა. პირველი წრის შუაში ამ უკანასკნელმა ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ რამდენიმე მოსახვევის შემდეგ, წინ გაუშვა ლორენსო და მარკესი. პირველი წრე დაწინაურებულებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, მარკესი, პედროსა, როსი, სმიტი, ბაუტისტა...

რბოლის პირველ ნახევარში ლორენსო, მარკესი და პედროსა მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდნენ. მეცხრე წრეზე აუცილებელი პიტსტოპი შეასრულა პედროსამ, ერთი წრის შემდეგ კი იგივე ოპერაცია ჩაატარა ლორენსომ და ტრასაზე პედროსას წინ დაბრუნდა. მარკესმა კი ბოქსებს 11 წრის შემდეგ მიაკითხა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. საქმე ისაა, რომ რბოლის წინ შემოღებული წესის თანახმად, არც ერთ პილოტს არ ჰქონდა საბურავების ერთი კომპლექტით 10 წრეზე მეტის გავლის უფლება.

რბოლის დარჩენილ ნაწილში ლორენსო კომფორტული მანძილია დაშორდა პედროსას და მშვიდად მივიდა პირველ ადგილზე, პოდიუმი კი ვალენტინო როსიმ შეავსო.

ლორენსომ სეზონში მეექვსე ეტაპი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მარკესს, ხოლო გენერალურ კლასიფიკაციაში ჩამორჩენა 18 ქულამდე შეამცირა. მორიგი ეტაპი ერთ კვირაში იაპონიაში გაიმართება, სულ კი სეზონის დასრულებამდე ორი რბოლაა დარჩენილი.

ავსტრალიის გრანპრი

1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 13 წრე; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +6,936; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +12,344; 4. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - +12,460; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +12,513; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +28,263; 7. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - +32,953...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 298 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 280; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 264; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 214; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 179; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 147; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 135; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 127...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარკესმა წააგო, მაგრამ...

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი მესამედ გაჩემპიონდა
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარკესმა წააგო, მაგრამ...
მოტოგრაპრი: მარკესმა მოიგო, ლეგენდა ლიდერია
მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი
დებიუტანტ მარკ მარკესის სერია ჩემპიონმა შეწყვიტა
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ლორენსოს ვერ აჩერებენ
მოტოგრანპრი: ხორხე ლორენსო სამგზის ჩემპიონია
ჩემპიონი მარკ მარკესი ცუდ ფორმაშია
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი ჟურნალისტებს დაერია
ᓛᓝᓢᕝᕒᓠᓐᓜᓞᓠᓘ: ᕛᓐᓠᕙᓔᓡᓘᕡ ᓝᓗᓮᓘᓓ
მოტოგრანპრი: ტაქტიკოსი მარკ მარკესი
მოტოგრანპრი: საუკეთესო რბოლა სეზონში
არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი!
მოტოსპორტი: როსის ტრიუმფი ტრაგედიის ფონზე
მოტოგრანპრი: მარკ მარკესი წინ გაიჭრა
ხორხე ლორენსოს მშვიდი გამარჯვება
ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᕘᕡ ᓮᓣᓗᓘᓓᕐᓜ ᓮᓣᓗᓘ
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: სან მარინო მარკესმა მოიგო
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: დებიუტანტი აღარ ხუმრობს
მოტოგრანპრი: დებიუტანტი ტიტულს მიუახლოვდა
"ᓰᕝᓜᕓᓐ"