ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიქსმა" სუსტად დაიწყო

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ნიქსმა" სუსტად დაიწყო

ბენეტის საშინელი დებიუტი
არადამაჯერებლად დაიწყო ახალი რეგულარული ჩემპიონატი "ნიუ იორკმა" - ოთხ მატჩში მხოლოდ ერთი მოგება ის შედეგი არ არის, რომელსაც აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტისგან ელოდნენ. სეზონში მესამე მატჩი "ნიქსმა" შინ წააგო უიმედო აუტსაიდერის როლისთვის განწირულ "შარლოტთან".

სტუმრების რიგებში საუკეთესო იყო ნიუ იორკში დაბადებული კემბა უოკერი, რომლისთვისაც "მედისონ სკვერ გარდენში" მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია. ახლაც უოკერი ყველაზე მეტს ცდილობდა, ყველგან ასწრებდა თამაშს, საკუთარ თავზე იღებდა ინიციატივას, მსაჯებთან კამათობდა...

სხვათა შორის, არბიტრებმა ზედმეტად ხისტი თამაშის უფლება მისცეს კალათბურთელებს, რაზეც მეტყველებს მაიკლ კიდ-გილკრისტის გატეხილი ცხვირი, უოკერის მხრის ტრავმა, ტაისონ ჩენდლერის დაზიანებული ფეხი, რის გამოც მან თამაში ვერ გააგრძელა. ჩენდლერის შემცვლელი ამარე სტაუდმაიერი კი სჯობდა, მოედანზე არ გასულიყო - 11 წუთში მან ორი ქულა დააგროვა, 5 შეცდომა დაუშვა და ორჯერ დაუფარეს ტყორცნა.

მიუხედავად იმისა, რომ "ლეიკერსს" სტუმრად დალასში ხუთმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა, ამჯერად კალიფორნიულ კლუბს ფავორიტად არავინ მიიჩნევდა. რიკ კარლაილის გუნდმა ყველა ძველი წყენისთვის დამაჯერებელი რევანში აიღო. "მავერიქსს" ამისთვის არ დასჭირვებია თავისი მთავარი ვარსკვლავის, დირკ ნოვიცკის განსაკუთრებული აქტიურობა. გერმანელმა მხოლოდ 28 წუთი დაჰყო მოედანზე და მოკრძალებული 11 ქულა დააგროვა. რთულია გაიხსენო, ბოლოს როდის შეასრულა დირკმა მატჩში მხოლოდ 9 ტყორცნა და ერთხელ დადგა საჯარიმოს ხაზზე.

ნოვიცკის არ სჭირდებოდა ზედმეტი ინიციატივის აღება, რადგან ლიდერის ფუნქციები მონტა ელისმა იტვირთა. მან 30 ქულა დააგროვა (თამაშიდან - 11/14), ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა და 31 წუთში მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა. მასპინძლები დომინირებდნენ სამწამიან ზონაში და იქიდან დაგროვილი ქულებით 52:36 მოუგეს "ლეიკერსს", მოხსნებში კი "მავერიქსის" უპირატესობა 50:35 იყო. გასაკვირი არ არის, რომ მესამე მეოთხედში სხვაობამ 30 ქულას მიაღწია.

ლებრონ ჯეიმსს (ფორვარდის ანგარიშზე 35 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი იყო) ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე "ტორონტოსთან" გასვლით შეხვედრაში. ფლორიდელებს ვერ ეხმარებოდა კრის ბოში, რომელიც შინ დარჩა მეუღლესთან და ახლად დაბადებულ შვილთან. ამის გამო საუკეთესო მატჩი ჩაატარა სეზონში "ტორონტოს" ლიტველმა ცენტრმა იონას ვალანჩუნასმა, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა "მაიამის" დასამარცხებლად.

ამ მატჩის შემდეგ მთავარი ამბავი ის იყო, რომ ლებრონი გახდა მეხუთე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ზედიზედ 500 მატჩში დააგროვა მინიმუმ 10 ქულა.

წინა მატჩში "კლიპერსთან" განადგურების შემდეგ "ჰიუსტონს" შელახული პრესტიჟის აღდგენა მართებდა სტუმრად "პორტლენდის" წინააღმდეგ. "რაკეტებმა" ეს კარგად მოახერხეს. დუაიტ ჰოვარდს იმდენივე მოხსნა დაუგროვდა, რამდენიც მეტოქის ერთად აღებულ ყველა "მაღალს": "სუპერმენის" 13 მოხსნა რობინ ლოპესის, მაიერს ლეონარდისა და ლამარკუს ოლდრიჯის ერთობლის მონაგარს უდრიდა. თანაც, ჰოვარდმა თამაშიდან შესანიშნავად ისროლა: 13-დან 10 ბურთი მოათავსა კალათში.

ტორონტო-მაიამი 95:104

25:23, 25:29, 24:26, 21:26

ტ: დეროზანი (21), ვალანჩუნასი (18+9 მოხსნა), გეი (13+10 მოხსნა), ლოური (13+5 პასი), როსი (11).

მ: ჯეიმსი (35+8 პასი+8 მოხსნა), უეიდი (20+6 მოხსნა+5 პასი), ალენი (14).

ბრუკლინი-იუტა 104:88

28:18, 26:20, 31:23, 19:27

ბ: ლოპესი (27+7 მოხსნა), ჯონსონი (12), პირსი (11+5 მოხსნა), ლივინგსტონი (11+3 პასი), უილიამსი (10+8 პასი), ბლეტჩი (10)

ი: ჰეივორდი (22+5 მოხსნა), კანტერი (21+8 მოხსნა), ბერქსი (13+5 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დეტროიტი-ინდიანა 91:99

14:29, 27:9, 22:36, 28:25

დ: ჯენინგსი (17+6 პასი), სმიტი (16+7 მოხსნა+3 დაფარება), მონრო (14+10 მოხსნა), სინგლერი (13).

ი: ჯორჯი (31+10 მოხსნა+4 ჩაჭრა), უოტსონი (15+5 პასი), უესტი (12+8 მოხსნა+3 პასი), სტივენსონი (10+7 პასი+6 მოხსნა), ჰიბერტი (8+10 მოხსნა+7 დაფარება).

ნიუ იორკი-შარლოტი 97:102

28:31, 26:33, 22:18, 21:20

ნ-ი: ენტონი (32+5 მოხსნა), უორლდ პისი (18+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), შამპერტი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ფელტონი (14+6 მოხსნა).

შ: უოკერი (25+6 პასი+5 მოხსნა), ჰენდერსონი (18+8 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (16+8 მოხსნა+3 დაფარება), ტეილორი (13), სეშენსი (10).

ნ. ორლეანი-ფინიქსი 98:104

28:17, 17:24, 24:37, 29:26

ნ-ო: გორდონი (20+5 პასი+3 ჩაჭრა), დევისი (17+11 მოხსნა+5 დაფარება), რობერტსი (17+5 პასი+3 ჩაჭრა), სმიტი (13+5 მოხსნა+3 პასი), მოროუ (10).

ფ: ბლედსოუ (25+5 პასი+3 ჩაჭრა), გრინი (18+3 დაფარება), მორისი (17+5 მოხსნა), მორისი (16+9 მოხსნა), პლამლი (10+5 მოხსნა).

დალასი-ლეიკერსი 123:104

35:22, 32:26, 27:29, 29:27

დ: ელისი (30+9 პასი), კრაუდერი (18), კალდერონი (12+5 პასი), ნოვიცკი (11+8 მოხსნა), მერიონი (11+7 მოხსნა), ბლეირი (10+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), დალემბერი (10+6 მოხსნა).

ლ: იანგი (21+3 ჩაჭრა), ფარმარი (11+7 პასი), მიქსი (11), გასოლი (10+8 მოხსნა), კამანი (10+7 მოხსნა).

დენვერი-სან ანტონიო 94:102

27:24, 25:19, 26:29, 16:30

დ: ლოუსონი (20+8 პასი), ფარიდი (15+8 მოხსნა), მოზგოვი (11+5 მოხსნა), ფოიე (11+3 პასი), სპლიტერი (11).

ს-ა: პარკერი (24+6 პასი), დანკანი (17+8 პასი+8 მოხსნა+4 დაფარება), ლეონარდი (14), სპლიტერი (12+8 მოხსნა).

პორტლენდი-ჰიუსტონი 101:116

31:30, 19:25, 23:29, 28:32

პ: ლილარდი (22+5 პასი), ოლდრიჯი (21+5 მოხსნა), მეტიუზი (19), ბატუმი (13+3 ჩაჭრა).

ჰ: ჰარდენი (33+7 მოხსნა), ჰოვარდი (29+13 მოხსნა), ლინი (12), ბევერლი (12).

საკრამენტო-ატლანტა 100:105

32:25, 13:29, 20:28, 35:23

ს: ტომასი (26+5 პასი), მაკლემორი (15+6 მოხსნა), ტორნტონი (15+3 ჩაჭრა), სელმონსი (13+5 პასი), კაზინსი (11+6 მოხსნა).

ა: ჰორფორდი (27+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), მილსეპი (25+11 მოხსნა+4 ჩაჭრა), ტიგი (18+10 პასი).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. ინდიანა 4 4 0 100

2. ფილადელფია 4 3 1 75.0

3. მაიამი 5 3 2 60.0

4. ატლანტა 4 2 2 50.0

5. შარლოტი 4 2 2 50.0

6. ორლანდო 4 2 2 50.0

7. კლივლენდი 4 2 2 50.0

8. დეტროიტი 4 2 2 50.0

9. ტორონტო 4 2 2 50.0

10. ბრუკლინი 4 2 2 50.0

11. მილუოკი 3 1 2 33.3

12. ჩიკაგო 3 1 2 33.3

13. ნიუ იორკი 4 1 3 25.0

14. ვაშინგტონი 3 0 3 0.0

15. ბოსტონი 4 0 4 0.0

დასავლეთი

თ მ წ %

1. ჰიუსტონი 5 4 1 80.0

2. მინესოტა 4 3 1 75.0

3. კლიპერსი 4 3 1 75.0

4. ფინიქსი 4 3 1 75.0

5. სან ანტონიო 4 3 1 75.0

6. გ. სტეიტი 4 3 1 75.0

7. დალასი 4 3 1 75.0

8. ოკლაჰომა 3 2 1 66.7

9. პორტლენდი 4 2 2 50.0

10. მემფისი 4 2 2 50.0

11. ლეიკერსი 5 2 3 40.0

12. საკრამენტო 4 1 3 25.0

13. ნიუ ორლეანი 4 1 3 25.0

14. დენვერი 3 0 3 0.0

15. იუტა 4 0 4 0.0

ქულები

კევინ დურანტი (ოკლ) 29.3

პოლ ჯორჯი (ინდ) 27.0

კევინ ლავი (მინ) 26.5

კრის პოლი (კლი) 26.5

ლებრონ ჯეიმსი (მაი) 25.6

ჯეიმს ჰარდენი (ჰიუ) 25.2

მონტა ელისი (დალ) 25.0

ლამარკუს ოლდრიჯი (პორ) 24.5

დამიენ ლილარდი (პორ) 24.3

კარმელო ენტონი (აილ) 23.8

მოხსნები

დუაიტ ჰოვარდი (ჰიუ) 14.6

კევინ ლავი (მინ) 14.3

ენტონი დევისი (ნ-ორლ) 12.0

ელ ჰორფორდი (ატლ) 11.8

ჟოაკიმ ნოა (ჩიკ) 11.7

ანდრე დრამონდი (დეტ) 11.3

ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლ) 11.3

დეანდრე ჯორდანი (კლი) 11.3

გრეგ მონრო (დეტ) 11.0

სპენსერ ჰოიესი (ფილ) 10.5

პასები

კრის პოლი (კლი) 13.3

სტივენ კარი (გ. სტე) 9.8

რიკი რუბიო (მინ) 9.0

ჯეფ ტიგი (ატლ) 8.8

ჯონ უოლი (ვაშ) 8.7

დერონ უილიამსი (ბრუ) 8.0

ლებრონ ჯეიმსი (მაი) 8.0

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 7.8

ერიკ ბლედსოუ (ფინ) 7.8

ტონი პარკერი (ს-ანტ) 7.5

ჩაჭრები

რიკი რუბიო (მინ) 4.0

კრის პოლი (კლიპ) 3.3

მ. კარტერ-უილიამსი (ფილ) 3.3

ტონი ალენი (მემ) 3.0

მარიო ჩელმერსი (მაი) 3.0

დეჟუან ბლერი (დალ) 2.8

ჯერალდ უოლასი (ბოს) 2.8

ჯიმი ბატლერი (ჩიკ) 2.7

ელ ჰორფორდი (ატლ) 2.5

კორი ბრიუერი (მინ) 2.3

დაფარებები

როი ჰიბერტი (ინდ) 5.3

ენტონი დევისი (ნ-ორლ) 4.3

ბრუკ ლოპესი (ბრუ) 3.0

ვიტორ ფავერანი (ბოს) 2.8

ტაისონ ჩენდლერი (ნ-იორ) 2.5

რობინ ლოპესი (პორ) 2.3

დევიდ უესტი (ინდ) 2.3

ჯოშ სმიტი (დეტ) 2.3

ბენეტის საშინელი დებიუტი

ამერიკულ პრესას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია ენტონი ბენეტის დებიუტი ისტორიაში პროფესიული კარიერის ყველაზე უარეს დასაწყისად. აქ იგულისხმებიან დრაფტზე პირველ ნომრად არჩეული კალათბურთელები.

მაგრამ ბევრი სვამს კითხვას: რატომ დაკარგა "კლივლენდმა" პირველი ნომრის არჩევანი კალათბურთელზე, რომელსაც არ შეუძლია გუნდისთვის შეტევაში სარგებლობის მოტანა.

თუ რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში ("ბრუკლინის" წინააღმდეგ) ბენეტმა ორი საჯარიმო ჩააგდო, მომდევნო სამ შეხვედრაში ფორვარდს ქულების გრაფაში ნული (!) ჰქონდა - მან 15 ცდიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო. ამ ყველაფრის კომპენსირება შეუძლებელია დაცვაში კარგი მუშაობით ან მოხსნების რაოდენობით. და ეს ხდება იმის ფონზე, თუ როგორ თამაშს აჩვენებს მაიკლ კარტერ-უილიამსი, რომელმაც უკვე მოიპოვა კვირის მოთამაშის პრიზი.

"დაცვაში ბენეტი იმაზე უკეთ მოქმედებს, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ენტონის პრობლემები შეექმნებოდა უბურთოდ თამაშის დროს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ვცდებოდი. ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თვალით ვნახე, რომ ბიჭს ნებისმიერი ტყორცნის შესრულება შეუძლია და მე ისევ მჯერა მისი. ბენეტი მხოლოდ იმას უნდა მიხვდეს, რომ თავდადებით ითამაშოს "კლივლენდის" ბურთის ფლობისას, რათა ქულები დააგროვოს და მას ყველაფერი გამოუვა", - ჯერ ისევ სჯერა თავისი შეგირდის მაიკ ბრაუნს.

მაიკლ რედი წავიდა

ბევრი კალათბურთელი 34 წლის ასაკში რჩება საკუთარი გუნდის ლიდერად ან ეხმარება ახალგაზრდა პარტნიორებს ტიტულების მოპოვებაში, მაგრამ შესანიშნავმა სნაიპერმა მაიკლ რედმა გადაწყვიტა, რომ მისი ბრძოლა ტრავმებთან დასასრულს მიუახლოვდა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ეს ბრძოლა ფორმალურად წელიწადნახევრის წინ დასრულდა, როცა "ფინიქსის" რიგებში თამაშობდა.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილესა და პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონს კარიერა გაუფუჭა მუხლის სერიოზულმა ტრავმებმა - 2009 და 2010 წლებში გაიწყვიტა მუხლის ჯვარედინი მყესები. მაგრამ რედი მხოლოდ ამით არ ახსოვთ კალათბურთის მოყვარულებს: მცველი მეოთხე სნაიპერია "მილუოკის" ისტორიაში; გარდა ამისა, საკლუბო რეკორდს ფლობს ერთ მატჩში დაგროვილი ქულების რაოდენობით.

"NBA-ში 12 შესანიშნავი წელი გავატარე და ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის საშუალება რომ მქონდეს, ყველაფერს ხელუხლებლად დავტოვებდი. 20 წლის ბიჭიდან "ყველა ვარსკვლავის მატჩამდე" უდიდესი გზა გამოვიარე, არადა, ჩემი წარმატების ერთეულებს სჯეროდათ. მქონდა აღმაფრენისა და დაცემის მომენტები, მაგრამ გულშემატკივრებისგან ყოველთვის მხარდაჭერას ვგრძნობდი, კლუბი კი პატივს სცემდა ჩემს ინტერესებს", - განაცხადა რედმა.

მაიკლმა NBA-ში გატარებული 12 წლის განმავლობაში 19.0 ქულა და 3.8 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

ცნობილი გახდა რა შემთხვევაში გაყიდის "რეალი" ლუნინს

ვეა "იუვენტუსიდან" "მარსელში" გადავა

"მილანმა" შეთავაზება გააკეთა - "როსონერის" "იანგ ბოიზის" მცველი სურს

სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით

გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს

"გურიამ" ქალთა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

[VIDEO] მიქაუტაძის 82 წუთი "ბაიერნთან" - ბურთი ძელს გაარტყა და კიდევ ორი მომენტი შექმნა

ქართველების "მეცმა" "ტრუას" მოუგო

არავითარი "ტოტენჰემი" - ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია

კიტეიშვილის "შტურმს" სასწრაფოდ "ფიორენტინას" მეკარის დამატება დასჭირდა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" პირველ ტურში მარცხი განიცადა

დელე ალიმ 29 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

ასე აპირებს ილიას დამარცხებას? - ნახეთ, როგორ ემზადება ცარუკიანი, რომელსაც წელიწადზე მეტია არ უბრძოლია [VIDEO]

"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს

რუბენ ამორიმმა პირველი გუნდიდან 4 ფეხბურთელი მოკვეთა

"ის ყველაზე მამაცი ფეხბურთელი იყო, ვინც კი მინახავს" - სერ ალექს ფერგიუსონი

ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? - ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო

"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა

"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა

"ყველა ვარსკვლავის მატჩი": დასავლეთს სკოტ ბრუქსი გაწვრთნის

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები უოკერი და ტომპსონი

გოგა ბითაძის მეშვიდე მშრალი მატჩი და "ინდიანას" გამარჯვება "ბოსტონთან" [VIDEO]

კემბა უოკერი ოფიციალურად "ბოსტონის" კალათბურთელი გახდა

ნიუ იორკში დებიუტანტები დაინაწილეს

NBA-ს All Star-ის სასტარტო ხუთეულები და რეზერვი ცნობილია

NBA: ბენეტი "ტორონტოს" მოუნდა

NBA. კვირის მიმოხილვა: სამმაგი დუბლების რეკორდი, ცერემონიები, თავისუფალი აგენტები...