სალონიკური გუნდის მწვრთნელმა ჰუბ სტევენსმა 18 წლის ქართველში პერსპექტიული ფეხბურთელი დაინახა
ალეკო ჩაკვეტაძის პაოკ-ში გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

მას მერე, რაც სახელგანთქმული ათენის აეკ-ი საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდა, ხოლო "პანათინაიკოსი" მნიშვნელოვნად დასუსტდა, ეს ნიშა ნაწილობრივ სალონიკის პაოკ-მა შეავსო და "ოლიმპიაკოსის" შემდეგ დღეს ის ყველაზე ძლიერ ბერძნულ კლუბად მიიჩნევა.

ამაზე მეტყველებს მიმდინარე სეზონიც. სალონიკური კლუბი, რომელიც ვიცე-ჩემპიონიცაა, ბერძნულ სუპერლიგაში ამჟამად მეორე ადგილზეა - მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება "ოლიმპიაკოსს" და მთელი 7 ქულით უსწრებს მესამეადგილოსან "ატრომიტოსს".

პაოკ-ის მწვრთნელია ცნობილი ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუუბ სტევენსი, რომელმაც 1997 წელს "შალკეს" უეფას თასი მოაგებინა...

"ლელო" უკვე წერდა, რომ სწორედ პაოკ-ში ვარჯიშობდა ალეკო ჩაკვეტაძე - 18 წლის ქართველი მცველი, რომელიც ბერძნებმა ჯერ დუბლშემადგენლობაში გასინჯეს, შემდეგ ძირითადში და თბილისში დაბრუნებული ხელახლა გამოიძახეს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველმა სტევენსს თავი მოაწონა და პროფესიული კონტრაქტის გაფორმების პერსპექტივაც გაუჩნდა. ცოტა ხნის წინათ ამ ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად საბერძნეთში აგენტი გოგა გახოკიძე იმყოფებოდა.

"საკითხი დადებითად გადაწყდა. ბერძნებმა კონტრაქტის ასლი გადმომცეს და, სავარაუდოდ, ჩაკვეტაძე პაოკ-თან სამ ან ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მართალია, მას კარგად არ იცნობდნენ, შთამბეჭდავი სანაკრებო სტატისტიკაც არ ჰქონდა, მაგრამ სტევენსი გამოცდილი მწვრთნელია და ალეკოს სახით პერსპექტიული ფეხბურთელი დაინახა", - ამბობს გახოკიძე.

ჩაკვეტაძე თბილისის "იბერიის" პრეზიდენტ გუბაზ დოლიძის გაზრდილია და მისი ტრანსფერიც ამ კლუბს ეკუთვნის. 18 წლის მცველი ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში ირიცხებოდა და შარშან ბაქოში, "კასპიის თასზე" ესპანეთთან 1:1-ზე დასრულებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

ახლა კი მაისურაძემ ის 19-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებშიც შეიყვანა, მაგრამ...

"ჩაკვეტაძეს კარგად ვიცნობ და ცხადია, ვიცოდით, რომ საბერძნეთში იმყოფებოდა. კონტრაქტის გაფორმებაზე მიდიოდა ლაპარაკი და არ მსურდა, კარიერულ წინსვლაში მისთვის ხელი შემეშალა. შეკრებაზე ამიტომაც არ გამოვიძახე, ელიტრაუნდში გასვლის შემთხვევაში კი შანსს აუცილებლად მივცემ", - გვითხრა მაისურაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალეკო ჩაკვეტაძე: სტევენსთან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია, პაოკ-ში ჩავირიცხები

ჩუბინიძემ "ბორნმუთთან" პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
ალეკო ჩაკვეტაძე: პაოკ-ის გახსენება აღარ მინდა
რასიმ რამალდანოვი: თუ "კოლხეთი" საუკეთესო 10 გუნდში მოხვდება, სიამოვნებით დავრჩები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
"ვიტ ჯორჯიამ" ყაზახურ "აქტობეზე" ქართული კლუბების ჯავრი იყარა - 5:0 [VIDEO]
გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ბერძნული მედია: გიორგი ლორია მოლაპარაკებას პაოკ-თან აწარმოებს
თემურ ქეცბაია სალონიკის პაოკ-ს არ გაწვრთნის
"ლილი" თუ "მონაკო"? - ქართველების ფრანგულ-ბელგიური შანსი
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია
[ექსკლუზივი] შოთა არველაძე ბერძნულ პაოკ-ს ჩაიბარებს?
თემურ ქეცბაია: პაოკ-ზე უარის თქმა ძნელია
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
მერაბ გიგაური: სამივე მშვენიერი ვარიანტია, მაგრამ ჯერ არ ვიცი...
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ბერძნული მედია: პოტენციური მეტოქეებიდან "დინამო" ყველაზე სუსტი იყო
გავიცნოთ თბილისის "დინამოს" მეტოქე ევროპალიგის პლეი ოფში - სალონიკის პაოკ-ი
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს