9 ნოემბერს "ბორჯღალოსნებმა" შეძლეს კარგად ორგანიზებული და შესანიშნავად გაწვრთნილი მეტოქის დამარცხება
საქართველოს ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე კანადის ეროვნული გუნდი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. ეს გამარჯვება, გამორიცხული არ არის, ქართული რაგბისთვის საეტაპოც კი იყოს.

"ბორჯღალოსნებმა" შეძლეს კარგად ორგანიზებული და შესანიშნავად გაწვრთნილი მეტოქის დამარცხება, რომელიც ბოლო წლებში ძალიან სწრაფად პროგრესირებს.

ჩვენი გუნდისა და კანადის ნაკრების ეს დაპირისპირება ისტორიაში მეოთხე იყო. საერთო ანგარიში გათანაბრდა - 2:2, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ნაკრები ბევრად ძლიერია იმ ფორმაციის კანადის ნაკრებებთან შედარებით, რომლებსაც აქამდე ვეთამაშეთ.

რატომ არის შესაძლებელი, რომ ეს გამარჯვება საეტაპო გახდეს? ბუნებრივმა პირობებმა, წვიმამ ჩვენი გუნდი აიძულა, თამაში ჩაეკეტა. ბურთის ფრთაზე გატანას და იერიშის გაშლას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობა გვკარნახობდა, რასაც ქართველი მორაგბეები მშვენივრად ახერხებდნენ კიდეც.

მატჩის ერთადერთი ლელო ხომ ზუსტად ასე გავიდა.

ერთი სიტყვით, გამოჩნდა, რომ ტრადიციული შერკინებით თამაშისა და უკანახაზელების ლაღი ბურთაობის შეხამება ადვილად არა, მაგრამ მაინც შეგვიძლია. ახლა მთავარია, ეს კომპონენტები ბუნებრივად მოვიდეს ჰარმონიაში და მასზე ამინდი გავლენას არ ახდენდეს.

სანამ მატჩის პერიპეტიებზე გადავალთ, ჯერ დადებით ტენდენციებზე ვისაუბროთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კვირით ადრე კანადამ ახალი ზელანდიის მაორებს შერკინებაში აჯობა, ჩვენი შერკინება სტატიკურ მდგომარეობაში კარგი იყო. საგრძნობლად გამოსწორდა დერეფანში თამაში, სადაც რაიმე უხეში შეცდომა არ დაგვიშვია და ერთის გარდა, ყველა საკუთარი აუტი მოვიგეთ.

ეს, ალბათ, გუნდში ახლახან მიწვეული ფრანგი შერკინების მწვრთნელის, დიდიე ბესის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა დასკვნების გაკეთება ამ სპეციალისტის ვარგისიანობაზე ჯერ ნაადრევია, წინ კიდევ ორი მატჩია.

ძალიან კარგად გაისარჯა ფეხით თამაშისას ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში დროულად შენიშნა მეტოქის მოშიშვლებული ზურგი და ზუსტი ტაქტიკური დარტყმით მოედნის მოგება შეძლო. ცხადია, უშეცდომოდ არც მას უთამაშია, მაგრამ ამას მატჩის მსვლელობაზე და, მით უმეტეს, შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. "მეკოს" ანგარიშზე 14 ქულა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა) და ერთი სალელოვე გადაცემაა.

Planetrugby-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კვირიკაშვილი დაასახელა, სპეციალურმა კომისიამ კი, რომელსაც დაწესებული პრიზის მფლობელი უნდა გამოევლინა, ყველაზე უკეთესად ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე აღიარა. ის სწორად ანაწილებდა ბურთს და ერთხელ მეტოქეს ხაზი მოხერხებულად გაუჭრა. კანადელები იმ ეპიზოდში ლელოსგან, ალბათ, სასწაულმა იხსნა.

ცხადია, იყო ხარვეზიც. პირველ ტაიმში მეტოქე თავდადებით იბრძოდა და ჩვენი გუნდი თითქოს თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდა. რამდენჯერმე ბურთი წინ გაგვივარდა და იერიშის განხორციელების მცირე შანსიც დაიკარგა.

მივადექით ყველაზე მთავარს. მატჩის პირველი ნახევარის მიწურულს, როცა ანგარიში საყაიმო იყო - 9:9, "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა, რომელიც, როგორც სჩვევია, თავგანწირვით, თითქმის ჯარიმის ზღვარზე თამაშობს, მოედნის ცენტრთან ახლოს მეტოქის მგეზავი ლიამ ანდერვუდი წესის დარღვევით შეაჩერა.

"ვიტომ" მკერდს ზემოთ, კისერთან შებოჭა მეტოქე, რაც რაგბიში მკაცრად ისჯება. ყველაფერი იმით დამთავრდებოდა, რომ არბიტრი ჩვენს მორაგბეს სინბინში გაუშვებდა და კანადელების სასარგებლოდ საჯარიმოს დანიშნავდა, მაგრამ კოლელიშვილს ერთბაშად ორი კანადელი მიუხტა. ქართველმა მორაგბემ მომხვდურებს თავი არ დააჩაგვრინა და გუნდური ჩხუბი ატყდა.

იხილეთ ვიდეო

მუშტი-კრივის პერიპეტიებზე არ შევჩერდებით. ვინ ვის მოერია, მთავარი არ არის. შედეგად, არბიტრმა კოლელიშვილს წითელი ბარათი უჩვენა. ანალოგიურად დაისაჯა სტუმართა რვა ნომერი, გუნდის კაპიტანი ტაილერ არდრონი. დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო ანდერვუდმა. როგორც ჩანს, ჩხუბისას ფეხი იტკინა და მოედანი კოჭლობით დატოვა შერკინების კვაჭმა რეი ბარქვილმა.

ერთი სიტყვით, კოლელიშვილმა ასე "ერთი დარტყმით" უსაქმოდ დატოვა მეტოქის ერთბაშად სამი წამყვანი მოთამაშე და, როგორც მეორე ტაიმში გამოჩნდა, გუნდიც აირია.

პირველი ნახევარი კანადამ სამი ქულის სხვაობით მოიგო. მერაბ კვირიკაშვილის სამ საჯარიმოს ანდერვუდმა, სანამ მოედანზე იყო, სამითვე უპასუხა. ზემოთ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კი საჯარიმო სტუმართა შუამარბმა ჰარი ჯოუნზმა დაარტყა - 12:9.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა. "ბორჯღალოსნები" უფრო მობილიზებულნი და საბრძოლველად შემართულები გამოიყურებოდნენ. 52-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან აუტი სუფთად მოვიგეთ, მოლი შევკარით, ხუთიოდ მეტრი გავიარეთ და მერე, უეცრად მოლს მამუკა გორგოძე მოსწყდა. ის მალევე შებოჭეს.

ბეგაძემ რაკიდან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. იქ შუამარბმა დავით კაჭარავამ შეუტია. ისიც შეაჩერეს. ამჯერად "ბეგომ" მარცხნივ მგეზავი ლაშა ხმალაძე მოძებნა, რომელმაც იერიშში ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი ჩართო. ამან ბურთი ფრთაზე დაშავებული კაპიტნის, ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად შესულ თედო ზიბზიბაძეს გადააწოდა, რომელიც ხელიდან ორ კანადელს დაუსხლტა და ლელოში შეაღწია.

კვირიკაშვილმა საკმაოდ რთული პოზიციიდან გარდასახა - 16:12.

იხილეთ ვიდეო

ოთხწუთიანი შუალედით გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს. ჯერ კანადელებმა შეამცირეს ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე, მერე კვირიკაშვილმა ისევ აღადგინა ოთხქულიანი უპირატესობა - 19:15. თამაშის დასრულებამდე 18 წუთი რჩებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ დროში სტუმრებს მატჩის გადარჩენის იოტისოდენა შანსიც არ მისცემიათ. "ბორჯღალოსნები" დაცვაში უაღრესად ყურადღებით გაისარჯნენ და ანგარიშში სხვაობის გაზრდის შესაძლებლობაც არაერთი ჰქონდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნოემბრის ტესტები

9.11. თბილისი. ეროვნული სტადიონი

საქართველო-კანადა 19:15

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მაჩხანელი (ზიბზიბაძე 28), კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, ხმალაძე, ბეგაძე. (1-8) ნარიაშვილი (ხინჩაგიშვილი 59), მამუკაშვილი (მაისურაძე 73), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 59), მიქაუტაძე (სუთიაშვილი 67), დათუნაშვილი (თხილაიშვილი 79), კოლელიშვილი, გორგოძე, ჩხაიძე.

ლ: ზიბზიბაძე. 4ს,გ: კვირიკაშვილი

გაძევება: კოლელიშვილი

კანადა (15-9) ევანსი, ჰასლერი, თრეინორი, ჯოუნზი, მაკქენზი, ანდერვუდი (ბლევინსი 40), მაქი (ჯ. მაკქენზი 70). (1-8) ბაიდენსი, ბარქვილი (პიფერო 40), თიდემანი (ილნიცკი 41), ფელანი (დალა 70), ბუქებუმი (ჰოთსონი 52), სინკლერი, მუნლაითი, არდრონი.

5ს: ანდერვუდი (3), ჯოუნზი (2)

გაძევება: არდრონი.

მსაჯი: ლოურენს ფან დერ მერვე (ს. აფრიკა)

მატჩის შემდეგ

კირან ქროული, კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"პირველ ტაიმში უკეთესად ვითამაშეთ. ვცდილობდით, გაშლილად, ხელდახელ გვეთამაშა. ბევრი შეცდომა დავუშვით. ბურთი ხან ხელიდან გაგვივარდა, ხანაც მეტოქეს ბურთიანად აუტში გადავყავდით. საქართველოს ნაკრებმა ეს კარგად გამოიყენა, გვაჯობა და გაიმარჯვა კიდეც".

ტაილერ არდრონი, კანადის ნაკრების კაპიტანი:

"ძალიან გვინდოდა, დღეს ჩვენ მოგვეგო, მაგრამ მეტოქემ ამის საშუალება არ მოგვცა. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია და ამჯერად ჩვენ კი არ წაგვიგია, არამედ მათ მოგვიგეს".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:

"მართალია, თამაში მოვიგეთ, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ვარ. პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. არადა, იმ კონდიციებით, რაც გაგვაჩნია, ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში.

შესვენებაზე მორაგბეებს ვუთხარი, რომ ბურთის შენარჩუნებაზე ეზრუნათ და თამაში მეტოქის მოედანზე გადაეტანათ, რაც პირველ ტაიმში არ გამოგვდიოდა.

ირაკლი მაჩხანელმა კოჭი დაიზიანა. ჯერ არ ვიცით, ტრავმა რამდენად სერიოზულია. დაველოდებით ექიმის დასკვნას.

არ მეგულება რაგბის მიმდევარი ადამიანი, რომელიც მოედანზე ჩხუბის მომხრეა. საერთაშორისო დონეზე ეს, ფაქტობრივად, არ ხდება. მესმის, რომ ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ. ნაკრების მოთამაშეებიც მებრძოლი ბიჭები არიან, რაც, ცხადია, ძალიან კარგია, მაგრამ მათ ყოველთვის ვთხოვ, რომ მოითმინონ.

ვიქტორ კოლელიშვილს რომ მოეთმინა მეტოქის გამოხდომა, არბიტრი, ალბათ, მხოლოდ კანადელს დასჯიდა და საჯარიმოს ჩვენ სასარგებლოდ დანიშნავდა".

შალვა სუთიაშვილი:

"კანადასთან უკვე მეოთხედ ვითამაშეთ და ანგარიში გავათანაბრეთ - 2:2. ვფიქრობ, ეს გუნდი გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე ის, შარშან კანადაში რომ დავუპირისპირდით.

ჩვენს თამაშში კორექტივები წვიმამ შეიტანა. მთელი კვირა მზიან ამინდში ვემზადებოდით, ამჯერად კი წვიმა წამოვიდა. ამან პრობლემები შეგვიქმნა. თუმცა მეორე ნახევარში თამაშის მანერა შევცვალეთ. ამან გაამართლა და მოვიგეთ კიდეც.

მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ერთგული ქომაგობისთვის. მომდევნო მეტოქე აშშ-ის ნაკრებია. მასთანაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და, ვფიქრობ, უფრო უკეთესად ვითამაშებთ".

საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქემ, აშშ-ის ეროვნულმა გუნდმა შინ ახალი ზელანდიის მაორების ნაკრებს უმასპინძლა და 19:29 დამარცხდა.

წააგო ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" მესამე მეტოქემაც: სამოას ნაკრებმა სტუმრად ირლანდიის ნაკრებთან დიდი ანგარიშით დათმო შეხვედრა - 9:40. კუნძულელებმა "სამყურებს" მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს. მასპინძლებმა მეტოქის გატეხვა შესვენების შემდეგ მალევე მოახერხეს და ბევრისთვის მოულოდნელი სხვაობით მოუგეს.

სენსაცია დაფიქსირდა ბუქარესტში, სადაც ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა ტონგას ნაკრები დაამარცხა მინიმალური სხვაობით - 19:18. "მუხის ფოთლებს" გამარჯვება მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ფლორინ ვლაიკუმ საჯარიმო დარტყმით მოუტანა.

ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მეტოქემ, პორტუგალიის ნაკრებმა შინ დათმო შეხვედრა ფიჯის გუნდთან - 13:36, ესპანელებმა კი სტუმრად დაამარცხეს ჩილეს ნაკრები - 26:3.

ნოემბრის ტესტები

იტალია-ავსტრალია 20:50

შოტლანდია-იაპონია 42:17

ინგლისი-არგენტინა 31:12

პორტუგალია-ფიჯი 13:36

რუმინეთი-ტონგა 19:18

უელსი-სამხრეთი აფრიკა 15:24

ირლანდია-სამოა 40:9

საფრანგეთი-ახ. ზელანდია 19:26

ჩილე-ესპანეთი 3:26

აშშ-მაორები 19:29

16 ნოემბერი

საქართველო-აშშ

23 ნოემბერი

საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

datiko48
დადებითი ის არის რომ ჩვენმა "დათვის ბელებმა"გაიმარჯვეს,და სულ გამარჯვებით ევლოთ.60-იდან ყოველთვის ქართველები ვიყავით სსრკ-ში ძლიერები,და იყვნენ რუსები სულ დაბოღმილები,მე მგათი დედა ....!!!
ramo
ჯერ დადებით დავწერთო. უარყოფითი რა იყო? იქნებ დაგეწერათ?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად რჩება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒეთᓘᓡ ᓓᓘᓕᓘᓖᓘᓝᓜᓔბᓘᓡ 37 ᓒᓣᓜᓓᓨᓘ 65 ᓥᓐᓠᓗᓕეᓚᓘ მოᓠᓐᓒᓑᓔ იᓠიᓪხᓔბᓐ
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
პორტუგალია-საქართველო 9:34 - მითი დაიმსხვრა [VIDEO+PHOTO]
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
კარიერაში ძალიან მძიმე პერიოდი მიდგას, - თედო ზიბზიბაძე მსოფლიოს თასს ტოვებს
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
"ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]
lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
გიორგი ნიჟარაძე: ეს გამარჯვება ყველამ ერთად მოვიპოვეთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიაში გაიმარჯვა [VIDEO]
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ქართული ლეგიონი: ორი ლიდერია, შვიდი საპლეიოფოშია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
IRB-ᓘᓡ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ ᓗᓐᓡᓘ 2014: ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓔᓚᓘ "ᓘᓐᓒᓣᓐᓠᓔᓑᓘᓡ" ᓑᓐᓡᓠᓘ ᓑᓠᓭᓧᓐᓚᓔᓑᓘ [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ქართველ მორაგბეებზე შრომისმოყვარე არსად მინახავს