ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

ზვიად სიჭინავა: სად­მე მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩე­მი ად­გი­ლი, თუ არა და, დავ­ბრუნ­დე­ბი რუ­სეთ­ში

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან
უეფას მორიგი სამუშაო შეხვედრიდან დაბრუნებული ზვიად სიჭინავას თქმით, სფფ-ში მისი ოთხწლიანი მუშაობის განმავლობაში ეს ყველაზე ნაყოფიერი ვიზიტი გახლდათ.

ფედერაციის პრეზიდენტმა გაამხილა, რომ საქართველოს სამი ძალიან მაგარი საფეხბურთო პროექტის განხორციელების შანსი ეძლევა, თუმცა, რადგან დეტალების დაზუსტებამდე ქართული ფეხბურთის პირველკაცი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს, ექსკლუზიური ინტერვიუ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეფასებით დავიწყეთ:

- მეოთხე ადგილით კმაყოფილი ვერავინ იქნება. ასე რომ, ნაკრების გამოსვლას მეც ძალიან უარყოფითად ვაფასებ! დიახ, რთული ჯგუფი იყო, მაგრამ ხომ გვქონდა მესამე ადგილზე გასვლის შანსი?

- მწვრთნელის მუშაობით ხართ უკმაყოფილო თუ ფეხბურთელებით?

- შედეგით... ვიცი, ახლა რაც უნდა მკითხოთ და პირდაპირ გეტყვით: ჩვენც ველით თემურ ქეცბაიას ჩამოსვლას. უპირველესად, ნაკრების თავკაცმა ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, მერე თავის სიტყვას ფედერაციაც იტყვის.

- ერთი თვეა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში არ ჩამოსულა და არც ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს პასუხობს. ეს სწორი საქციელია?

- რა თქმა უნდა, არა. გულშემატკივართან კომუნიკაცია მწვრთნელს სწორედ მასმედიის საშუალებით უნდა ჰქონდეს. ამიტომაც ყველა მატჩის შემდეგ აუცილებელია სრულყოფილი ანალიზი და პასუხი ყველა კითხვაზე.

- თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებს მომავალ შესარჩევ ციკლშიც უხელმძღვანელებს?

- დღეს მას ნაკრებთან კონტრაქტი აკავშირებს... ფედერაციამ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მუშაობისთვის ყველა პირობა შეუქმნა და ბუნებრივია, შეკითხვები ჩვენც გვაქვს: რა არ გავაკეთეთ, შედეგი უკეთესი რომ ყოფილიყო; რა არ გააკეთეს მწვრთნელმა, ფეხბურთელებმა და ა.შ?

ესპანეთთან მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარი მწვრთნელი არც მე მინახავს. იმედია, უახლოეს დღეებში ჩამოვა და თავის არგუმენტებს გაგვაცნობს.

- კონტრაქტში არ არის დაკონკრეტებული, რა მიზანი დაუსახეთ მწვრთნელს და პასუხს როგორ მოსთხოვთ? ეს არ არის ფედერაციის შეცდომა?

- დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ შედეგი ყოველთვის საჭიროა. ორი წლის წინ, როცა ქეცბაიას კონტრაქტი გავუგრძელეთ, მიზნებზეც ვილაპარაკეთ: ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება და გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას შეძლებს...

- მიგაჩნიათ, რომ ჩაეყარა საფუძველი მომავლის გუნდს?

- როცა ჩამოვა, შეგიძლიათ, ეს თემურ ქეცბაიას ჰკითხოთ.

- მას კი ვკითხავთ, მაგრამ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გრძნობს პასუხისმგებლობას მისი დანიშნული მწვრთნელის შედეგის გამო?

- პასუხს ყველაფერზე ვაგებ, რაც ფედერაციაში ხდება, მაგრამ მე ხომ არ ვწყვეტ, რომელი ფეხბურთელები გამოიძახონ და ვინ რომელ პოზიციაზე ითამაშებს? ფედერაციის ვალია, ნაკრებ გუნდებს მზადებისა და თამაშისთვის ყველა პირობა შეუქმნას. ერთი მწვრთნელიც ვერ იტყვის, რომ ზვიად სიჭინავა მის საქმეში ჩაერია!

- ნაკრებში უცხოელი მწვრთნელების წარუმატებელი მუშაობის შემდეგ გულშემატკივრის იმედი ვერც ქართველმა მწვრთნელმა გაამართლა... არ არის ქართული ფეხბურთის საშველი?

- ამ კითხვაზე მე როგორ გიპასუხოთ? ისე კი, ჩემი აზრით, ფეხბურთელის გაზრდა არ შეიძლება, ფეხბურთელად უნდა დაიბადო!

- აღარ იბადებიან საქართველოში ფეხბურთელები?

- იქნებ მე არ ვიცი და სადმე დაიბადა ახალი მესხი, ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი... რომელი ერთი ჩამოვთვალო? კარგი ფეხბურთელები ახლაც გვყავს, მაგრამ რაღაც აკლიათ... როგორც ჩანს, მარილი გვაკლია, ლიდერი, "მოტორი" გვჭირდება...

- როგორ ფიქრობთ, ზურაბ ხიზანიშვილი დროულად წავიდა თუ კიდევ შეეძლო ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა?

- არა მგონია, რომ ხიზანა ნაკრებიდან წასულია. რატომ უნდა წასულიყო? ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ჩემი აზრით, ეს ცხელ გულზე თქვა. იმ ასაკის არ არის, ნაკრებისთვის დახმარება აღარ შეეძლოს. მაინც მგონია, რომ მაშინ ემოციამ სძლია...

- ცოტა ხნის წინ, როცა ოფიციალურად დაადასტურეთ, რომ საქართველო აღარ იბრძოლებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, უარის ერთ-ერთ მიზეზად რეგიონული პრინციპის დაცვა დაასახელეთ. თუმცა, ამბობენ, რომ რეალური მიზეზი სხვაა: ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ისეთი მხარდაჭერა აღარ გაქვთ, როგორიც წინა მთავრობის დროს...

- ეს არაფერ შუაშია... თავდაპირველად, "ევრო-2020"-ის მხოლოდ ერთი მატჩის მასპინძლობაზე იყო ლაპარაკი, დღევანდელი მდგომარეობით კი, მთელი ჯგუფის, ანუ 6 მატჩის მიღებაზე. ამისთვის, საჭიროა მინიმუმ ორი 50-ათასიანი სტადიონი და 8-9-ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. გარდა ამისა, სასტუმროს დაახლოებით 30 ათასი ნომერი მთელი საქართველოს მასშტაბით...

სხვას რომ თავი დავანებოთ, გვაქვს ეს ყველაფერი? ასე რომ, ხელისუფლების მხარდაჭერა არაფერ შუაშია.

- ყველამ იცის, რომ სპორტის ამჟამინდელ მინისტრთან არცთუ სახარბიელო ურთიერთობა გაქვთ, თუმცა დღემდე თანამდებობაზე ხართ...

- იმიტომ, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2015 წელს იწურება... მოსამზადებლად ერთი წელი მათაც სჭირდებათ და მეც მივიყვან ბოლომდე დაწყებულ პროექტებს. საქმის კეთებას ვაგრძელებ, არც კონფლიქტი მაქვს ვინმესთან. ვისაც ჩემთან აქვს პრეტენზია, მას ჰკითხეთ.

- რას გააკეთებს ზვიად სიჭინავა, როცა სფფ-ის პრეზიდენტი აღარ იქნება?

- ასეთ რამეებზე წინასწარ არასდროს ვფიქრობ, მაგრამ უსამსახუროდ ნამდვილად არ დავრჩები. რუსეთშიც ანტიკრიზისულ პროექტებზე ვმუშაობდი და ფეხბურთის ფედერაციაშიც იგივე მომიწია. არა მგონია, ერთ წელიწადში საქართველოში ყველაფერი იდეალურად დალაგდეს. ასე რომ, სადმე მოიძებნება ჩემი ადგილი... თუ არა და, როგორც იცით, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, დავბრუნდები რუსეთში და იქ ვიმუშავებ.

- გიფიქრიათ, რომ ოდესმე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდებოდით?

- არა, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა. ზუგდიდში ყველამ იცის, რომ თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი, ხშირად მიყვირია, მიჩხუბია... ეროვნული ჩემპიონატის გარიჟრაჟზე სტადიონის დამცავი ბადეებიც ბევრჯერ დამიმტვრევია.

ფედერაციის პრეზიდენტი რომ გავხდი, ვხუმრობდი კიდეც - ალბათ, ღმერთმა დამსაჯა, ახლა გამიხდა აღსადგენი, რაც ახალგაზრდობაში დამიმტვრევია-მეთქი (იცინის).

- ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო არველაძე კი სულ გენერალური მდივანიაო, ალბათ, თქვენც ხშირად გსმენიათ. ხალხს დამატებითი სალაპარაკო რატომ მიეცით, როცა არჩილ არველაძეს შესთავაზეთ ფედერაციის სპორტული დირექტორობა?

- რეზო არველაძეს რაც შეეხება, ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: "ლენინ ჟილ, ლენინ ჟივ, ლენინ ბუდეტ ჟიტ!"

- ეს კარგია თუ ცუდი?

- ოთხი წელიწადია ერთად ვმუშაობთ და რეზო ძალიან მეხმარება. ყველა პროექტში გვერდით მიდგას. მასზე აუგს ვერ ვიტყვი და ვინმეს თუ აქვს პრეტენზია, თავად გაარკვიოს.

რაც შეეხება არჩილს, ძალიან კომუნიკაბელური და პოზიტიური ადამიანია და მისი დანიშვნა პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, რეზო არაფერ შუაშია (იცინის).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!

• qutaiseli

მაფიოზებს ვინ არიან ეს ზოგიერთები თუ იცი თქვი.ასე ჰაერზე ლაპარაკი ადვილია.ქეცბაია კიდე მაგენის მოყვანილია თუარა ციდან კიარ ჩამოფრენილა.

• მაფიოზებს

მაგარი გავლენა აქვთ ფედერაციაში ზოგიერთებს და ურევენ ტვის ყველას არაფრის მაქნისები წლებია უკან მივდივართ ფეხბურთში და ესნი ქეცბაის აბრალებენ ვთქვათ წავიდა გამოსავალია ეს???? სულ მწვრთნელს და ფეხბურთელებს რომ ვაბრალებთ ყველაფერს და ფედერაცია თავის პოლიტიკით მართალი რომ გამოდის ეს რას ნიშნავს???

• მაფიოზებს

მაგარი გავლენა აქვთ ფედერაციაში ზოგიერთებს და ურევენ ტვის ყველას არაფრის მაქნისები წლებია უკან მივდივართ ფეხბურთში და ესნი ქეცბაის აბრალებენ ვთქვათ წავიდა გამოსავალია ეს???? სულ მწვრთნელს და ფეხბურთელებს რომ ვაბრალებთ ყველაფერს და ფედერაცია თავის პოლიტიკით მართალი რომ გამოდის ეს რას ნიშნავს???

• მოტობურთი

გეხსომებათ როცა ეროვნული ჩემპიონატი დაფუძნდა პირველ მატჩში გელა კეტაშვილმა გაიტანა გოლი. ვის გაუტანა? საკუთარ გუნდს. იმ ავტოგოლის მერე დაიწყო დიდი დაღმართი. იმედია აღმართზეც ავალთ!!!!!!

• guja_kakhadze

daviti! ძლიერი არგუმენტებია. ვნახოთ რას დაუპირისპირებენ ოპონენტები. ილია! თუ გაინტერესებს ნაკრების წინსვლა, გადმოგიგზავნი ჩემი პროექტის ასლს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ფედერაციაში წარვადგინე. ყველაზე მცირე რასაც ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები გააკეთებენ არის: 2 ტაიმს მაღალ ტემპში ითამაშებენ და არ დაიღლებიან, რაც თავისთავად თამაში ხარისხსაც გააუმჯობესებს.

• daviti

ილია,მე გეტყვი რას ველი სხვა მწვრთნელისგან:პირველ რიგში ველი იმას რომ,გაცილებით ნაკლები ექნება ჯამაგირი და დაზოგილი თანხას სხვა რამეს მოახმარდება მაგალითად,გაპარტახებულ ბავშვთა ფეხბურთს.2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდების მწვრთნელების უმრავლესობას ქეცბაიას ხელფასის ნახევარი არ ქონდათ ანაზღაურება,ზოგიერთ მათგანს კი ლამის მეათედი,აი ლინკი და შეგიძლია თავად დარწმუნდე---------.მეორე,ველი მალტასთან ვერ მოგებული თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ახალი მწვრთნელი არ იტყვის რომ,ფეხბურთელები არ ყავს ტო და მესის თვითონ ვერ გააჩენს ამიტომ ვერ მოუგო მალტას,ან კიდე ფინეთთან საგოლე მომენტის გარეშე,ყველა კომპონენტში დამარცხებულ,აუცილებლად მოსაგებ მატჩის შემდეგ მწვრთნელმა აბსოლიტურად ყველაფერი უნამუსოდ მსაჯს დააბრალოს მხოლოდ.მესამე ველი ვნახო მინიმუმ 2 განსხვავებული ტაქტიკით ნათამაშევი მატჩი,არ მინდა ახალი მწვრთნელის ხელში ნაკრები ესპანეთს,საფრანგეთს,ბელორუს,მალტას ერთი და იგივე ტაქტიკით ეთამაშებოდეს,ველი კიდევ იმას რომ,გუნდში შიდა სამზარეულო დალაგდება და არ იქნება ამდენი კომფლიქტი,ადამიანურ ენაზე დაელაპარაკება ჟურნალისტებს და თუ მოხდება კიდევ რომ,ირლანდიის მეორე ნაკრებთან დიდი ანგარიშით წააგებს გუნდი,კეთილს ინებებს,თავს შეიწუხებს და გულშემატკივრებს მიზეზებზე დაელაპარაკება და აუხსის მაინც მისი აზრით რა იყო მიზეზი პრესკონფერენციის ან ინტერვიუს გზით.კიდევ ერთი თუ გაახალგაზრდავებას გადაწყვეტს ახალი მწვრთნელი იმედი მაქვს არ მოიქცევა ქეცბაიას მსგავსად და მაგალითად,35 წლის კობიაშვილის ნაცვლად,იმავე პოზიციაზე გაცილებით დაბალი კლასის 33 წლის კვირკველიას არ ათამაშებს,ამ მოლოდინების გაგრძელება შეიძლება ძმაო კიდე.ერთს კი გეტყვი,საკმაოდ რეალისტურად ვუყურებ დღევანდელი ნაკრების რეალურ პოტენციალს და ამიტომ,ახალი მწვრთნელიდან ნამდვილად არ ველი უახლოეს მომავალში ეუროს-თუ მსოფლიო ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე გასვლას.

• ილია

ქეცბაიაზე რომ არის გართულება, რას ელით საერთოდ დღევანდელი ნაკრებისგან? ან შეცვლა რომ გინდათ მწვრთნელის,მომავალი მწვრთნელიდან რას ელით?

• ხასო

ვაი შენს და მერე

• qutaiseli

სად ლენინი და სად ფეხბურთი მაგარი ფედერაცია გვყავს რა წითელ წიგნში შესატანი.მიტოაქ დარხეული ფეხბურთს.

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერთან" 0:1 მარცხდება

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ცნობილი გახდა სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა ლაკაზეტმა

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

[VIDEO] 25 წლიანი პაუზის შემდეგ "ნიუ იორკ ნიქსი" კონფერენციის ფინალში გავიდა

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

მორიგი ტრანსფერი ალონსოს თხოვნით - "რეალი" კიდევ ერთ მცველს იფორმებს

"ილია, მე მზად ვარ, ქამარს დაღესტანში დავაბრუნებ" - ჰასბულამ თოფურიას მიმართა

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი

ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

არჩილ არველაძე: ვლადიმირ ვაისი უნდა დარჩეს, რადგან...

ალეკო ამისულაშვილი: ყველა ხედავს, რომ "დინამო" ყველას ერთი თავით სჯობს

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

შოთა და არჩილ არველაძეები თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

"თუ ხვიჩა ამ შედეგს მიაღწევს, ძალიან მაგარი იქნება" - არჩილ არველაძე

"ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ..." - არჩილ არველაძე ჟურნალისტის შეკითხვას იუმორით პასუხობს [VIDEO]

"თუ ჯანმრთელი იქნება, სასურველ ფორმას დაუბრუნდება..." - აჩი არველაძე "ჩაკვეზე" საუბრობს

არველაძეების "ფახთაკორი" უზბეკეთის ჩემპიონი გახდა და ჩვენებურებმა ქართული სიმღერა შემოსძახეს [VIDEO]

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

კახა ცხადაძის მთავარი გზავნილი: თქვენ კარგი ფეხბურთელები ხართ!

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

ნიკა ქორიძე: "რეჯანაში" ქართულისგან ძალიან ბევრით განსხვავებულ ფეხბურთს მიმაჩვიეს

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

რევაზ არველაძე: იქნება სფფ-ის არჩევნებში ჩარევა? იქნება პასუხი!

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

რეზო არველაძე: ეს ჩემი პროფესიული შეცდომა იყო

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...