სერხიო რამოსი დავიდსის რეკორდს უმიზნებს
"გალათასარაის" დამარცხებით "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 13 ქულა მოაგროვა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კრიშტიანო რონალდოს, "სამეფო კლუბმა" მოტივირებულ მეტოქეს ძალიან იოლად სძლია. არადა, რონალდოს არყოფნის გარდა, "რეალს" კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა 25-ე წუთზე შეექმნა, როდესაც არბიტრმა უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის სერხიო რამოსი გააძევა.

სხვათა შორის, ამ წითელი ბარათის წყალობით, რამოსი "რეალის" რეკორდსმენი გახდა - ის პირველი ფეხბურთელია "სამეფო კლუბის" ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში 3 წითელი ბარათი მიიღო. ამისთვის სერხიოს 67 მატჩის ჩატარება დასჭირდა და ის მხოლოდ ერთი გაძევებით ჩამორჩება ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის რეკორდსმენ ედგარ დავიდსს, რომელმაც 74 შეხვედრაში წითელი ბარათი 4-ჯერ დაიმსახურა.

"პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ და განსაკუთრებით, სერხიო რამოსის გაძევების შემდეგ გაგვიჭირდა, თუმცა მეორე ნახევარში თამაში დავალაგეთ და ჩემი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დავრჩი. მატჩის საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია ჩაბი ალონსოს გამოჩენამ და ალვარო არბელოას კარგმა თამაშმა, რომელიც გარდა იმისა, რომ გოლის ავტორად მოგვევლინა, ჩემი აზრით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც იყო," - განაცხადა პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტიმ.

მარჯვენა მცველმა მართლაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა - გოლის გარდა, რომელიც 2010 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ მისთვის პირველი იყო, არბელოამ დი მარიას საგოლე პასიც გაუკეთა და მადრიდელი გულშემატკივრისგან მადლობაც მიიღო: დი მარიას გოლის შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკა "არბელოა, არბელოას" სკანდირებდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც იციან, როგორ გაგახარონ. სხვათა შორის, კრიშტიანოს ტრავმის შემდეგ მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ სანამ პორტუგალიელი არ იქნება, გოლებს მე გავიტან-მეთქი" - იხუმრა ბედნიერმა არბელოამ, რომელსაც "რეალის" რიგებში სულ 4 გოლი აქვს გატანილი - 2 ჩემპიონატში და 2 ჩემპიონთა ლიგაში.

მარჯვენა მცველის გარდა, თავის გამოჩენა გარეთ ბეილმა, ანხელ დი მარიამ და ისკომ შეძლეს. იტალიელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით უელსელი ფეხბურთელი გამოარჩია და ასევე, კაზემირო შეაქო:

"ბეილმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. ის მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა. დღეს გარკვეული პერიოდი მან ცენტრში ითამაშა, თუმცა უმეტესად მარჯვნიდან მოქმედებდა და მომავალშიც ასე იქნება - ის უფრო ეფექტური სწორედ მარჯვენა ფრთაზეა. ასევე, ძალიან მომეწონა კაზემირო - ის ზომიერად აგრესიული იყო და ართმევაზე შესანიშნავად თამაშობდა.

საერთოდ, ნახევარდაცვის ცენტრში საკმაოდ დიდი კონკურენცია გვაქვს - "ალმერიასთან" ილიარამენდიმ დატოვა შესანიშნავი შთაბეჭდილება, დღეს კაზემირომ; ამასობაში ალონსოც ბოლომდე მზად იქნება და შაბათისთვის, შესაძლოა, მოდრიჩიც მომჯობინდეს".

"გალას" დამარცხებით, "რეალმა" არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა ან პირველი ადგილი გაინაღდა, არამედ "სამეფო კლუბმა" "ბარსელონას" რეკორდი დაამხო და ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 30-ე თამაშში გაიტანა. კატალონიური კლუბის სერია 2009 წლის 24 ნოემბერს დაიწყო და 2012 წლის 7 მარტს დასრულდა (ჯამში 29 მატჩი). "სამეფო კლუბმა" ლიგაში ბოლო უგოლო მატჩი კი სწორედ "ბარსასთან" ჩაატარა, როდესაც 2011 წლის 3 მაისს ჩატარებულ 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში 0:2 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. V ტური. B ჯგუფი: დიდება მეფესა, "იუვემ" მოიგო! [VIDEO]

მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"მახაჩევი რონალდოს ძალიან ჰგავს, ოღონდ არა სექსუალური ორიენტაციით" - ოლეგ ტაქტაროვი
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
"მესისთან თამაში სურდა" - კაზემირო მაიამის "ინტერში" გადავიდა
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
კიდევ ერთი გაძევების შემდეგ ედგარ დავიდსი მიდის
შოთა არველაძემ მსოფლიოს ნაკრებში გაიტანა [VIDEO]
10 ცნობილი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიის ჩემპიონატის სამ წამყვან კლუბში ითამაშეს
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
"მსაჯმა" თანაბარი და ძალიან ლამაზი დაპირისპირება გააფუჭა" - ალვარო არბელოა
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
ისკო "უნიონში" ვერ გადავიდა და უგუნდოდ დარჩა
ისკოს ახალი კლუბი ცნობილია
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
ᓔᓠᕘᓙ ᓢᓝᓰᕘᕠᕘ: "ᓘᓜᓢᓔᓠᓡ" ᓓᓐᕕᕘᕓᓡᓘᓡ ᓐᓜ ᓒᕐᓢᕣᓖᓝᓡᕜᓐᓘᓠᓘ ᓤᓔᓮᕑᓣᕠᓗᓔᓚᕘ ᕡᓭᕘᕠᕓᕔᓑᓐ
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
მტრობიდან თანაგუნდელობამდე - მესი და კაზემირო ერთად ითამაშებენ
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
ისკომ შესაძლოა, კარიერა თურქეთში ან კატარში განაგრძოს
მძიმე ვითარება "რეალში" "ბარსელონასთან" მატჩამდე - გუნდში შიდა დაპირისპირებაა
"ძმაო, ვიცი, რაოდენ ბედნიერი ხარ" - თოფურიამ სერხიო რამოსს "სევილიას" შეძენა მიულოცა
სერხიო რამოსი იამალის გამო მსოფლიო ჩემპიონატის გადატანას მოითხოვს
"მას კვლავ უდიდესი მოტივაცია აქვს" - პოსტეკოღლუმ რონალდოზე ისაუბრა
მათი მოსაწონი არავინაა - ცნობილია რა მეტსახელი შეარქვეს "რეალის" ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელს
დავიდსი პირველივე მატჩში ჩხუბის გამო გააძევეს - ედგარმა პორტუგალიური გუნდი ჩაიბარა
სერია A ადრე და ახლა: ციფრებში ასახული ისედაც ნათელი განსხვავება
ისკო "ბეტისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა