გვარდიოლა: ოღონდაც არიენი არ დაშავდეს
"ბრაუნშვაიგის" მთავარმა მწვრთნელმა ტორსტენ ლიბერკნეხტმა ჯერ კიდევ თამაშამდე თქვა, "ბაიერნთან" საერთოდ შანსი არ გვაქვსო. ლიბერკნეხტს ამით "ამერიკა ნაღდად არ აღმოუჩენია", ეს, უბრალოდ, რეალობის აღიარება იყო და ბრაუნშვაიგელებმა მიუნხენელებს მართლაც ვერაფერი დაუპირისპირეს - რეკორდმაისტერმა 2:0 მოიგო.

"ალიანს არენაზე" 90 წუთი თვით "ბაიერნის" ქომაგებმაც მთქნარებაში გაატარეს. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც პუბლიკას დაძინების საშუალება არ მისცა, არიენ რობენი გახლდათ - ორივე გოლი მის ანგარიშზეა და ჰოლანდიელს ჰეთ თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რობენი მოედანზე მყოფი 22 ფეხბურთელიდან ერთადერთი იყო, რომელსაც ტრუსების შიგნით გრძელი შარვალი ეცვა

"დღესაც დიდად ვისიამოვნე, რადგან ჩვენი მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. მოსკოვის შემდეგ ასეთ მოედანზე თამაში ნამდვილი სამოთხეა. თუმცა მეორე ტაიმში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით და ეს კი აღარ მომეწონა," - აღნიშნა მატჩის შემდეგ რობენმა, რომელსაც ბოლო 26 ოფიციალური მატჩიდან, "ბაიერნის" 28 გოლში უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული.

"ყოველდღე ხეზე ვაკაკუნებ, რომ რობენი არ დაშავდეს. მას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი გააქვს და გადამწყვეტ საგოლე პასებს აკეთებს," - ეს უკვე "ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: პირველ 45 წუთში ბრაუნშვაიგელებს "ბაიერნის" საჯარიმოში ბურთიანად ერთხელაც არ შეუღწევიათ და პირველ ტაიმში რეკორდმაისტერის ბურთის ფლობის მაჩვენებელი თითქმის 90 პროცენტი იყო. რობენის გოლებმა მატჩის ბედი გადაწყვიტა, მერე კი მიუნხენელებმა თავად მისცეს ბრაუნშვაიგელებს ფეხბურთის თამაშის უფლება: 54-ე წუთზე ბიჩაქჩიჩს შეეძლო გატანა, მაგრამ 5 მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა; 72-ე წუთზე კუმბელას ნოიერმა აუღო, ხოლო 85-ე წუთზე, კრატცის დარტყმის შემდეგ ბურთი ბავარიელთა კარის ძელს მოხვდა.

მატჩის შემდეგ ბრაუნშვაიგელები იმედიანად იყვნენ, "ბაიერნთან" მომენტების შექმნა იმას ნიშნავს, რომ მომავალს იმედით უნდა ვუყუროთო, თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მომენტები რომ შექმნეს, ეს თავად მიუნხენელთა დამსახურებაა.

თომას მიულერი: "ჩვენც ადამიანები ვართ! დორტმუნდსა და მოსკოვში ურთულესი შეხვედრები გვქონდა და "ბრაუნშვაიგთან" მეორე ტაიმში ცოტა მოვეშვით. რაც მთავარია, სასურველ შედეგს მივაღწიეთ!"

"ბაიერნს" 2013 წელს ბუნდესლიგის ყველა საშინაო მატჩი მოგებული აქვს და ერთიღა დარჩა ჩასატარებელი - "ჰამბურგთან"...

იხილეთ ვიდეო

"დორტმუნდმა" პენალტებით მოიგო

როგორც მოსალოდნელი იყო, "დორტმუნდმა" "მაინცში" მოიგო. 3:1 და ოთხივე გოლი სტანდარტული მდგომარეობებიდან გავიდა - ჯერ ობამეიანგმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მერე კი სამი პენალტი დაინიშნა.

დორტმუნდელთა მესამე პენალტს დიდი დისკუსია მოჰყვა - ოღონდ არა იმიტომ, რომ თერთმეტმეტრიანი საეჭვო იყო, არამედ იმის გამო, თუ ვინ შეასრულებდა ამ პენალტს. კარიუსმა საჯარიმოში დურმი რომ დასცა და მსაჯმა აითექინმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა, ბურთი ჰენრიხ მხითარიანმა მოიმარჯვა და დასარტყმელად მოემზადა, მაგრამ მასთან ლევანდოვსკი მივიდა, სომეხი ფეხბურთელი გვერდზე გასწია და თავად დაარტყა.

გაკვირვებულ მხითარიანს კაპიტანმა კელმა თავზე ხელი გადაუსვა, ყველაფერში დამნაშავე კი დორტმუნდელთა თავკაცი იურგენ კლოპი ყოფილა.

"ეს ჩემი ბრალია. სათადარიგოთა სკამიდან ბიჭებს ხელებით 9 ნომერი ვანიშნე, სინამდვილეში კი ათს ვგულისხმობდი, მაგრამ დაუფიქრებლად 9 გამომივიდა. თავიდან ლევანდოვსკიმ მხითარიანს პენალტის დარტყმის ნება დართო, მაგრამ ჩემი ნიშანი რომ დაინახა, ბურთი გამოართვა და თავად დაარტყა," - აღნიშნა კლოპმა მატჩის შემდეგ და შეგახსენებთ, რომ "ბორუსიაში" 9 ნომერი სწორედ ლევანდოვსკია, რომელსაც ახლა უკვე მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი. მე-10 ნომრით კი მხითარიანი თამაშობს.

"სიამოვნებით დავარტყამდი, მაგრამ რობერტი ძალიან თავდაჯერებული იყო და ბურთი დავუთმე კიდეც, რადგან "დორტმუნდში" პენალტისტების ზუსტი იერარქია გვაქვს, რომელშიც ლევანდოვსკი ჩემზე წინაა," - ეს მხითარიანის სიტყვებია.

საუბრები, ოღონდ მხოლოდ დადებითი კუთხით, იყო ობამეიანგის საჯარიმო დარტყმის შესახებაც, რადგან ამ გოლის ნახვა ერთ რამედ ღირს.

კლოპი: "ვერ ვხვდები, როგორ უნდა დაარტყა ასე. როისი და ობამეიანგი ჯარიმის შესრულებაზე ცალკე ვარჯიშობენ ხოლმე და ხელს არასდროს ვუშლი."

ამ მატჩმა "დორტმუნდს" გერმანიის თასის მერვედფინალური ჯახის (სამშაბათს ზაარბრიუკენში) წინ საკადრო პრობლემებიც დაუმატა - "ბორუსია" მაინციდან ოთხი დაშავებული ფეხბურთელით დაბრუნდა: ცხვირგატეხილმა ბენდერმა, როისმა, ბლაშჩიკოვსკიმ და შაჰინმა ტრავმები მიიღეს, შესაძლოა, "ზაარბრიუკენთან" ვერ ითამაშონ, თუმცა ძალიან სერიოზულად დაშავებულები კი არ ჩანან.

იხილეთ ვიდეო

გოლების წვიმა ზინსჰაიმში

"ლევერკუზენმა" "ნიურნბერგის" დამარცხება შეძლო (3:0) და მეორე ადგილი შეინარჩუნა, საინტერესო კი ის არის, რომ "ფარმაცევტები" მომდევნო ტურში დორტმუნდში ჩადიან. რაც შეეხება "ნიურნბერგს": ფრანკებს მოგების გრაფაში ისევ 0 უწერიათ და შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელები ისევ მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობდნენ.

"ჰოფენჰაიმისა" და "ვერდერის" ჯახი, მოლოდინისამებრ, უხვგოლიანი გამოვიდა, მაგრამ 8 გოლი, დაგვეთანხმებით, ნამეტანია: "სოფლელები" "მუსიკოსებს" ორჯერ უგებდნენ ორბურთიანი უპირატესობით, მაგრამ "ვერდერმა" ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ შეძლო და საბოლოოდ 4:4 დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ "ჰოფეს" მეკარე კოენ კასტეელს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა, რადგან უცნაური შეცდომები დაუშვა და, შესაძლოა, ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდონ. გადაწყვეტილია, რომ გერმანიის თასზე, "შალკესთან" "ჰოფენჰაიმის" კარს იენს გრალი დაიცავს.

ტურის ცენტრალურ მატჩში "შალკემ" "შტუტგარტს" დამაჯერებლად, 3:0 მოუგო, რითაც გელზენკირხენელებმა საუკეთესო ხუთეულში შეაბიჯეს.

ბუნდესლიგა. XIV ტური

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 1:1

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (19), 1:1 როდროგესი (31-პენ)

ვოლსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე (87. კლოზე), როდრიგესი - ლუის გუსტავო, მედოიევიჩი - პერიშიჩი (76. დოსტი), არნოლდი, დ. კალიჯური - ოლიჩი (85. მ. შეფერი).

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - ვესტერმანი, თაა, ჯურუ, იანსენი - რინკონი, ბადელი - ბაისტერი (60. ილიჩევიჩი), არსლანი, ჩალჰანოღლუ - ლასოგა.

გაფრთხილება: ოხსი, არნოლდი, ნალდო, კნოხე - არსლანი

კუთხური: 2-3; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20(4)-17(8); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 28 648

ბაიერნი-ბრაუნშვაიგი 2:0

გოლები: 1:0 რობენი (2), 2:0 რობენი (30)

ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი - რობენი, ტიაგო ალკანტარა, ტ. კროოსი, თ. მიულერი (57. მანჯუკიჩი) - გიოტცე.

ბრაუნშვაიგი (4-3-2-1): დავარი - ელაბდელაუი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, თოიერკაუფი - მ. კალიჯური (79. იორლი), კრატცი, ბოლანდი - ბელარაბი, ჯეკსონი (59. გ. კორტე) - კუმბელა.

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 18(8)-8(3); ბურთის ფლობა: 77%-23%.

მაყურებელი: 71 000

ლევერკუზენი-ნიურნბერგი 3:0

გოლები: 1:0 სონი (36), 2:0 კისლინგი (47), 3:0 სონი (76)

ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - დონატი, ვოლშაიდი, სპაჰიჩი, ჩანი - როლფესი - ლ. ბენდერი (72. რაინარტცი), კასტრო (83. სტაფილიდისი) - ჰეგელერი, სონი (78. კრუსი) - კისლინგი.

ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, ნილსონი, პოგატეცი, პლატენჰარდტი - ფრანტცი, ჰასებე - ფოილნერი, კიოტაკე (68. პეკჰარტი), ჰლუშეკი (74. ესვაინი) - დრმიჩი (46. გინჩეკი).

გაფრთხილება: კასტრო - ფრანტცი, პოგატეცი, ჰლუშეკი

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 17(7)-16(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 27 395

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 4:4

გოლები: 1:0 სალიჰოვიჩი (12-პენ), 2:0 სალიჰოვიჩი (18-პენ), 2:1 ჰანტი (45-პენ), 2:2 ელია (45+1), 3:2 ფოლანდი (49), 4:2 ჰერდლინგი (53), 4:3 პეტერსენი (59), 4:4 ბარგფრედე (91)

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - ბეკი, აბრაამი, ზიულე, სალიჰოვიჩი - რუდი (65. შტრობლი), პოლანსკი - ფოლანდი (87. ფ. ჯონსონი), რობერტო ფირმინო, ჰერდლინგი - შიპლოკი (72. მოდესტე).

ვერდერი (4-2-3-1): ვოლფი - გებრე სელასიე, ლუკიმია, კალდიროლა, გარსია - ფრიტცი, მაკიადი - ელია (46. პეტერსენი), ჰანტი, ექიჩი (70. ბარგფრედე) - დი სანტო.

გაფრთხილება: შიპლოკი, სალიჰოვიჩი - ელია, ფრიტცი, მაკიადი, პეტერსენი, ექიჩი

კუთხური: 3-9; ჯარიმა: 28-20; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 18(8)-13(6); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 25 608

მაინცი-დორტმუნდი 1:3

გოლები: 0:1 ობამეიანგი (70), 1:1 ჩუპო-მოტინგი (74-პენ), 1:2 ლევანდოვსკი (79-პენ), 1:3 ლევანდოვსკი (94-პენ)

მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, პარკი - გაისი, სოტო - პოლტერი (89. ზალერი), ზიმლინგი (63. მალი), ნ. მიულერი (46. ჩუპო-მოტინგი) - ოკაზაკი.

დორტმუნდი (4-1-2-2-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, დურმი - ს. ბენდერი (33. ნ. შაჰინი) - ბლაშჩიკოვსკი (46. მხითარიანი), გროსკროიტცი - ობამეიანგი, როისი (46. კელი) - ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: ბელი

გაძევება: სოტო (78. მაინცი)

კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 12(6)-16(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 34 000

ჰერტა-აუგსბურგი 0:0

ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - პეკარიკი, ლუსტენბერგერი, ს. ლანგკამპი (20. ნიმაიერი), ვან დერ ბერგი - ჰოსოგაი, ჩიგერჩი - მ. ნდიენგი, სკიელბრედი (67. მუხტარი), ბენ-ჰატირა (77. ნ. შულცი) - რამოსი.

აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი, ფოგტი - ფიპლი (46. მორავეკი), ჰალილ ალთინთოფი, ტო. ვერნერი (84. მ. დე იონგი) - მილიკი (60. ბობადილია).

გაფრთხილება: ჩიგერჩი - კალსენ-ბრაკერი

კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-22; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 9(2)-2(0); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 38 667

შალკე-შტუტგარტი 3:0

გოლები: 1:0 ფარფანი (34), 2:0 ფარფანი (47-პენ), 3:0 ჯონსი (79)

შალკე (4-2-3-1): ფერმანი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, ფუხსი (85. კოლასინაცი) - ნოიშტედტერი, ჯონსი - ფარფანი (83. ჰუგლანდი), კ. ბოატენგი, დრაქსლერი - სალაი (76. მ. მაიერი).

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - შვააბი, ნიდერმაიერი, რიუდიგერი, რაუში - გენტნერი, კვისტი (63. ლაიტნერი) - ტრაორე (76. ჰარნიკი), მაქსიმი (63. სარარერი), ტი. ვერნერი - იბიშევიჩი.

გაფრთხილება: მატიპი, კ. ბოატენგი

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 12(5)-9(1); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 61 973

ჰანოვერი-აინტრახტი 2:0

გოლები: 1:0 მ. დიუფი (24), 2:0 ჰუსტი (68)

ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, პრიბი - ანდრეასენი, ჰოფმანი - შმიდებახი, ჰუსტი (91. ჩერუნდოლო) - მ. დიუფი (89. შლაუდრაფი), ა. ზობიეხი (70. ბიტენკური).

აინტრახტი (4-2-3-1): ტრაპი - ს. იუნგი, სამბრანო (73. კემპფი), ფლუმი, ოჩიპკა - შვეგლერი, ლანიგი - შრიოკი (46. ხოსელუ), ბარნეტა, ინუი (64. ბაკალორცი) - კადლეცი.

გაფრთხილება: მარსელო - ბარნეტა, სამბრანო

გაძევება: ლანიგი (57. აინტრახტი)

კუთხური: 7-7; ჯარიმა: 19-18; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 13(3)-12(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 40 700

გლადბახი-ფრაიბურგი 1:0

გოლი: 1:0 რაფაელი (63)

გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - კრამერი, ჯაკა - ჰერმანი (84. ჰრგოტა), არანგო (92. ნორდტვეიტი) - რაფაელი (86. ლ. დე იონგი) - მ. კრუზე.

ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - ზორგი, ჰიონი, დიანიე, კ. გიუნტერი - გინტერი, ჰიოფლერი - კოკელინი (82. ლორენცონი), ფრაისი (60. კერკი) - ჰანკე (68. დარიდა), მეჰმედი.

გაფრთხილება: კორბი - კ. გიუნტერი, კერკი

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 12(4)-9(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 50 084

მომდევნო ტური

6 დეკემბერი.

ნიურნბერგი-მაინცი.

7 დეკემბერი.

გლადბახი-შალკე, შტუტგარტი-ჰანოვერი, ვერდერი-ბაიერნი, ჰამბურგი-აუგსბურგი, აინტრახტი-ჰოფენჰაიმი, დორტმუნდი-ლევერკუზენი.

8 დეკემბერი.

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, ბრაუნშვაიგი-ჰერტა.

ბომბარდირები: 11 - რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 9 - შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი); 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: უიღბლო "დორტმუნდი", უიღბლო როისი [VIDEO]
იმიჯი შეიცვალა - 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
ატლეტიკო-ლევერკუზენი 1:0 (3:2 პენ.) - გოლეადორის აცილებული პენალტი [VIDEO]
Sky Sport: "სიტი" ზაფხულში" ამ შვიდი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
ევროუქმეების შემდეგ. სტატისტიკა და ფაქტები: ვარდი და სხვა გმირები
E-noticies: "სიტი" სეზონის ბოლოს გვარდიოლას გაუშვებს და ამ მწვრთნელს დანიშნავს
რიბერი: მე და რობენი მესისა და რონალდოზე უკეთესები ვიყავით
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
შერიგება ერთი პირობით - გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
მხითარიანი: ამ სეზონში ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია
ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა - მან დაბრუნების პირობაც დაასახელა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
Kicker: შტეგან კისლინგი ფეხბურთიდან ზამთარში წავა
"შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრო" - ჰენრიხ მხითარიანი
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
"ბარსა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, თუმცა...
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
გვარდიოლა ზაფხულში "სიტიდან" წასვლას გეგმავს
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
არიენ რობენმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული - როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს
"ბარსელონა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგლძრივებს, მაგრამ ახალ ფორვარდსაც დაიმატებს
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
"წამოდი პარიზში, როგორც ჯოკერი..." - მიულერი ყოფილ თანაგუნდელს დაბრუნებას ულოცავს და პარიზში ეპატიჟება
"რეალთან" და "ინტერთან" ლევანდოვსკის გარეშე? - "ბარსელონაში" პასუხი მალე ეცოდინებათ
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
არიენ რობენი დეკემბრამდე ვერ ითამაშებს
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბორუსიამ" ისევ წააგო და ფსკერზე დაეშვა [VIDEO]
არიენ რობენი დაბრუნდა! [VIDEO]
გვარდიოლაც საუდის არაბეთში? - ასეთ შემთხვევაში, პეპის ხელფასი რამდენჯერმე გაიზრდება
გერმანია. ბუნდესლიგა. XII ტური: "ბაიერნი" დაფრინავს, "დორტმუნდი" ქულებს და ლიდერებს კარგავს [VIDEO]