752 ათასი შუმის "ბენეტონში"
ინდურმა საჯინიბომ “ფორს ინდიამ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2014 წლის სეზონში გუნდის ერთ-ერთი საპრიზო პილოტი იქნება გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი.

ეს ავტომრბოლელი 2012 წელს გამოდიოდა “ფორს ინდიაში”, მანამდე კი ამ გუნდის სარეზერვო პილოტი იყო. გერმანელი ბრუნდება ინდურ გუნდში მას შემდეგ, რაც შარშანდელი სეზონი “ზაუბერის” რიგებში ჩაატარა, შვეიცარიული საჯინიბოს ბოლიდით 51 ქულა დააგროვა, რამაც მას გენერალურ კლასიფიკაციაში მე-10 ადგილი მოუტანა. ჰიულკენბერგსა და “ფორს ინდიას” შორის კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულება მრავალწლიანია.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება გერმანელის მეწყვილე მომავალ სეზონში. ჭორების თანახმად, მთავარი პრეტენდენტები არიან ადრიან სუტილი და სერხიო პერესი. რაც შეეხება პოლ დი რესტას, რომელიც “ფორს ინდიაში” 2011-13 წლებში გამოდიოდა, ის სავარაუდოდ, დატოვებს ფორმულა 1-ს.

ნიუ ჯერსი ისევ გადაიდო

ფორმულა 1-ის გენერალურმა პრომოუტერმა ბერნი ექლსტოუნმა დაადასტურა, რომ 2014 წლის სეზონში აშშ-ის გრანპრი ნიუ ჯერსიში არ გაიმართება, რაც ორგანიზატორების ფინანსურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ, ეს ეტაპი 2015 წელს გაიმართება, თუმცა ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ასე რომ, 2014 წელსაც, წლევანდელი სეზონის მსგავსად, 19 ეტაპი ჩატარდება.

752 ათასი შუმის "ბენეტონში"

ორი დღის წინ ლონდონში, Bonhams-ის აუქციონის სახლში გაიმართა ვაჭრობა, რომლის ერთ-ერთი ლოტი იყო ფორმულა 1-ის ბოლიდი - Benetton Ford Cosworth B194.

ამ მანქანით ლეგენდარულმა გერმანელმა მიხაელ შუმახერმა 1994 წელს მოიგო სან მარინოს, მონაკოს, კანადისა და საფრანგეთის ეტაპები, რამაც მას მსოფლიოს ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა.

ახალმა მფლობელმა, რომლის გვარი არ დასახელებულა, “ბენეტონის” ბოლიდში დაახლოებით 742 ათასი ევრო გადაიხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფეტელი - წლის პილოტი, "რედ ბული" - წლის მანქანა

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
ჰაუ ნაკრებში ტუხელი ისევ პრემიერ ლიგაში - მუნდიალის შემდეგ შესაძლო სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი
გლასნერმა დაადასტურა - ავსტრიელი "კრისტალ პალასს" დატოვებს
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
ტერ შტეგენის ტრავმის გამო "ჟირონამ" მეკარე დაიმატა
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
არანაირი ურთიერთობა კაპიტანთან - არბელოა კარვახალს არ ეკონტაქტება
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
"ამ პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო" - ლაპორტა "ბარსელონას" სუპერლიგიდან გასვლაზე
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "ესპანიოლი" გაანადგურა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
ფორმულა 1: დიდ ცირკს ევროსაბჭოთი უტევენ
დევიდ კულტჰარდი: ფეტელი და ალონსო სხვა განზომილებაა
ფორმულა 1: გაშავებული "ფორს ინდია"
ფორმულა 1. ტესტები: უცნაური ამბები
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
სებასტიან ფეტელი - ჩემპიონთა ჩემპიონი
არის ფორმულა 1-ის დამტკიცებული კალენდარი
ბერნი ექსლსტოუნი: გაისად 20 რბოლა იქნება
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია
ფორმულა 1: ოთხი გუნდი ახალი ძრავით?