სუპერლიგა. VIII ტური
სუპერლიგის მე-8 ტური 7 დეკემბერს თბილისის სპორტის სასახლეში "მაქაბისა'' და "რუსთავის'' გუნდების დაპირისპირებით გაიხსნა.

შეხვედრას ყველა ინტერესით ელოდებოდა, რადგან ეს 2 გუნდი აუტსაიდერების სიაში იმყოფებოდა და სეზონში არც ერთი გამარჯვება არ ჰქონიათ. მიუხედევად ამ მოლოდინისა, ბრძოლა მხოლოდ პირველი ათწუთეული გაგრძელდა.

რუსთაველები პირველ ნახევარში მცირე უპირატესობას ფლობდნენ, მაქაბელებმა კი მდევრის როლი მოერგეს. დიდი შესვენების შემდეგ სულ სხვა სურათი აღმოჩნდა - რუსთაველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და მაქაბის მცირე შანსიც კი არ დაუტოვეს.

"ქვემოქართლელებმა" 94:59 იმარჯვეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მოგებულებს ორმაგი დუბლით სერგო ათუაშვილმა ულიდერა (18 ქულა, 14 მოხსნა), 15 ქულა მიითვალა რევაზ ჩაჩანიძემ, 11-11 ქულა ირაკლი ალხანაიძემ და ზურაბ მაჭავარიანმა მიითვალეს, ხოლო 10 ქულით დაასრულა მატჩი გიორგი ყველაშვილმა.

რაც შეეხება მაქაბის გუნდს, მის რიგებში 21 ქულით თავი გიორგი ფერიაშვილმა გამოიჩინა, 19 ქულა კი ლევან რევაზაშვილმა დააგროვა.

07.12.13, 11:45

მაკაბი 59 - 94 რუსთავი

მაკაბი 25 10 13 11

რუსთავი 29 21 26 18

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ჯამლეტ ხუხაშვილი ("მაკაბის"" მთავარი მწვრთნელი): "საინტერესო შეხვედრას ველოდით, რადგან სეზონის დასაწყისში ჩვენ და რუსთავი თანაბარი ძალის გუნდები ვიყავით. გვაკლია ლიდერი გიორგი რევაზაშვილი და მის გარეშე ვერ გამოვიყურებით ისე, როგორც საჭიროა. რუსთავსაც შარშანდელი შემადგენლობიდან ბევრი კალათბურთელი დააკლდა და ისინიც განიცდიდნენ დაკომპლექტების პრობლემას. ამ შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო, ვინ მოხვდებოდა პლეი ოფში.

ჩემთვის საწყნია, თუმცა რუსთავისთვის სასიხარულო, რომ დაიმატეს სერგო ათუაშვილი, ძალიან სასარგებლო ცენტრი, რომელმაც დღეს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა თავის გუნდს და როგორც მოსალოდნელი იყო, მას ვერ გავუწიეთ სათანადო წინააღდმეგობა.

ლევან რევაზაშვილსაც არ წაუვიდა სროლები. საბოლოო ჯამში, სერიოზული სხვაობით დავმარცხდით. რუსთაველებს შორი სროლები გამოუვიდათ და ეს კარგად გამოიყენეს. იმედია, მეორე წრეში გამოვასწორებთ შედეგებს და გაცილებით უკეთ ჩავატარებთ დარჩენილ მატჩებს".

ოთარ ხმელიძე ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გულშემატკივარს პირველ გამარჯვებას და იმედია, ეს კარგად იმოქმედებს გუნდზე. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, დავალებას ყველამ კარგად გაართვა თავი და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ფაქტობრივად, დაშლილი გუნდი ჩავიბარე და თავიდან ვაწყობთ გუნდს, კარგი ახალგაზრდები გვეზრდებიან და დარწმუნებული ვარ, მეორე წრიდან უფრო ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით და თამაშის ხარისხსაც გავაუმჯობესებთ.

"მაკაბი" კარგი გუნდია, რამდენიმე ძალიან პერსპექტიული კალათბურთელი ჰყავთ, რომლებიც ქართული კალათბურთის მომავალი არიან. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ჩემს გუნდს დღევანდელი თამაშისთვის. მათ მოახერხეს ფსიქოლოგიური წნეხის გადალახვა და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება".

დავით მაისურაძე ("რუსთავი"): "მივულოცო პირველ გამარჯვებას გუნდს, ეს მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდებოდ. ყველა ელოდა, რომ ამ ორ გუნდს შორის გამარჯვებული მოხვდებოდა პლეი ოფში. ახალი ცენტრი, სერგო ათუაშვილი დიდი ძალაა ჩვენთვის და იმედია, მისი დახმარებითაც მოვახერხებთ მეორე წრეში უკეთესი შედეგის ჩვენებას".

წყარო: superleague.ge

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
სუპერლიგა. VI ტური: "სოხუმმა" "ქუთაისის" რეკორდი გააუმჯობესა
სუპერლიგა 2013/14. V ტური: აკაკი, იმერეთი...
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
ᓡᓣ
შსს აკადემია-მაქაბის შეხვედრა სპორტის სასახლეში ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
სუპერლიგა 2013/14: რეკორდთცვენა ვაკეში
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია