დროა, ყველამ გაიგოს სიმართლე! ...ანუ ვინ აფინანსებდა ლანჩხუთის "გურიას"?

ლანჩხუთის "გურიასთან" დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. აშკარაა, რომ კლუბის დღევანდელ ადმინისტრაციასა და რაიონის ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ღრმავდება.

მხარეები უკვე ღიად უყენებენ ერთმანეთს ბრალდებებს...

ათიოდე დღის წინათ კლუბმა დამფუძნებელს, ლანჩხუთის საკრებულოს "პენალტი დაურტყა" - "გურიას" დამფუძნებლები თქვენ ხართ და ან დააფინანსეთ კლუბი, ანდაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეთო. ამას ოფიციალური ლანჩხუთის პროტესტი მოჰყვა - კლუბის დირექტორ კობა მირზაშვილს სპონსორი უნდა მოეყვანა და ჩვენკენ ხელს ნუ იშვერთო.

"ბოლოს ნოემბრის თვეში მოითხოვეს 85 ათასი. დირექტორმა კი თქვა, 15 ნოემბერს სპონსორი ჩამოვა და თქვენი დახმარება აღარ დაგვჭირდებაო. სად არის სპონსორი?" - კითხულობს საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი.

ამის საპასუხოდ, კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სპონსორთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა "ლელოსთან" საუბარში ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე აცხადებს, რომ კლუბის სპონსორობასთან დაკავშირებით მასთან არავინ მისულა.

რატომ არ იყო ჩართული ამ მოლაპარაკებაში დამფუძნებელი, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ხუთი თვეა, კლუბის დირექტორატი სპონსორზე საუბრობს.

"კლუბის ხელმძღვანელობამ ამ დრომდე არსებული ყველა საპრემიო დავალიანება გაუსტუმრა ფეხბურთელებს.

აქამდე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი არ იყო, თუ რა საშუალებებით და ვისი ფინანსური დახმარებით მოხერხდა პრემიალურების გასტუმრება. ამ ყველაფრის უკან დგას კლუბის დირექტორის, კობა მირზაშვილის და, ქალბატონი მარინა თორთლაძე, რომლის უშუალო თანადგომითა და ფინანსური დახმარების შედეგად დღეს გუნდი ლიდერთა შორისაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, "გურიის" გულშემატკივართა ტრანსპორტირების ხარჯებსაც ქალბატონი მარინა უზრუნველყოფდა. ეს მისი მხრიდან იყო საჩუქარი ქომაგებისთვის. ამას დავუმატოთ, დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდებისთვის (სულ სამი გუნდი) გაწეული ქველმოქმედება.

დაბოლოს, "დინამოსთან" თამაშის წინ (დეკემბრის დასაწყისში), კლუბში შექმნილი არასასიამოვნო სიტუაციის დასარეგულირებლად, პრემიალური დავალიანება სწორედ ქალბატონმა მარინამ დაფარა", - აღნიშნულია კლუბის პრესსამსახურის მიერ "ლელოსადმი" გამოგზავნილ წერილში.

აქვეა მარინა თორთლაძის კომენტარიც:

"ყოველივე იმის ფონზე, რაც დღეს ლანჩხუთის "გურიის" ირგვლივ ხდება, დასანანია, რომ მავანთა მხრიდან ერთხელაც არ გაჟღერებულა ჩემი სახელი. დასანანია ისიც, რომ როცა კლუბი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, ყველამ დირექტორისკენ გაიშვირა თითი.

იმ დღიდან, რაც ჩემი ძმა, კობა მირზაშვილი, დაინიშნა დირექტორად, არ შემიწყვეტია კლუბთან ურთიერთობა და არაერთხელ გამიწევია ფინანსური დახმარება. დღემდე ეს თემა დახურული იყო. დროა, ყველამ გაიგოს სიმართლე და ყველაფერი გაცხადდეს.

ვიტყვი, რომ არ ყოფილა არც ერთი საკითხი (ფინანსური), რომლის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიმეღოს და დახმარება არ გამეწიოს. აქამდე ყველა პრემიალური თანხა გასტუმრებულია. სეზონის პირველ თამაშამდე ("ვიტ ჯორჯიასთან", მცხეთაში) გასასტუმრებელი სახელფასო დავალიანება (4 000 ლარი) გადავიხადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი 10 აგვისტოს არ გავიდოდა სათამაშოდ, რასაც კლუბის დისკვალიფიკაცია და ფედერაციიდან სხვა სანქციებიც მოჰყვებოდა.

მაშინ ჩემი ძმა მოვალეობის შემსრულებლად იყო დანიშნული და ეს, ბუნებრივია, მისთვისაც სერიოზული დარტყმა იქნებოდა.

თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში (პირველი წრის თამაში ქობულეთის "ჩელე არენაზე"), მიუხედავად იმ პირობებისა, რომელშიც ფეხბურთელებს უწევდათ ყოფნა, თავი არ დაზოგეს და გულშემატკივრებთან ერთად მეც ძალიან გამახარეს. იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი და ისე მოვიხიბლე მათი თამაშით (არადა, აქამდე ნაკლებად ვერკვეოდი საფეხბურთო ცხოვრებაში), რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიჭებს საჩუქრად გადავეცი 10 000 ლარი.

ამასთან, ყველა გატანილ გოლზე (პირველივე ტურიდან) ბიჭებს დავპირდი, რომ დამატებით ვაჩუქებდი 200 დოლარს, რომელსაც ვასრულებ დღემდე.

ამით მინდოდა, ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა მათ წარმატებულ თამაშში", - აცხადებს ქალბატონი მარინა, რომელიც უახლოეს დღეებში გეგმავს ლანჩხუთში ჩამოსვლას და ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენციის გამართვას.

მის განცხადებას კი ჯერჯერობით კულუარებიდან ეხმაურებიან და გაოგნებულები არიან - 30 ათას ლარზე ლაპარაკობენ? ისე გამოდის, რომ დღეს "გურია" ამ 30 ათასით არის მესამე ადგილზე, ხელისუფლებას კი არაფერი გაუკეთებიაო!

ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს თავად ზაზა ურუშაძე, თუმცა არ მალავს, რომ "გურიას" ყველანაირად გვერდით უდგას და ამ მხრივ პრეტენზიებს არ მიიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba ambroladze
gadaarchinet rogorme lanchxutshi fexburti
koba ambroladze
gadaarchinet rogorme lanchxutshi fexburti
200
რა კარგია რომ გქონდათ ამის საშუალება და დაასაჩუქრეტ კიდეც გუნდი-მეც რომ მქონოდაააააააააააააააააააა რამდენ სიკეტეს გავაკეტებდიიიიიიიი
dato
გაიხარეთ ქალბატონო.
irakli imedadze
ნამდვილად დასაფასებელი საქციელია, სამწუხაროდ გურიის ირგვლივ აჟიოტაჟი არ წყდება და სიტუაცია უკეთესობისკენ არ უცვლება, არადა აშკარაა, რომ სტატიაში მონათხრობით და უშუალოდ ფეხბურთელების თავდადებული თამაშით გურია შედეგს აღწევს, რაც დაფასებული და წახალისებული უნდა იყოს ნორმალურ დალაგებულ ქვეყანაში, როგორც ქ–ნი მარინას საქციელია, სამწუხაროდ რეალობა სხვაა... სამწუხაროდ ადამიანებს ბევრი ნაცებად და ქოცებად ყოფს და ამის მიხედვით ეძლევა სამსახური იმის მაგიერ რომ საქმის მცოდნეს პროფესიონალს შესაძლებლობა ეძლეოდეს... პ.ს. ეფ–ბი–აიში გენერალური მდივანი 54 წლის განმავლობაში არ შეცვლილა მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლებაში სხვადასხვა პარტიები ცვლიდნენ ერმანეთს...
kavkasiuri carcis wre
რა გახდა ეს ერთი სპონსორი
МАРИНА ТОТЛАДЗЕ
МИНДА МОГМАРТО "Хо да Ара-ши" коментар ис ааторс, Имденад УСУСУРИ хар, ром сахелсац ки малав?! НУ Б Л А Т А О Б ШЕ Ч М О Р О!!!
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
აღმასკომის სხდომა: "გურია" რომ გააფრთხილეს, "ზუგდიდი" და "სიონი" დაავიწყდათ?
მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?
ᓜᓐᓒᓕᕘᕡ ᓣᓠᕜᕐ ᓗᓣ ᓤᓔᕮᕑᓣᕠᓗᓘ?! - "ᓒᕣᕠᓘᓐᕡ" ᕮᓔᓚᕘᕡᕣᕤᓚᕔᕑᕐ ᕓᓐᓣᕞᕘᕠᕘᓡᓞᓘᕠᓓᓐ
"ᓛᓐᓡ
ᓐᓛᓝᓕᓘᓓᓐ ᓧᓔᓚᓨᓘ! - ᓕᓘᓡᓘᓐ "ᓒᓣᓠᓘᓐ", "ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ", "ᓢᓝᓠᓞᓔᓓᓝ"?
ᕚᓐᓜᓩᕮᕣᓗᓨᓘ ᓢᕐᓘᓛᓑᓝᓚᓖᓔ, ᓛᕐᓖᓔᕑᕡᓐ ᓓᓐ ᓧᓝᓛᓐᓠᓑᕐᓖᓔᕑᕖᓔ ᕐᓚᓐᓞᓐᓠᓐᕙᓓᕜᓔᕜ!
Gurianews: ლანჩხუთის "გურიიდან" სამი ლეგიონერი გაიპარა
ლანჩხუთის "გურიამ", არსებობის ისტორიაში პირველად, ეროვნული ლიცენზია მიიღო!
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლანჩხუთის "გურია" თბილისში ძირითადი გუნდით ითამაშებს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"1 ᓚᓐᓠᓘᓗ 10 ᓚᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓥᕛᓔ ᓒᓐᓕᓐᓙᓔᕗᓔᕗ... ᕛᓔᓠᕔ ᓙᓘ ᓔᓕᓠᓝᓞᕐ ᓚᓘᕒᓐᓖᓔᓪ ᕒᓐᓡᓕᓚᓐ ᓛᓝᓒᓕᓗᓮᕝᓕᓔᓡ"
ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს
ᓚᓐᓜᓩ
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ლანჩხუთის "გურია": რომან პოკორა, რბილად რომ ვთქვათ, იტყუება!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ლანჩხუთის "გურიას" ლიკვიდაცია ემუქრება!