თემურ ბენდიაშვილის მიერ გაწვრთნილ რკინიგზელებს მშვენიერი შესაძლებლობა ეძლეოდათ რევანშის აღებისა
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველ წრეში "არმაზმა" თბილისურ დერბიში საკმაოდ იოლად სძლია "ლოკომოტივს" - 21:7 და მეტოქე უქულოდ დატოვა.

გასულ უქმეებზე კი თემურ ბენდიაშვილის მიერ გაწვრთნილ რკინიგზელებს მშვენიერი შესაძლებლობა ეძლეოდათ რევანშის აღებისა, რადგან არმაზელებს ტრავმის გამო აკლდათ გუნდის ლიდერი ირაკლი მაჩხანელი, რომელიც სანაკრებო მატჩისას დაშავდა.

"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" გასამართი შეხვედრის წინ მცირე ფავორიტად ნომინალური მასპინძელი "არმაზი" მიიჩნეოდა, ვინაიდან მას გასულ ტურში არ უასპარეზია ("ბათუმთან" მატჩი უამინდობის გამო გადაიდო) და მეტოქისგან განსხვავებით, დასვენებული ხვდებოდა პრინციპულ დაპირისპირებას ("ლოკომოტივმა" მძიმე ბრძოლაში "ჯიქები" დაამარცხა - 19:17).

მიუხედავად ყინვისა და ცივი ქარისა, სტადიონზე 150 გულშემატკივარი შეიკრიბა, რომელთაც მონდომება და რაგბის სიყვარული კიდევ ერთხელ დაუფასდათ და მშვენიერი მატჩის მომსწრენიც გახდნენ.

შეხვედრის სტარტი "არმაზს" გაცილებით უკეთესი გამოუვიდა. მათმა მორკინალებმა პირველი წუთებიდანვე აქტიურად შეუტიეს და მეტოქე აიძულეს, რაქში თამაშისას წესი დაერღვია. საჯარიმო შუამარბმა საბა ნიკოლავამ ზუსტად დაარტყა კარში და ანგარიშიც გახსნა - 3:0.

ორიოდე წუთში რკინიგზელთა პასუხმაც არ დააყოვნა - ფულბეკმა ბექა წიკლაურმა 40 მეტრიდან ბურთი მეტოქის ძელებს შუა გაატარა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3. ნელ-ნელა გამოიკვეთა "ლოკომოტივის" სათამაშო სქემა. ის ცდილობდა, პირველი შესაძლებლობისთანავე ფეხით გადაეტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე და უკვე იქ შეეწუხებინა არმაზელები. რკინიგზელთა გუნდმა კონტრშეტევაზე თამაშიც მშვენივრად ააწყო.

გადმოკიდებულ ბურთს ადგილზე დახვდა წიკლაური, მოკლე დისტანციაზე სლალომით გაიარა ერთბაშად სამი მოწინააღმდეგე, გადამწყვეტ მომენტში ბურთის ფეხით შეცურებაც მოახერხა, თუმცა მეტოქის მხტომელმა გიორგი ჭელიძემ გვიანი ბოჭვა გაუკეთა, რისთვისაც იგი მსაჯმა 10 წუთით გაასინბინა.

მიღებული რიცხობრივი უპირატესობით ისეთი მაღალი კლასის მეტოქემ, როგორიც "ლოკომოტივია", მყისიერად ისარგებლა. წიკლაურმა ჯერ ზუსტად დარტყმული არეკნით ლიდერობა მოუტანა საკუთარ გუნდს - 6:3, ხოლო 23-ე წუთზე აგორებულ მოლს წარმატებულად მოწყდა დავით გასვიანი და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა - 11:3.

"არმაზს" გასინბინებული მოთამაშე დაუბრუნდა, თუმცა ვერც ამ მოვლენამ იხსნა მასპინძლები მორიგი ლელოსგან. ამჯერად "ლოკომოტივის" 21 წლის მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა გაჭრა მეტოქის ხაზი და ოცდაათიოდე მეტრი ირბინა.

მისი შეჩერება დიდი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა, მაგრამ "არმაზმა" დროულად ვეღარ მოასწრო დაცვის დალაგება და წიკლაურმა ამჯერად ძელებს შუა დაალელოვა მასპინძლები. მანვე გარდასახვაც იოლად გაიტანა და კიდევ უფრო სოლიდური გახადა საკუთარი გუნდის უპირატესობა - 18:6.

პირველი ტაიმის დარჩენილ მცირე დროში რკინიგზელთა ფულბეკმა კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა და 10-წუთიან შესვენებაზე "ლოკომოტივი" 21-ქულიანი სხვაობით წავიდა - 24:3.

მატჩის მეორე ნახევარში ქარი გაძლიერდა, რამაც ფეხით ტაქტიკურ დარტყმებს აზრი დაუკარგა და ხელით თამაშმაც იმატა. დავით ვართანიანის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა მატჩის მიმდინარეობაზე იმოქმედა და სიტუაციაც შეიცვალა.

"არმაზი" გაცილებით უფრო აგრესიულად და გამიზნულად უტევდა, რის შედეგადაც, 67-ე წუთზე ბესო ბარბაქაძემ ლელო გაიტანა და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა - 10:24.

მასპინძლებმა კიდევ უფრო გაზარდეს წნეხი, თუმცა "ლოკომოტივი" დაცვაში მედგრად დადგა. რამდენიმე ეპიზოდში რკინიგზელებს გაუმართლათ კიდეც და მეტოქის შეტევათა 10-წუთიანი ტალღა წარმატებით გადააგორეს. საპასუხოდ ჭინჭარაულმა წამოიწყო მშვენიერი კონტრშეტევა.

სტუმრებმა 10-ფაზიანი შეტევა გაათამაშეს, რომლის დამამთავრებელ ფაზაში ისევ მათმა ახალგაზრდა მგეზავმა იყოჩაღა, ერთდროულად ორ მოწინააღმდეგეს შორის შეძვრა და მესამედ დაალელოვა მეტოქე. წიკლაურმა ამჯერადაც გარდასახა - 31:10.

დარჩენილ მცირე დროში "არმაზმა" ძალიან მოინდომა. შეცვლაზე შემოსულმა 18 წლის ბურჯმა ბესო ფხაკაძემ ბურთი წარმატებით დაამიწა "ლოკომოტივის" ჩათვლის მოედანში, თუმცა მეტისთვის მასპინძლებს, უბრალოდ, დრო აღარ ეყოთ - 17:31. რკინიგზელებმა პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღეს.

არმაზი-ლოკომოტივი 17:31

არმაზი (15-9) ჩხაიძე, სირაძე, კაიფაჯიანი, ნიკოლავა, ხუციშვილი (პინაიშვილი 56), კიკნაძე (ბროძელი 68), აბუსერიძე (მისრიაშვილი 68); (1-8) ბეჟიაშვილი (ფხაკაძე 59), სოსელია, ბუკია, ჭელიძე (კაჭარავა 58), არჩუაშვილი, ბარბაქაძე, გიგაური (მინაშვილი 45), ამირანაშვილი (თაგაური 47);

2ლ: ბარბაქაძე, ფხაკაძე; 2გ,ს: ნიკოლავა.

სინბინი: არჩუაშვილი, ჭელიძე

ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ჩიტიძე, ფ. გასვიანი, კავთიძე, ბიწაძე, ჭინჭარაული, ზაბახიძე; (1-8) დ. გასვიანი (ელოშვილი 41), გენებაშვილი, ზარიძე (ბალიაშვილი 69), ხოლუაშვილი, გეგია, ფოფხაძე, ახვლედიანი (კაკაბაძე 54, კიკვიძე 78), ბერიშვილი

3ლ: დ.გასვიანი, წიკლაური, ჭინჭარაული; 2გ,3ს,ა: წიკლაური.

სინბინი: ხოლუაშვილი, გეგია

მსაჯი: გიორგი ამაშუკელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
დიდი 10 | არმია 23:19 ლელო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "დილა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
ლელოს სტუმარი თემურ ბენდიაშვილი: ტონგამ სათამაშო კლასით გვაჯობა
დინამო თბილისი - ჩემპიონი; დილა ევროპაზე; ყველა ადგილი ცნობილია...
ლელო-ლოკომოტივი 30:21 - ლელო 2013, 2014, 2015 [VIDEO]
ბათუმელებმა თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა
"სამგურალმა" ბათუმის "დინამოს" გასვლაზე სძლია, "დილამ" "ლოკომოტივს" სახლში [VIDEO]
საქართველო VS რუსეთი - ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
აია-ლოკომოტივი 12:15 - სინაურიძე-წიკლაურის დუელი
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "ლოკომოტივი"
დიდი 10 | "ყოჩები" - "ლოკომოტივი" 31:5
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
ლელო VS ლოკომოტივი - დღეს ვაკეში დიდი ფინალია!