ლეგენდარული რალი-რეიდის - "დაკარის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ გაისად რბოლაში მონაწილეობას 430 ეკიპაჟი მიიღებს.

ლეგენდარული რალი-რეიდის - "დაკარის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ გაისად რბოლაში მონაწილეობას 430 ეკიპაჟი მიიღებს. ეს შარშანდელ მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. 2011 წელს ავტომარათონი დაკარში 1-16 იანვარს სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაიმართება. წესებში მთავარი ცვლილება მოტოციკლთა ძრავების მოცულობის ლიმიტრება გახლავთ. "დაკარში" მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ 450 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები მოცულობის ძრავებით აღჭურვილ მოტოციკლებს.

ამის გამო გაისად რალიში მოტომრბოლთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან 151 მონაწილე იყო, ახლა კი პირველობისთვის 183 მოტომრბოლი იბრძოლებს. მთავარი ფავორიტები კვლავაც KTM-ის წარმომადგენელები არიან - ამ მარკის მოტოციკლებით გამოვლენ სირილ დესპრე და მარკო კომა. სწორედ ისინი იმარჯვებდნენ "დაკარზე" ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ავტომობილების კლასში ისევ Volkswagen-ის დომინირებას ელიან. ამ გუნდის შემადგენლობა არ შეცვლილა: კარლოს საინსი, ჟინიელ დე ვილიერი, ნასერ ალ-ატია და მარკ მილერი. Volkswagen-ის მთავარი კონკურენტი იქნება BMW X-Raid, რომლის ღირსებას დაიცავს "დაკარის" ცხრაგზის გამარჯვებული სტეფან პეტერანსელი. სულ 2011 წელს სტარტზე 146 ეკიპაჟი გავა, რაც შარშანდელზე 12-ით მეტია.

ამჯერად რალი-რეიდის მარშრუტი არგენტინისა და ჩილეს ჩრდილოეთ ტერიტორიებზე გაივლის - ბოლივიისა და პერუს საზღვრებთან ახლოს. საერთო დისტანცია 9000 კილომეტრია, რომელთაგანაც 5000 ათასი კილომეტრი ჩქაროსნული მონაკვეთები იქნება. ორგანიზატორთა გათვლით, მონაწილეებს ყველაზე რთული მონაკვეთები მარათონის მეორე ნაწილში ელით, რაც ბოლომდე შეუნარჩუნებს რბოლას ინტრიგას.

ისევე როგორც 2010 წელს, სტრატი და ფინიში არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში შედგება. 17 დღის განმავლობაში გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი დასვენების დღე.

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
"ბოტაფოგო" შევაშინეთ - "სიეტლ საუნდერსის" მწვრთნელი "ატლეტიკოს" ბრძოლას ჰპირდება
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
შეთანხმებასთან ახლოს - დონარუმა პსჟ-ისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
"იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს" - გატუზოს პირველი კომენტარი "სკუადრა აძურას" მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
პსჟს მატჩის დღე! გუნდისა და "კვარას" ფორმაში ყოფნა გრძელდება
ორი ცვლილებით "ბოტაფოგოსთან" - როგორი იქნება პსჟ-ს შემადგენლობა?
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
"ლივერპულმა" მეკარე იჯარით "აიაქსში" გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
მექვაბიშვილი უპირველესი სამიზნეა - ბელგიური კლუბი ძველი დიდების დაბრუნებას გეგმავს
კიდევ ერთი ქართველი ფრანგულ გუნდში? - ტრანსფერით კლუბის პრეზიდენტია დაინტერესებული
სამაგალითო სპორტსმენი - როგორია საზონოვის მდგომარეობა
კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასის მფლობელის მეტოქე გაირკვა
"სენტ-ეტიენმა" "ბეშიქთაშს" დავითაშვილში სატრანსფერო ფასზე ორჯერ მეტი თანხა მოსთხოვა
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
"არსენალი" როდრიგოს არ ეშვება - "რეალი" ბრაზილიელის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს ითხოვს
სერხიო რამოსი: "ოქროს ბურთს" მას მივცემდი...
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა...