ქალაქის ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, "დილა" კვლავ ევროტურნირებზე ასპარეზობდეს და საამისოდ გუნდს მხარდაჭერასაც ჰპირდება
ბოლო წლებში "დილა" სტაბილურად ფიგურირებს უმაღლესი ლიგის ლიდერთა შორის. გორელები წლეულსაც წამყვანი პოზიციებისთვის იბრძოდნენ და მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ეტაპი მესამე ადგილზეც ჩაამთავრეს.

თუმცა ზამთრის შესვენებისას კლუბში განსხვავებული რეალობა დადგა და ახლა ზუსტად არავინ იცის, რამდენად ძლიერი შემადგენლობა მოიყრის თავს "დილაში" და იბრძოლებს თუ არა გუნდი ამბიციური მიზნებისთვის.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელებს კონტრაქტი 2013 წლის მიწურულამდე ჰქონდათ, რის გამოც ისინი ახლა თავისუფალი აგენტები არიან და ნებისმიერს, ვისაც სურვილი აქვს გუნდი დატოვოს, ამაში ხელი არ შეეშლება. შესაბამისად, გუნდის მთავარ მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილისთვისაც გაურკვეველია, რა კონტინგენტთან მოუწევს მუშაობა და მათზე დაყრდნობით რამდენად რეალური იქნება კვლავ ლიდერთა შორის ყოფნა.

"დილა" უკვე დატოვა რამდენიმე წამყვანმა (ირაკლი მოდებაძე, თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული) ფეხბურთელმა.

როგორც კლუბის პრესატაშე ზურაბ კარტოზიამ გვაცნობა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი გორში დარჩენას გეგმავს. სხვა წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობაც ცოტა ხანში გაირკვევა. საგაზაფხულო ეტაპისთვის სამზადისს გუნდი, სავარაუდოდ, 10 იანვარს დაიწყებს.

გულშემატკივარს განსაკუთრებით აშფოთებდა კლუბის ფინანსური მდგომარეობა და ცხადია, ეს თემა "ლელომაც" მოიკითხა.

როგორც გორის გამგებელმა პაპუნა კობერიძემ გვითხრა, ქალაქის ხელისუფლება დაინტერესებულია იმით, "დილა" კვლავ ევროტურნირებზე ასპარეზობდეს და საამისოდ გუნდს მხარდაჭერასაც ჰპირდება.

"გვინდა, ისევ შევუწყოთ ხელი გორის "დილას", რათა წარმატებით ითამაშოს საქართველოს ჩემპიონატში და კვლავ მოიპოვოს ევროტურნირის საგზური.

საამისოდ, პირველ ყოვლისა, შევეცდებით, ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ შევუქმნათ. ვერ ვიტყვი, რომ კლუბის ბიუჯეტი იმდენივე იქნება, რაც განვლილ წელს, მაგრამ მისი მნიშვნელოვნად შემცირებაც არ მოხდება.

პირველ ეტაპზე "დილა" 250 ათას ლარს მიიღებს, შემდეგ კი ვიზრუნებთ იმაზე, რომ ჩემპიონატის დარჩენილი ეტაპისთვის საჭირო სახსრებიც გამოვუყოთ", - გვითხრა გორის გამგებელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი გაგნიძე
ბ -ნო პაპუნა და ბ-ნო ზვიად.როგორც ვიცი გორის დილას თქვენი ყურადღება არ აკლია,მაგრამ ყველა გორელის სახელით ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად დაიხარჯოთ და გადაწყვიტეთ მიმდინარე წლის დ ი ლ ა ს პრობლემები-სამწუხაროდ ბევრი ავის მსურველი გვყოლია და არ გავახაროთ ისინი.გ ო რ ი ს დ ი ლ ა იყო,ა რ ი ს და ი ქ ნ ე ბ ა
puma
ყოველთვის ჯობია თანხების თაობაზე პრესით არ ისაუბროთ ბატონებო. ისედაც გამათხოვრებულ ქართულ ფეხბურთს ესე ხმამაღლა ნუ დავცინით, რომელ ინვესტორზეა საუბარი სადაც ზემოთ ხსენებულ თანხებზეა საუბარი გუნდისათვის რომელმაც თავისი ხიბლი და ინტრიგა შემოტანა ქართულ ფეხბურთში!!!
Bazu
ეგ ფული საქართველოს მატხოვრულ ჩემპიონატში კარგი ადგილის დასაკავებლად შეიძლბა გამოდგეს, მაგრამ ევროპა?
გაგა
250 ათასი თუ პირველ ეტაპზე იქნება და მერე ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ ერთი მაგდენს დაუმატებენ, ეგ ცოტა არ უნდა იყოს. მაგ გრაფიკით მთელ 2014 წელს დაახლოებით 1 მილიონი კი გამოდის და 2013 წელს რა მაგაზე მეტი იყო დილას ბიუჯეტი? რა თქმა უნდა ჯობია 10 მილიონი იყოს, მაგრამ მაგ თანხითაც შეიძლება ნორალური გუნდის გაკეთება, მთავარი ისაა დანაპირები შესრულედეს და მართლა მისცენ ეგ თანხა.
დილა
გაიკეთონ უკან თაავაანნთი 250 000 :ხ ჩიხურას 2 მილიონი აქქ დინამოს 10 ;ხ და ჩვენ 250 000 ეგეც გვპირდებიან ზუსტათ არ იციან . მაგას ჯობია დაიშალოს სულ.. ნახეე ზუგდიდს რა მწვრთნელი ყავს და რა სტადიონს უშენებენ ფოთს კკიდე სამტრედიას ზუგდიდს რუსთავს ბათუმს ტორპედოს და დინამოს ისედაც აქ და ჩვენ დავრჩიტ ამ სტადიონზე ამ მწვრტნელიტ და რა ხალხიით :(
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
"ანორთოსისმა" თემურ ქეცბაია გაათავისუფლა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასმა" სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
სერია A-ს აუტსაიდერებმა მთავარი მწვრთნელები დაითხოვეს
შეთანხმება შედგა - ნ'გოლო კანტე ევროპაში ბრუნდება
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
"ნაპოლიმ" ქოჩორაშვილის თანაგუნდელი შეიძინა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
სრული სიგიჟე - იამალის სანაცვლოდ წარმოუდგენელ თანხას იხდიან
საბჭო ინფანტინოს არ დაეთანხმება - რუსეთს საერთაშორისო ტურნირებზე არ დააბრუნებენ
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
საჩხერის "ჩიხურა" და გორის "დილა" თასის 1/4-ფინალში გავიდნენ
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ᓒ
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
ᓒᕝᜠ
ზესტაფონი-ჩიხურა 0:1 - სრულიად დამსახურებულად [VIDEO]
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
თბილისის "ლოკომოტივმა" 6 ფეხბურთელი დაიმატა
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გორის მერი "დილას" წლიური დაფინანსების 2 მილიონამდე გაზრდაზე ფიქრობს
ᜒᓘᕐ ᕒᓘᓒᕐᕢ
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ᓒᕝᓠᓘᕡ "ᓓᕘᓚᕐ" ᓠᓔᓙᕝᓠᓓᓖ
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
უმაღლესი ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგის I წრის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები