ინტერვიუ თენგიზ სულაქველიძესთან - თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა თავისი წარსულიდან საინტერესო ამბებს იხსენებს
...1980 წლის 26 მარტს საბჭოთა კავშირის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს შეხვდა. ამ დღეს შედგა თენგიზ სულაქველიძის დებიუტი საბჭოელთა შემადგენლობაში და მურთაზ ხურცილავას შემდეგ ქართველებიდან ყველაზე ბევრჯერ მოირგო ამ ნაკრების ფორმა.

ეს ძალიან რთული და პრობლემური იყო, თუკი რუს ან უკრაინელ კონკურენტს ქართველი ორი თავით არ სჯობდა.

თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა თავისი წარსულიდან საინტერესო ამბებს იხსენებს...

სამჯერ მარადონას წინააღმდეგ

- მარადონას წინააღმდეგ სამჯერ ვითამაშე: ორჯერ - საბჭოთა ნაკრებში, ერთხელაც თბილისში, ამხანაგურ შეხვედრაში.

აქ ხისტად ვეთამაშებოდი და ბევრმა მკითხა, რას ერჩოდიო. მას კი არ ვერჩოდი, როგორც ყოველთვის, მოედანზე მონდომებული გავედი და მაინტერესებდა, რა შემეძლო ამ ასაკში...

მარადონამ გამაოცა, ისე კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში ახალგაზრდები გავიყვანეთ და მაინც გადაგვირბინეს.

მატჩის ორგანიზატორმა ნიკო პატარქალიშვილმა ჩემსა და საშა ჩივაძეზე უთხრა, ამათ შენ წინააღმდეგ უთამაშიათო. შევნიშნე, ვერ გაგვიხსენა. ისე გვიყურებდა, თითქოს ამბობდა - ბუნდოვნად მახსოვს ჩემი ახალგაზრდობაო...

როგორ მოხსნეს მალოფეევი

- მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დანიელებს შევხვდით. მაშინ ნაკრებს ედუარდ მალოფეევი ავარჯიშებდა და მინსკის "დინამოდან" ბევრი მოთამაშე დააწინაურა, ქართველებს კი არ გვწყალობდა.

დანიელებში აშკარად გამოირჩეოდა ელკიაერ-ლარსენი, რომელთანაც ყველაზე მეტად გამიჭირდა. მე, პირადად, ფიზიკურად ასეთი ძლიერი მოთამაშე არ მინახავს. კოპენჰაგენში 4:2 წავაგეთ და მატჩის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებულებს, კრება მოგვიწყვეს. დიდი ამბავი ხდებოდა, მთავრობიდან და სპორტკომიტეტიდან მოვიდა ხალხი.

ფიზიკურად მეც ძლიერი ვიყავი და ხშირად მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშის "ჩაკეტვა" მევალებოდა. მალოფეევს ამიტომაც ჰკითხეს, ელკიაერ-ლარსენი თუ ასეთი მაგარი იყო, სულაქველიძე პერსონალურად რატომ არ დაუყენეთო. რა დავალება, თამაშამდე თქვა, ლარსენი თამაშობს და ელკიაერი არ იქნებაო - ისინი სხვადასხვა მოთამაშეები ეგონა.

მაინც უტიფრად თქვა, სულაქველიძე როგორ არ დავუყენე, მაგრამ ვერ "ჩაკეტაო". აშკარად ხელებს მაწმენდდა და ვთქვი - იტყუება, ასეთი დავალება არ მოუცია-მეთქი. რომც ეთქვა, მაშინ დანიელი თავდამსხმელი ისეთ ფორმაში იყო, ვერავინ გააჩერებდა. დასაევმა, ბლოხინმა და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ამიბა მხარი.

მალოფეევი აღარ მიწვევდა, საჩემპიონატო განაცხადიც მან შეავსო და მსოფლიოს ჩემპიონატი გამომატოვებინა, მანამდე კი თავად მოხსნეს და ვალერი ლობანოვსკი დანიშნეს. არადა, მაშინ მარჯვენა მცველის პოზიციაზე კონკურენტი არც მყავდა...

ლობანოვსკის საჩუქარი და უჩვეულო შეთავაზება

- 1988 წელს, როცა 32 წლის ვიყავი და კარიერას ვამთავრებდი, ლობანოვსკიმ ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანა. მანამდე, შესარჩევ ციკლში, ისლანდიასთან ვაგებდით და პირველი ტაიმის დასრულებამდე 15 წამით ადრე ანგარიში გავათანაბრე. ეტყობა, არც ეს დამივიწყა და არც ძველი დამსახურებები.

ლობანოვსკი ძალიან მაფასებდა, ევროპის ჩემპიონატზე 2 მატჩი მათამაშა და ვერცხლის მედალიც ჩამოვიტანე. სხვათა შორის, მასაც ძალიან სურდა ჩემი და საშა ჩივაძის წაყვანა და ბესკოვსაც, მოსკოვის "სპარტაკში". რუსები თვეში 10 ათას მანეთს და მოსკოვის ცენტრში ბინას გვპირდებოდნენ.

იმ პერიოდისთვის ეს ზღაპრული პირობები იყო. თბილისის "დინამოში" მაშინ 250-300 მანეთს ვიღებდით, მოგებაზე კი პრემია 100 მანეთი იყო, ბინას და მანქანას გვაძლევდნენ. ესეც ნოდარ ახალკაცის დამსახურება იყო, თორემ ჩვენამდე ეს პირობებიც სანატრელი ჰქონდათ...

მაგრამ მაშინ კონკურენტ გუნდში წასვლა სირცხვილი იყო და დაუფიქრებლად უარს ვამბობდით.

ალბათ, დღეს ამაზე ბევრს გაეცინება, მაგრამ დრო უკან რომ მიბრუნდეს, იმავეს გავაკეთებდი - იმიტომ, რომ თბილისის "დინამო" ჩემთვის მსოფლიოში პირველი გუნდი იყო და დღემდე ასეთად რჩება. მოსკოვსა და კიევში შეპირებული უზარმაზარი ხელფასებიც ვერ გადაწონიდა იმ დიდ სიყვარულს, რასაც საქართველოში ხალხისგან ვგრძნობდით.

ეს უბრალო სიტყვები არაა, ასეთი აზრებით ვცხოვრობდით.

გაცილება... სატვირთო მანქანით

- ვალერი ლობანოვსკი კიევის "დინამოში" რომ დაბრუნდა, ძველი თაობის გამორჩეულ ფეხბურთელებს საბჭოთა პერიოდში სათანადო პატივი ვერ მივაგეთო და ახალი "მერსედესებითა" და 200-200 ათასი დოლარით დააჯილდოვა.

ასე დააფასეს ვეტერანები. თბილისის "დინამოში" კი ცუდი ტრადიცია იყო დამკვიდრებული - მოთამაშე უნდა გაეგდოთ, იშვიათად, რომ ვინმე საკუთარი ნებით წასულიყო. მე და რამაზ შენგელია კი მართლა საკუთარი ნებით წავედით.

მაგრამ უცნაურად გაგვაცილეს - "პლაშჩები" ჩაგვაცვეს, სატვირთო მანქანით სტადიონზე წრე შემოვარტყით და... დამთავრდა კარიერა... სამარცხვინო იყო... გული დაგვწყდა, რადგან ღირსები ვიყავით, ნორმალური გაცილება და დასამახსოვრებელი საღამო მოეწყოთ. ერთი ბანკეტიც არ გაუკეთებიათ.

ჩემზე არაფერს ვიტყვი, რამაზი ხომ ნამდვილად იმსახურებდა გაცილებით მეტს - ქართველებიდან ყველაზე მეტჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად...

1988 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოვიპოვე, ჯანი კიდევ მქონდა, მაგრამ დროული წასვლა ვამჯობინე. მაგრამ არასწორი დამოკიდებულება იყო - 30 წელს მიახლოებულს უკვე "ბებერს" ეძახდნენ. ფეხბურთელი პასპორტით არ უნდა შეაფასო, თუ ფორმაშია, გამოიყენე, რა! ახალგაზრდაც, შემადგენლობაში ნიჭით უნდა მოხვდეს და არა ასაკის გამო. არადა, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატიდან ჩამოსულს, 26 წლისას, უკვე მესმოდა - სულაქველიძე ვეტერანიაო და გული მიკვდებოდა...

პირველი ქართველი ლეგიონერები

- "დინამოდან" გაგვაცილეს და 1989 წელს შვედეთიდან მოწვევა მოვიდა. მე და რამაზი "ჰოლმსუნდში" გადავედით, რომელიც პირველ ლიგაში თამაშობდა. საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა, უცხოეთში გასვლები დაიწყო და ასე გავხდით პირველი ქართველი ლეგიონერები მე და შენგელია.

"ჰოლმსუნდი" ნახევრადპროფესიული კლუბი იყო, მაგრამ 2 ათასი დოლარი დაგვინიშნეს. "დინამოც" კმაყოფილი დარჩა, რადგან კლუბმა ამ ტრანსფერებში "ვოლვოს" ავტობუსი მიიღო, 3 თუ 4 წელი კი შვედები გუნდს "პუმას" ეკიპირებით ამარაგებდნენ.

...შვედეთის პირველ ლიგაში მაღალი დონე არ იყო და იოლად შევეგუეთ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვიყავით, რადგან ფეხბურთიდან, ფაქტობრივად, წასულები ვიყავით და აქ სამსახურებიც ვერ ვიშოვეთ. იქიდან დაბრუნებულებიც ლამის ერთი წელიწადი უმუშევრები დავდიოდით.

კიდევ კარგი, ქვეყანამ და ფეხბურთის ფედერაციამ დამოუკიდებლობა მოიპოვა - ნოდარ ახალკაცმა დაგვასაქმა მე, ჩივაძე, შენგელია, კოსტავა, გაბელია, მუჯირი და იმ პერიოდისთვის საკმაოდ ნორმალურ ხელფასსაც ვიღებდით, თორემ, კაციშვილი არ იყო ჩვენი პატრონი.

რამაზი მაგრად დამაკლდა

- მე, თამაზ კოსტავა, რამაზ შენგელია და ზაურ სვანაძე ქუთაისში ერთად გავიზარდეთ და ფეხბურთშიც თითქმის ერთად მოვედით. რამაზისთან მაინც განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა: მეზობლადაც ვცხოვრობდით, ნაკრებშიც ლამის ერთად მიგვიწვიეს და - უცხოეთშიც.

ბავშვობაში რამაზს ქუჩისკენ ჰქონდა მიდრეკილება, მაგრამ ფეხბურთმა გვიშველა. მოედანზე მსგავსი ღირსეული საქციელით ბევრი მოთამაშე არ გამოირჩეოდა. რასაც რამაზს ფეხებში ურტყამდნენ, წესით, ბევრჯერ პასუხი უნდა დაებრუნებინა, მაგრამ თავშეკავებული გახლდათ და საკუთარ თავს გუნდზე მაღლა არ აყენებდა.

"ტორპედოში", "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში ერთად ვთამაშობდით და მისი უხეშობა არ მახსენდება.

ამ დონის თავდამსხმელი არა მხოლოდ საქართველოში, მთელ პოსტსაბჭოეთში ერთი ანდრეი შევჩენკო თუ იყო. ამიტომაც მიხარია, "საბურთალომ" გლდანში, "ამერის" სტადიონს რამაზის სახელი რომ უწოდა. მე თუ მკითხავთ, შენგელიამ საქართველოსთვის იმდენი გააკეთა, თბილისში მისი სახელობის ქუჩაც უნდა იყოს.

რამაზი ძალიან დამაკლდა... არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, დიდი პიროვნებაც იყო.

ნიჩბოსნობაზე

- მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, 8 და-ძმა ვიყავით. 15 წლის იყო ჩემი ძმა, რიონში რომ დაიხრჩო. ამის გამო, პატარაობიდანვე ცურვა ისე კარგად მასწავლეს, რომ 6 წლისა უკვე მაგრად ვცურავდი.

ჩემს სახლთან ახლოს ნიჩბოსნობის ბაზა იყო და ეს სახეობა ისე მომწონდა, 13 წლამდე აკადემიურ ნიჩბოსნობაზე დავდიოდი და ჩემს ასაკში რამდენჯერმე ქალაქის ჩემპიონიც გავხდი. პარალელულად, ფეხბურთზე დავდიოდი და ბევრსაც ვცურავდი.

ნიჩბოსნობაში საჭიროა ფეხის, ხელისა და წელის სინქრონული მოძრაობა, ხერხემლისთვისაც კარგია და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი გამხადა.

მაგრამ, ეს ჩემთვის გართობა იყო, ფეხბურთი კი უზომოდ მიყვარდა და სკოლასა და ეზოშიც სულ ვთამაშობდი.

თევზაობა და ნადირობაც მიყვარს. ერთხელ დათვზე სანადიროდ წავედით, მაგრამ ბოლომდე არ გავყევი - სუფრა გაიშალა და ვიფიქრე, დათვს შევაკლა თავი-მეთქი?

ივარჯიშეთ კედელთან!

- ტექნიკური ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, მაგრამ ბევრს ვშრომობდი და, რაც მთავარია, სწორი მიმართულება მომცეს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და გამიმართლა კიდეც, რადგან "ტორპედოში" გიგა ნორაკიძე მავარჯიშებდა, "დინამოში" კი - ნოდარ ახალკაცი. მათ ბევრი რამ მასწავლეს.

შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა ვარჯიშის შემდეგ ნახევარი საათი და ხან მთელი საათიც ვრჩებოდი ბაზაზე და სხვადასხვა ილეთს ვსწავლობდი. განსაკუთრებით ბევრს ვვარჯიშობდი "კედელთან", ტექნიკური პრობლემები რომ მომეგვარებინა. მართლაც, ამ ვარჯიშებით გავაუმჯობესე ბურთის მიღება, ჩამოღება, დამუშავება... ამისთვის "გრეჰეთბოლიც" კარგია.

საბოლოოდ, ამ შრომამ შედეგიც გამოიღო. ჩემზე არავინ ამბობდა, ტექნიკური ფეხბურთელიაო, მაგრამ თამაშში ბევრად მოვუმატე და გუნდისთვის გაცილებით სასარგებლო გავხდი...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

dato
რა დრო იყო,როცა "ბაიერნს,ლივერპულს,ფეინოორდს,ვესტ-ჰემს,ნაპოლის,ინტერს,ჰერტას" ლამაზი ფეხბურთით ვუგებდით (არაფერს ვამბობ კიევის "დინამოზე" და რუსეთის საუკეთესო გუნდებზე).ვეღარ ვიხსენებ ძლიერ გუნდებს.ბელგიის "სტანდარტმა" კინაღამ ფეხბურთი შეგვაზიზღა.მარადონას ღირსეულად "უმკლავდებოდა",მაგრამ გოლი მაინც გაუტანა ს.ს.რ.კ-ს,ოღონდ "საჯარიმო"დარტყმით.
giorgi
ვაჟა-ს ეს გუნდი ფეინოორდი იყო
mm
ჭომა, რამაზი, საშა, ვიტალი, ოთარი, დათო, ვოვა და თქვენი თაობა იყვნენ საქართველოს სიამაყენი. თქვენ აამღერეთ მთელი საქართველო.ახალკაცი კი გენიოსი გახლდათ.
დავით ფოფხაძე
დიდი და თავდადებული ფეხბურთელი იყო მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა
დავითი
ფეხბურთელი კარგი იყო მაგრამ შემდეგ ჩვენი ფეხბურთის დასამარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა
tengo sulakvelidze
ჩემო დავითა შენ ვინ რა გითხრა ეგ შენთვის შეინახე ჯერ ნახე მერე ილაპარაკე
tengo sulakvelidze
ჩემო დავითა შენ ვინ რა გითხრა ეგ შენთვის შეინახე ჯერ ნახე მერე ილაპარაკე
beretta
ბატონო თენგიზ,ტქვენი სუტყვები მახსოვს,მარადონას რო დავეტაკე,თითქოს კედელს დავეჯახე ისეთი შეგრზნება მქონდაო.ასეთ კედელს რომ ტოლ-სწორად ეთამაშები და არაფერს დაუთმობ ეგ უკვე ვარსკვლავობა.და საერთოდაც,იმ პერიოდის დინამო ვარსკვლავებით იყო სავსე.ღმერთმა დიდხანს და ჯამრთელად გამყოფოთ თქვენც და ის ხალხიც ვის საყურებლადაც დინამოზე მოვდიოდით.უფალმა გაანათლოს ბატონი ნოდარ ახალკაცის,ვიტალი დარასელიას,დათო ყიფიანის და სულ დაუდეგარი და ვერცხლის წყალივით მოძრავი რამაზ შენგელიას სულები.თქვენ დინამოზე ვაბოდებდით იმ დროის პატარა ბიჭები და ოცნებათ გვქონდა დინამოში მოხვედრა.ჩვენთვის რელაიც იყავით ბარსელონაც და იუვენტუსიც.ღმერთმა გაგაძლიეროთ
ქუთაისელი
ჭომა მაგარი ხარ ძმაო,ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს ჯანმრთელი და ბედნიერი.
დავითა
ერთი სიტყვით კარგი ფეხბურთელი. თუმცა ბევრისგან ძალიან ცუდი მსმენია მის სკოლაზე და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. თ ეს ასეა ბავშვთა ფეხბურთს აშკარად არ რგებს.
mauricio
ქართველი გატუზო, თუმცა ფეინოერდს გოლი შეუგდო დიაგოც არ იტყოდა უარს;
ვაჟა
ჰოლანდიის ერთერთ გუნდთან თამაშის დროს ვერავინ ვერაფერი მოუხერხა მათ "ხელოვნურ თამაშგარეს"-თენგიზმა კი ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თავის თავს გაუკეთა წინ პასი და გაიტანა გოლი. ეს ფეხბურთის ენციკლოპედია იყო!!!- გვახსოვს ჩვენ ესეც!!!
ლაშა
ბატონო თენგო! თქვენ ახალ თაობას ლექციები უნდა წაუკითხოთ და პატრიოტიზმის მაგალითი მისცეთ.
akhali
ძალიან ძლიერი და შეუდარებელი იყო სულაქველიძე!უნივერსალი!დღეს მსოფლიოს ნებისმიერი კლუბის ძირითადში იქნებოდა!და რა ტექნიკა არ მყოფნიდაო?სულაქველიძე ბურთს თითქმის არ კარგავდა!
kola
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ იმ ბიჭებს,ვინც ამდენი სიხარული მოგვიტანეთ.გაიხარეთ.ვინც დაიღუპა,ღმერთმა აცხონოს.
tengo
tengo, shen shromit shedzeli. axla vin shromobs
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
იტალია-საქართველო 6:1 - ქართველმა გოგონებმა ევროპა მარცხით დაიწყეს
ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
[ფრაგმენტი ისტორიიდან] დაუბრუნეთ ჯემალ ხერხაძეს ტიტული!
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
ვინ არის ქართველი "რობინიო"? ლევან ბარაბაძე "ლევანტესა" და "ალმერიას" ობიექტივში
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
როცა ნიჭი და ბიჭი ხელიდან გვეცლება - ამას თორნიკე კარგად უნდა ხვდებოდეს
[ახლო ხედით] ვახტანგ ჭანტურიშვილი: ამას არავის დასანახად არ ვაკეთებ...
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
დღეს საქართველოს ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება
თბილისის "დინამოს" კაპიტანი თურქეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
თამაზ კოსტავა: ვინც სპონსორებთან ვერ იმუშავებს, უმაღლეს ლიგაში ადგილი აღარ ექნება
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"მარკ სტარსის" თასი: ტყიბულის "მეშახტის" ტრიუმფი
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
"რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ უნდა მოეკვეთათ, საქართველოს თქვენთვის სანქციები არ უნდა დაეწესებინა და სსრკ-ის დროინდელი მეგობრული ურთიერთობების აღდგენა შეგვიძლია" - თენგიზ სულაქველიძის ინტერვიუ რუსულ პრესასთან
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
იუბილე: გიორგი ჩიხრაძე - 50!
[სპეციალისტის აზრით] არ თამაშობენ კი არა, ვერ თამაშობენ!
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] პატარა ქალაქის ჩირაღდნები
ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება
საქართველოში 20 ახალი სარაგბო და საფეხბურთო მოედანი აშენდება