ზე რაგბის კლუბ "ბრამბიზის" კაპიტანმა ბენ მოუენმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აგვისტოდან სათამაშოდ ფრანგულ "მონპელიეში" გადადის
2014 წელი უსიამოვნოდ დაიწყო ავსტრალიის ნაკრების გულშემატკივრისთვის - "ვოლაბების" და ზე რაგბის კლუბ "ბრამბიზის" კაპიტანმა ბენ მოუენმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აგვისტოდან სათამაშოდ ფრანგულ "მონპელიეში" გადადის (3-წლიანი კონტრაქტი), სადაც სავარაუდოდ, მამუკა გორგოძის ადგილს დაიკავებს, რომელიც იმ დროისთვის უკვე "ტულონში" იქნება გადაბარგებული.

ავსტრალიელი მარბიელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო, თუმცა ფრანგულ კლუბში ასპარეზობა გაცილებით უკეთეს ფინანსურ შემოსავალს გაუჩენს მას და თან მოუენი ოჯახის წევრებთან ერთად იქნება, ვინაიდან ბენის მეუღლე და 2 წლის შვილი უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ცხოვრობენ.

ავსტრალიის რაგბის ფედერაცია და "ვოლაბების" მთავარი მწვრთნელი უეინ მაკენზი უაღრესად შეშფოთებულები არიან მომხდარი ფაქტით, ვინაიდან მოუენი გუნდის ლიდერად მიიჩნევა და მასზე უდიდესი ავანსები იყო გაცემული.

სწორედ ბენი უნდა გასძღოლოდა საკუთარ გუნდს 2015 წლის მსოფლიოს თასზე, თუმცა ეს, სავარაუდოდ, აღარ მოხდება, რადგან ავსტრალიის ნაკრების კარი მჭიდროდ არის დახურული ლეგიონერებისთვის.

"უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში ვცდილობდით, წარმატებით გვეწარმოებინა მოლაპარაკება ბენთან, რათა ის დარჩენილიყო ზე რაგბიში და ეროვნულ გუნდში, თუმცა მან არჩევანი საბოლოოდ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნაზე გააკეთა.

პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ მოუენი გადაწყვეტს ავსტრალიაში დაბრუნებას, მისთვის ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება" - განაცხადა მაკენზიმ.

ავსტრალიის ნაკრების გულშემატკივარს მცირე ოპტიმიზმი დაუბრუნა ზე რაგბის კლუბ "ბრამბიზის" მგეზავმა მეტ ტუმუამ, რომელმაც განაცხადა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგაც არ აპირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სათამაშოდ წასვლას, რადგან ეროვნული გუნდის მაისურით თამაში მისთვის უმნიშვნელოვანესია.

თუმცა ამით პრობლემა მოგვარებულად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან "ბრამბიზი" ჯერ კიდევ ყველანაირი ხერხით ცდილობს შეინარჩუნოს გუნდის სხვა ლიდერები, რომლებიც, ამავდროულად, ავსტრალიის ნაკრების ღირსებას იცავენ. ესენია: კრის ლილიიფანო, ნიკ ვაითი, ჯესი მოგი, სკოტ სიო და სკოტ ფედი. ყველა მათგანს კონტრაქტი 2014 წლის სეზონის ბოლოს ეწურება.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ავსტრალიის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელი ბილ პალვერი არ აპირებს დანებებას და ჯიუტად თვლის, რომ ევროპაში სათამაშოდ წასული ლეგიონერების ნაკრებში ჩამოყვანა დაუშვებელია.

ამიტომაც მზადდება ახალი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გაამკაცრებს წესებს და ხელს შეუშლის წარმატებულ მოთამაშეთა გადინებას ბებერ კონტინენტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓖᓔ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ
ზე რაგბის ფინალი: ჩიფსი VS ბრამბიზი
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ზე რაგბი: "ჰარიკენზი" პლეი ოფშია, "ჯვაროსნებმა" გვიან გაიღვიძეს
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ზე რაგბის სერიოზული და ისე რა ნომინაციები
ᓖᓔ ᓠᕐᓒᓑᕘ: "
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ზე რაგბი: ისევე, როგორც შარშან
"ჩიფსმა" ზე რაგბის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ზე რაგბი: ოვინ წაართმევს ტიტულს "ჩიფსს"?
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
"ᓕᓝᓠᓐᓗᓐᓖᓘ" ᓖᓔ ᓠᓐᓒᓑᓘᓡ ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓣᓚᓘ ᓒᓐᓮᓓა
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს