8 თებერვალს, ლისაბონში გამართულ მატჩში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს
8 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასზე წლევანდელი გათამაშების მეორე მატჩი სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან გამართა.

ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ანგარიშით 34:9 გაიმარჯვეს.

ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. უწყინარ სიტუაციაში მეტოქემ საჯარიმო მოიპოვა, რომლის გატანაც პედრო ავილას არ გასჭირვებია, თუმცა გათანაბრება "ბორჯღალოსნებმა" მალევე შეძლეს. ეს მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა მოახერხა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაჰკრა - 3:3.

ამის შემდეგ "მეკოს" საჯარიმოს დარტყმის შესაძლებლობა ზედიზედ სამჯერ (მე-16, 21-ე და 27-ე წუთებზე) კიდევ მიეცა და მანაც დაკისრებულ მისიას თავი სამივეჯერ ბრწყინვალედ გაართვა, რითაც საქართველოს ნაკრები ანგარიშში წინ გაიყვანა - 12:3.

33-ე წუთისთვის კვირიკაშვილმა უკვე არეკნით სცადა ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა საკმაოდ შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ლელოს დადებაც მოახერხა - შერკინების შემდეგ ბურთი თედო ზიბზიბაძემ აიტაცა და პორტუგალიელთა ჩათვილის მოედანში დადო. კვირიკაშვილს რეალიზაცია არ გამოუვიდა და ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისშიც, როგორც პირველში, საჯარიმოს დარტყმის უფლება მასპინძლებმა მოიპოვეს და ავილამ ამჯერადაც ზუსტად დაარტყა, თუმცა ამას ორიოდ წუთშივე უპასუხა კვირაკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი - 20:6.

53-ე წუთზე ავილამ მესამედაც იხეირა საჯარიმოთი და ანგარიშში სხვაობა კვლაც შეამცირა, მაგრამ ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და მე-60 წუთისთვის მეორე ლელოც გაიტანეს.

შეტევის მარცხენა ფრთაზე კვირიკაშვილმა გაჭრა მეტოქის ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში შეიტანა, რასაც ზუსტი რეალიზაციაც მიაყოლა - 27:9.

მატჩის ბედი 71-ე წუთზე გადაწყდა. თამაზ მჭედლიძემ გაჭრა მეტოქის ხაზი, გაირბინა მეტოქის მოედნის ლამის მთელი ნახევარი, შეტევა კი ლელოთი დავით კაჭარავამ დაასრულა. "მეკომ" რეალიზაცია ზუსტად დაჰკრა და 34:9 - "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ.

დარჩენილ დროში "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულის მომტანი მეოთხე ლელოს გატანა ვეღარ მოასწრეს და საბოლოოდ მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა.

ევროპის ერთა თასის მეორე ტურში რუსეთის ნაკრებმა რუმინეთს უმასპინძლა და უშანსოდ, ანგარიშით 3:34 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ რუმინელებმა პრემიალური ქულა მოიპოვეს და ჯგუფში ქულებით საქართველოს გაუთანაბრდნენ.

შინ მოუგო ესპანეთის ნაკრებმა ბელგიას - 11:6.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 22 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე რუსეთის ნაკრებთან გამართავენ.

იხილეთ ვიდეო

PARFIUMER
ჯორჯი მართალია... როცა იცი რომ უეჭველი წაგებული გაქ ან პირიქით მოგებული გაქ ძნელია თამაში... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ დაუღლელად მოუგეს, პრემიალურის აღებაც ტექნიკური პრობლემის ბრალი იყო თორე მინიმუმ ერთი ლელო დასადები იყო კიდევ... მოკლედ ბიჭებს წარმატებები და იმედია რუსებს დაანგრევენ როგორც ჩვევიათ :)
GiorgiG83
მეც მეტს მოველოდი. ფაქტია ღერძი კვლავ პრობლემაა ჩვენს გუნდში, კიდევ სხვა ბევრი არც თუ უმნიშვნელო დეტალი, მარგამ... ვიხსენებდი დროს როდესად ვაგებდით ლიხტენშტეინთან, პოლონოეთთან, იგივე პორტუგალიასთან, ურუგვაისთან, ჩილესთან, რუმინეთთან აშკარად წინ წავიწიეთ, მაგრამ ეს წინსვლა ვერ ეყოფა იტალიას და შოტლანდიას... უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, მომავალს იმედით ვუყურებ, მარგამ ეს მომავალიც უნდა დადგეს (U 21, U 19, U 17) სანამ ტოპ 14-ში და ფედერალ 1-ში რეგულარულად არ ითამაშებს ჩვენი ბიჭები და ეროვნული რუმინეთის ლიგას არ დაეწევა ხარისხით - დიდი პრეტენზიის უფლება არ გვქონია. 14-13 ადგილის მსურველი გუდი პორტუალიასთან უშეცდომოდ და პრემალიურით, ლაღი რაგბით უნდა იგებდეს.
jorji
ძნელია რეალურად შეაფასო თამაში როცა მეტოქე აღარ გყავს ღირსეული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა თითქოს პორტუგალიელებს საერთოდ ყელში ამოუვიდათ რაგბის თამაში რადგანაც სასიკეთოს ვერაფერს აღწევენ და არც არაფერი უკეთესი წინ არ ელოდებათ. დარწმუნებული ვარ რუმინეთთან სულ სხვა რაგბის ვიხილავთ ჩვენი ბიჭების შესრულებით.
giorgi
არ ვარგოდა თამაში არაფრად .ერთი რაც იყო შესანიშნავი თაზო მჭედლიძის გარღვევა.გამოასწორეთ შეცდომები.ასეთი თამაშით ჩვენ რუმინეთს ვერ მოვუგებთ.
geo
რა უფლებით გააცილეთ აბუ, როცა ღირსეული შემცვლელი არ გყავდათ? კი ვიცით შინაურულად, რა ჩ-ბას ქონდა ადგილი, მაგრამ ასე თუ გააგძელებდით არ მეგონა.... გამოიძახეთ აბუ, ნამდვილად ვიცი, რომ სული უკაწკაწებს თამაშის დროს..... გადაახტით საკუთარ თავს.
zviadi
გილოცავთ ყველა ქართველს ყველა მოთამაშეს.თაზო მალადეც მაგარი ხარ.
papuna
მგონი სჯობს ჰეიგმა გადახედოს სხვა 9ნომრებსაც საქართველოში, თუნდაც ქუთაისის 9 ნომრები ავიღოთ. ძალიან ძლიერი 9 ნომერი დაიმატეს ეხლახანს.მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა და ახალი სეზონიდან კი აიას რიგებს დაიცავს. იქნებ დროა 9 ნომრები გადაიხედონ
acho
ბიძინა სამხარაძე გამოიძახონ
achi
სამხარაძე აშკარად გვჩირდება და რატო არ იძახებენ?
achi
სამხარაძე გვჩირდება და გამოიძახონ რააა ))))))))
DITO
გაიხარეთ,გაგვახარეთ,გაგიმარჯოთ!!!!!!
ასა
თამაში არ ვარგოდა.საშუალო დონეზეც არ უთამაშია არავის, განსაკუთრებით სცოდავდნენ მესამეხაზელები და გამომტანი(9 ნომერი) ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრებმა შეიძლება ძალიან ცუდად ითამაშოს და საქართველოს მოუგოს;ვინმე შეაქებს?
Erekle
პირველი ლელო გაიტანა თედო ზიბზიბაძემ და არა დიმა ბასილაიამ გაასწორეთ
GiorgiG83
მეც ეგრე ვთვლი - კარგია, რომ პორტუგალიასთან მოგება ეჭვგარეშეა, მაგრამ ასეთი თამაშით ჯერ აშკარად შორს ვართ იმ დონისგან რასაც ტონგა, ფიჯი, იტალია და შოტლანდია გვთავაზობს. ფაქტია ჯერ სამუშაო ძალიან ბევრია. იმედია დარცენილი 3 თამაში უფრო მაღალი ხარისხის იქნება
ზვიადი
ბიჭებო გილოცავთ, რა თქმა უნდა მაგრამ ნოემბრის ტესტ მატჩებზე თქვენს მიერ თამასა ისე მაღლა აიწია და ისეთი მაღაკი დონის რაგბი ვიხილეთ, რომ გაცილებით უკეთესად თამაში გვმართებს, რომ აუცილებლად მოვუგოთ რუმინელების ზალზედ ძლიერ ნაკრებს და პირველ ადგილზე გასულები ახალ ზელანდიასთან ერთად მოვხვდეთ ჯგუფში.....
shalva73
ძალიან ადვილი მოგება თამაშით, რომელიც რბილად რომ ვთქვათ იდეალურისგან საკმაოდ შორს იყო. მადლობა ბიჭებს, მაგრამ აშკარად უკეთესად თამაში გვმართებს. წინ საქართველო!!!
MM
გენაცვალეთ ბიჭებო. მაგრები ხართ.
mamuka
გილოცავთ ბიჭებო! მაგრები ხართ. ისე მივეჩვიე მუდმივ გამარჯვებებს, თქვენს წაგებას ვერ გადავიტან:) ღმერთი თქვენსკენ ნაგარო ბიჭებო!
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
რაგბის ლეგიონი: თამაზ მჭედლიძემ ლამაზი ლელოთი დაიწყო [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒეთᓘᓡ ᓓᓘᓕᓘᓖᓘᓝᓜᓔბᓘᓡ 37 ᓒᓣᓜᓓᓨᓘ 65 ᓥᓐᓠᓗᓕეᓚᓘ მოᓠᓐᓒᓑᓔ იᓠიᓪხᓔბᓐ
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
პრო დე2: სათამაშო პრაქტიკა "შემოდგომის ერთა თასამდე
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
პორტუგალია-საქართველო 9:34 - მითი დაიმსხვრა [VIDEO+PHOTO]
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
თამაზ მჭედლიძე: საქართველოს ჰიმნზე დადგომა მომენატრა
კარიერაში ძალიან მძიმე პერიოდი მიდგას, - თედო ზიბზიბაძე მსოფლიოს თასს ტოვებს
მილტონ ჰეიგი: უელსის დამარცხება? - რატომაც არა?!
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
"ბორჯღალოსნებმა" რუსების ძლევით მსოფლიოს თასის საგზური გაინაღდეს! [VIDEO]
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
"ბორჯღალოსნები" სტუმრად პორტუგალიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ქართული ლეგიონი: ორი ლიდერია, შვიდი საპლეიოფოშია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს