ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!

შალვა მამუკაშვილი: პატივი ეცით ჩვენს მეტოქეებს!

"მინდა მოვუწოდო ქომაგებს, ღირსეეულად ვუმასპინძლოთ რუსეთის ნაკრებს, ისინიც ჩვენნაირი მორაგბეები არიან და ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ"
შალვა მამუკაშვილი საქართველოს ნაკრების ახალი თაობის წარმომადგენელია. თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა ის დადებითი თვისებებია, რომლებმაც ეს შერკინების კვაჭი ეროვნულ გუნდამდე მიიყვანა.

23 წელი ის ასაკია, როცა შერკინების პირველხაზელი საბოლოოდ ყალიბდება და კარიერაში აღმასვლა უნდა დაეწყოს. შალვას სარაგბო ცხოვრებაში სწორედ ეს ეტაპი უდგას და, იმედია, ნიჭიერი მოთამაშე მაღალი მწვერვალებისკენ გაიკაფავს გზას.

იქამდე კი, ჩვენი საუბარი რაგბიში მისი პირველი ნაბიჯებით დავიწყეთ.

- რაგბიში ბიძამ ექვსი წლის ასაკში მიმიყვანა. ის თვითონაც მორაგბე იყო და თბილისის "შევარდენის" ღირსებას იცავდა. ამდენად, ჩემი პირველი გუნდი სწორედ "შევარდენი" იყო, რომელსაც იმ ხანად, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ვიდეოანალიტიკოსი დავით რამიშვილი წვრთნიდა. მალე ოჯახური პრობლემების გამო რაგბიზე სიარულს თავი დავანებე, რადგან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლამ მოგვიწია.

ათი წლის ვიყავი, როცა ისევ ბიძამ, ამჯერად, "ყოჩებში" მიმიყვანა, სადაც ჩემი მწვრთნელები ნიკო ჭავჭავაძე და აწგარდაცვლილი ლევან სოხაძე იყვნენ. ეს 2000 წელს მოხდა და 11 წელიწადი სწორედ ამ გუნდში დავყავი.

- თავიდანვე შერკინების კვაჭი იყავით თუ სხვა პოზიციებზეც მოსინჯეთ ძალა?

- თავიდანვე კვაჭი ვიყავი. სხვა პოზიციაზე არასდროს მითამაშია. დერეფანში ბურთს კარგად ვაგდებდი და ჭაბუკთა ლიგების გათამაშებებიდან მოყოლებული, დღემდე შერკინების კვაჭი ვარ. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებაში ნიკო ჭავჭავაძეც დამეხმარა, რომელიც ასევე ამ პოზიციის მოთამაშე იყო.

- რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის "ყოჩები"?

- "ყოჩები" ჩემი მეორე ოჯახია. იქ ძალიან ბავრი რამ ვისწავლე. უფრო სწორად კი ლევან სოხაძემ მასწავლა. არა მარტო რაგბი, არამედ მეგობრობა, ერთმანეთის სიყვარული, ძმური ურთიერთობა. სულ გვეუბნებოდა - გუნდში ორმოცნი ხართ, რაგბი შეიძლება ვერც ერთმა ითამაშოთ, მაგრამ ერთმანეთის მეგობრები სამუდამოდ უნდა დარჩეთო.

- მიუხედავად ამისა, "არმიაში" გადახვედით...

- დიახ, "არმიაში" ორი წლის წინათ გადავედი. დალაგებული, ძლიერი გუნდია. სამწუხაროდ, ჯერ არმიელებთან ერთად ჩემპიონობა ვერ მოვიპოვე. მხოლოდ გაზაფხულის ტურნირი მოვიგეთ და შარშან საქართველოს ჩემპიონატის ფინალში "ლელოსთან" წავაგეთ.

- "არმია" მიმდინარე გათამაშების ფავორიტია, თუმცა სეზონი გუნდმა მძიმედ დაიწყო...

- ნამდვილია, თავიდან გაგვიჭირდა. როგორც ყველა გუნდში ხდება ხოლმე, ჩვენც გვქონდა ჩავარდნა. რამდენიმე თამაში ვერ მოვიგეთ და მე-7 ადგილზე ვიყავით. ნელ-ნელა მდგომარეობის გამოსწორება შევძელით და ახლა სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე ვართ. ცხადია, ყველაფერს ვიღონებთ, რათა გუნდმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს.

- ჩემთვის ცნობილია, რომ "კომაროვის" ფიზიკა-მათემატიკური სკოლა გაქვთ დამთავრებული...

- ფიზიკა და მათემატიკა ბავშვობიდან მიზიდავდა. ამიტომ, "კომაროვის" სკოლაში გამიწიეს რეკომენდაცია, რომლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ინფორმატიკის ფაკულტეტზე. ისე მოხდა, რომ სტუდენტობის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მომიწია თამაშმა, რის გამოც სწავლას სათანადო ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. ამიტომ, ინფორმატიკის დარგში მაღალი დონის პროფესიონალი არ ვარ. ისე, მათემატიკური აზროვნება ბევრ რამეში მეხმარება რაგბის თამაშისას. თუნდაც მოედნის ხედვაში, სწორი გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში და ასე შემდეგ.

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრე. როგორ გაიხსენებ ჩვენს ეროვნულ გუნდში გატარებულ პირველ დღეებს?

- საქართველოს ნაკრებში პირველად 2011 წელს მიმიწვიეს. მაშინ ჩვენი გუნდი, ივნისში ბუქარესტში IRB-ის ერთა თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა. ჩემი დებიუტი სამხრეთ აფრიკის გუნდთან, "საუთერნ კინგზთან" მატჩში შედგა. გოდერძი შველიძე მსაჯმა სინბინში გაუშვა და მესამეხაზელი შევცვალე. სულ ექვსი წუთი მომიწია თამაშმა.

იმ ფორმაციის ნაკრებში ისეთი სახელოვანი მორაგბეები თამაშობდნენ აქვსენტი გიორგაძე, ბესიკ ხამაშურიძე და ზემოთ ნახსენები გოდერძი შველიძე რომ არიან. ესენი ჩემთვის ბუმბერაზი პიროვნებები იყვნენ, რომელთა თამაშს ტელევიზორით ვუყურებდი, ვქომაგობდი და ვერაფრით წარმომედგინა, რომ როდესმე მათთან ერთად ვითამაშებდი.

ის კი არა, ნაკრებში რომ გამომიძახეს, ვერ ვიჯერებდი. სახლიდან ქუჩაში გავედი და სიხარულისგან დიდხანს დავდიოდი, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. ნაკრებში თამაში ჩემი ოცნება იყო და ამიხდა.

- ნაკრებში როგორ დაგხვდნენ, როგორ მიგიღეს?

- ძალიან კარგად მიმიღეს, ისე, როგორც ჩვენს ნაკრებს შეეფერება. ჩვენი ეროვნული გუნდი ერთი ოჯახია და ყოველ ახალ წევრს დიდი სითბოთი და სიყვარულით იღებენ.

- ახლახან ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიის ეროვნული გუნდი რეკორდული სხვაობით დაამარცხა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრები პროგრესირებს?

- ვფიქრობ, ყველაფერზე სტატისტიკა მეტყველებს. შეიძლება ბევრს ჩვენი გუნდის თამაში არ მოსწონდეს, გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ პორტუგალიას რეკორდული ანგარიშით მოვუგეთ, ერთა თასის დაწყება ყოველთვის გვიჭირდა და ამჯერად კარგად დავიწყეთ, ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრები დავამარცხეთ. ეს ყველაფერი განა იმას არ ადასტურებს, რომ ნაკრები პროგრესს განიცდის?

- სამოას ნაკრებთან გამარჯვება ჩვენი რაგბის სინამდვილეში ისტორიული მოვლენაა...

- სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვძინა. ახლა ყველა დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ დონის გუნდებთან არა მარტო ღირსეულად თამაში, არამედ, მათი დამარცხებაც შეგვიძლია.

- მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს მოვიპოვებთ?

- აუცილებლად, მეტიც, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ და ინგლისში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშოთ. ყველა გუნდს პატივს ვცემთ, მაგრამ ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამაში შეიძლება ხელი შეგვიშალოს, რუმინეთის ნაკრებია. იმასაც თბილისში ვმასპინლობთ და უნდა დავამარცხოთ.

ერთი თხოვნა მაქვს, რაც ყველა მორაგბეს გვაწუხებს. ეს გულშემატკივრების სტადიონზე ქცევას ეხება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ხალხს ეზარება სტადიონზე მოსვლა. ცხადია, ყველას არ ვგულისხმობ. ისეთებიც არიან, რომლებიც 15 გრადუს ყინვაში წელზემოთ შიშვლები გვქომაგობენ.

ყველაზე დიდი თხოვნაა, პატივი სცენ ჩვენს მეტოქეებს. მალე რუსეთის ნაკრებთან გვიწევს თამაში. მინდა მოვუწოდო ქომაგებს, ღირსეულად ვუმასპინძლოთ მათ. ისინი ჩვენნაირი მორაგბეები არიან და ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GiorgiG83

levani-ს მართალი ხარ შალვა მამუკაშვილი ტოპ 14 ბევრი გუნდის ძირითადს მოუხდებოდა

• levani

უნდა გავითავისოთ ქართველმა გულშემატკივარმა რომ სტადიონზე სტვენა, გინება და ნივთების სროლა ჩვენი დაბალი კულტურის და უზნეობის მაჩვენებელია, არაფერი მეტი!!! ვეთანხმები ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს მორაგბეებს და ყველას მოგმართავთ თხოვნით, რომ როგორმე თავი შევიკავოთ (მესმის რომ ეს ძალიან ძნელია გასაგები მიზეზების გამო) და არ დავუსტვინოთ რუსეთის ჰიმნზე და არც სიტყვიერად შეურაცვყოთ რუსი მორაგბეები. ღირსეული თამაშით და ღირსეული გულშემატკივრობით ვთქვათ ჩვენი სათქმელი.

• nazi

გენაცვალეეეე აუცილებლად უნდა დავესცრო ამ თამაშს

• GiorgiG83

რთულია ამ ბიჭს არ დაეთანხმო... წარმატებები შალვა!

• emigranti

სულმოუტქმელად ველი გირსეულ გამარჯვებას,გირსეულ დახვედრას სპორტულ მეტოქესტან! გულსჰემატკივრებს კი სჰევახსენებ ,რომ სპორტი პოლიტიკა არ არის!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა

დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში

პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე

შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!

შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

რაგბი. ლეგიონი: კარლენ ასეიშვილის პირველი ლელო [VIDEO]

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება

რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში

ქართველი მორაგბეების ტრანსფერები: რამდენიმე ჯერ უგუნდოდაა

მიხეილ ნარიაშვილი "ბარბაროსებში" გამოიძახეს!

შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის

გოდერძი შველიძე "ბრივის" ესპუარებს გაწვრთნის

Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ

სავსე ტრიბუნების დროა!

მსოფლიო რაგბის კალეიდოსკოპი [ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან]

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

რაგბი. ლეგიონი: გოდერძი შველიძე რაგბის გამოემშვიდობა [VIDEO]

გოდერძი შველიძე "ბრივის" შერკინებას გაწვრთნის