ბერნარდ ლაპასემ საქართველო-რუსეთის მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნების" ექვს ერში შესასვლელ შანსებზე ისაუბრა
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება ახალი დამთავრებული იყო.

"ბორჯღალოსნები", ტრადიციისამებრ, ტრიბუნებთან მიდიოდნენ და ქომაგებს გულმხურვალე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდნენ. სწორედ ამ დროს ჩემთან ახლოს რუსების უელსელი თავკაცი კინგსლი ჯოუნზი შევნიშნე.

მივედი, გამოვეცნაურე, ვკითხე, როგორ მოგწონთ სტადიონზე მჩქეფარე ემოციები-მეთქი.

ბრწყინვალეაო - მიპასუხა. მერე ჯიბიდან აიფონი ამოიღო და დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს იღებდა. ბოლოს მომიბრუნდა და მითხრა: ჩავწერე, უელსში ხალხს უნდა ვაჩვენოო.

ათ წუთში კი ჩემ პირდაპირ უკვე რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე იჯდა, რომელიც უელსელი მწვრთნელის მსგავსად, აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ქართველების ასეთ ქომაგობას არ ელოდა. ცხადია, ჩვენი საუბარი სწორედ საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებით დაიწყო.

- ძალზე მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. სასიამოვნო სანახავი იყო თითქმის პირთამდე სავსე ამოდენა სტადიონი. საქართველოში რაგბის ასე რომ ქომაგობენ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვიცით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ამიტომ ძნელია ამ ქვეყნების ნაკრებ გუნდებს შორის მატჩების ორგანიზება. თუმცა დავინახე, რომ დღეს ორივე გუნდის მორაგბეები პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. თამაში ძალიან ხისტი იყო, მაგრამ მორაგბეები, ამის მიუხედავად, ჭეშმარიტი რაინდებივით იქცეოდნენ.

მოთამაშეები ბინძურ ბრძოლას თავს არიდებდნენ. ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება იგრძნობოდა. მიმაჩნია, რომ ეს სამაგალითო უნდა იყოს სხვა სარაგბო ერებისთვის.

- საქართველოს ნაკრებმა, საერთო აღიარებით, ბოლო წლებში საგრძნობ პროგრესს მიაღწია. ფიქრობს თუ არა რაგბის საერთაშორისო საბჭო, ამ ფაქტზე დაყრდნობით, მსოფლიოს სარაგბო მოზაიკის შეცვლას?

- ცხადია, ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. მიგვაჩნია, რომ ცვლილებები ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს. ესენია: საკლუბო და სანაკრებო რაგბი. უნდა მოხდეს ტურნირების სისტემის დახვეწა.

საქართველოს ნაკრები ყოველ ნოემბერს პირველი ეშელონის ნაკრებებს უმასპინძლებს.

საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საკლუბო რაგბიზეც. საქართველოს რაგბის კავშირს სწორი ხედვა და სტრატეგია გააჩნია, რაც საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ ქართული რაგბი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს.

უწინარესად, საჭიროა ბავშვთა და საკლუბო რაგბის განვითარება, რაშიც რაგბის კავშირს სახელმწიფო და კერძო სექტორიც აქტიურად ეხმარება.

ჩვენ ყველანაირად მხარს დაგიჭერთ, რათა ქართულმა კლუბებმა საერთაშორისო დონეზე რეგულარულად თამაში შეძლონ.

- კიდევ რა უნდა გააკეთოს საქართველოს რაგბის კავშირმა, რათა ჩვენი ქვეყნის ნაკრები ექვსი ერის გუნდებს დაუახლოვდეს? პირდაპირ რომ ვთქვათ, როდის დაემატება საქართველო ევროპის ელიტას?

- ამისთვის რამდენიმე საკითხის მოგვარებაა საჭირო. საქართველოს ნაკრები რეგულარულად უნდა იმარჯვებდეს საერთაშორისო მატჩებში. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, კონკურენტუნარიანი 20-წლამდელთა ნაკრები, რადგან ექვსი ერის გათამაშების პარალელურად, ახალგაზრდული ნაკრებების ტურნირიც მიმდინარეობს და თქვენი ახალგაზრდა მორაგბეები ელიტურ გუნდებთან სათამაშოდ მზად უნდა იყვნენ.

შემდეგ აუცილებელია მაღალი დონის ინფრასტრუქტურა. სტადიონი და სხვა საჭირო ნაგებობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო მოთხოვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ექვსი ერის გათამაშება კომერციული ტურნირია. მას კერძო კომპანია მართავს.

შესაბამისად, საქართველომ სათანადოდ უნდა უპასუხოს იმ ყველა კომერციულ გამოწვევას და წინა პირობას, რასაც ეს ორგანიზაცია წაუყენებს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საფრანგეთმა, ოთხ ერს რომ დამატებოდა, საამისოდ 30 წელიწადი იწვალა; იტალია კი ხუთ ერს მეექვსე ერად 2001 წელს დაემატა, მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ძლიერ სარაგბო ქვეყნად.

მთავარია, რომ ქართულმა რაგბიმ აუცილებლად უნდა განაგრძოს წინსვლა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და მიგვაჩნია, რომ საქართველო და რუმინეთი ახლოს არიან ელიტასთან. მათ შეუძლიათ, ევროპის წამყვან ქვეყნებს მალე გაუწიონ კონკურენცია.

- თქვენ საქართველოში მეორედ იმყოფებით. ეს, ცხადია, ქართული რაგბისადმი დიდი ყურადღებისა და პატივისცემის დასტურია. რა განსხვავება შენიშნეთ თქვენს პირველ და ამჟამინდელ ვიზიტებს შორის?

- განსხვავება თვალსაჩინოა. მოხარული ვარ იმით, რომ დღეს მართლაც ძალიან კარგად ჩანს რაგბის კავშირის, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობა. მქონდა ბედნიერება, ბიძინა ივანიშვილს შევხვედროდი. ძალიან კარგია, რომ სტადიონების შენება გრძელდება. ეს ყველაზე საჭირო და დიდი ინვესტიციაა ქართულ რაგბიში. იმედი მაქვს, რომ თითოეული ეს სტადიონი მალე ჩადგება მწყობრში, რაც ქართული რაგბის განვითარებას დიდ ბიძგს მისცემს.

P.S. რაგბის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, მსოფლიოს თასის გათამაშება ფინანსური მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება უპრეცედენტო ინვესტიციები რაგბის განვითარებისთვის მთელ მსოფლიოში.

2007 და 2011 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში მიღებული ფინანსური მოგების შედეგად, რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2009-12 წლებში 150 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა.

ხოლო 2013-16 წლებში 180 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ინვესტიციებს გეგმავს. ამ თანხაში შედის ყოველწლიური მიზნობრივი გრანტები და სტრატეგიული ინვესტიციები, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი სარაგბო ქვეყნის წამოწევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

rugbyworldcup.com: საქართველოს ერთი სული აქვს, "ოლ ბლექსს" ეთამაშოს

საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]

GiorgiG83
რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს გტავაზობთ (დასკვნები ერთად გავაკეთოთ) საფრანგეთში ტოპ 14-ში თამაშობს - 14 ქართველი პრო "დე" 2-ში - 19 ქართველი ფედერალ 1-ში - 24 მორაგბე. ფედერალ 2 და ფედერალ 3 -ის მონაცემები ვერ მოვიძიე. ჯამში 57 მორაგბე არ არის ცოტა, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ზოგიერთ მათგანს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ზოგსაც კი იშვიათად უწევს თამაში. კიდევ ერთი დეტალი, სამწუხაროდ ე.წ. მესამე დევიზიონში თამაშობს სანაკრებო კანდიდატების უმეტესობა, რომლები ასევე უმეტესად უკანახაზელები არიან. მინიმუმ სანამ პრო "დე" 2-ში არ გვეყოლება უკანახაზელების დიდი რაოდენობა სათამაშო პრექტიკით და ტოპ 14 შერკინების ბირთვი, ასევე სათამაშო პრექტიკით დიდ წარამტებაზე ფიქრი ალბათ არარეალურია. ფედერალ 2 და ფედერალ 3-ში ალბათ ქართველი არც უნდა იყოს, იმედია ოდესმე, ან უკეთეს შემთხვევაში ეროვნულის დონე აიწევს ისე რომ იქ ქართველს ვერ ვნახავთ. აი ფედერალ 1-ში კი ალაგ-ალაგ თუ გადავაწყდებით ჩვენ ბიჭებს ასატანი იქნება. რამდენადაც მახსოვს რუმინეთში და კრაინაში სულ რამდენიმე ქართველი თამაშობს, რუსეთშიც კაჭარავას გარდა სხვას ვერ ვიხსენებ და ბრიტანეთში ბასილაია.
zviad
უელსელებიც ქართველები არიან, ზუსტად იგივე ემოციები აქვთ ინგლისელების მიმართ რაც ჩვენ რუსების მიმართ, იმათთვის გაცილებით უარესები არიან ინგლისელები.
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"უდინეზეს" მეკარეს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
სუპერკომპიუტერმა საკლუბო მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
"ყველას ვეტყვი, სანაპიროზე რას აკეთებდი და ვისთან ერთად" - ცნობილი ფრანგი რეპერი მბაპეს დაემუქრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
შვიდდღეული: ატლანტი და საქართველო
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
worldrugby.org: მსოფლიომდე დაძაბული პაექრობა "თბილისის თასზე" გველის