საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია.

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.

საქართველოს, რომელმაც შარშანდელი ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა, პირველი თამაში მე-4 ადგილოსან ბელგიასთან ჰქონდა და მეტოქე ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდა. ჩვენმა გუნდმა ბურთზე კონტროლი ტაიმის ბოლოს დაამყარა, კარგი თანმიმდევრული შეტევის შემდეგ სოსო მათიაშვილმა ლელო ძელებსშუა გაიტანა და თავადვე გარდასახა - 7:12.

მეორე ტაიმის შუაში ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაგა ქევხიშვილმა გაჭრა და ლელოთი წონასწორობა აღადგინა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახვით დაგვაწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ მატიას მოდებაძის სინბინის გამო დასკვნითი 2 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, თავის დაცვა მოვახერხეთ და 14:12 გავიმარჯვეთ.

მეორე შეხვედრა იტალიასთან გვქონდა, რომელმაც შარშან მესამე ადგილი დაიკავა. მეტოქე აქაც 12 ქულით დაწინაურდა, რაზეც ზედ შესვენების წინ ლუკა ალიბეგაშვილის ლელოთი ვუპასუხეთ. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შეცდომა დავუშვით, ძელებსშუა ლელო გავუშვით და 14 ქულით ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმის შუაში ლაშა კაკაურიძის კარგი თამაშის შემდეგ მატის მოდებაძემ ხაზი გაჭრა და ძელებსშუა გატანილი ლელოთი და ზუსტი გარდასახვით ჩამორჩენა შევამცირეთ. მე-5 წუთზე მოდებაძის ოფლოუდის შემდეგ ხაზი გაგა ქევხიშვილმა გაჭრა და მისი ლელოსა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ წონასწორობა აღვადგინეთ. გაწითლებულ დროზე ჯერ ბურთი მოვიპოვეთ, მერე კარგი შეტევა განვახორციელეთ, რაქიდან კაკაურიძემ მოკლე ფრთაზე ყველასათვის მოულოდნელად შეუტია და გამარჯვების ლელო გაიტანა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 29:19.

საქართველოს 7-კაცას გარდა ჰამბურგშია რეფერი სულხან ჩიხლაძე, რომელმაც პირველ დღეს ორი თამაში იმსაჯა.

დღეს ჩვენი ნაკრები საქართველოს დროით 14:36 საათზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ლიეტუვასთან გამართავს, საღამოს კი თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.

Rugby.ge

7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
7-ქალა მოლდოვიდან ბრინჯაოთი ბრუნდება
7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა
ოფიციალურად - ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია
ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს
"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
კასორლამ ფეხბურთელის კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა
იამალი: კუკურელიას ცოცხლად შევჭამ
"ინტერმა" 37 წლის მხითარიანს კონტრაქტი გაუგრძელა
"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი
გარიგება შედგა - ტონალი "ტოტენჰემს" 100 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდება
კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
"ასეთ ადამიანს ფეხბურთზე როგორ ველაპარაკო?" - თურანი მესისა და რონალდოს შედარებაზე
[VIDEO] კაცნაკლულმა აშშ-ს ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა
[VIDEO] დრამა - ბელგიამ სენეგალს თითქმის წაგებული მატჩი შემოუტრიალა და მერვედფინალში გავიდა
ჩელენჯ თასი | "შავი ლომის" მეტოქეები - "ტულონი", "ჰარლიქვინსი", "ედინბურგი", "ოსფრიზი" და "ვანი"
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
რამუშის შემცვლელი - პსჟ-მა ფლორიან ბალოგუნის შეძენა მოინდომა
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
7-კაცა | ჰამბურგში იტალიით, ბელგიითა და ლიეტუვათი ვიწყებთ
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის