საქართველოს ნაკრები ტონგასთან გამართული მატჩის შემდეგ ირლანდიაში გაემგზავრა
საქართველოს ნაკრები ტონგასთან გამართული მატჩის შემდეგ ირლანდიაში გაემგზავრა.

"ბორჯღალოსნებმა" გუშინდელი დღე ვიდეოანალიზსა და აღდგენით პროცედურებს დაუთმეს. დღეს კი მინდორზე შევლენ და მატჩისთვის აქტიური მზადების ფაზაში ჩაერთვებიან.

ირლანდიის ნაკრებთან მატჩი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე, "ავივა სთედიუმზე" დაიწყება. ჩვენი გუნდის მეტოქე ექვსი ერის წლევანდელი გამარჯვებული ირლანდიის ნაკრებია, რომელიც მსოფლიოს კლასიფიკაციაში 84,84 ქულით მეხუთე ადგილზეა.

დუბლინში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა დანაკლისი განიცადა. "ბორჯღალოსნების" ფულბეკს, ბექა წიკლაურს მამა გარდაეცვალა და შინ დაბრუნდა.

მილტონ ჰეიგს პირველხაზელის, ვასილ კაკოვინის დამატებაც უნდოდა, მაგრამ მას ახლახან მორჩენილი მუხლი ისევ გაუმიზეზდა და ნაკრებს ვერ დაეხმარება.

კარგ ფორმაშია და მატჩისთვის ემზადება დიმიტრი ბასილაია, რომელმაც ტონგასთან მატჩის წინ მაჯა დაიშავა და ვერ ითამაშა.

ცხადია, ჩვენს გუნდს დუბლინში უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს. რა დონის რაგბის თამაშობენ "სამყურები", გასულ უქმეებზე გამართულმა ტესტმაც აჩვენა.

ირლანდიელებმა "ავივა სთედიუმზე" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მოუგეს - 29:15.

"ბოკე" ნებისმიერი რანგის ტურნირის ფავორიტია და მისი ძლევა დასტურია, რომ "სამყურებს" უმაღლესი მიზნის მიღწევისთვის ბრძოლა შეუძლიათ.

ცოტა რამ ისტორიიდან: საქართველოს ნაკრებს აქამდე ირლანდიის ეროვნულ გუნდთან სამჯერ უთამაშია და სამივეში გამარჯვებას "სამყურებმა" მიაღწიეს. თუ პირველ ორ მატჩში ანგარიშში სხვაობა საკმაოდ სოლიდური იყო, 2007 წლის მსოფლიოს თასზე ირლანდიის ეროვნული გუნდი გადაგვირჩა.

ის შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 10:14 დათმო. თუმცა სტადიონზე შეკრებილმა ქომაგებმა ოვაციები სწორედ "ბორჯღალოსნებს" მოუწყვეს. ირლანდიელმა მორაგბეებმა კი მოედანი თავდახრილებმა დატოვეს.

მას შემდეგ საქართველოს ნაკრებზე საუბრისას უცხოურ მედიაში დღემდე იმ შეხვედრას იხსენებდნენ.

მაშინ ჩვენი ბიჭების "კადნიერება" ბევრისთვის, განსაკუთრებით, ირლანდიელებისთვის, შოკისმომგვრელი იყო.

ამბობდნენ, რომ "სამყურებს" მაშინ კრიზისი ჰქონდათ, თუმცა ყველა უძლიერესი მწყობრში იყო. მას შემდეგ შვიდი წელიწადი გავიდა. ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. ირლანდიის ნაკრები, როგორც უკვე ვთქვით, ევროპის საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდა. მისი ძლევა მსოფლიოს გრანდებსაც უჭირთ.

იმ შვიდი წლის წინანდელი შემადგენლობიდან საქართველოს ნაკრებში დღესდღეობით ლევან დათუნაშვილი, გიორგი ჩხაიძე, დავით კაჭარავა, ირაკლი მაჩხანელი და მერაბ კვირიკაშვილი არიან.

კიდევ სამი - დავით ზირაქაშვილი, დავით ხინჩაგიშვილი და მამუკა გორგოძე ტრავმების გამო "ბორჯღალოსნებს" ვერ ეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ვალანსი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ლიონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი).

#9: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), გიორგი ბეგაძე (ყოჩები).

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).

#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), სანდრო თოდუა (ლელო), დავით კაჭარავა (ენისეი).

#11-14: მურაზ გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი (ორივე - არმაზი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი).

#15: გიორგი აფციაური (აია), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

ირლანდია

შერკინება: სტივენ არჩერი, როდნი ეჰიუ, რორი ბესტი, ჯეიმზ კრონინი, შონ კრონინი, რობი დიკი, დეივ ფოლი, კრის ჰენრი, ჯიმი ჰისლიპი, დეივ კილკოინი, მაიკ მაკკარტი, ჯეკ მაკგრეთი, პოლ ოკონელი, ტომ ოდონელი, პიტერ ომაჰონი, მაიკ როსი, რის რადოკი, დომინიკ რაიანი, რიჩარდ სტრაუსი, დევინ ტონერი, ნათან ვაითი.

უკანა ხაზი: ტომ ბოუი, გორდონ დარსი, კრეიგ გილორი, რობი ჰანშოუ, ფელიქს ჯოუნზი, რობ კირნი, იან კეიტელი, დარაგ ლედერი, იან მადიგანი, კირან მარმიონი, კონორ მურაი, სტუარტ ოლდინგი, იარედ პაინი, ეუან რედანი, ჯონი სექსტონი, საიმონ ძებო.

14 ნოემბერი

სამოა-კანადა

15 ნოემბერი

უელსი-ფიჯი, ტონგა-აშშ, რუმინეთი-იაპონია, ინგლისი-სამხრეთი აფრიკა, შოტლანდია-ახალი ზელანდია, საფრანგეთი-ავსტრალია, იტალია-არგენტინა.

16 ნოემბერი

ირლანდია-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის

irakli
მე მახსოვს ის თამაში 2007-ში ირლანდიასთან მაშინაც უპირობო ფავორიტს ვეთამაშებოდით და ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა წარმატებამდე. დიდი დანაკლისი მიუხედავად ალბათ თბილისშიც გასარისკი იყო ტონგასთან და პირველი ტაიმის დასაწყისში ჯარიმებიდან ქულების აკრეფვას ცოტა შეტევების მცდელობა ჯობდა. აუტებზე ძალიან ცუდად ვითამაშეთ ეს ფაქტია თუმცა შრომას ვერავის დავუკარგავთ უიმედო მე-80 წუთზეც კი ვიბრძოდით ბურთისთვის. მე ვეთანხმები ლევანს თუ გუნდი წაგებულის ფსიქოლოგიით გავიდა მაშინ ნულია წარმატების შანსი. პირიქით მეტოქის ზედმეტი თავდაჯერებულობით უნდა ვისარგებლოთ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.
berdo
levani-ს. შენს პირს შაქარი, მაგრამ ძალიან მაღლა, ღრუბლებში დაფრინავ. ეს იგივეა თემურ ქეცბაის მოსთხოვო ინგლისის ნაკრებს მოუგოს გასვლაზე. ტონგასთან ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ამის იმედი ნაღდად არ მაქვს, თუმცა.....
levani
ტონგასთან ნაჩვენები შედეგი საერთოდ უნდა ამოიგდონ თავიდან ბიჭებმა და ირლანდიასთან (რაც არ უნდა არარეალურად ჩანდეს)მხოლოდ მოსაგებად გავიდნენ მოედანზე. თუ თავში თითოელ მოთამაშეს მხოლოდ მოგება არ ექნა ჩაბეჭდილი და ღირსეულად წასაგებად გავიდა გუნდი, მაშინ უეჭველი გაგვანადგურებენ. ასე რომ 16-ში ყოველგვარი ავტორიტეტების წინაშე შიშის და მორიდების გარეშე მოედანზე მხოლოდ მოსაგებად!!! უნდა დავუმტკიცოთ ყველას რომ მსგავსი დონის ტესტ მატჩების ღირსები ნამდვილად ვართ!!! გენაცვალეთ ბიჭებო, იცოდეთ რომ მთელი საქართველო თქვენს გრვერდშია!!!
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ლაუტაროს შეიძლება ერთი თვე უქმობა მოუწიოს
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"აქ ყველაფრის მოგება მსურს" - საკამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დაამარცხა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა საბერძნეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
ევროპა ლიგა - პლეი-ოფები მოულოდნელობების გარეშე
[VIDEO] ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში მე-9 ადგილი დაიკავა
პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება - შეძლებს 200-მილიონიანი ფეხბურთელის დამატებას?
ვიტინიას შემდეგ დუეც - "რეალი" პსჟ-ს შემტევებით გაძლიერებას აპირებს
გიორგი ცხოვრებაძე "პარი სენ ჟერმენთან" საუკეთესო იყო
"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ" - სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა ქართველი
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
"ბოდო გლიმტი" ამ მოედანზე თამაშს მიჩვეულია, მარცხს ჩემს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ" - კრისტიან კივუ
"რთული სიტუაციაა" - მატვეი საფონოვი
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
"გაგვიმართლა. მეორე მატჩში უნდა შევუტიოთ" - "ბოდო გლიმტის" მწვრთნელის კომენტარი "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რობ კერნი: "ბორჯღალოსნებთან" განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
ახალი ვარსკვლავი: მიკელე კამპანარო
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ლოკომოტივი-აია 14:8 - პირველი მარცხი ძველი მეტოქისგან
მილტონ ჰეიგი: ვიქტორს კარგად ვიცნობ, ის ამას განზრახ არ გააკეთებდა [VIDEO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
"ლე ბლო" და "სამყურები" დაძმობილდნენ
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
სავსე ტრიბუნების დროა!
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
დიდი 10. XIII ტური: ფრეების მოყვარული ქუთაისის "აია"
ოთხი "ბორჯღალოსანი", რომელთა ხილვაც უელსელებს კელტთა ლიგაში სურთ
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
დიდი შანსია, ირლანდიამ ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლოს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
ირლანდიის ნაკრებმა ექვსი ერი ზედიზედ მეორედ მოიგო
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის