გაიცანით, მაურიციო არივაბენე
"ფერარიში" 2014 წლის განმავლობაში მეორედ შეიცვალა საჯინიბოს ხელმძღვანელობა - მარკო მატიაჩიმ ეს პოსტი მაურიციო არივაბენეს დაუთმო, რომელიც კომპანია Philip Morris-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. შეგახსენებთ, რომ მატიაჩიმ გუნდის ხელმძღვანელის პოსტზე ლუკა დი მონტეძემოლო შეცვალა, მაგრამ ამ პოსტზე მხოლოდ რვა თვე გაძლო.

"ჩვენ მაურიციო არივაბენეს დანიშვნა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ "სკუდერიასთვის" და ფორმულა 1-ისთვის ამ ისტორიულ მომენტში გვჭირდება ადამიანი, რომელიც "ფერარიში" არსებულ სიტუაციის სრულად იცნობს; ასევე, ესმის მმართველობის სტრუქტურა და სპორტის ამ სახეობის მოთხოვნები.

მაურიციო მრავალი წელია ახლოს არის "სკუდერიასთან", ფორმულა 1-ის კომისიის წევრის რანგში კი კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომლებსაც პერიოდულად ვაწყდებით ხოლმე. ის ყოველთვის იყო ნოვატორული იდეების წყარო, მის საორგანიზაციო გამოცდილებას ამ რთულ ბაზარზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი დაეხმარება გუნდის ხელმძღვანელობასა და მოტივაციის ამაღლებაში.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ მარკო მატიაჩის "ფერარიში" 15-წლიანი მუშაობის გამო. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ მომავალში", - განაცხადა "ფერარის" პრეზიდენტმა სერჯო მარკიონემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEO] ვემბანიამას 26 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ფინალურ სერიაში "ოკლაჰომა" დაწინაურდა
უკრაინის ნაკრების მცველი ბუნდესლიგის გუნდში გადადის
თსუ-მ სუპერლიგის ფინალური სერია რთული გამარჯვებით გახსნა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
გულიაშვილი აპრილში "რასინგის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1-0 სამგურალი. ერთი შეცდომის ფასი
"მამარდაშვილს სხვა გუნდში მომავალი აქვს" - "ლივერპულში" ქართველის პერსპექტივას განიხილავენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 დინამო (ბთ). შეცდომების გამოყენების ნიჭი
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
[PHOTO] "არსენალი" პსჟ-ს როგორც მინიმუმ 5:0 გაანადგურებს!" - ინგლისელი ჟურნალისტი კარაგერის "წინასწარმეტყველებამ" გაახარა
U20. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
რაშია პსჟ-ის წარმატების საიდუმლო? - ჰაკიმიმ ენრიკეს გამარჯვების ფორმულა დაასახელა
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს და ხელფასსაც გაუზრდის
მტრობიდან თანაგუნდელობამდე - მესი და კაზემირო ერთად ითამაშებენ
ერთა ლიგისა და საკვალიფიკაციო ეტაპების ფორმატი იცვლება - UEFA-ს ახალი წესი 2028 წლიდან ამოქმედდება