საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერია საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ფინალის პირველ შეხვედრაში აჭარულ კლუბ “ბათუმი 2010”-ს უმასპინძლა, უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა და სერიაში უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი გადადგა — 82:78.

ჩემპიონობამდე 3 მოგებაა საჭირო და სერიის ბედი, რა თქმა უნდა, შორსაა გადაწყვეტისგან, თუმცა თსუ-მ ფსიქოლოგიური უპირატესობა უკვე მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის სტარტზე, გიორგი ოჩხიკიძის ზუსტი სროლის შემდეგ, „ბათუმი“ 2:0 დაწინაურდა, შეხვედრის დიდ ნაწილს ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ აკონტროლებდა და საკმაოდ სოლიდურადაც ლიდერობდა.

თსუ-მ პირველივე მეოთხედში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა და მეორე პერიოდის სტარტზე ანგარიში უკვე 32:16 იყო მასპინძელთა სასარგებლოდ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი „ბათუმი“ იარაღის დაყრას არ აპირებდა, ყველანაირად ცდილობდა თამაშში დარჩენას და პერიოდულად ახერხებდა კიდეც სხვაობის 10 ქულაზე დაბლა ჩამოყვანას. თუმცა, დიდი შესვენებისთვის თსუ კვლავ კომფორტული ჰანდიკაპით ლიდერობდა — 51:37.

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა დიდ შესვენების შემდეგ. მესამე პერიოდი ზღვისპირელებმა პირწმინდად მოიგეს — 25:12. ბათუმელთა ამ გააფთრებულ შტურმს სათავეში ჩაუდგნენ მაირინ ტომასი, გიორგი ოჩხიკიძე და დავით ლომიძე. მათ შედეგიანობას მოჰყვა შთამბეჭდავი 13:0 გარბენი და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს — 61:61. გადამწყვეტი ათწუთეულის წინ თსუ-მ მინიმალური უპირატესობის შენარჩუნება მაინც შეძლო — 63:62.

ბოლო პერიოდის სტარტზე მასპინძლებმა მობილიზება მოახერხეს. გიორგი ტურძილაძის, კვენტინ ჰარდრიქტისა და ალექსანდრე ფევაძის შედეგიანობის წყალობით, თსუ-მ 9-ქულიანი გაქცევა გააკეთა და წინ გავიდა — 73:64. მაგრამ ფინალში დანებება არავინ იცის. „ბათუმმა“ ბოლომდე იბრძოლა. აკაკი დვალიშვილის საოცარმა შეუპოვრობამ და ზუსტმა მოქმედებებმა მატჩის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე სტუმრები თსუ-ს მინიმალურ მანძილზე მიუახლოვა — 76:77.

სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში თავისი სიტყვა თქვა კვენტინ ჰარდრიქტმა. ამერიკელმა ლეგიონერმა ბურთი, პირდაპირი მნიშვნელობით, მიიწება და ბათუმელებმა მისი გაჩერება მხოლოდ ჯარიმების ფასად შეძლეს. ჰარდრიქტმა ხაზიდან ცივსისხლიანად ჩააგდო საჯარიმოები, რასაც თსუ-ს მხრიდან დაცვაში უშეცდომო თამაში დაემატა და მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე მივიდა.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი კვენტინ ჰარდრიქტი აღმოჩნდა, რომელმაც გუნდს 20 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. 16 ქულა და 7 მოხსნა კურვოსიე მაკკოლმა მიითვალა, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 7 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასია. ბათუმელთაგან 14-14 ქულით გიორგი ოჩხიკიძე და აკაკი დვალიშვილი გამოირჩნენ. 10 ქულა და 13 მოხსნა კარსონ ბაშამის ანგარიშზეა.

საფინალო სერიის მეორე შეხვედრა კვლავ დედაქალაქში, „თბილისი არენაზე“ გაიმართება. გუნდები ერთმანეთის პირისპირ 23 მაისს, 19:30 საათზე წარდგებიან, სადაც გაირკვევა, შეძლებს თსუ უპირატესობის განმტკიცებას თუ ბათუმი სერიაში წონასწორობას აღადგენს.

GBF

ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
"რეალში" პეპეც ბრუნდება - პორტუგალიელი მოურინიოს დაეხმარება
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა