"კახა ცხადაძისა და შოთა არველაძის კანდიდატურები კარგი და მისაღებია, მაგრამ... არის ერთი "მაგრამ"
ბოლნისის "სიონში" რეორგანიზაცია იწყება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გუნდი გვარიანად შეიცვლის სახეს და გაახალგაზრდავდება.

გვესაუბრება გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ბურდული, რომელსაც სანაკრებო თემაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. მას არაერთი მატჩი ჩაუტარებია ეროვნული გუნდის შემადგენლობაში...

- პირველ რიგში, "სიონში" მოსალოდნელ ცვლილებებზე უნდა გკითხოთ. ამბობენ, რომ სეზონის განახლებისას ახალ "სიონს" ვიხილავთ...

- ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რა ბიუჯეტი გვექნება მომავალ სეზონში. ჩვენს გუნდში არიან საქართველოს კვალობაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები და მათ შენარჩუნებას სახსრები სჭირდება. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ვერ დარჩებიან, ვთქვათ, 800 ან 1000 ლარზე. ასეთ შემთხვევაში, მოგვიწევს ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანა. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

- გამოდის, რომ "სიონი" სერიოზული რეორგანიზაციის ზღვარზეა...

- თქვენს კითხვას ვუპასუხებ, როგორც გენერალური დირექტორი. პრაქტიკულად, ყველაფერი თავიდან მექნება დასალაგებელი. შეიძლება, ცვლილებები შეეხოს არა მხოლოდ მოთამაშეთა კონტინგენტს, არამედ სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობასა და რაოდენობასაც.

ვიმეორებ, ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

- თუ გაქვთ წინასწარი მონახაზი, რამდენი შეიძლება იყოს "სიონის" ბიუჯეტი?

- მილიონნახევარი იყო ჩვენი ბიუჯეტი მაშინ, როცა გუნდმა ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ვფიქრობ, ბიუჯეტი შეგვიმცირდება, მაგრამ ჯერ ზუსტად მაინც ვერ ვიტყვი.

- გუნდის სატურნირო მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. მომავალს მაინც იმედით უყურებთ?

- რა თქმა უნდა! ჯერ ერთი, სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა; მეორეც - ჩვენთვის არ არის უჩვეულო სიტუაცია. 13-14-ქულიანი სხვაობა დავძლიეთ იმ სეზონში, როცა მესამე ადგილი დავიკავეთ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი სჭირდება და, შესაბამისად, ხომ არ აპირებთ, შეასრულოთ მხოლოდ გენერალური დირექტორის ფუნქციები?

- ესეც ბიუჯეტის ოდენობაზეა დამოკიდებული. თუ იქნება საშუალება, სიამოვნებით. მე თავიდანვე მინდოდა, რომ "სიონში" დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელს ემუშავა, მაგალითად, ივო შუშაკს. თუ არ იქნება საკმარისი ბიუჯეტი, მაშინ ჩვენი ძალებით მოგვიწევს ამ სიტუაციიდან გამოსვლა. თქვენ წარმოგიდგენიათ ხუთას ან ათასლარიანი მწვრთნელი, რომელიც საქმეს ნორმალურად გააკეთებს?

სხვათა შორის, ივო შუშაკი არ არის ერთადერთი კანდიდატურა, ვისზეც ვფიქრობ, მაგრამ კვალიფიციურ მწვრთნელს შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება.

- მართალია, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, თორნიკე აფციაურმა, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო? ბოლოს ის "სიონში" თამაშობდა...

- ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. თორნიკემ მითხრა, რომ დაიღალა. ის ახლა კვიპროსშია, სადაც ოჯახი ჰყავს. მეც ასე ვიცი, რომ აღარ აპირებს თამაშს.

- საქართველოს ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაგიტარებიათ. არ იქნება, ეროვნულ გუნდზეც არ გკითხოთ. ცხადია, ამ შემთხვევაში როგორც ნაკრების რიგით გულშემატკივარს, ნაფიქრი გექნებათ მის მომავალზე...

- ბევრს ვფიქრობ ბოლო დროს. მივესალმები კახა ცხადაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მზად არის, ორ თამაშში უხელფასოდ გაუძღვეს გუნდს.

ერთი აუცილებლად უნდა ითქვას - არ მიმაჩნია სწორად მწვრთნელის დანიშვნა მხოლოდ ამ ციკლის ბოლომდე. ახალმა მწვრთნელმა უნდა ჩაამთავროს მიმდინარე ციკლი და შემდეგ შესარჩევშიც იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე მას უნდა დავუსახოთ ერთი კონკრეტული მიზანი - გაიყვანოს საქართველოს ნაკრები პლეი ოფში.

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები. გუნდის გაახალგაზრდავება და სხვა მიზეზები არგუმენტებად აღარ ივარგებს. ხალხი დაიღალა. ხალხს უნდა შედეგი. ფარერები და ესტონეთი თუ იგებენ თამაშებს, საქართველოს ნაკრებმა რატომ ვერ უნდა მოიგოს?..

- ...არა მგონია, მათზე უარესი ფეხბურთელები გვყავდეს...

- არანაირად! ამას ვერ დავიჯერებ. კახა ცხადაძისა და შოთა არველაძის კანდიდატურები კარგი და მისაღებია, მაგრამ... არის ერთი "მაგრამ". ახლა ორივე მათგანი კლუბში მუშაობს. ჩემი აზრით, კლუბს და ნაკრებს ერთდროულად ვერ გაწვრთნი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ყველამ გაიზიაროს. აქვე, ვადასტურებ ჩემს დიდ პატივისცემას კახასა და შოთას მიმართ.

პირადად ჩემი აზრით კი, ამ პოსტზე იდეალური კანდიდატი ივო შუშაკი მგონია. ის თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალია. მასთან გამორიცხულია პროტექცია. შუშაკის მთავარი ღირსება არის ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნა და რკინისებური დისციპლინა. შუშაკს უნდა დავუყენოთ გვერდით ისეთი ქართველი სპეციალისტი, ვინც კარგად იცის საქართველოს ჩემპიონატის ავან-ჩავანი.

ერთიც - ხორვატი სპეციალისტი აქ სამუშაოდ თეთრებადაც ჩამოვა. რა თქმა უნდა, აქ ვგულისხმობ ნაკრების მწვრთნელისთვის საერთაშორისო მინიმუმით აღიარებულ სტანდარტს. შუშაკმა ფრიადზე იცის, რა ხდება ქართულ ფეხბურთში, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა მასთან ვიყავი სტუმრად ხორვატიაში.

ბატონი ივო ახლა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს და ნაკრებების მთავარი მწვრთნელების კოორდინატორია. მან სულ 2 მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ყველას გვახსოვს, რა სიხარულიც მოგვიტანა.

ასეთია ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bakuri
ლადო მწვრთლელობის არათუ გაგებაში, გარტყმაშიც არ არის.
Gocha
ჯერ მიხედე შენ გუნდს, რომ დაშალე და გააბანძე. გამოდის და უაზრობებს წერს ამ გუნდმა გაგვიყვანა სამეულსშიო. 3 ში რომ მოხვდით ის 7 სასტავის ბიჩი იყო სრულყოფილს რომ ხდიდა სიონს და კი დაგეყოთ ახლა ...უეფაზე გასვლამდე დაქსაქსე გუნდი და შენისთანა "ტრენერი,, საერთოდ ვის უწევს რეკომენდაციას!
simartle
Sions mixede girchevnia netav Ra ici Shen vin jobia da vin ara
status quo
შუშაკი დაბერდა,თან რბილი კაცია,არა მგონია ჩვენს მუტრუკებს გამოადგეს...
ნინო
უზრდელი კომენატრების წერაში მაგრები ხარტ თუ როგორაა თქვნეი საქმე???საუმაზე გაზრდილებო:))))
giga
კარგია ძველი დროის რომანტიკა, ნეტა თავში ბურბუშელა არ გეყაროს
ZVELI
რაღა დროს შუშაკია, ამას ტვინი სულ არ ქონია. ეს მგონი საართველოში არ ცხოვრობს ათასს ლარიან მწვრთნელს იწუნებს. ასე შეეცვალათ აზროვნება ბიუჯეტის ფულებით. ეტყობა 15 ლარიან შაურმაზეა გადასული. ხალხი კიდევ სამ ლარიანს ვერ ყიდულობს.
zura1504
არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. პირიქით, საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი მის მიმართ.
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი
მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ბესო აბაშიძე: ილია კოკაიას თავი რესტორანში ჰგონია...
"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
ᓡᓘᓝᓜᓘ-ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ 2:3 - ᓘᓚᓣᓖᓘᓔᓑᓘᓡ ᓛᓡᓮᓕᓠᓔᓕᓐ [VIDEO]
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
"ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘᓡ" ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓘ ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓘᓡ "ᓡᓘᓝᓜᓘᓡ" ᓒᓐᓛᓝᓪᓓᓘᓚᓔᓑᓐᓡ ᓣᓤᓠᓗᓮᓘᓡ
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓡ" ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ - ᓓᓦᓔᓡ ᓕᓐᓓᓐ ᓘᓬᓣᓠᓔᓑᓐ!
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
"ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ": ᓔᓡ ᓡᓘᓪᓠᓣᓔᓐ, ᓔᓕᓠᓝᓞᓐᓚᓘᓒᓘᓓᓐᓜ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓐᓠ ᓒᓕᓔᓛᓣᓥᓠᓔᓑᓐ!
ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
სფფ-ის აღმასკომმა დავით გენძეხაძეს სტადიონზე შესვლა აუკრძალა, "ზესტაფონს" გარიცხვით დაემუქრა
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე