საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის გამოტოვებულ მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" თბილისის "არმაზს" სძლია
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის გამოტოვებულ მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" "ავჭალის სარაგბო სტადიონის" სათადარიგო მოედანზე თბილისის "არმაზს" სძლია - 27:9.

ამ გუნდების შეხვედრა მოგვიანებით, 27 დეკემბერს ისევ გაიმართება, მაგრამ ის უკვე მეორე წრის გამოტოვებული მატჩი იქნება. იქამდე კი, რკინიგზელებმა მეტოქის დამარცხებით საპლეიოფო ექვსეულში შეაღწიეს და კიდევ უფრო წინ წავლენ, თუ არმაზელებს მეორედაც დაამარცხებენ.

"ლოკომოტივმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. თუმცა, პირველ ტაიმში თამაშის მსვლელობის შემყურე ამას ცოტა ვინმე თუ ივარაუდებდა. სათამაშო უპირატესობას "არმაზი" ფლობდა. ბურთით მეტხანს სწორედ არმაზელები იყვნენ, თუმცა მეტოქის დაცვის ხაზის გაჭრას ვერაფრით ახერხებდნენ და, პრაქტიკულად, ჩათვლის მოედანს ერთხელაც ვერ მიუახლოვდნენ.

პირველ ტაიმში ხშირი იყო შეცდომები, წინ თამაში, ბურთის წინ დავარდნა, რასაც შედეგად ასევე ხშირი შერკინებები მოჰყვა, რის გამოც თამაშის ტემპი ეცემოდა, ფერხდებოდა. ანგარიში რკინიგზელებმა მე-8 წუთზე გახსნეს. საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა გაიტანა - 3:0.

ანგარიშის გათანაბრება "არმაზმა" 20 წუთის შემდეგ მოახერხა. მთელი ამ დროის განმავლობაში, როგორც უკვე ვთქვით, უპირატესობა მის მხარეს იყო, თუმცა მხოლოდ სამ ქულას გამორჩა. საჯარიმო 28-ე წუთზე არმაზელთა მგეზავმა რეზო ბროძელმა გაიტანა - 3:3.

"არმაზის" იერიშები ისევ გრძელდებოდა, მაგრამ 35-ე წუთზე რკინიგზელთა კონტრშეტევა გამოეპარა. მოედნის ცენტრში ლოკომოტიველებმა მეტოქეს რაკში წაართვეს ბურთი და სწრაფად მარცხენა ფრთაზე გაათამაშეს, სადაც რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. ფეხმარდ გარემარბ გიორგი შკინინს ლელოში შეღწევა არ გასჭირვებია. ჭინჭარაულმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 10:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ, განახლდა თუ არა თამაში, ისევ "არმაზმა" შეუტია და 42-ე წუთზე ბროძელმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 6:10. მალე რკინიგზელებმა თამაშის გამოსწორება შეძლეს და საპასუხო შეტევა ოთხ წუთში ლელოთი დაასრულეს. მორკინალებმა უპირატესობა მიძალებით მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მოიპოვეს და წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მარჯვენა ფრთაზე კიდემდე ჩაათამაშეს. აქ მეორე გარემარბმა გიორგი ბიწაძემ იყოჩაღა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ჭინჭარაულმა ვერ გარდასახა - 15:6.

ახლა უპირატესობა "ლოკომოტივმა" მოიპოვა, თუმცა "არმაზი" მეტოქეს არ ეპუებოდა და 58-ე წუთზე ბროძელმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა - 9:15. რკინიგზელები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და შვიდ წუთში, მორკინალების მიძალების შემდეგ ვითარებაში ყველაზე უკეთ მესამეხაზელი ბექა ბიწაძე გაერკვა, რომელმაც ბურთი ლელოში გადადო. ჭინჭარაულმა ამჯერად გარდასახა - 22:9.

ანგარიშში სხვაობა უკვე საკმაოდ სოლიდური იყო, თუმცა "ლოკომოტივი" შეჩერებას არ აპირებდა და 78-ე წუთზე მორიგი ფლანგური რეიდი ისევ გიორგი შკინინმა მოაწყო, რომელმაც ტრვმის მოშუშების შემდეგ პირველი მატჩი გამართა და ორი ლელო მიითვალა. ჭინჭარაულს ამჯერად მიზანმა უმტყუნა - 27:9.

არმაზი-ლოკომოტივი 9:27

არმაზი (15-9) ჩხაიძე, კაიფაჯიანი, მაჩხანელი, ლიპარტელიანი, სირაძე, ბროძელი, ლობჟანიძე (მისრიაშვილი 65). (1-8) ჯიბლაძე (ბუკია 41), ჩომახაშვილი, მარგველანი, კანდელაკი, ჭელიძე (ბარბაქაძე 41), გიგაური, მინაშვილი (ცხადაძე 75), სოსელია.

3ს: ბროძელი.

ლოკომოტივი (15-9) კალანდაძე, გ. ბიწაძე, ქავთარაძე (ფ. გასვიანი 56), ძნელაძე, შკინინი, ჭინჭარაული, დავითაშვილი. (1-8) ბეჟიაშვილი (დ. გასვიანი 47), გენებაშვილი, ბალიაშვილი (ბეკოშვილი 68), გეგია, კვანტიძე, ფოფხაძე, ბერიშვილი, ბ. ბიწაძე.

4: შკინინი (2), გ. ბიწაძე, ბ. ბიწაძე. 2გ.ს: ჭინჭარაული.

მსაჯი: ტაჰლა ნცაკაზა (სამხრეთი აფრიკა)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 11 10 1 0 +123 44

2. ლელო 11 6 2 3 +58 30

3. ბათუმი 11 6 1 4 +30 30

4. ხარები 10 5 2 3 +30 26

5. აია 11 5 0 6 -3 24

6. ლოკომოტივი 10 4 1 5 +4 23

7. ჯიქი 10 4 1 4 -9 20

8. არმია 10 4 0 6 -48 19

9. არმაზი 9 3 0 6 -47 14

10. თიბიესი 10 1 0 10 -148 7

გადადებული მატჩები

ჯიქი-არმაზი

ლოკომოტივი-არმაზი

არმია-ხარები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ირაკლი აბუსერიძე თბილისის "არმაზში" ითამაშებს
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10. XII ტური: ექვსეული გამოიკვეთა
სარაგბო სეზონის წინ. წარდგენა: თბილისის "არმაზი"
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
არმაზი-ყოჩები 17:30 - "ყოჩები" ისევ დაუმარცხებელია