ჩემპიონთა რბოლა შოტლანდიელმა პილოტმა მოიგო
ბარბადოსში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა "ჩემპიონთა რბოლა" - შოუ, რომელშიც ნებისმიერი საავტომობილო სერიის წარმომადგენლები ეჯიბრებიან ერთმანეთს. ტრადიციულად, პირველ დღეს გუნდურ პირველობაში ეროვნებათა თასი გათამაშდა.

ტურნირში რვა ნაკრები მონაწილეობდა, მათ შორის, ადგილობრივი გუნდი. იმის მიუხედავად, რომ ბარბადოსის ნაკრებში ცნობილი პილოტები არ იყვნენ, მასპინძელმა ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც დამატებით რბოლაში წააგო შოტლანდიის გუნდთან, რომლის ღირსებას დევიდ კულტჰარდი და სიუზი ვოლფი იცავდნენ.

მეორე ნახევარფინალში ჩრდილოური ქვეყნების ნაკრები, ტომ კრისტენსენისა (დანია) და პეტერ სოლბერგის (ნორვეგია) შემადგენლობით, საფრანგეთის ნაკრებს გაუსწორდა, რომელიც რომენ გროსჟანითა და ესტებან ოკონით იყო დაკომპლექტებული.

ფინალში ჩრდილოელებს გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ, რადგან პილოტები მათთვის უფრო ნაცნობი მანქანის საჭესთან ისხდნენ. შედეგად, "ლე მანის 24 საათის" მრავალგზის გამარჯვებულმა კრისტენსენმა იოლად აჯობა სიუზი ვოლფს, კულტჰარდმა კი რალიში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი პეტერ სოლბერგი დაამარცხა იმის მიუხედავად, რომ მათი დუელი რალი-კროსის მანქანით (Volkswagen Polo RX) მიმდინარეობდა.

ეროვნებათა თასის ბედი ფინალურ რბოლაში გაირკვა, რომელშიც კრისტენსენი და კულტჰარდი სტარტზე Ariel Atom-ის მანქანებით გავიდნენ. ბოლო მოსახვევამდე პილოტები ერთად მოძრაობდნენ, მაგრამ საფინალო ვირაჟზე კულტჰარდის შეცდომა შოტლანდიის ნაკრებს წაგებად დაუჯდა. შედეგად, ეროვნებათა თასი ჩრდილოეთის ქვეყნების ნაკრებმა მოიპოვა.

მეორე დღეს ინდივიდუალური პირველობა გაიმართა და დევიდ კულტჰარდი უკონკურენციო იყო. ფინალში შოტლანდიელმა ორ რბოლაში დაამარცხა "მერსედესის" ტესტპილოტი და DTM-ის სერიის მრბოლელი პასკალ ვერლიაინი.

კულტჰარდმა ყველა დუელის მოგება შეძლო: ჯერ ჯგუფში სამიდან სამი გამარჯვება გაიფორმა, შემდეგ პლეი ოფში აჯობა პეტერ სოლბერგსა და ჯეიმი უინკაპს. ფინალში, სადაც ორ მოგებამდე იყო ბრძოლა, მან ასევე შანსი არ დაუტოვა ვერლიაინს. ასე რომ, ორი დღის განმავლობაში კულტჰარდმა მხოლოდ ერთხელ წააგო - ფინალური რბოლა ეროვნებათა თასზე ტომ კრისტენსენთან.

2014 წლის "ჩემპიონთა რბოლის" მთავარი მოულოდნელობა გახდა ნახევარფინალში ორი ახალგაზრდა დებიუტანტის - ესტებან ოკონისა და პასკალ ვერლიაინის გასვლა. მეოთხედფინალში მათ ამერიკელებს - რაიან ჰანტერ-რეისა და რობი გორდონს აჯობეს. მეორე სიურპრიზი გახდა ჯგუფურ ეტაპზე კრისტენსენის სამიდან სამი წაგება, აგრეთვე, წინა "ჩემპიონთა რბოლის" გამარჯვებულის, რომენ გროსჟანის ჯგუფში ჩარჩენა.

აღვნიშნავთ, რომ დევიდ კულტჰარდისთვის ეს იყო კარიერაში პირველი გამარჯვება "ჩემპიონთა რბოლაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
პსჟ-ის მცველი შესაძლოა, "იუვენტუსში" გადაბარგდეს
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს