შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გია-მწვრთნელს დავურეკე და შეხვედრაზე შევუთანხმდი
გია კაზანჯიანი ძალიან კარგი მწვრთნელია. და ჩემი მეგობარია. კიდევ ერთი ჩემი მეგობარი, ისიც გია და ისიც ძალიან კარგი ადამიანი, არის პიცერიის მფლობელი. "ლოკალინოში" იტალიური პიცაა.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გია-მწვრთნელს დავურეკე და შეხვედრაზე შევუთანხმდი.

"ლოკალინო"? იყოს "ლოკალინო". მეორე გიასთან დარეკვა ადგილის დაჯავშნაზე არ არის საჭირო.

შუადღეს, "ლოკალინოში" ადგილები არის. სადღაც საღამოს ექვსიდან პიცერია უკვე ივსება და იწყება გემრიელი ფუსფუსი. გია-მწვრთნელთან 12 საათზე დავთქვით შეხვედრა.

შეხვედრის ადგილი უცვლელია. ალბათ, აწი ასე იქნება. "ლოკალინოში" ვისვენებ.

კარგი მწვრთნელების შეფასება საქართველოში ცოტა რთულია. აქ ყველა ყველას ქაჩავს, ყველა ყველას ახლობელია და ყველა ყველას ამართლებს.

გუნდი აგებს? ნახე ტო, რა სასტავით თამაშობს, კიდე კარგად აგებს... გეტყვის წაგებული თამაშის შემდეგ, წაგებული მთავარი მწვრთნელის ახლობელი.

გუნდი იგებს? ის ახლობელი ამაყად ჩაგიკრავს თვალს, "პადრუჩკის" გაგიკეთებს და ჩურჩულის დროს, ხმაზე ეკვალაიზერებს ჩაუწევს: დაიმახსოვრე, ეს შორს წავა!

მწვრთნელები ცდილობენ კარგი სპონსორებით კარგი კუში დაირტყან და კარგ გუნდს საკმარისი თანხა მოახმარონ. არა მთლიანი თანხა. ზუსტადაც, რომ საკმარისი. ნაწილი ჯიბეში ჩავა, ნაწილი პერსპექტივაზე წავა და ნაწილი... აზრზე არ ვარ, ის ნაწილი სად მიდის.

ადრე, ჩემმა შვილმა კალათბურთზე მიმიყვანეო, რომ მთხოვა, ეგრევე გია-მწვრთნელი გამახსენდა.

კალათბურთის აკადემიაში ხოშიანი დარბაზი იყო, სადაც მონდომებული გელა წულაძე და გია იყვნენ. ნუ, სხვებიც იყვნენ, მაგრამ უფრო ეს მწვრთნელები სკაუტობდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ალაგებდნენ სიტუაციას.

მიდიოდა სუპერლიგა და რეალურად, კარგი მწვრთნელი არ ჩანდა. წარმატებული - არ ნიშნავს კარგს.

წარმატებული მწვრთნელი საუკეთესო შემადგენლობით მოიგებს ჩემპიონატს, მაგრამ ჩვენთან, კარგი შემადგენლობა პროგრესის სურვილს გიკლავს. ნუ, საქართველოში ასეა. ან გყავს "ბაეცების" გუნდი, რომელსაც ვერ უხდი ხელფასს და რომელიც "ბრძოლობს" და ან გყავს კარგი გუნდი, რომელიც ერთჯერადი პროექტია და შემდეგი წლიდან შემადგენლობის ახლიდან შევსება გიწევს. საქართველოში თითქმის ყოველთვის ასეა. შედარებით სტაბილურად იყო სიტუაცია "ენერჯიში". და "ენერჯი" ისტორიაა.

მოკლედ, მივიდა თალაკვაძე-უმცროსი აკადემიაში და იქ პირველი ინსტრუქციები გია-მწვრთნელისგან მიიღო. დავმშვიდდი. შვილი იმ ასაკში იყო, როცა ნერვიულობ, სად მიდის, როდის დაბრუნდება სახლში, ვისთან ერთად დადის, სად გაივლის, რამეს ხო არ მოწევს... აკადემიაში ვუშვებდი შვილს და მშვიდად ვიყავი. იქ მიხედავდნენ, იქ სათქმელს ეტყოდნენ და იქ ბიჭი ცუდს არაფერს არ აითვისებდა. თუ ვარჯიშზეც თავს გამოიჩენდა, მწვრთნელისგან კომპლიმენტს მიიღებდა. გია კაზანჯიანი არ იყო ჩემი შვილის მწვრთნელი, მაგრამ გია იქ იყო და არ ვნერვიულობდი.

გიამ სუპერლიგაში რამდენიმე სეზონი იმუშავა. ჰყავდა ძალიან კარგად დაკომპლექტებული "ოლიმპი" და ორ სეზონში კაზომ ორჯერ ვერ მოიგო ფინალი და მოიგო სუპერთასი, ქორქია-საკანდელიძის ჯეკპოტთან ერთად. საკაიფო შედეგი იყო. იმ გუნდში იყვნენ საქართველოს ნაკრების შემსრულებლები, იმ გუნდში იყვნენ ლეგიონერები და იმ გუნდისგან ითხოვდნენ შედეგს.

სამართლიანად ითხოვდნენ. იმ გუნდმა სადღაც მოსაგები მოიგო, სადღაც - ვერ მოიგო და ახალ სეზონში გია-მწვრთნელმა ახალი გამოწვევა მიიღო.

ამ სეზონში კაზანჯიანი "ოლიმპში" დარჩა. და გუნდი იცვლება. მფლობელის შეცვლა ცალკე თემაა. შეიცვალა შემადგენლობა. რამდენიმე მოთამაშე შარშან, კალათბურთის სამოყვარულო ლიგაზე იყო.

გუნდის ძირითადი მომხსნელი ქუჩის კალათბურთის ჩემპიონი იყო. მოკლედ, ცინცაძეები, ფაცაციები და ლეგიონერები შეცვალეს უცნობმა და მონდომებულმა ბიჭებმა. და შეიცვალა კაზანჯიანი-მწვრთნელის პერსპექტივაც. ამ გუნდით მთელი ვოიაჟის გავლა არარეალურია. ამ გუნდით ბევრი არ უნდა წააგო და ახალგაზრდებს თავმოყვარეობის, პრინციპების დაცვა უნდა დაამუღამებინო. ეს საჭიროა. ეს აუცილებელია. და ეს, იდეაში, ისედაც ასე უნდა იყოს.

"ოლიმპი" აგებს. ბევრს აგებს. იშვიათად იგებს. და კაზანჯიანი პრინციპებს, კალათბურთს უფრთხილდება. ამ "ოლიმპთან" ერთად ეს ცოტა რთულია, მაგრამ საქმე უნდა გააკეთო.

საუბარი დაიწყო და საუბარი, ძირითადად, გიას სომხურ მოგზაურობაზე იყო. როგორ ჩავიდა კაზანჯიანი იქ, ერევანში და როგორ ააწყო მწვრთნელმა ახალი გუნდი, რომელმაც სტამბოლში "ბეშიქთაშს" 23 ქულა მოუგო. როგორ გახდა გია-მწვრთნელი ერევანში და სომხეთში ძალიან პოპულარული პერსონა და როგორ მიიღო მან მაქსიმუმი. ნდობის მაქსიმუმი.

ამ ამბებზე ცოტა მერე წავიჭორაოთ. დამიჯერეთ, საინტერესო იქნება. და დამიჯერეთ - არა მხოლოდ ეგზოტიკის მოყვარულებისთვის.

ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა არ ფლობს უცხო ენას. ქართველი მწვრთნელების უმრავლესობამ არ იცის, რა ტაქტიკით თამაშობენ დღეს მსოფლიოში და ამ დამსახურებულ ხალხს ეს საერთოდ არ აინტერესებს. ქართველი მწვრთნელების უმრავლესობამ არ იცის კალათბურთის ძირითადი, ფუნდამენტალური ნიუანსები. ამ ნიუანსებით იზრდება და ვითარდება კალათბურთელი. ამ ნიუანსებით ვითარდება დამწყები მოთამაშე, რომელიც უნდა ფიქრობდეს კალათბურთზე და არა - "იქსპიატზე". კარგი კალათბურთელი ნებისმიერ "იქსს" მიიღებს. საქართველოშიც.

გია კაზანჯიანი კარგი მწვრთნელია. ის კალათბურთთან შენობით არის. და გია კაზანჯიანთან ჩემი მეორე მეგობრის, კიდევ ერთი გიას პიცერიაში საინტერესო საუბარი მქონდა. კალათბურთზე, "ოდნოებში" გაცნობილ მოთამაშეზე, რომელიც შემდეგ სომხური კლუბის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. მოკლედ, ძაან ბევრ რამეზე.

ახალი გენერაციის ქართველი მწვრთნელებიდან რამდენიმეს აქვს პერსპექტივა, რომ უკეთესი გახდეს. რომ ბევრჯერადი გახდეს.

შემდგარი და ჩამოყალიბებული მწვრთნელია კოტე ტუღუში, რომელიც მოუმატებს. მაგრად მოუმატებს. და არა მხოლოდ საკლუბო დონეზე. კაზანჯიანის გარშემო რამდენიმე საინტერესო მწვრთნელია. რამდენიმე საინტერესო მწვრთნელია კოტეს გარშემოც. უმატებენ დიმიტრი ჟაკობოვი, ირაკლი ტომარაძე. ასისტენტობიდან ზედა დონეზე გადავიდა ბუბა ბერიშვილი.

და კაზო წელს სასწაულებს ახდენს. ტიპი აგებს და მაინც იგებს.

ხდება ხოლმე.

მომავალ შეხვედრამდე!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

Eka
უპირობოდ მაგარი მწვრტნელია გია. კიდევ უფრო მეტი წარმატებები მას!
Eka
უპირობოდ მაგარი მწვრტნელია გია, კიდევ უფრო მეტი წარმატებები მას
irakli
ორი ნორმალური მწვრთნელი საქართველოში წულაძე და კაზანჯიანი
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
[VIDEO] დარბაზი დაინგრა - საოცრება არგენტინის ჩემპიონატის საკალათბურთო მატჩში
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
ჩვენი გუნდი დაბრუნდა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
ვინ მოდის? - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
საქართველოს U16 ნაკრები სტამბოლში საბერძნეთთან ბრძოლაში დამარცხდა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
ქართველი იტალიელები - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
U18. უკრაინა-საქართველო 71:72 - კიდევ ერთი საოცარი გამარჯვება
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"ბათუმმა" "დინამოსაც" სძლია და მე-7 ადგილზე გამაგრდა
U16. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
კალათბურთის გაკვეთილები სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის დაიწყო
ზაზას ლოჟა - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა