ლიკა მუზაშვილი: "ჩემი და თოკოს დაშორება იმათი ბრალი გახლდათ, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდოდა"
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური "გენკის" შემტევი ნახევარმცველი - თორნიკე ოქრიაშვილი საკმაოდ წარმატებულ ფეხბურთელად მიიჩნევა როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

თორნიკეს ჰყავს მეუღლე - ლიკა მუზაშვილი და 2 წლის ალექსანდრე.

თორნიკეს მეუღლეს - ლიკას იტერნეტის საშუალებით დავუკავშირდით. მან გაგვიმხილა, რომ მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ძალიან რთული პერიოდი გადაიტანეს, 2 თვე დაშორებულან კიდეც, მაგრამ მერე ურთიერთობა დაულაგებიათ და ახლა ერთად თავს კარგად გრძნობენ.

- 15 წლის ვიყავი, თოკო რომ გავიცანი. იმ პერიოდში ანსამბლ "მერანში" ვცეკვავდი. ჩემს კონცერტზე იყო მოსული, მეგობარს ახლდა. როგორც შემდეგ მითხრა, ძალიან მოვეწონე და იაქტიურა, ჩემი გაცნობა მოახერხა. მერე ყველაფერი ჩვეულებრივად განვითარდა. გაცნობის დღესვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების პრინცი იქნებოდა.

- დიდი ხანი იყავით შეყვარებულები?

- საკმაოდ დიდხანს, 6 წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთმანეთი რომ გავიცანით, ძალიან პატარები ვიყავით, 15 წლის ასაკში ხომ არ დავქორწინდებოდით?

- თორნიკე შენზე უფროსია?

- არა, ასაკით თითქმის ტოლები ვარ, ერთი თვით მასზე უფროსი გახლავართ (იცინის).

- პირველი თორნიკე გამოგიტყდა სიყვარულში?

- სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, ეს როგორ მოხდა. რომ არ მოგატყუოთ, თორნიკე მეც ძალიან მომწონდა და ამიტომ ჩემი გულის მოსაგებად დიდი აქტიურობა არ დასჭირვებია. იმდენად გახსნილი ურთიერთობა გვქონდა, რომ ერთმანეთისთვის რაღაცების დეტალურად ახსნა არ გვჭირდებოდა...

შეყვარებულები ვიყავით, როცა თოკო სათამაშოდ უკრაინის გუნდში მიიწვიეს და აქედან გამომდინარე, საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად ახერხებდა. მოგეხსენებათ, შეყვარებული წყვილისთვის ასეთი ურთიერთობა ძალიან მტანჯველია. ამიტომ დაოჯახება გადავწყვიტეთ.

- გაიპარეთ?

- არ გავპარულვართ, ოფიციალურად დავინიშნეთ.

- მშობლებს მოსწონდათ სასიძო?

- 17 წლის ვიყავი, როცა დედამ გაიგო, ვისაც ვხვდებოდი. ძალიან მინდოდა, ერთმანეთი გაეცნოთ. დედის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, თოკო რომ გაეცნო, მოეწონებოდა. ის ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. გვითხრეს, რომ მენინგიტი ჰქონდა...

რაც შეეხება მამას: სასიძო მოეწონა და კარგად მიიღო. ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ.

- რამდენი წელია, რაც შენ და თოკო ცოლ-ქმარი ხართ?

- უკვე 3 წელია, ერთად ვცხოვრობთ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ. გყავს ერთი შვილი, 2 წლის ალექსანდრე.

- როცა თორნიკე გაიცანი, ის უკვე წარმატებული ფეხბურთელი იყო?

- არა, მაგრამ თავდაუზოგავად შრომობდა წარმატების მისაღწევად. მაშინ საფეხბურთო გუნდ "გაგრაში" თამაშობდა. სიმართლე გითხრათ, ვიდრე თორნიკეს გავიცნობდი, ფეხბურთის აზრზე არ ვიყავი, სპორტის ამ სახეობაში საერთოდ ვერ ვერკვეოდი. ახლაც არ ვარ დიდი ექსპერტი, მაგრამ უკვე შენიშვნებს ვაძლევ და ვარიგებ ხოლმე.

- ითვალისწინებს შენს რჩევებს?

- რა თქმა უნდა, ითვალისწინებს (იცინის).

- რთულია წარმატებული ფეხბურთელის ცოლობა?

- კი, საკმაოდ რთულია, მაგრამ თავდაპირველად ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულად მეჩვენებოდა, ვიდრე სინამდვილეში არის. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ის პერიოდი როგორღაც გადავლახე. ახლა თოკოს დღის რეჟიმის მიხედვით ვცხოვრობ, რაც ჩემთვის სასიამოვნო და ამავე დროს, საინტერესოა.

- ახლა რომელ ქალაქში ცხოვრობთ?

- გენკში ვცხოვრობთ.

- თავის დროზე ქორწილი თუ გქონდათ?

- ქორწილი და თეთრი კაბის ჩაცმა ჩემი ოცნებაა. მინდა, როგორმე მოვახერხოთ და ოდესმე, საქორწინო ცერემონია მოვაწყოთ.

- გენკში მარტო ცხოვრობთ?

- მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ ხშირად გვყავს სტუმრად თოკოს დედა და ძმა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვერ ვახერხებთ, თავად გვსტუმრობენ ხოლმე.

- თოკოს ძმაც ფეხბურთელია?

- არა, ის 5 წელი დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ თავი დაანება.

- მეორე შვილის გაჩენას არ გეგმავთ?

- დიახ, ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ უნდა "დავლაგდე". დიდი ხანი არ არის, რაც გენკში გადმოვბარგდით.

- მეუღლის თამაშებზე თუ დადიხარ?

- დიახ, დავდივარ და ვგულშემატკივრობ კიდეც.

- პატარა ალექსანდრეს თავად ზრდი თუ გყავს დამხმარე ქალი?

- არა, ძიძა არ მყავს. ალექსანდრეს მარტო ვზრდი. ძალიან ცელქი ბავშვია, ერთი წუთით ვერ მოადუნებ ყურადღებას.

- საოჯახო საქმეებში მეუღლე არ გეხმარება?

- არა, თორნიკე ამას ვერ ახერხებს, ისედაც ძალიან დატვირთულია, ყოველდღე ვარჯიში აქვს, შემდეგ თამაშები და შინ დაბრუნებულს განტვირთვა, დასვენება სჭირდება.

- თავისუფალ დროს როგორ ერთობით?

- გენკი ძალიან ლამაზი ქალაქია. როცა თოკოს თავისუფალი დრო აქვს და ძალიან დაღლილი არ არის, სასეირნოდ მივდივართ. ეს ქალაქი, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცხო ადგილია და გვინდა, კარგად გავიცნოთ. სხვა ქალაქებშიც მივდივართ ხოლმე.

- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი დაშორებულები იყავით...

- ეს სიმართლეა. რთული პერიოდი გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მტერი გვყავს თოკოსაც და მეც. ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი... საბედნიეროდ, ყველაფერი მალევე დალაგდა. ბოროტსა სძლია კეთილმა და სიმართლემ გაიმარჯვა.

- თოკოს, როგორც წარმატებულ ფეხბურთელს, ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს...

- კი, მაგრამ ჩვენი დაშორების მიზეზი ეჭვიანობა ნამდვილად არ იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი, ამის გამო პანიკაში არ ჩავვარდები.

- რამდენი ხანი იყავით ცალ-ცალკე?

- 2 თვე გავძელით ერთმანეთის გარეშე.

- შერიგების ინიციატორი ვინ იყო?

- ჩვენ შორის რაც მოხდა, ის არც ჩემი ბრალი იყო და არც - თოკოსი. არავის უცდია, შევერიგებინეთ. ზოგადად, წყვილის ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევის წინააღმდეგი ვარ.

ისევ თოკო შეეცადა ურთიერთობის აღდგენას და მეც დავთანხმდი. ჩვენი დაშორება იმ ადამიანების ბრალი გახლდათ, ვისაც ჩვენთვის ცუდი უნდოდა.

- გარდა იმისა, რომ მოცეკვავე ხარ, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- საერთაშორისო ურთიერთობასა და დიპლომატიაზე ვსწავლობდი, მაგრამ ამ ეტაპზე პაუზა მაქვს. მომავალში სწავლას აუცილებლად გავაგრძელებ და მერე იმედია, კარგ სამსახურსაც ვიშოვი.

სოფო ჭონიშვილი

ყოველკვირეული ჟურნალი "გზა"

შაკო
ანგელოზივით გოგოა. რა გინდა ბიჭო მეტი, ითამაშე და ჩაეხუტე ოჯახს და იყავი!
Zaza
წარმატებას გისურვებთ
102010
ფეხბურთელია თუ სუპერ მოდელი:))
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
თორნიკე ოქრიაშვილი მეორე შვილს ელოდება
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
სულ ამბობდა, რომ მე შევძლებო - ლიკა მუზაშვილი თორნიკე ოქრიაშვილს სხვა კუთხით გაგაცნობთ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?