ფიფა "მესამე გუნდის" წესს რონალდოსა და მესის გამოც არ შეცვლის, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს...
გიორგი ილურიძის შესაძლო ტრანსფერზე (ლაპარაკი იყო გორის "დილაში" დაბრუნებაზე) აქამდეც ვწერდით, თუმცა არ არის გამორიცხული, 22 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარი წლის განმავლობაში უგუნდოდ დარჩეს...

შეგახსენებთ, რომ გიორგი ილურიძემ 16 აპრილს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სპლიტის (ხორვატია) "ჰაიდუკი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ახალი სეზონი მან კვიპროსში, ლარნაკას "ერმისში" დაიწყო და ამ გუნდის ფორმით ევროპის ლიგაზეც ითამაშა, მაგრამ მოხდა ისე, რომ 2014 წლის აგვისტოში ილურიძე "ზესტაფონში" აღმოჩნდა, საიდანაც ამას წინათ ყველა ფეხბურთელი წავიდა.

ანუ ილურიძემ ერთ სეზონში უკვე ორი გუნდი გამოიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისამდე მესამე გუნდში თამაშის უფლება არ აქვს. მისთვის ერთადერთი გამოსავალი თუნდაც დასუსტებულ "ზესტაფონში" თამაშია.

"გუნდის დაშლა ყველას გვეწყინა, მაგრამ ამან მე ყველაზე მეტი სადარდებელი გამიჩინა. ზაფხულში "ერმისში" გადავედი და ევროპის ლიგაზე "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ ვითამაშე კიდეც. ასე რომ, საქართველოში დაბრუნებულმა კონტრაქტი უკვე მეორე გუნდთან გავაფორმე.

ფიფას წესებით კი, მიმდინარე სეზონში მესამე გუნდში გადასვლის უფლება არ მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვქნა.

"ზესტაფონის" დაშლის შემდეგ გათავისუფლების ფურცელი მივიღე და დიდი ალბათობაა, ახალი სატრანსფერო სეზონის გახსნამდე უგუნდოდ დავრჩე", - წუხს ილურიძე.

თუმცა მას საბოლოოდ იმედი არ გადაუწურავს:

"თუ "ზესტაფონი" ახალგაზრდული შემადგენლობით მაინც ითამაშებს, სხვა გზა არც მრჩება - აქ თამაში მომიწევს. თუ გუნდი ჩემპიონატშიც ვეღარ გამოვა, ასეთ შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდება.

მითხრეს, რომ ამ არაოდინარული ვითარების გამო, შესაძლოა, ფიფას მიმართო და გამონაკლისის სახით, სეზონში მესამე გუნდში თამაშის ნება დაგრთონო. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელი რევაზ შენგელია საკითხის გარკვევას დამპირდა, თუმცა ისიც მითხრა, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა. შესაძლოა, ფიფას წერილი გავუგზავნო.

ახლა მთავარია, რას იტყვის "ზესტაფონის" პრეზიდენტი. ილია კოკაია დეკემბრის ბოლოს ჩამოდის და ყველაფერზე პასუხი ამის მერე მექნება. ამბობენ, კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვსო. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იქნება, რადგან მეეჭვება, "ზესტაფონის" შესანახად საჭირო დიდი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიღონ.

მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვარ. თუ მესამე გუნდში თამაშის უფლებას არ მომცემენ, რისი იმედიც ნაკლებად მაქვს, მაშინ ზაფხულამდე კონდიციების შენარჩუნება ინდივიდუალური ვარჯიშით მომიწევს".

...მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს!

შესაძლოა თუ არა, რომ ფიფამ გაითვალისწინოს არსებული არაორდინარული ვითარება, გამონაკლისი დაუშვას და ილურიძეს მესამე გუნდში თამაშის უფლება დართოს?

განმარტებისთვის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელ რევაზ შენგელიას მივმართეთ. სხვათა შორის, მან გაგვიმხილა ამბავი, რაც სხვა ფეხბურთელებისთვისაც საინტერესო იქნება:

"ფეხბურთელმა რომ მოგვმართა, ცხადია, საკითხის შესწავლა დავიწყეთ და ზუსტი პასუხი მალე გვეცოდინება. ვითარება მართლაც არაორდინარულია და კარგად გვესმის, რომ ილურიძეს დახმარება სჭირდება.

ნაკლებად მგონია, რომ სხვა გამოსავალი იყოს, გარდა "ზესტაფონში" მისი თამაშისა. ჩვენს პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა რამდენიმე ხნის წინათ იყო, როცა ბალტიისპირეთში ქართველი ბიჭი თამაშობდა, გვარად - ჩხოტუა. მისი კლუბი გაკოტრდა, ფეხბურთელი უშემოსავლოდ დარჩა და "გაგრაში" მიიწვიეს.

ფიფას რომ მივმართეთ, უარი შემოგვითვალა - სეზონში "მესამე გუნდის" წესს რონალდოსა და მესის გამოც არ შეცვლიან, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს - ფიფა მესამე გუნდში გადასვლად არ თვლის, თუ ფეხბურთელი სხვა სისტემის ქვეყანაში გადადის.

აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: ილურიძემ ითამაშა ორ ისეთ ქვეყანაში, კვიპროსსა და საქართველოში, სადაც ჩემპიონატები შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით ტარდება. მაგრამ თუ ის გადავა ისეთი ქვეყნის გუნდში, სადაც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით თამაშობენ და სეზონს ახალი წლიდან იწყებენ, მასზე ეს წესი არ გავრცელდება, რადგან ფიფა მიიჩნევს, რომ იქ ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო.

ასეთი ქვეყნებია ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ყაზახეთი, სომხეთი და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sdfghjkl;'
თუ თამაში გინდა ითამაშებ.არანაირად არ უნდა აყვე ქართულ მიდგომას"სანამ ახალგაზრდა ვარ,ვიგულავებ.მერე კი რაღაც გამოჩნდება".ვერც იგულავებ,არც არაფერი გამოჩნდება და სახელიც გატეხილი გექნება.თუ ღვთის მოცემულ ნიჭს ვერ იყენებ,სხვისას როგორ ისწავლი.ვინც თამაშობს ფეხბურთს გულით,ის დიდ ფულსაც შოულობს.
იმედა
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ვგულშემატკივრობ გიორგის... ძალიან მეწყინება, თუ მასაც დაავადება "ქართველი ფეხბურთელების სინდრომი" შეეყრება.... თუმცა დაავადების ტიპიური სიმპტომები უკვე შეინიშნება....
dali-s
ნაკლებად რბილი ნათქვამია,რომ არ გაგეგებათ ფეხბურთის მაგიტომ ვერ ხვდებით.რატომ დარბიან.....
dali
ფეხბურთის ნაკლებად გამეგება რამე,ამ ბიჭს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ რატომ დარბიან ასე წინ და უკან გუნდიდან გუნდში თუ იციან რომ პრობლემები შეექმნებათ. სტატია წავიკითხე რადგან სათაურის მიხედვით მეგონა, ღმერთმა დაიფაროს და ცუდად იყო.
falcao9
ნეტა დართონ ნება და იქნებ დინამომ აიყვანოს. თან ახლა გაუშვეს 6-7 ფეხბურთელი და კარგი თავდამსხმელი ჭირდებათ!
Dato
იმედია ნებას დაგრთავენ და დაბრუნდები დილაში
giorgi
იმედია დართავს ფიფა ნებას და დაუბრუნდება გიო თავის ქალაქს და გუნდს,ზალიან ნიჭიერი ბიჭია და არ შეიძლება ამის უთამაშებლობა,
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
რეკორდი ქართულ ფეხბურთში - დავით კირკიტაძის გოლი და წამები [VIDEO]
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა გადაიდოს
არსებული მონაცემებით, გობეჯიშვილის ხმის გარდა, კობიაშვილი და არველაძე 17-17 ხმას აგროვებენ
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: მხარეებს შორის შეთანხმება შედგა
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ᓐᕥᓢᓣᓐᓚᓣᓠᕘ ᓗᓔᕛᕐ: ᓕᓘᕡ ᓠᓐ ᕞᓠᓝᓑᓚᓔᕛᕔᓑᓘ ᓐᓥᓕᓡ ᕚᓘᕪᓔᓜᕖᕘᓠᓔᕑᓐᕨᓘ?
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"ᓡᓐᓛᓢᓠᓔᓓᓘᓐ" ᓓᓐ ᕑᓐᓗᓣᕛᕘᓡ "ᓓᓘᕜᓐᓛᓝ" ᓞᓚᓔᓘ-ᓝᓤᓨᕘ ᓓᓐᓣᓨᕕᕔᕡ?