ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დავით ლორთქიფანიძე: სიჭინავა საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს

დავით ლორთქიფანიძე: სიჭინავა საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს

პარლამენტარმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დებულების დარღვევასა და მმართველობის ვადის უკანონოდ გახანგრძლივებაზე ილაპარაკა
დავით ლორთქიფანიძე ჯერ პარლამენტის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ეძგერა, ახლა კი უკვე მესამედ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას დაუპირისპირდა.

სტუდია "რეპორტიორში" გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტარმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ დებულების დარღვევასა და მმართველობის ვადის უკანონოდ გახანგრძლივებაზე ილაპარაკა...

"ქართველი გულშემატკივარი მტკივნეულად განიცდის იმ პრობლემებს, რაზეც ამ ბოლო დროს პრესკონფერენციები გავმართე.

ფეხბურთის ფედერაციაში გვაქვს საკმაოდ არაორდინარული ვითარება, შეიძლება ითქვას - ტრაგიკულიც. საქართველოს არც ერთ ფედერაციას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, ყრილობა დათქმული ვადის იქით გადაეწია. ფეხბურთის ფედერაციაში კი ცდილობენ, წესდების უგულებელყოფით, სათავეში ყოფნის პერიოდი რამდენიმე თვით გაიხანგრძლივონ.

2015 წლის 22 იანვარს სიჭინავას პრეზიდენტობის 4 წელი უსრულდება... უფრო სწორად, 4 წელი დანიშვნის დღიდან, რადგან ის მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

აბსოლუტურად გაუგებარია, სიჭინავა რის საფუძველზე ცდილობს, არჩევნები 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბერ-ნოემბერში დანიშნოს. ამით ის საპრეზიდენტო ვადას 9-10 თვით იხანგრძლივებს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

ამის დასტურად, პარლამენტარმა ფეხბურთის ფედერაციის წესდების 38-ე მუხლის 1 პუნქტი მოიშველია:

"იქ წერია, რომ ყრილობა პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევს. სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს უმთავრდება, 1000-დღიანი წელი კი არ არსებობს. აშკარაა, რომ ის ფედერაციის წესდებას თავად არღვევს".

ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საკითხის მოგვარებაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს:

"ქვეყანაში ამ სფეროს პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს. მსურს, მინისტრ ლევან ყიფიანს გულშემატკივრებისა და პირადად ჩემი სახელით მივმართო - დაინტერესდეს, რა მდგომარეობაა სფფ-ში, შექმნას სამუშაო ჯგუფი... გაირკვევა, რომ წესდებას უხეშად არღვევენ და ყრილობა, მაქსიმუმ, იანვარ-თებერვალში უნდა ჩაატარონ.

ეს არ უნდა იქნას აღქმული ფედერაციის საქმეებში ჩარევად. თუ კანონისა და ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო და სპორტის სამინისტრო ასე არ მოიქცევა, ამჟამინდელი მმართველების ყოფნის ვადა, შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს".

ლორთქიფანიძემ ფეხბურთის ფედერაციას ისტორიული თარიღიც შეახსენა:

"მომავალი წლის 3 თებერვალს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის დაბადებიდან 100 წლისთავი სრულდება. ჩემი ინფორმაციით, პაიჭაძის ოჯახს აქამდე არავინ შეხმიანებია - ქართული ფეხბურთისა და მისი ისტორიისადმი ფედერაციის დამოკიდებულება ამაშიც ჩანს.

ამიტომ, მივმართავ მის ხელმძღვანელებს - დაინტერესდნენ ამ თარიღით, 2015 წელი პაიჭაძის წლად გამოაცხადონ და ღონისძიებები დაგეგმონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jeko

რა დონის ხელმძღვანელები არ მინახია და მსმენია მათზე მაგრამ ასეთი ურცხვები როგორიც სიჭინავა-არველაძეს დუეტია მართლა არ გამიგია.სირცხვილიაააა

• gizog

როგორც ჩანს ეს გულშემატკივრების გადასწყვეტი საიკითხი გახდა. პირველად უნდა ვთხოვოთ ამ საქმის პროფესიონალებს, როგორ შეიძლება ამ საკითხის იურიდიულად მოგვარება, და შემდეგ თუ საჭირო გახდება ლოკომოტივის სტადინს და ფედერაციის შენობას კიარა ვაკეს აღარ უნდა გავაკაროთ დღევანდელი ფედერაციის წევრები და თანამშრომლების ვინც ამ ძალადობას არ გაემიჯნება.

• აოეე

ამ ქვეყანაში ეს მონური ფსიქოლოგია არ დამთავრდება.რა შუაშია ლორთქიფანიძე,წესდება რომ წაიკითხო ,,აშკარა-დაუჯერებელს"მივმართავ,იქ წერიია რომ ,,პრეზიდანტს ირჩევს ყრილობა 4 წლით.."(მუხლი 38)გაიიგეე,ეს სიჭინავა არავის არ აურჩევია ნაცების გარდა,დანიშნეს 2011 წლის 22 იანვარს და 4 წელი გასდის 2015 წლის 22 იანვარს.გასაგებიაა თქვე ნაცებო-სიჭინავისტებო,თქვენ დაგიქანავეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებმა.

• barsa

ვეტარან ფეხბურთელებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივა და არა ფედერაციის, ხოდა პარლამენტში თვითონ ბრძანდება და დასვას საკითხი, შეისწავლოს ვეტერანი ფეხბურტელების სოციალური მდგომარეობა, გაუდის აქ ტლიკინი ....

• fexburti

წაიკითხეთ რა ეს ოხერი წესდება სად წერია ეგეთი რამეები? ..ან ამას რა უნდა პარლამენტში? საიდან გამოიჩეკა საიდან მოვიდა? ამან უნდა იმსჯელოს ქვეყნის ბედზე? პარლამენტის წევრის გასარჩევია ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების თემა? მე იცით რა უფრო მაინტერესებს ამ ******* როდის დაითხოვენ პარლამენტიდან, როდის ეღირსება ამ ქვეყანას ნორმალური პარლამენტი? ამას ხმა, როგორ უნდა მისცე?

• goethe

ქაჯების ქვეყანა

• აშკარა - დაუჯერებელი

აბსოლუტური სისულელეა, არანაირი წესდება არ ირღვევა. ლორთქიფანიძე უქანავებს.

• გიო

გაგიჟდე შეიძლება კაცი,ყველა შეზრწუნებულია მათ შორის პაიჭაძეები და ამ დროს ერთნაირი სიმშვიდით ამას უყურებენ ფედერაცია(გასაგებია რატომ)და სპორტის სამინისტრო(ეს კი გაუგებარია).გაიგონე ხალხის ძახილი ლევან ყიფიანო.

• პაიჭაძეების საგვარეულო კავშირი

მივესალმებით ბატონ დავითის ინიციატივას, 2015 წლის ბორის პაიჭაძის წლად გამოცხადებას. შემოგვაქვს წინადადება, რომ ჩატარდეს მინი ფეხბურთის ტურნირი ბორის პაიჭაძის თასზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საგვარეულოს წარმომადგენლები, მათ შორის ქართული ფეხბურთის კორიფეების საგვარეულობებიდანაც. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ვთხოვთ დაიცვან მათი ლეგიტიმურობის ვადები და შეასრულონ ყველა ის ვალდებულება, რაც აღებული აქვთ ქვეყნის და ქართველი გულშემატკივრების წინაშე. იმედია ფედერაციის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ქართველი გულშემატკივრების აზრს და არ დარჩება კანონგარეშე.

• გიორგი პაიჭაძე

საინტერესოა რას ეფუძნება ფეხბურთის მესვეურების ეს გადაწყვეტილება და რატომ არღვევენ წესდებას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და კეთილი ინებონ ყველა უწყებამ, ვისაც ეხება მათი ზედამხედველობა მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მათი მოქმედებები, რათა არ იყოს დაშვებული მსგავსი პეცედენტი. ფედერაცია არ არის რაიმე კატორა, რომ როგორც გინდა ისე დაინიშნო და იმოქმედო. კეთილი ინებეთ და ყველამ პატივი ეცით ხალხს და ფეხბურთის გულშემატკივრებს, თორემ როგორ მთავრდება მსგავსი სიჯიუტე ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება 2015 წლის ბორის პაიჭაძის წლად გამოცხადებას, ამ იდეას მივესალმები, რადგან დრო ბევრი არ დარჩა საიუბილეო თარიღამდე და წლის განმავლობაში ბევრი ღონოსძიებების ჩატარება მოხერხდება. მადლობა ბატონ დავითს, ამ ღირსეულ მამულიშვილს,რომელსაც მუდამ შეაქვს თავისი წვლილი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში

• გიორგი

ასეთი იდაე მაქვს,თქვენმა პორტალმა ჩაატარეთ გამოკიტხვა:უნდა ჩაატაროს თუ არა ფედერაციამ სასწრაფოდ პრეზიდენტის არცევნები? და კიდევ ერთი-აქვს თუ არა სიჭინავა-არველაძეს მორალური უფლება ისევ უნდოდეთ პრეზიდენტობაა?

• დათვი

ყველა გამოვიდეთ ფედერაციის წინააღმდეგ კანონიერი მოთხოვნებით.ჩაატარონ ყრილობა სასწრაფოდ და მანამდე შეცვალონ წესდება,თუ ამას ვერ მივაღწევთ მაშინ სიჭინავას ღირსები ვყოფილვართ.

• 1

ჭიდაობის პრეზიდენტი კი მოაძრეს უცბად და უკვე ეჭვები გაუჩნდება ადამიანს ვინ მართავს სპორტს

• avto

მხოლოდ ფეხბურტის ფედერაციასია ნაცები დავამტავროტ

• თარხანი

იციით,პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე ნამდვილაად ღირსეული ქართველის შთაბეჭდილებას ტოვებს მისი პოზიციიდან გამომდინარე და არა მარტო ფეხბურთთან მიმართებაში და ალბათ მისი გააქტიურება არის საჭირო,მას საინტერესო ხედვები აქვს მაგრამ მხარსოფიციოზისაგან ვინ უჭეერს,რას შვებიან კალაძე,ყიფიანიი

• მაულიშვილი

ეხლა ვნახე ტელეიმედზე რეჟისორ გუგული მგელაძის ,,ბურთი და მოედანი" გენიალური ქარტველი მსახიობების იპოლიტე ხვიჩიას,ნინუას,აბაშიძის და მრავალის(უფალმა აცხოვნოთ)მონაწილეობით სადაც ჩანს ნამდვილი ქართული გენი თუ როგორ უყვარდათ და ახლაც უყვართ ჩვენთან ფეხბურთი მაგრამ ამავე დროს ვიტანთ,ვითმენთ ამ თავისმომჭრელ ფედერაციას.შეგვირცხვა ნამუსი.ვინს ჩუმადაა ყველამ ხმა ამოვიღოთ.სიჭინავა არსად წამსვლელი არაა თუ არ ვაიძულებთ.შევიგნოთ!!!

• ლევანი

სად ხართ ჩვენო სახელოვანო ვეტერანებო,რატომ ხმას არ იღებთ ამ უმსგავსოებაზე?გაბელია(ამას წინათ თავი რო მ შეგვაცოდა არ გვაფასებენო)ხურცილავა,ჩივაძე და რამდენი ჩამოვთვალო!

• vanski

სიჭინავამ ხო გაგვიხურა რა დროა მართლა ხმა ამოიღოს მთავრობამ. სგ დავით, ნამდვილად ხალხის სახელით ლაპარაკობ და ხალხის სათქმელს ამბობ.

• kaxeli

გამოვიდეთ და მოვითხოვოთ მათი გადაყენება,ამათ დააწყვიტეს ყველას ნერვები ამ უნამუსოებმა და კიდევ გახანგრძლივება უნდათ.

• alexandre

იქნებ ფიფას მივმართოდ, ისე ამ უსინდისო და უნამუსო ფედერაციას ვერაფერს ვუზამთ. ძალიან სერიოზული არგუმენტია კობიაშვილმა რომ ბრძანა- თუ ახალ ჩემპიონატამდე არ ჩატარდა არჩევნები, ახალ ფედერაციას მთელი წელი ეკარგება. პირდაპირ თუ ჩაერევა სახელმწიფო, ესენი ფიფაში იჩივლებენ და ოღონდ თვეებით გაიხანგრძლივონ ხელმძღვანელობა - ქართულ ფეხბურთს გაწირავენ, თუნდაც სადისკვალიფიკაციოდ. შეიძლება ხელმოწერების შეგროვება და ა.შ.. გვერდში გიდგავართ, ბ-ნო დავით.დროზეა შველა საჭირო...

• ემიგრანტი

არ მინდა დავიჯერო მაგრამ ჩვენ მხოლოდ ლაპარაკი სეგვიძლია როგორც ჩანს,ხოდა მაგიტომაც გულაობს სიჭინავა და,, ნაცების შტაბბინა".გულის მოფხანა კი არა მოქმედებაა საჭირო

• ლერი

დიდად არ ვარ ამ პორტალის მკითხველი მაგრამ ფეხბურთის სიყვარული მალაპარაკებს,ქართულ ფეხბურთს ამ უფროსების ხელში არანაირი მომავალი არაა აქვს.

• მე

ვინ რას წერთ ვეღარ გაიგებს ადამიანი.ეს 555 კიდე ვინაა.ყველა ვთანხმდებით რომ საქართველოში ფეხბურთი სიჭინავა-არველაძემ მიასიკვდილა და რაღას ვლაპარაკობთ.აწი ხელისუფლებამ უნდა ჩაერიოს ისე როგორც კანონი და ხალხი ითხოვს,ისე ესენი არსად,არაოდეს წამსვლელები არ არიან.

• 555

ამ **** აზრი ნეტა ვის აინტერესებს, წადი ბიძია საქმე ნახე, შენ არ ხარ ის კაცი, ვისაც ფეხბურთის შველა შეუძლია.

• მოივიდა ზურაბა

დამავიწყდა,გაგრძელებაა...ხალხმა იმიტომ აირჩია ოცნება რომ ბიძინას იმედი გვქონდა და ნუ მოგვილავთ იმედს.მთავრობამ ხალხს უნდა მოუსმინოთ

• მოივიდა ზურაბა

თათათააა,გამოიღვიძე ლევან ყიფიანო და მექანიზმები მოიფიქრე,რა ვიცი,აამოქმედე,ვერ ხედავ ფეხბურთი წაგვართვეს ამ ნაცების პადარკებმააა

• ჯეელი

დავი ლორთქიფანიძე ჯიგარია,მის მარჯვენას ვენაცვალე.ასეთი გულანთებული კაცები თუ უშველიან ქართულ ფეხბურთს და ზოგადად ქართულ საქმეს.

• ქართველო

ის ფედერაცია,ვისტვისაც ბორია პაიჭაძე, სამწუხაროდ არაფერს ნიშნავს,მართლა მოსაკვეთია და დროზე მივხედოთ ამსამარცხვინო ფედერაციას

• ეეხ

ვიღაცამ ავიღოთ საკუთარ თავზე და სოციალური ქსელებით დავაანონსოთ თარირი და ვესტუმროთ ფედერაციას ათასები.პარლამენტი და მთავრობა ხომ არ ჩაერევა მაგრამ როგორც ჩანს მათაც უკვე ყელში ამოუვიდათ ეს ფედერაცია.

• ქართველო

გამოვიდეთ საახალწლო ქეიფებიდან და დროზე მივხედოთ ქართულ ფეხბურთს ანუ ფედერაციას თორემ შემდეგ უკვე გვიან იქნება

• Kaxa

gocha kochag.ase unda gaketdes.

• ემიგრანტი

რასაც ვკითხულობ და ვუყურებ მგონი პარლამენტარი რომაა ლორთქიფანიძე მის გარდა ქართულ ფეხბურთზე არავის გული არ შესტკივა(შეიძლება არ ჩდებიან)და მგონია რომ მას უნდა დავუდგეთ გვერდით,ტქვენ მაქ ჩვენ აქედან და ისე დავამთავროთ ეს სამარცხვინოები.

• გოჩა

ხალხნო,დავაანონსოთ სოციალური ქსელებით დიდი მინიმუმ 50000- იანი აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან და ბოლო გაფრთხილება მივც3ეთ(ყვითელი ბარათი)შემდეგ შეკრებაზე წითელი და გამოვაძევოთ ფედერაციიდან.მერე იძახონ მთავრობა ერევაო.ხალხმა დავუმთავროთ მაგ უნამუსოებს თარეში...

• Tamazino

სახელმწიფოს ჩარევა არ შეიძლება ამაზე აღმასკომმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმც ისინიც შპს "სფფ"ს ხელმძღვანელების დანიშნულია. ისე სფფ-ს ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯოს კიდეც(თუმც მე სულ არ მსურს ეგ ოოღონდ წავიდნენ დროზე), მათ დააფინანსეს კლუბები და ფაქტიურად მოქრთამეს, რაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება და მერე ისიც საკითხავია, რა უფლებით ისესხეს და და სხვა ორგანიზაციები დააფინანსეს(კლუბები, ზოგი აიპი, ზოგი სსიპი ზოგი რა და ზოგი რა) სასწრაფოდ მოვაშოროთ ეგ ხალხი სფფ-ს. ისე მიშტლერას დაბრუნებას ხომ არ ელოდებიან? ისე არ აუდგეთ გვერდები

• domentiko

ვერ გაძღა და ვერ გამოჭამა დომენტიმ და მისმა .. ქარტული ფეხბურტი !თუ ამ უსაქმურ მჭამელებს კიდევ 10 თვეს ვაცლით , მართლა ფურთხის ღირსია ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ! ჩავავლოთ ..... და ..... გარეთ ეგ ფეხბურთის და ჩვენი ნერვების წურბელები

• ახალი წელი

მომილოცნია ახალი 2015 წელი სიჭინავა-არელაძეების ფედერაციის გარეშე.ეს ჩვენი აქტიოურობის გარეშე ვერ მოხდებაა.გავითვალისწინოთ

• ქაქუცა

თუ ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი ერთად არ დავდგებით მაშინ ეს მაჯლაჯუნები ისევ დარჩებიან და ახიც იქნება ჩვენზე.

• მე

მეობა თუ შეგვრჩა და ვიცი რომ შეგვრჩა მაშინ ლორთქიფანიძეს კი არ უნდა მოვუგონოთ სისულელეები,პირიქით გვერდით უნდა დავუდგეთ და ეს ნაციონალების შტაბბინა უნდა დავაცარიელოთ და იქ ღირსეული ქართველები უნდა მივიყვანოთ.ყველას გილოცავთ ახალ 2015 წელს.

• კახელი

ძმებო,უნდა ვღიარო რომ ეს ლორთქიფანიძე მართლა ჯიგარი ქართველი ყოფილა,ვენაცვალე მაგის მარჯვენას რა კაცურად მოსდო პარლამენტში ნაციპონალებს,გული მომფხანა.მასეთი ჯიგრები თუ გაყრინ რათქმა უნდა ჩვენი გვერდში დგომით სიჭინავასა და იმ არველაძეებს.

• ვანელი

,,ქომაგს" მინდა ვუთზრა რომ დავითი კი არ ეკვეხება მას როგორც დეპუტატა ევალება სიმართლე ილაპარაკოს რასაც სხვებისაგან განსხვავებით აკეთებს კიდეც,ამისთვის მადლობა მას.გარდა ამისა დავითი კარგი ფეხბურთელიც იყო და70- 80-იანი წლების ვანის ,,სულორის"ოქროს თაობის გონდში თამაშობდა.ასე რომ ეგ სიჭინავა-არველაძისტებმა დაწყნარდით რაა.წადით მშვიდობიანად.

• ტყეშელაანთ გიჟი

ნაცები და მაცები მაგარი მკიდია, მე აღარ ვერევი პოლიტიკაში ყველას მაგარი ვკიდივართ არც ოცნებაა სუფთა რაა.. სხვათაშორის 2012-ში საინფორმაციო სააგენტო "ინფო-9"-ში ვმუშაობდი ოპერატორად და მეც შევიტანე წყვლილი მოძალადე მთავრობის მოხსნაში და უბრალოდ დროშა არ მიფრიალებია, დასაჭერების სიაში ვიყავი რომ არ შეცვლილიყო მტავრობა და ნაცი ხარო თქვენი სათქმელი არ ვარ ზუსტად. რამდენი შეიძლება ერთი და იგივე ნაკელში ჩაყოთ ფეხი? თუნდაც ოცნებამ რა გააკეთა ერთი ამ 3 წლის მანძილზე? მე ვიყავი იმ რეჯიმის წინააღმდეგ და ესეც უარესია, ამიტომ აწი მკიდია ყველა. ნაცი ხარო კიდე შეურაწყოფად იქცა თუ რაა? გამოურეცხეს ტვინები ამდენ ხალხს ამ პოლიტიკიტ და ერთმანეთის ჭამით, თუ გავაგძელებ საუბარს მივალთ იქამდე რომ 4 წელიწადში 90-ბში დავბრუნდებით. რომელი ერთი მათგანი ფიქრობდა ქართულ ფეხბურთზე ადრე? ეგ "მაგარი" პოლიტიკოსები რო იცავთ, საერთოდ ბურთისთვის თუ დაუტყიათ ფეხი ქუჩაში ან მუხლები თუ გადაუტყავებიათ ასფალტზე? რა ცხვრებივით დაჰყვებით ყველას ვინც თითს გიშვერთ წინ? შეიძლება იდეისთვის იბძოლო და ეგ იდეა ჩემში მოკლეს. ასე რომ ყველას კიდია ჩვენი ფეხბურთი, უბრალოდ თავისი კაცი უნდათ დასვან და ეგაა, გაახილეთ ამოკერილი თვალები. სიჭინავა და არველაძეები რომ მაფიაა მაგას ვიძახი ერთი 5 წელი და ეგენიც ... და სიტყვა არ დამიძრავს მათ დასაცავად, სად ნახეთ რო მეთქას მაგათი მხარდასაჭერი რამე?

• მართალი

მე თავად მქონდა შეხება ზარაფხანასთან და ლორთქიფანიძესთანა დირეტორი იქ არ ახსოვთ.ყველა თანამშრომელი უდიდეს პატივს სცემდა გარდა 2-3 შეცდომილი ადამიანისა.მიზეზი პატივისცემისა იყო ის რომ დავითი იყო სამართლიანი ხელმძღვანელი და ეთყობა რომ ასეთივედ დარჩა

• აუუ

რა სამარცხვინოები ხართ ეს სიჭინავას დამცველები.ესეიგი პარლამენტარი ლორთქიფანიძე სიმართლეს იტყვის უეფადან გაგვრიცხავენ ხოო.ტყვილი,ტყვილი და პაპიროსი პირში.დაანებეთ ქართულ ფეხბურთს თავი

• Ika

ლორთქიფანიძე ებრძვის ქართული ფეხბურთის მესამარეებს,თქვენ კი მას აგინებთ.რას არ იგონებთ რომ მაფიოზები ისევ დატოვონ ფედერაციაში.დებილების საქმე არ არის კომენტარები.

• ჯიგარი

ქომაგი კი არა ნაცების მსტოვრები ხაართ.ლორთქიფანიძე მართალი კაცია და თქვენ შეეშვით საქართველოს

• ტყეშელაანთ გიჟი

ჯობია უკანალს მიაჭირონ, საერთოდ ევროთასები არ მოგვიხსნან და უეფადან არ გაგვრიცხონ, უეფას ერთერთი უმთავრესი კანონია რომ, პოლიტიკა და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ფეხბურთის საქმეში. მასე მოხსნენ პრეზიდენტი სენეგალში თუ კამერუნში ორჯერ ერთი 2-3 წლის წინ და ორივეჯერ რიცხავდნენ სანამ არ დააბრუნეს უკან და ჩვენ ბოდიში ვინ ფეხები ვართ.

• QOMAGI

ეს ლორთქიფანიძე სუფთა პროვოკატორია თავად არაფრის გამკეთებელი კაცი, ყველაგან ეკვეხება იქნება ამით მაინც გამოვჩნდეო. წადი რა შენ საქმეს მიხედე კაი მცოდნესავით რომ საუბრობ ყველაფერზე.

• ქართველი

ნოე და ნაცებო გაიარეეთ.გილოცავთ ახალ 2015 წელს.

• Dato

ხოდა 23-ში ავუჭედოთ კაბინეტი

• დათო#

ერთი-ორი ეშელონი ასეთი ლორდქიფანიძეები და სოფელიც აშენდება...

• ნოე

სიჭინავა ნამდვილად არ მომწონს და თუ რაიმე მანიპულაციით ცდილობს თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივებას, ხელი უნდა აშეუშალონ და ვისაც ევალება, იმან გააკეთოს. რაც შეეხება დავით ლორთქიფანიძეს, საკუთარ წარსულს რომ გადახედავს, რას აღმოაჩენს. 2004 წლამდე "ზარაფხანის" დირექტორად რომ ყავდათ დანიშნული, რა დამსახურებისთვის, რომ "გაატყავა" ორგანიზაცია და გააკოტრა, დაავიწყდა? მისი მსგსვსი ადამიანები უტეხენ სახელს "ოცნება"-ს. სირცხვილი იქონიე დათიკო!

• Kaxa

rit ver gaviget arveladze mdabio brbod gvtvlis .an ikneb vart kidec?

• zaza

ჯერ იქნებ საკუთარ გარემოცვაზე ილაპარაკო?რაც თქვენ ხელფასები გაიზარდეთ,პრემია-დანამატებით გაძარცვეთ ქვეყანა,იმ ფულით საქართველოს ყველა ქალაქ-სოფელში სტადიონი აშენდებოდა!

• Gala

Shublis zargvs rom gaitskvitavs katsi imisgan kvelaferi mosalodnelia. Sijinavam da federatsiis chinovnikebma im donemde miikvanes qartuli fegburti satvalavshits agar vtserivart. Visi an risi prezidentia chemtvis utsnobia. Tvitmarqvia sijinava sheeshvi qartul fexburts. Gadabargdi ukrainashi mogidzebnis mama marchenali adgils.

"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო

სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში

"არჩევნებში იმ კანდიდატს დავუჭერ მხარს, ვისაც სახელმწიფო 250 მლნ ლარს ანდობს"

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება

ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

პრეზენტაცია: აჟიოტაჟი სამოყვარულო ლიგის გარშემო

ვლადიმერ ბოისა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი მიიღებს

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა

სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო

[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი

სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს

დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

ტელეკომპანია "იმედი": სფფ-ის არჩევნებში მონაწილეობას მერაბ ჟორდანია აპირებს