საქართველოს 2014 წლის საუკეთესო მორაგბე მისთვის პირველ მსოფლიოს თასს მოუთმენლად ელის
საქართველოს 2014 წლის საუკეთესო მორაგბე მერაბ შარიქაძე გახდა - ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "ორიაკის" უკანახაზელი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "ბუკამ" (მერაბ შარიქაძის მეტსახელია. - ავტ.) უკვე 28-ჯერ მოასწრო ეროვნული ნაკრების მაისურის მორგება და ერთ-ერთ საუკეთესო მბოჭავადაც ითვლება.

მერე კიდევ, 21 წლის ასაკში გახდე წლის მორაგბე და აჯობო თუნდაც მამუკა გორგოძეს, რომელიც გასულ წელს მსოფლიო ნაკრებშიც კი მიიწვიეს, დიდ პატივთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობაც არის და მერაბ შარიქაძე ამას კარგად აცნობიერებს.

რაც მთავარია, 21 წლის მორაგბეს "ვარსკვლავური ავადმყოფობა" რომ არ ემუქრება, ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით!

- ალალად გვითხარი, წლის საუკეთესო მორაგბის ტიტულს თუ ელოდი?

- ნამდვილად არ ველოდი, რადგან ბევრ მორაგბეს ჰქონდა ძალიან კარგი სეზონი. უხერხულად ვიგრძენი თავი, ცოტათი დავიბენი კიდეც, საუკეთესოდ მე რომ დამასახელეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უზომოდ გამიხარდა!

- ქართველი მორკინალები არა მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში, უცხოურ კლუბებშიც გამოირჩევიან, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოს საუკეთესო მორაგბედ უმეტესწილად უკანახაზელებს ასახელებენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული რაგბი წინ მიდის!

- რაგბიში პირველხაზელთა მნიშვნელობა განუზომელია, მაგრამ მათ მიერ შესრულებული "შავი სამუშაო" მაყურებელს თვალში ნაკლებად ხვდება და შესაძლოა, ეს ყველაფერი ამის ბრალიც იყოს. ისე კი, ეს ჯილდო შერკინების მოთამაშეებსაც არაერთხელ აუღიათ და თუ ბოლო წლებში ხაზის მოთამაშეები იმარჯვებენ, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება.

პირადად ჩემთვის, 21 წლის ბიჭისთვის, რომელსაც ჯერ ბევრი არაფრისთვის მიუღწევია, წლის მორაგბედ დასახელება ისეთი უდიდესი მორაგბეების შემდეგ, როგორიც გორგოძე, ზირაქაშვილი და სხვები არიან, დიდი პატივი და კიდევ უფრო მეტი - პასუხისმგებლობაა! საუკეთესო მოთამაშისგან საუკეთესო თამაშს ელიან და ამიერიდან კიდევ მეტად უნდა მოვინდომო...

- არადა, 21 წლის ასაკში ნამდვილად არ არის იოლი ასეთი დაფასების, ყურადღებისა და პოპულარობის გაძლება...

- ამას თუ ვერ გავუძელი, არაფრის ღირსი არ ვყოფილვარ! როგორ შეიძლება, ბუკა შარიქაძეს, რომელსაც ჯერ არაფრისთვის მიუღწევია კარიერაში, თავში აუვარდეს, როცა საოცარი თავმდაბლობით გამოირჩევიან ისეთი მორაგბეები, როგორიც მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშილი, დუდუ ქუბრიაშვილი, ირაკლი მაჩხანელი და სხვები არიან?

მათ მაგალითზე გაზრდილი მორაგბე თუ სხვა რაღაცებზე დაიწყებს ფიქრს, არაფრის ღირსი არ ყოფილა...

ვიმეორებ, ასეთი დაფასება, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან კარგად ვაცნობიერებ, რომ მიღწევაზე ძნელი მიღწეულის შენარჩუნებაა!

- იშვიათია ისეთი პროგრესი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომ გაქვს. ეს რის დამსახურებაა?

- არ მიმაჩნია, რომ გასულ წელს რამე განსაკუთრებული გავაკეთე. თუმცა, წინა წელთან შედარებით პროგრესს მეც ვხედავ და ეს ყველაფერი შრომის, ჩემი მწვრთნელების, ოჯახის წევრების მხარდაჭერის დამსახურებაა. უფლის წყალობით, მძიმე ტრავმაც არ მქონია, ჩემი კარიერა რომ შეეფერხებინა...

- გარდა იმისა, რომ რაგბის კავშირის რჩეული გახდი, წლის სპორტსმენის ნომინანტებს შორისაც იყავი...

- ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. მეგობარი შემხვდა და მკითხა, სპორტის სამინისტროს წლის შემაჯამებელ საღამოზე რატომ ვერ გნახე, წლის სპორტსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი იყავიო (იცინის). უსამართლობა იქნებოდა და თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი, ვინმეს წლის სპორტსმენად რომ დავესახელებინე.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა გასულ სეზონში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენიც დამსახურებულად გახდა!

- საკლუბო ამბებიც ვთქვათ - "ორიაკში" როგორ აღმოჩნდი?

- ჩვენი ხაზის მოთამაშეების მწვრთნელის, მაიკლ ბრედლის, წყალობით. ბრედლი "ორიაკის" მწვრთნელის, ჯერემი დევიდსონის, თანამემამულე და მეგობარია და მასთან რეკომენდაცია გამიწია. ასე აღმოვჩნდი "ორიაკში".

- "ორიაკი" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში თამაშობს. ჩვენ კი გვინდა, ბუკა შარიქაძე რაც შეიძლება მალე ვნახოთ ტოპ-14-ში...

- ეს მეც მინდა (იცინის). "ორიაკთან" სამწლიანი კონტრაქტი მაქვს, მაგრამ თუ ტოპ-14-ის კლუბისგან იქნება შეთავაზება, მიმდინარე სეზონის ბოლოსაც შემეძლება წასვლა. ჯერ კონკრეტული არაფერია და სიმართლე გითხრათ, არც ვჩქარობ, რადგან საფრანგეთის ტოპ-14-ში თამაში ძალიან რთულია. იქ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი და ჯერ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო და იღბალმაც უნდა გამიღიმოს, მათთან ერთად თამაში რომ დავიმსახურო.

- ეროვნულ ნაკრებში უკვე 28-ჯერ გითამაშია, რაც 21 წლის ბიჭისთვის ჩინებული შედეგია. ბოლოს, ბორჯღალოსნების რიგებში ნოემბრის ტესტ-მატჩებში ითამაშე...

- ტონგამ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და დამსახურებულად გვაჯობა, ირლანდიაზე ახალი რა უნდა ვთქვა, ბოლო მატჩი კი საკმაოდ დიდი ანგარიშით მოვუგეთ იაპონიას, რომელმაც მანამდე ტონგელებს აჯობა - თუ ზუსტად მახსოვს, 26 ქულის სხვაობით! ნოემბრის ტესტებისას დიდი გამოცდილება მივიღეთ.

- რაც შეეხება ირლანდიასთან მატჩს? როგორი გრძნობაა დუბლინის "ავივა სთედიუმზე" თამაში?

- ვერ წარმომიდგენია, სადმე ამაზე მეტად სარაგბო ატმოსფერო იყოს! მხოლოდ სტადიონს არ ვგულისხმობ - თამაშამდე რამდენიმე დღით ადრეც კი დუბლინის ქუჩებში საოცარი განწყობა იყო. მართლაც სარაგბო ქვეყანაა, რაგბით ცხოვრობენ...

- უშუალოდ მატჩს რაც შეეხება? ამხელა სხვაობით მარცხს ნამდვილად არ ვიმსახურებდით...

- თავის მართლებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ სანამ თხუთმეტი-თხუთმეტზე ვთამაშობდით, ირლანდიას არაფერი დავუთმეთ! მერე კი კაცნაკლული დავრჩით და ესეც ჩვენ თავს უნდა დავაბრალოთ - მეტი დისციპლინა გვმართებდა! ყვითელ ბარათს ლაშა მალაღურაძის ტრავმაც დაემატა და მოედანზე 13 დავრჩით. სწორედ იმ წუთებში გაგვიტანეს მასპინძლებმა 21 ქულა...

ირლანდიასთან თამაში ოპტიმალური შემადგენლობით არის რთული და ორი მოთამაშით ნაკლები რას გავხდებოდით? რომ ამბობენ, ირლანდიასთან ყველაზე მეტი ბოჭვა შარიქაძის ანგარიშზეაო, ნაკლები ვიყავით და სხვა გზა არ იყო - რაც შეიძლება ბევრი შებოჭვა უნდა გაგვეკეთებინა (იცინის)!

- თავად რას ელი და საქართველოს რას უსურვებ 2015 წელს?

- 2015 მსოფლიო თასის წელია და მოუთმენლად ველი ჩემთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს, საქართველოს კი მშვიდობიან წელიწადს, სტაბილურობას, ერთმანეთის კიდევ უფრო მეტ სიყვარულს ვუსურვებ!

რატი შელეგია

გაზეთი "კვირის პალიტრა"

levani
გაიხარე მერაბ! მომილოცავს ეს დამსახურებული ტიტული! კაი კაცი ხარ და კაი სპორცმენი. სულ რომ ვარსკვლავებს წყვიტავდეს კაცი თავში თუ რამე აუვარდა იმისგან აღარც სპორცმენი და რაც მთავარია აღარც კაცი არ დადგება. მე მჯერა რომ შენ ეს არ გემუქრება. ღმერთი გფარავდეს!
geronti
გაიხარე მერაბ.კარგ მორაგბესთან ერთად კარგი კაციც იქნება
irakli arqania
ღმერთმა ტრამვები გარიდოს მერაბ
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
"სინამდვილეში, რონალდომ და ჯორჯიანამ ერთმანეთი ასე გაიცნეს" - როდრიგესის ყოფილმა თანამშრომელმა ისტორია მოჰყვა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მილტონ ჰეიგი: "რაგბი ევროპას" ჩვენთვის საკვალიფიკაციო ხასიათი აღარ აქვს, თუმცა...
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
"მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ახლა საქართველოს სულ სხვა თვალით უყურებს"
რაგბი. ლეგიონი: ქართველების "მონპელიემ" რეგულარული გათამაშება მოიგო
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბე ლეგიონერების ამბები: მიხეილ ნარიაშვილი დაბრუნდა
ოქროს თასი 2015: მექსიკა ჩემპიონია
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
პრო დე2: ქუბრიაშვილმა ტოპ 14-ისკენ ლელოთი გაიწია
დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?
პრო დე2: ქუბრიაშვილი ლიდერებში და ალანია ძირითადში
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
პასი ამერიკიდან: ახალი შევსება MLS-ში
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დადგა დრო, შედეგზე ვითამაშოთ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს