ზაქათალის "სიმურგში" გუნდის ექიმად მიწვეული ემზარ ჭუმბურიძე ნანახით გაოცებულია
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრემიერლიგის კლუბ ზაქათალის "სიმურგს" ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე ავარჯიშებს. მისი თანაშემწეც ქართველია - "გაგრას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე. "სიმურგი" დიდი ბიუჯეტით ვერ იწონებს თავს, თუმცა პირველი წრის შემდეგ მე-4 ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების იმედი აქვს.

როგორც შევიტყვეთ, გუნდში მესამე ქართველიც მიიწვიეს, ოღონდ ის არც მწვრთნელია და არც ფეხბურთელი - ექიმი ემზარ ჭუმბურიძე სპორტული მედიცინის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელია: იყო "საბურთალოს", "გაგრასა" და გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა (1993 წელს დაბადებულებში) ნაკრების ექიმი, ბოლო დროს კი კლინიკა "სიტი სპორტის" ხელმძღვანელი გახლდათ, სადაც სპორტსმენები სამედიცინო შემოწმებას გადიან.

"მესამე თვეა, რაც ჩიხრაძემ და ჯელაძემ "სიმურგში" მიმიწვიეს. ერთად გვიმუშავია და ეტყობა მიიჩნიეს, რომ გუნდს გამოვადგები. რა თქმა უნდა, ამ დაინტერესებამ გამახარა და მუშაობა დავიწყე", - ამბობს ჭუმბურიძე.

მოგვწონს თუ არა, თანამედროვე სპორტში წარმატება დიდწილად ფარმაკოლოგიასა და მედიცინაზეცაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო საქართველო ამ მიმართულებითაც ჩამორჩა მსოფლიო ტენდენციებს.

ჭუმბურიძე ყურადღებას სწორედ ამაზე ამახვილებს:

"ვიცოდი, რომ აზერბაიჯანელები საკმაოდ წინ წავიდნენ, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არა მხოლოდ სავარჯიშო, არამედ სამედიცინო მომსახურების მხრივაც ფანტასტიკური პირობებია და გადაუჭარბებლად ვიტყვი - ამ მხრივ არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ ჩამორჩებიან.

ზაქათალაში შემიძლია იმ აპარატურით ვისარგებლო, რაც თბილისში სარეაბილიტაციო კლინიკებს არ გააჩნიათ. სამედიცინო საკითხებში ჩახედული ადამიანი მიხვდება, რასაც ვამბობ.

ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ფეხბურთელები კარიერას ტრავმის გამო ამთავრებენ, მაგრამ ასეთებიც მომხდარა - უფულობის გამო მკურნალობის საშუალება ბევრს არ ჰქონია. აზერბაიჯანში ასეთი რამ გამორიცხულია.

არადა, ქართველებს სპორტულ მედიცინაში ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები გვყავს. უბრალოდ, მათ პირობები უნდა შეუქმნან და ნახავთ, როგორც იმუშავებენ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
გიორგი ჩიხრაძემ "სიმურგის" მწვრთნელის რანგში მეასე მატჩი ჩაატარა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გიორგი ჩიხრაძე: ქართველები? აქ უფრო ბალკანელები და სამხრეთამერიკელები უნდათ
გიორგი ჩიხრაძის ფეხბურთელებმა მოედანზე მჯდომარე აქცია გამართეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
გორის "დილა" ზაქათალის "სიმურგთან" მეორედაც ფრეს დასჯერდა